ავტორი:

"პენიტენციური სამსახური ცრუობს, როცა წერს, რომ MRT კვლევაზე უარი ვთქვი... რაც შემომთავაზეს, იყო ბლეფი"- მიხეილ სააკაშვილი

"პენიტენციური სამსახური ცრუობს, როცა წერს, რომ MRT კვლევაზე უარი ვთქვი... რაც შემომთავაზეს,  იყო ბლეფი"- მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სიცრუეს უწოდებს პენიტენციური სამსახურის განცხადებას, რომ მან MRT კვლევაზე უარი თქვა.

როგორც სააკაშვილი სოციალურ ქსელში გავრცელებულ წერილში განმარტავს, მას 3 Tesla კლასის MRT აპარატი სჭირდება, რაც რესპუბლიკურ საავადმყოფოში არ არის.

"პენიტენციური სამსახური ცრუობს, როცა წერს, რომ MRT კვლევაზე უარი ვთქვი.

საქმე ისაა, რომ მე მჭირდება 3 Tesla კლასის MRT აპარატი და რესპუბლიკურს მხოლოდ 1,5 Tesla გააჩნია, თანაც 3 Tesla აპარატს სჭირდება სპეციალური პროგრამა, რაც საქართველოში მხოლოდ ერთ კლინიკას აქვს. ამიტომ, რაც შემომთავაზეს, ეგ იყო ბლეფი და როგორც ყოველთვის, ცრუობენ“,- აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.