კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
კონფლიქტები
პოლიტიკა
მოზაიკა
სამართალი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მომხმარებელთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით სემეკში ღია კარის დღე გაიმართა
მომხმარებელთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით სემეკში ღია კარის დღე გაიმართა

მომ­ხმა­რე­ბელ­თა უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვის სა­ერ­თა­შო­რი­სო დღეს­თან და­კავ­ში­რე­ბით სა­ქარ­თვე­ლოს ენერ­გე­ტი­კი­სა და წყალ­მო­მა­რა­გე­ბის მა­რე­გუ­ლი­რე­ბელ ეროვ­ნულ კო­მი­სი­ა­ში (სე­მეკ) ღია კა­რის დღე გა­ი­მარ­თა, რომ­ლის ფარ­გლებ­შიც სე­მე­კის თავ­მჯდო­მა­რე და­ვით ნარ­მა­ნია მო­ქა­ლა­ქე­ებს შეხ­ვდა. სე­მე­კის თავ­მჯდო­მა­რეს­თან ერ­თად შეხ­ვედ­რას ეს­წრე­ბოდ­ნენ სე­მე­კის წევ­რე­ბი, სე­მე­კის აპა­რა­ტის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი და ენერ­გო­ომ­ბუდსმე­ნი.

და­ვით ნარ­მა­ნი­ამ მო­ქა­ლა­ქე­ებს გა­ნუ­მარ­ტა ენერ­გე­ტი­კი­სა და წყალ­მო­მა­რა­გე­ბის სექ­ტო­რებ­ში მომ­ხმა­რე­ბელ­თა უფ­ლე­ბე­ბის შე­სა­ხებ და მო­უ­წო­და, რომ კო­მუ­ნა­ლუ­რი მომ­სა­ხუ­რე­ბის კომ­პა­ნი­ე­ბის მხრი­დან მათი უფ­ლე­ბე­ბის დარ­ღვე­ვის შემ­თხვე­ვა­ში, ყო­ველ­თვის მო­მარ­თონ სე­მეკს ან ენერ­გო­ომ­ბუდსმე­ნის სამ­სა­ხურს.

„სე­მე­კის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბი და საქ­მი­ა­ნო­ბა ცხად­ყოფს, რომ ჩვენ­თვის უაღ­რე­სად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია მომ­ხმა­რე­ბელ­თა უფ­ლე­ბე­ბი სრულ­ყო­ფი­ლად იყოს და­ცუ­ლი. ბოლო თვე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში გან­სა­კუთ­რე­ბულ პრობ­ლე­მას წარ­მო­ად­გენ­და მოხ­მა­რე­ბუ­ლი ელექტრო­ე­ნერ­გი­ის და­რი­ცხვე­ბი და იცით, რომ მო­ქა­ლა­ქე­თა მო­მარ­თვე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, კო­მი­სი­ამ ად­გილ­ზე შე­ა­მოწ­მა კომ­პა­ნი­ე­ბის საქ­მი­ა­ნო­ბე­ბი. გარ­და იმი­სა, რომ დარ­ღვე­ვე­ბის და­ფიქ­სი­რე­ბის გამო და­ჯა­რიმ­და სს „თე­ლა­სი“, მო­ქა­ლა­ქე­ებს ჯამ­ში ნა­ხე­ვა­რი მი­ლი­ო­ნი ლა­რის და­რი­ცხვა და­უ­კო­რექ­ტირ­დათ, ხოლო მათ, ვი­საც და­რი­ცხვა უკვე გა­დახ­დი­ლი ჰქონ­და, ზედ­მე­ტო­ბით გა­დახ­დი­ლი თან­ხა უკან და­უბ­რუნ­დათ სა­ა­ბო­ნენ­ტო ბა­რა­თებ­ზე.

ჩვე­ნი მი­ზა­ნია, რომ კო­მუ­ნა­ლურ სეგ­მენ­ტში მომ­სა­ხუ­რე­ბის ხა­რის­ხი გა­უ­თა­ნაბრდეს ევ­რო­პულ სტან­დარ­ტებს და ად­გი­ლი აღარ ჰქონ­დეს კომ­პა­ნი­ე­ბის მიერ გა­დაც­დო­მებს. მო­ქა­ლა­ქე­ებს კი­დევ ერთხელ შე­ვახ­სე­ნებ, რომ ჩვენ ღია ვართ ნე­ბის­მი­ე­რი კონ­სულ­ტა­ცი­ის­თვის. სე­მეკ­თან ან ენერ­გო­ომ­ბუდსმენ­თან და­კავ­ში­რე­ბა შე­გიძ­ლი­ათ რო­გორც ქოლ ცენ­ტრის სა­შუ­ა­ლე­ბით, ნო­მერ­ზე - 16 216, რო­მელ­ზეც ზა­რის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა უფა­სოა მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის­თვის, ასე­ვე სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლი­თაც“, - გა­ნა­ცხა­და და­ვით ნარ­მა­ნი­ამ.

სე­მე­კი მომ­ხმა­რე­ბელ­თა უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვის სა­ერ­თა­შო­რი­სო დღეს ყო­ველ­წლი­უ­რად სხვა­დას­ხვა ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბით აღ­ნიშ­ნავს, რო­მე­ლიც ენერ­გე­ტი­კი­სა და წყალ­მო­მა­რა­გე­ბის სექ­ტო­რებ­ში მომ­ხმა­რე­ბელ­თა უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვას უკავ­შირ­დე­ბა.

NS

გილოცავთ
0

გამოდის, რომ თუ არ იჩივლე, თანხა არ დაკორექტირდება?!... ავშენებულვართ...

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისრაელმა ირანზე მასშტაბური დარტყმები განახორციელა: განადგურებულია ბირთვულ იარაღი, დაიღუპნენ სამხედრო მეთაურები
ავტორი:

მომხმარებელთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით სემეკში ღია კარის დღე გაიმართა

მომხმარებელთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით სემეკში ღია კარის დღე გაიმართა

მომხმარებელთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში (სემეკ) ღია კარის დღე გაიმართა, რომლის ფარგლებშიც სემეკის თავმჯდომარე დავით ნარმანია მოქალაქეებს შეხვდა. სემეკის თავმჯდომარესთან ერთად შეხვედრას ესწრებოდნენ სემეკის წევრები, სემეკის აპარატის წარმომადგენლები და ენერგოომბუდსმენი.

დავით ნარმანიამ მოქალაქეებს განუმარტა ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორებში მომხმარებელთა უფლებების შესახებ და მოუწოდა, რომ კომუნალური მომსახურების კომპანიების მხრიდან მათი უფლებების დარღვევის შემთხვევაში, ყოველთვის მომართონ სემეკს ან ენერგოომბუდსმენის სამსახურს.

„სემეკის გადაწყვეტილებები და საქმიანობა ცხადყოფს, რომ ჩვენთვის უაღრესად მნიშვნელოვანია მომხმარებელთა უფლებები სრულყოფილად იყოს დაცული. ბოლო თვეების განმავლობაში განსაკუთრებულ პრობლემას წარმოადგენდა მოხმარებული ელექტროენერგიის დარიცხვები და იცით, რომ მოქალაქეთა მომართვების საფუძველზე, კომისიამ ადგილზე შეამოწმა კომპანიების საქმიანობები. გარდა იმისა, რომ დარღვევების დაფიქსირების გამო დაჯარიმდა სს „თელასი“, მოქალაქეებს ჯამში ნახევარი მილიონი ლარის დარიცხვა დაუკორექტირდათ, ხოლო მათ, ვისაც დარიცხვა უკვე გადახდილი ჰქონდა, ზედმეტობით გადახდილი თანხა უკან დაუბრუნდათ სააბონენტო ბარათებზე.

ჩვენი მიზანია, რომ კომუნალურ სეგმენტში მომსახურების ხარისხი გაუთანაბრდეს ევროპულ სტანდარტებს და ადგილი აღარ ჰქონდეს კომპანიების მიერ გადაცდომებს. მოქალაქეებს კიდევ ერთხელ შევახსენებ, რომ ჩვენ ღია ვართ ნებისმიერი კონსულტაციისთვის. სემეკთან ან ენერგოომბუდსმენთან დაკავშირება შეგიძლიათ როგორც ქოლ ცენტრის საშუალებით, ნომერზე - 16 216, რომელზეც ზარის განხორციელება უფასოა მოქალაქეებისთვის, ასევე სოციალურ ქსელითაც“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.

სემეკი მომხმარებელთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღეს ყოველწლიურად სხვადასხვა ღონისძიებებით აღნიშნავს, რომელიც ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორებში მომხმარებელთა უფლებების დაცვას უკავშირდება.

NS