საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ვწუხვართ, რომ მოსკოვმა შესაძლოა, დაიწყოს "ცრუ დროშის' ოპერაცია, რომელიც ქიმიურ იარაღს მოიცავს" - სტოლტენბერგი
"ვწუხვართ, რომ მოსკოვმა შესაძლოა, დაიწყოს "ცრუ დროშის' ოპერაცია, რომელიც ქიმიურ იარაღს მოიცავს" - სტოლტენბერგი

რუ­სე­თი სა­უბ­რობს ბი­ო­ლო­გი­ურ ლა­ბო­რა­ტო­რი­ებ­სა და ქი­მი­ურ ია­რაღ­ზე უკ­რა­ი­ნა­ში, ეს სიც­რუ­ეა - ვწუხ­ვართ, რომ მოს­კოვ­მა შე­საძ­ლოა, „ცრუ დრო­შის“ ოპე­რა­ცია და­ი­წყოს, რო­მე­ლიც ქი­მი­ურ ია­რაღს მო­ი­ცავს, - ამის შე­სა­ხებ ნა­ტოს გე­ნე­რა­ლურ­მა მდი­ვან­მა იენს სტოლ­ტენ­ბერ­გმა გა­ნა­ცხა­და.

მისი თქმით, ნა­ტომ კო­ლექ­ტი­უ­რი თავ­დაც­ვის სის­ტე­მა გა­ა­აქ­ტი­უ­რა და ახლა ევ­რო­პის კონ­ტი­ნენტზე ასი­ა­თა­სო­ბით სამ­ხედ­რო უკვე მზად­ყოფ­ნა­შია.

"უკ­რა­ი­ნე­ლი ხალ­ხი მა­მა­ცად იბ­რძვის. ისი­ნი იცა­ვენ თა­ვი­ანთ სახ­ლებ­სა და მო­მა­ვალს. ჩვენ მათ მხა­რი უნდა და­ვუ­ჭი­როთ. ხვალ ჩვენ შე­მოგ­ვი­ერ­თდე­ბა უკ­რა­ი­ნის თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრი და ჩვე­ნი ძვე­ლი პარტნი­ო­რე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­დან და შვე­დე­თი­დან.

მთელ­მა სამ­ყა­რომ დაგ­მო ეს ომი. ნა­ტომ და ევ­რო­კავ­შირ­მა უპ­რე­ცე­დენ­ტო სან­ქცი­ე­ბი და­უ­წე­სა რუ­სეთს. წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ნატო ათი­ა­თა­სო­ბით უკ­რა­ი­ნელ სამ­ხედ­როს წვრთნი­და. უმე­ტე­სი მათ­გა­ნი დღეს ფრონ­ტის ხაზ­ზე იბ­რძვის. ალი­ან­სის წევ­რებ­მა უკ­რა­ი­ნას მი­ა­წო­დეს ტანკსა­წი­ნა­აღ­მდე­გო ია­რა­ღე­ბი, ასე­ვე დრო­ნე­ბი. ეს წვრთნე­ბი და სამ­ხედ­რო აღ­ჭურ­ვი­ლო­ბა უკ­რა­ი­ნას სა­შუ­ა­ლე­ბას აძ­ლევს თავი და­იც­ვან. უკ­რა­ი­ნას ყვე­ლა­ნა­ი­რი უფ­ლე­ბა აქვს სა­კუ­თა­რი თავი და­იც­ვას. ნა­ტოს ალი­ან­სის წევ­რე­ბი უკ­რა­ი­ნას ყო­ველ­თვის და­ეხ­მა­რე­ბი­ან ფი­ნან­სუ­რი, ჰუ­მა­ნი­ტა­რუ­ლი და სამ­ხედ­რო დახ­მა­რე­ბით. ნა­ტოს მთა­ვა­რი მი­ზა­ნია და­იც­ვას თა­ვი­სი ალი­ან­სი.

ჩვენ გა­ვა­აქ­ტი­უ­რეთ ჩვე­ნი თავ­დაც­ვის გეგ­მა, კო­ლექ­ტი­უ­რი თავ­დაც­ვის სის­ტე­მა. ახლა ასი­ა­თა­სო­ბით სამ­ხედ­რო უკვე მზად­ყოფ­ნა­შია ევ­რო­პის კონ­ტი­ნენტზე, ათი­ა­თა­სო­ბით სამ­ხედ­როა გან­ლა­გე­ბუ­ლი ევ­რო­პის აღ­მო­სავ­ლეთ სა­ზღვრებ­თან. სა­ჰა­ე­რო და სა­ზღვაო თავ­დაც­ვა მზად­ყოფ­ნა­შია. ამ ეტაპ­ზე ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბი პო­ლო­ნეთ­ში ან­თავ­სებს სამ­ხედ­რო ძა­ლებს, ასე­ვე გერ­მა­ნია. ეს ყვე­ლა­ფე­რი აგ­ზავ­ნის რუ­სე­თის მი­მართ სიგ­ნალს - ერთი ყვე­ლას­თვის და ყვე­ლა ერ­თის­თვის. რუ­სე­თის თავ­დას­ხმა უკ­რა­ი­ნა­ზე, ასე­ვე ბე­ლა­რუ­სის ჩარ­თუ­ლო­ბა ამ პრო­ცეს­ში ახალ პრობ­ლე­მებს ქმნის. ჩვენ, ნა­ტოს სამ­ხედ­რო ბაზა უნდა გა­და­ვე­წყოთ, რათა ახალ გა­მოწ­ვე­ვებს შე­ვე­გუ­ოთ. უნდა გა­ვაძ­ლი­ე­როთ ჩვე­ნი თავ­დაც­ვა მომ­დევ­ნო წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში, ეს გუ­ლის­ხმობს ნა­ტოს აღ­მო­სავ­ლეთ ნა­წილ­ში მეტ სამ­ხედ­რო აღ­ჭურ­ვი­ლო­ბას და სამ­ხედ­რო ძა­ლას, ასე­ვე სა­ჰა­ე­რო და სა­ზღვაო ძა­ლებს. კი­დევ უფრო მეტი და დიდი წვრთნე­ბი უნდა ჩა­ვა­ტა­როთ.

მე მაქვს მო­ლო­დი­ნი, რომ ნა­ტოს წევ­რე­ბი მად­რი­დის სა­მი­ტის­თვის მოქ­მე­დე­ბას კი­დევ უფრო გა­აძ­ლი­ე­რე­ბენ. ეს გუ­ლის­ხმობს ინ­ვეს­ტი­ცი­ე­ბის გაძ­ლი­ე­რე­ბას. ნა­ტოს ყვე­ლას წევრ ქვე­ყა­ნას მო­ვუ­წო­დებ, თა­ვი­ან­თი მშპ-ის 2% და­ხარ­ჯონ თავ­დაც­ვა­ზე, რათა და­იც­ვან მშვი­დო­ბა და თა­ვი­სუფ­ლე­ბა ამ კრი­ტი­კულ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში“,- გა­ნა­ცხა­და იენს სტოლ­ტენ­ბერ­გმა.

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
სიმართლე.
33

ეხლა რუსეთს, რად უნდა "ცრუ დროშის ოპერაცია... ", არაფერი დარჩა დასანგრევი. ფოტოსურათებიდან მაინც ვერა გრძნობთ?

გრიგოლი1408
98

ესენი წინასწარ ამზადებენ ხალხს, რასაც თვითონ აპირებენ

sponsored by ContentRoom
ავტორი:

"ვწუხვართ, რომ მოსკოვმა შესაძლოა, დაიწყოს "ცრუ დროშის' ოპერაცია, რომელიც ქიმიურ იარაღს მოიცავს" - სტოლტენბერგი

"ვწუხვართ, რომ მოსკოვმა შესაძლოა, დაიწყოს "ცრუ დროშის' ოპერაცია, რომელიც ქიმიურ იარაღს მოიცავს" - სტოლტენბერგი

რუსეთი საუბრობს ბიოლოგიურ ლაბორატორიებსა და ქიმიურ იარაღზე უკრაინაში, ეს სიცრუეა - ვწუხვართ, რომ მოსკოვმა შესაძლოა, „ცრუ დროშის“ ოპერაცია დაიწყოს, რომელიც ქიმიურ იარაღს მოიცავს, - ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა.

მისი თქმით, ნატომ კოლექტიური თავდაცვის სისტემა გაააქტიურა და ახლა ევროპის კონტინენტზე ასიათასობით სამხედრო უკვე მზადყოფნაშია.

"უკრაინელი ხალხი მამაცად იბრძვის. ისინი იცავენ თავიანთ სახლებსა და მომავალს. ჩვენ მათ მხარი უნდა დავუჭიროთ. ხვალ ჩვენ შემოგვიერთდება უკრაინის თავდაცვის მინისტრი და ჩვენი ძველი პარტნიორები საქართველოდან და შვედეთიდან.

მთელმა სამყარომ დაგმო ეს ომი. ნატომ და ევროკავშირმა უპრეცედენტო სანქციები დაუწესა რუსეთს. წლების განმავლობაში ნატო ათიათასობით უკრაინელ სამხედროს წვრთნიდა. უმეტესი მათგანი დღეს ფრონტის ხაზზე იბრძვის. ალიანსის წევრებმა უკრაინას მიაწოდეს ტანკსაწინააღმდეგო იარაღები, ასევე დრონები. ეს წვრთნები და სამხედრო აღჭურვილობა უკრაინას საშუალებას აძლევს თავი დაიცვან. უკრაინას ყველანაირი უფლება აქვს საკუთარი თავი დაიცვას. ნატოს ალიანსის წევრები უკრაინას ყოველთვის დაეხმარებიან ფინანსური, ჰუმანიტარული და სამხედრო დახმარებით. ნატოს მთავარი მიზანია დაიცვას თავისი ალიანსი.

ჩვენ გავააქტიურეთ ჩვენი თავდაცვის გეგმა, კოლექტიური თავდაცვის სისტემა. ახლა ასიათასობით სამხედრო უკვე მზადყოფნაშია ევროპის კონტინენტზე, ათიათასობით სამხედროა განლაგებული ევროპის აღმოსავლეთ საზღვრებთან. საჰაერო და საზღვაო თავდაცვა მზადყოფნაშია. ამ ეტაპზე ამერიკის შეერთებული შტატები პოლონეთში ანთავსებს სამხედრო ძალებს, ასევე გერმანია. ეს ყველაფერი აგზავნის რუსეთის მიმართ სიგნალს - ერთი ყველასთვის და ყველა ერთისთვის. რუსეთის თავდასხმა უკრაინაზე, ასევე ბელარუსის ჩართულობა ამ პროცესში ახალ პრობლემებს ქმნის. ჩვენ, ნატოს სამხედრო ბაზა უნდა გადავეწყოთ, რათა ახალ გამოწვევებს შევეგუოთ. უნდა გავაძლიეროთ ჩვენი თავდაცვა მომდევნო წლების განმავლობაში, ეს გულისხმობს ნატოს აღმოსავლეთ ნაწილში მეტ სამხედრო აღჭურვილობას და სამხედრო ძალას, ასევე საჰაერო და საზღვაო ძალებს. კიდევ უფრო მეტი და დიდი წვრთნები უნდა ჩავატაროთ.

მე მაქვს მოლოდინი, რომ ნატოს წევრები მადრიდის სამიტისთვის მოქმედებას კიდევ უფრო გააძლიერებენ. ეს გულისხმობს ინვესტიციების გაძლიერებას. ნატოს ყველას წევრ ქვეყანას მოვუწოდებ, თავიანთი მშპ-ის 2% დახარჯონ თავდაცვაზე, რათა დაიცვან მშვიდობა და თავისუფლება ამ კრიტიკულ მდგომარეობაში“,- განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.