მოსკოვის ოსტანკინოს სასამართლომ რუსეთის "პირველი არხის" თანამშრომელი მარინა ოვსიანიკოვა, რომელიც გადაცემა "ვრემიას“ მსვლელობისას გადაცემის წამყვანის ზურგსუკან ომის საწინააღმდეგო პლაკატით გამოჩნდა, 30 000 რუბლით დააჯარიმა.
ამის შესახებ ინფორმაციას "რია ნოვოსტი“ ავრცელებს.
მას ბრალად ედება ქცევის ნორმების დარღვევა საჯარო ღონისძიების დროს.
შეგახსენებთ, რუსეთის სახელმწიფო ტელევიზიის, „პირველი არხის“ საინფორმაციო გადაცემა "ვრემიას" დროს, მარინა ოვსიანიკოვა პირდაპირ ეთერში წამყვანის უკანა ფონზე ომის საწინააღმდეგო ბანერით: "არა ომს, შეაჩერე ომი" შევიდა. მის ბანერზე ასევე ეწერა: „არ დაუჯეროთ პროპაგანდას, აქ გატყუებენ, რუსები ომის წინააღმდეგ".