საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

16

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 23:52-ზე, მთვარე ვერძში გადავა 08:31-ზე – გაზარდეთ თქვენი ცოდნის დონე. შეისწავლეთ ახალი. იმუშავეთ მნიშვნელოვან დოკუმენტებთან. ხელი მოაწერე კონტრაქტებს. დაალაგეთ არქივი. დაუთმეთ დღე განათლებას და სწავლას. მოაგვარეთ მარტივი საკითხები და არ მიიღოთ სერიოზული გადაწყვეტილებები. არ არის რეკომენდებული: ახალი და სერიოზული საქმეების დაწყება. ბევრი მუშაობა. ვაჭრობა. სიზარმაცე. იყავით ყურადღებიანი ბარძაყების, ქვედა ხერხემლის მიმართ. არ არის რეკომენდებული მარხვა ან შიმშილი. კარგია ტანსაცმლის გაუთოება და შენახვა; ზამთრისთვის ხილის გაყინვა და კონსერვაცია.
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
უკრაინაში მიმდინარე ომის გაშუქებისას, 3 ჟურნალისტი დაიღუპა და 35 დაშავდა
უკრაინაში მიმდინარე ომის გაშუქებისას, 3 ჟურნალისტი დაიღუპა და 35 დაშავდა

უკ­რა­ი­ნა­ში მიმ­დი­ნა­რე ომის გა­შუ­ქე­ბი­სას, სულ მცი­რე, 35 ჟურ­ნა­ლის­ტი და­შავ­და და სამი და­ი­ღუ­პა. ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას რა­დას ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა კო­მი­სა­რი ლუდ­მი­ლა დე­ნი­სო­ვა ავ­რცე­ლებს.

მი­სი­ვე გან­ცხა­დე­ბით, რუსი ოკუ­პან­ტე­ბი მათი ქმე­დე­ბე­ბის ობი­ექ­ტურ გა­შუ­ქე­ბას ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბი­ან და აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ხო­ცა­ვენ და ცე­ცხლს უხ­სნი­ან ჟურ­ნა­ლის­ტებს.

ლუდ­მი­ლა დე­ნი­სო­ვას ინ­ფორ­მა­ცი­ით, ჟურ­ნა­ლის­ტი ვიქ­ტორ დუ­და­რი მი­კო­ლა­ევ­თან მიმ­დი­ნა­რე საბ­რძო­ლო მოქ­მე­დე­ბე­ბის გა­შუ­ქე­ბი­სას და­ი­ღუ­პა, ტე­ლე­ო­პე­რა­ტო­რი ევ­გე­ნი სა­კუ­ნი - კი­ევ­ში სა­რა­კე­ტო თავ­დას­ხმას შე­ე­წი­რა, ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის მო­ქა­ლა­ქე დო­კუ­მენ­ტა­ლის­ტი ბრენტ რენო კი ირ­პენ­ში ბლოკპოსტზე მოკ­ლეს.

დე­ნი­სო­ვას მო­ნა­ცე­მე­ბით, ოკუ­პან­ტე­ბის სა­მიზ­ნეა სა­ტე­ლე­ვი­ზიო ინფრას­ტრუქ­ტუ­რის ობი­ექ­ტე­ბი, მათ შო­რის კი­ე­ვის, ლუც­კი­სა და რი­ვე­ნის სა­ტე­ლე­ვი­ზიო ან­ძე­ბი.

sponsored by ContentRoom
ავტორი:

უკრაინაში მიმდინარე ომის გაშუქებისას, 3 ჟურნალისტი დაიღუპა და 35 დაშავდა

უკრაინაში მიმდინარე ომის გაშუქებისას, 3 ჟურნალისტი დაიღუპა და 35 დაშავდა

უკრაინაში მიმდინარე ომის გაშუქებისას, სულ მცირე, 35 ჟურნალისტი დაშავდა და სამი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას რადას ადამიანის უფლებათა კომისარი ლუდმილა დენისოვა ავრცელებს.

მისივე განცხადებით, რუსი ოკუპანტები მათი ქმედებების ობიექტურ გაშუქებას ეწინააღმდეგებიან და აქედან გამომდინარე, ხოცავენ და ცეცხლს უხსნიან ჟურნალისტებს.

ლუდმილა დენისოვას ინფორმაციით, ჟურნალისტი ვიქტორ დუდარი მიკოლაევთან მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების გაშუქებისას დაიღუპა, ტელეოპერატორი ევგენი საკუნი - კიევში სარაკეტო თავდასხმას შეეწირა, ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქე დოკუმენტალისტი ბრენტ რენო კი ირპენში ბლოკპოსტზე მოკლეს.

დენისოვას მონაცემებით, ოკუპანტების სამიზნეა სატელევიზიო ინფრასტრუქტურის ობიექტები, მათ შორის კიევის, ლუცკისა და რივენის სატელევიზიო ანძები.