საზოგადოება
სამართალი
მსოფლიო

2

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეხუთე დღე დაიწყება 07:57-ზე, მთვარე ტყუპშია მოერიდეთ ახალი საქმეების დაწყებას, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას. უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვა სხვა დღისთვის გადადეთ. არ გირჩევთ საქმეების, ურთიერთობის გარჩევას. მშვიდად აკეთეთ თქვენი საქმე. ნუ განიხილავთ ახალ პროექტებს. ივარჯიშეთ.ცუდი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისთვის. მოერიდეთ ცხოველური საკვებს. ნაკლები დრო გაატარეთ უჰაერო ოთახში, მოერიდეთ ე.წ. მოწევის ადგილებს. გაანიავეთ ოთახი. შეამცირეთ დატვირთვა ხელებსა და მხრებზე.
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ქართული ოცნების“ პოზიცია, რომ პრეზიდენტს მთავრობის წარდგენილი ელჩების კანდიდატურის დაბლოკვის უფლება არ აქვს, კონსტიტუციის არასწორი ინტერპრეტაციაა"- ვახუშტი მენაბდე
"ქართული ოცნების“ პოზიცია, რომ პრეზიდენტს მთავრობის წარდგენილი ელჩების კანდიდატურის დაბლოკვის უფლება არ აქვს, კონსტიტუციის არასწორი ინტერპრეტაციაა"- ვახუშტი მენაბდე

"ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ პო­ზი­ცია, რომ პრე­ზი­დენტს მთავ­რო­ბის წარ­დგე­ნი­ლი ელ­ჩე­ბის კან­დი­და­ტუ­რის დაბ­ლოკ­ვის უფ­ლე­ბა არ აქვს, კონ­სტი­ტუ­ცი­ის არას­წო­რი ინ­ტერპრე­ტა­ცი­აა, - ამის შე­სა­ხებ "ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ პო­ლი­ტი­კის სა­მარ­თლის სპე­ცი­ა­ლის­ტმა ვა­ხუშ­ტი მე­ნაბ­დემ გა­ნუ­ცხა­და.

მე­ნაბ­დის თქმით, პირ­ვე­ლი, რაც ამ მმარ­თვე­ლი პარ­ტი­ის მიერ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი გან­ცხა­დე­ბი­დან ჩანს, არის კონ­ფლიქ­ტი, რო­მე­ლიც მმარ­თველ გუნდსა და სა­ხელ­მწი­ფოს მე­თა­ურს შო­რის არ­სე­ბობს.

რო­გორც მე­ნაბ­დემ აღ­ნიშ­ნა, კონ­ფლიქ­ტის ნიშ­ნებს აქამ­დეც ვხე­დავ­დით, მაგ­რამ ეს ახლა პირ­ვე­ლად გა­სა­ჯა­როვ­და.

"რო­გორც ჩანს, კონ­ფლიქ­ტი ღია ფა­ზა­ში გა­და­დის. ამა­ში რა თქმა უნდა, თა­ვის­თა­ვად არა­ფე­რია ტრა­გი­კუ­ლი - ბუ­ნებ­რი­ვია, კონ­სტი­ტუ­ცი­ურ ორ­გა­ნო­ებს გა­აჩ­ნდეთ გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ხედ­ვე­ბი პო­ლი­ტი­კა­ზე და სა­კუ­თარ უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბა­ზე.

"ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“ მი­იჩ­ნევს, რომ პრე­ზი­დენტს არა აქვს მთავ­რო­ბის წარ­დგე­ნი­ლი ელ­ჩე­ბის კან­დი­და­ტუ­რის დაბ­ლოკ­ვის უფ­ლე­ბა, მაგ­რამ ჩემი აზ­რით, ეს კონ­სტი­ტუ­ცი­ის არას­წო­რი ინ­ტერპრე­ტა­ცი­აა. უზე­ნა­ეს კა­ნონ­ში მკა­ფი­ოდ წე­რია, რომ პრე­ზი­დენ­ტი ამ სა­კი­თხზე გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბის ჯაჭვში ერთ-ერ­თია, რაც იმას ნიშ­ნავს, რომ მას ამ ჯაჭ­ვის გა­წყვე­ტაც შე­უძ­ლია კონ­კრე­ტულ კან­დი­დატ­ზე მთავ­რო­ბას­თან შე­უ­თან­ხმებ­ლო­ბის პი­რო­ბებ­ში.

რო­გორც ჩანს, მთავ­რო­ბა ამ და­ვის სა­კონ­სტი­ტუ­ციო სა­სა­მარ­თლო­ში გა­და­ტა­ნას აპი­რებს. ეს კომ­პე­ტენ­ცი­ის და­ვაა, რაც თა­ვის­თა­ვად იმ­პიჩ­მენ­ტის პრო­ცე­დუ­რის და­წყე­ბას არ გუ­ლის­ხმობს. დავა რომ სა­სა­მარ­თლო­ში მი­დის, ეს კარ­გია, მაგ­რამ ცუდი ის არის, რომ დღეს სა­კონ­სტი­ტუ­ციო სა­სა­მარ­თლო ვერ აბა­რებს და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის ტესტს - არ მაქვს მო­ლო­დი­ნი, რომ მო­სა­მარ­თლე­ე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბა შეძ­ლებს გა­უმკლავ­დეს უმ­რავ­ლე­სო­ბის ზე­წო­ლას ამ და­ვა­ზე გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბი­სას“, - გა­ნა­ცხა­და ვა­ხუშ­ტი მე­ნაბ­დემ.

რაც შე­ე­ხე­ბა პრე­ზი­დენ­ტის სა­გა­რეო წარ­მო­მად­გენ­ლო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბულ სა­კითხს, მე­ნაბ­დის შე­ფა­სე­ბით, "პრე­ზი­დენ­ტი კონ­სტი­ტუ­ცი­ის მიღ­მა მოქ­მე­დებ­და, მაგ­რამ "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ გან­ცხა­დე­ბის მი­ხედ­ვით, აღ­ნიშ­ნუ­ლი სა­კი­თხი სა­კონ­სტი­ტუ­ციო სა­სა­მარ­თლომ­დე არ მივა“.

მკითხველის კომენტარები / 4 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
gaga
0

რომელმა შტერმა ამოიკითხა კონსტიტუციაში, რომ პრეზიდენტს არა აქვს მთავრობის მიერ წარდგენილი ელჩის დაბლოკვის უფლება? ასეთი რამ კონსტიტუციაში არ წერია. პრეზიდენტი ნიშნავს ელჩს მთავრობის წარდგინებით. ანუ მთავრობის მიერ წარდგენილი ელჩის დანიშვნა პრეზიდენტის უფლებაა და არა ვალდებულება. უფრო მეტიც, სხვანაირად მთავრობა ელჩს ვერ დანიშნავს. ელჩი აუცილებლად პრეზიდენტმა უნდა დანიშნოს, მაგრამ იგი უნდა იყოს მთავრობის მიერ წარდგენილი. ანუ ელჩის დანიშვნაზე მთავრობა და პრეზიდენტი უნდა შეთანხმდონ. ცალ-ცალკე ვერც მთავრობა და ვერც პრეზიდენტი ელჩს ვერ დანიშნავს. სულ სხვა მდგომარეობაა პრემიერმინისტრთან დაკავშირებით. თუ პრეზიდენტი უარს იტყვის წარდგენილი პრემიერმინისტრის დანიშვნაზე, იგი მაინც დანიშნულად ჩაითვლება. მაგრამ ამ შემთხვევაშიც კი წარდგენილი პრემიერმინისტრის დანიშვნაზე პრეზიდენტის უარი არ ნიშნავს კონსტიტუციის დარღვევას.

პრეზიდენტს უფელება აქვს სახელმწიფო დონეზე მოლაპარაკებები სხვა სახელმწიფოებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან აწარმოოს მხოლოდ მთავრობის თანხმობით, თუმცა კერძო ხასიათის ვიზიტებზე და შეხვედრებზე არ სჭირდება მთავრობის თანხმობა.

grisha
7

ბატონ ირაკლის კობახიძეს ან ღარიბაშვილს ასწავლის ეს ორღობის იურისტი კონსტიტუციას. ბატონი ირაკლი რომ იუსტიციის პროფესორია ეს მთელმა მსოფლიომ იცის

ავტორი:

"ქართული ოცნების“ პოზიცია, რომ პრეზიდენტს მთავრობის წარდგენილი ელჩების კანდიდატურის დაბლოკვის უფლება არ აქვს, კონსტიტუციის არასწორი ინტერპრეტაციაა"- ვახუშტი მენაბდე

"ქართული ოცნების“ პოზიცია, რომ პრეზიდენტს მთავრობის წარდგენილი ელჩების კანდიდატურის დაბლოკვის უფლება არ აქვს, კონსტიტუციის არასწორი ინტერპრეტაციაა"- ვახუშტი მენაბდე

"ქართული ოცნების“ პოზიცია, რომ პრეზიდენტს მთავრობის წარდგენილი ელჩების კანდიდატურის დაბლოკვის უფლება არ აქვს, კონსტიტუციის არასწორი ინტერპრეტაციაა, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს“ პოლიტიკის სამართლის სპეციალისტმა ვახუშტი მენაბდემ განუცხადა.

მენაბდის თქმით, პირველი, რაც ამ მმართველი პარტიის მიერ გავრცელებული განცხადებიდან ჩანს, არის კონფლიქტი, რომელიც მმართველ გუნდსა და სახელმწიფოს მეთაურს შორის არსებობს.

როგორც მენაბდემ აღნიშნა, კონფლიქტის ნიშნებს აქამდეც ვხედავდით, მაგრამ ეს ახლა პირველად გასაჯაროვდა.

"როგორც ჩანს, კონფლიქტი ღია ფაზაში გადადის. ამაში რა თქმა უნდა, თავისთავად არაფერია ტრაგიკული - ბუნებრივია, კონსტიტუციურ ორგანოებს გააჩნდეთ განსხვავებული ხედვები პოლიტიკაზე და საკუთარ უფლებამოსილებაზე.

"ქართული ოცნება“ მიიჩნევს, რომ პრეზიდენტს არა აქვს მთავრობის წარდგენილი ელჩების კანდიდატურის დაბლოკვის უფლება, მაგრამ ჩემი აზრით, ეს კონსტიტუციის არასწორი ინტერპრეტაციაა. უზენაეს კანონში მკაფიოდ წერია, რომ პრეზიდენტი ამ საკითხზე გადაწყვეტილების მიღების ჯაჭვში ერთ-ერთია, რაც იმას ნიშნავს, რომ მას ამ ჯაჭვის გაწყვეტაც შეუძლია კონკრეტულ კანდიდატზე მთავრობასთან შეუთანხმებლობის პირობებში.

როგორც ჩანს, მთავრობა ამ დავის საკონსტიტუციო სასამართლოში გადატანას აპირებს. ეს კომპეტენციის დავაა, რაც თავისთავად იმპიჩმენტის პროცედურის დაწყებას არ გულისხმობს. დავა რომ სასამართლოში მიდის, ეს კარგია, მაგრამ ცუდი ის არის, რომ დღეს საკონსტიტუციო სასამართლო ვერ აბარებს დამოუკიდებლობის ტესტს - არ მაქვს მოლოდინი, რომ მოსამართლეების უმრავლესობა შეძლებს გაუმკლავდეს უმრავლესობის ზეწოლას ამ დავაზე გადაწყვეტილების მიღებისას“, - განაცხადა ვახუშტი მენაბდემ.

რაც შეეხება პრეზიდენტის საგარეო წარმომადგენლობასთან დაკავშირებულ საკითხს, მენაბდის შეფასებით, "პრეზიდენტი კონსტიტუციის მიღმა მოქმედებდა, მაგრამ "ქართული ოცნების“ განცხადების მიხედვით, აღნიშნული საკითხი საკონსტიტუციო სასამართლომდე არ მივა“.

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"