პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

4

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 16:04-ზე, მთვარე მორიელში გადავა 13:33-ზე – გააუმჯობესეთ ოჯახური ურთიერთობები, აღადგინეთ ოჯახური ტრადიციები. კარგია სახლის აშენება ან გარემონტება. რეკომენდებულია საოჯახო ბიზნესის დაწყება. ოჯახთან დაკავშირებული ფინანსური საკითხების მოგვარება. მოლაპარაკებების წარმოება, კონტაქტების დამყარება. გააძლიერეთ კავშირები. ჩაერთეთ შემოქმედებით და ინტელექტუალურ საქმიანობაში. ფრთხილად იყავით ემოციებთან. ხელსაყრელი დღეა რთული პრობლემების გადასაჭრელად. კარგია ჭურჭლისა და სარეცხის გარეცხვა. მორწყეთ მცენარეები.
მოზაიკა
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"რუსეთს ცოცხალი ძალა არ ჰყოფნის, სირიელი "მებრძოლები" სახორცე მასალაა, კადიროვი "კუკლაა", არ არის მებრძოლი" - გენშტაბის ყოფილი უფროსი
"რუსეთს ცოცხალი ძალა არ ჰყოფნის, სირიელი "მებრძოლები" სახორცე მასალაა, კადიროვი "კუკლაა", არ არის მებრძოლი" - გენშტაბის ყოფილი უფროსი

რუ­სეთს ცო­ცხა­ლი ძალა არ ჰყოფ­ნის, სი­რი­ე­ლი "მებ­რძო­ლე­ბი" სა­ხორ­ცე მა­სა­ლაა - კა­დი­რო­ვი არის "კუკ­ლა", კა­დი­რო­ვი არ არის მებ­რძო­ლი, - ამის შე­სა­ხებ სამ­ხედ­რო ექ­სპერ­ტმა, გენშტა­ბის ყო­ფილ­მა უფ­როს­მა ზაზა გო­გა­ვამ “პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის“ ეთერ­ში, გა­და­ცე­მა "ნი­უს­რუმ­ში“ რუ­სეთ-უკ­რა­ი­ნის ომზე სა­უბ­რი­სას გა­ნა­ცხა­და.

რო­გორც ზაზა გო­გა­ვა აღ­ნიშ­ნავს, რუ­სე­თი სი­რი­ას "შიდა პო­ლი­ტი­კა­ში გა­სა­ყი­დად იყე­ნებს". ამას­თან დას­ძენს, რომ რუ­სეთს ბო­ლოს ვა­ნუ­ა­ტუ და ტუ­ვა­ლუ დარ­ჩე­ბა, სა­ი­და­ნაც შუ­ბე­ბით ჩა­მო­იყ­ვა­ნენ რამ­დე­ნი­მე ტო­მის წარ­მო­მად­გე­ნელს.

"ამ წუთ­ში რუ­სე­თი ყვე­ლა­ფერს მა­ლავს სა­კუ­თა­რი მო­სახ­ლე­ო­ბის­თვის. გა­მორ­თუ­ლი აქვს სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლე­ბი, დაბ­ლო­კი­ლია ინ­ტერ­ნე­ტი. პრო­პა­გან­დის­ტუ­ლი მე­დი­ე­ბით მო­სახ­ლე­ო­ბას აწ­ვდი­ან ინ­ფორ­მა­ცი­ას, რომ უკ­რა­ი­ნა­ში თით­ქმის გა­ი­მარ­ჯვეს და სხვა სა­ხის ოპე­რა­ცია მიმ­დი­ნა­რე­ობს. ამ დროს ცო­ცხა­ლი ძალა არ ჰყოფ­ნის. იძა­ხის, რომ სი­რი­ი­დან უნდა ჩა­ვიყ­ვა­ნო მებ­რძო­ლე­ბი, "კა­დი­რო­ვე­ლე­ბი“ და­ი­მა­ტა. ამა­საც კი შიდა მოხ­მა­რე­ბის რე­სურ­სი აქვს. სი­რი­ე­ლი "მებ­რძო­ლე­ბი“, რო­მე­ლიც აჩ­ვე­ნეს, ერთი ნახ­ვით შე­მიძ­ლია ვთქვა, რომ ბევრ მათ­განს პირ­ვე­ლად ეჭი­რა ია­რა­ღი ხელ­ში.

სი­რი­ა­ში ბრძო­ლა რუ­სეთს არ და­უ­წყია. სი­რი­ა­ში ძი­რი­თა­დი გა­სა­კე­თე­ბე­ლი საქ­მე ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბულ­მა შტა­ტებ­მა გა­ა­კე­თა, მათ და­ა­მარ­ცხეს "ის­ლა­მუ­რი სა­ხელ­მწი­ფოს“ მებ­რძო­ლე­ბი. თქვეს, რომ მორ­ჩე­ნი­ლია აქ ჩვე­ნი ფაზა, "ის­ლა­მუ­რი სა­ხელ­მწი­ფო“ გა­ნად­გურ­და და გა­ვიდ­ნენ. შემ­დეგ შე­ვი­და რუ­სე­თი და თურ­ქე­თი. რუ­სეთს არ უწარ­მო­ე­ბია იმ სა­ხის ბრძო­ლა, რომ გა­მოც­დი­ლე­ბა მი­ე­ღოთ. სი­რი­ე­ლებს გა­მუდ­მე­ბით თავს ეს­ხმოდ­ნენ "ის­ლა­მუ­რი სა­ხელ­მწი­ფოს" წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი, ნა­ხეთ რო­გორც გა­და­არ­ჩი­ნეს თა­ვი­სი ქვე­ყა­ნა. რაც სი­რი­ე­ლებს ეხე­ბა, ეს არის სა­ხორ­ცე მა­სა­ლა, შიდა პო­ლი­ტი­კა­შია გა­სა­ყი­დი. მო­სახ­ლე­ო­ბამ რომ იკი­თხოს, ვინ­მე გვი­ჭერს ამ ყვე­ლა­ფერ­ში მხარს სა­ზღვარ­გა­რეთ? რა თქმა უნდა, სი­რია. ალ­ბათ, ბო­ლოს ვა­ნუ­ა­ტუ და ტუ­ვა­ლუ დარ­ჩე­ბა, შუ­ბე­ბით რომ ჩა­მო­იყ­ვა­ნონ რამ­დე­ნი­მე ტო­მის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი. ამას არ ვამ­ბობ ირო­ნი­ით, ეს ასე იქ­ნე­ბა. კა­დი­რო­ვი არის "კუკ­ლა". კა­დი­რო­ვი არ არის მებ­რძო­ლი, რომ­ლი­საც ვინ­მეს უნდა ეში­ნო­დეს. ჩვენ ეს ვნა­ხეთ უკ­რა­ი­ნა­ში პირ­ვე­ლი­ვე დღეს, რო­დე­საც შე­იყ­ვა­ნეს კა­დი­რო­ვის დაჯ­გუ­ფე­ბა, პირ­ვე­ლი­ვე დღეს გა­ა­ნად­გუ­რეს“,- აღ­ნიშ­ნავს ზაზა გო­გა­ვა.

მი­სი­ვე თქმით, გა­მო­რი­ცხუ­ლია ბე­ლა­რუ­სი ცო­ცხა­ლი ძა­ლით ჩა­ერ­თოს ომში. ამას­თან, აღ­ნიშ­ნავს, რომ რუ­სე­თი სა­კუ­თარ გეგ­მებს ვერ ახორ­ცი­ე­ლებს და "თუ ის მაქ­სი­მუმს მი­მარ­თავს კი­ევ­ზე, მისი კრა­ხი უფრო სწრა­ფად და­სა­ნა­ხი იქ­ნე­ბა“.

"უკ­რა­ი­ნე­ლებ­მა სწო­რი ტაქ­ტი­კა და­უ­პი­რის­პი­რეს. მომ­ქან­ცვე­ლი სი­ტუ­ა­ცია რუ­სე­თის მხა­რეს არის. მათი მო­ტი­ვა­ცია ეცე­მა. ვერ უხ­სნი­ან ჯა­რის­კა­ცებს, რა­ტომ არის ამ­დე­ნი სა­მო­ქა­ლა­ქო მსხვერ­პლი. გი­ნა­ხავთ ზე­ლენ­სკი, არი­ქა, დაგ­ვეხ­მა­რეთ, გვში­აო? - არა. რუ­სე­თის­კენ არის მომ­ქან­ცვე­ლო­ბა. სან­ქცი­ე­ბი არ ჩერ­დე­ბა, მას ეგო­ნა, რომ ყვე­ლა სან­ქცი­ა­ზე წა­ვი­დო­და და სწრა­ფად მო­აგ­ვა­რებ­და. რუ­სე­თის შე­ი­ა­რა­ღე­ბულ­მა ძა­ლებ­მა ვერ­ცერ­თი სა­ფე­ხუ­რი ვერ გა­ი­ა­რა სწო­რად. უკ­რა­ი­ნა ამ ომში გა­ი­მარ­ჯვებს“,- აღ­ნიშ­ნავს გო­გა­ვა.

მკითხველის კომენტარები / 54 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მამუკა
8

ზაზა გოგავა ომის დროს რომ გაერთიანებული შტაბის უფროსად ჰყავდათ, რუსეთს ყველაფერი 2 დღეში იმიტომ ჩააბარეს. ახლა მედიაში იწვევენ და ჭკუას ეკითხებიან, თითქოს წარმატებული სარდალი იყოს. ვინც არ იცით, გეტყვით: გოგავა იყო სპეცდანიშნულების რაზმის წევრი, მერე იმ რაზმის უფროსი. მორჩა და გთავდა. ისე დანიშნეს გაერთიანებული შტაბის უფროსად, არავითარი სამხედრო სამეთაურო, მით უმეტეს, საშტაბო მართვის კვალიფიკაცია, ან გამოცდილება არ ჰქონია. შესაბამისად, დასმულ კითხვებზე მისი პასუხები სრულიად უსაფუძვლო, ან ინტერნეტში სუბიექტური მხარის დაწერილის ამოკითხულის გამეორებაა. 

გიორგი
17

180 მილიონიან რყსეთს თურმე ცოცხალი ძალა ელევა 😃 კადიროვი 16 წლიდან ომშია, სხვათაშორის რუსებს ებრძოდა თავიდან. ყველა მიშისტი ერთნაირად ტვინგაყინული რატომაა?

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საქართველოში ყოველთვიურ ხელფასს დაახლოებით მილიონი ადამიანი იღებს, აქედან უმეტესობას ხელფასი თვეში 1200 დან 2400 ლარამდე აქვს
ავტორი:

"რუსეთს ცოცხალი ძალა არ ჰყოფნის, სირიელი "მებრძოლები" სახორცე მასალაა, კადიროვი "კუკლაა", არ არის მებრძოლი" - გენშტაბის ყოფილი უფროსი

"რუსეთს ცოცხალი ძალა არ ჰყოფნის, სირიელი "მებრძოლები" სახორცე მასალაა, კადიროვი "კუკლაა", არ არის მებრძოლი" - გენშტაბის ყოფილი უფროსი

რუსეთს ცოცხალი ძალა არ ჰყოფნის, სირიელი "მებრძოლები" სახორცე მასალაა - კადიროვი არის "კუკლა", კადიროვი არ არის მებრძოლი, - ამის შესახებ სამხედრო ექსპერტმა, გენშტაბის ყოფილმა უფროსმა ზაზა გოგავამ “პალიტრანიუსის“ ეთერში, გადაცემა "ნიუსრუმში“ რუსეთ-უკრაინის ომზე საუბრისას განაცხადა.

როგორც ზაზა გოგავა აღნიშნავს, რუსეთი სირიას "შიდა პოლიტიკაში გასაყიდად იყენებს". ამასთან დასძენს, რომ რუსეთს ბოლოს ვანუატუ და ტუვალუ დარჩება, საიდანაც შუბებით ჩამოიყვანენ რამდენიმე ტომის წარმომადგენელს.

"ამ წუთში რუსეთი ყველაფერს მალავს საკუთარი მოსახლეობისთვის. გამორთული აქვს სოციალური ქსელები, დაბლოკილია ინტერნეტი. პროპაგანდისტული მედიებით მოსახლეობას აწვდიან ინფორმაციას, რომ უკრაინაში თითქმის გაიმარჯვეს და სხვა სახის ოპერაცია მიმდინარეობს. ამ დროს ცოცხალი ძალა არ ჰყოფნის. იძახის, რომ სირიიდან უნდა ჩავიყვანო მებრძოლები, "კადიროველები“ დაიმატა. ამასაც კი შიდა მოხმარების რესურსი აქვს. სირიელი "მებრძოლები“, რომელიც აჩვენეს, ერთი ნახვით შემიძლია ვთქვა, რომ ბევრ მათგანს პირველად ეჭირა იარაღი ხელში.

სირიაში ბრძოლა რუსეთს არ დაუწყია. სირიაში ძირითადი გასაკეთებელი საქმე ამერიკის შეერთებულმა შტატებმა გააკეთა, მათ დაამარცხეს "ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლები. თქვეს, რომ მორჩენილია აქ ჩვენი ფაზა, "ისლამური სახელმწიფო“ განადგურდა და გავიდნენ. შემდეგ შევიდა რუსეთი და თურქეთი. რუსეთს არ უწარმოებია იმ სახის ბრძოლა, რომ გამოცდილება მიეღოთ. სირიელებს გამუდმებით თავს ესხმოდნენ "ისლამური სახელმწიფოს" წარმომადგენლები, ნახეთ როგორც გადაარჩინეს თავისი ქვეყანა. რაც სირიელებს ეხება, ეს არის სახორცე მასალა, შიდა პოლიტიკაშია გასაყიდი. მოსახლეობამ რომ იკითხოს, ვინმე გვიჭერს ამ ყველაფერში მხარს საზღვარგარეთ? რა თქმა უნდა, სირია. ალბათ, ბოლოს ვანუატუ და ტუვალუ დარჩება, შუბებით რომ ჩამოიყვანონ რამდენიმე ტომის წარმომადგენელი. ამას არ ვამბობ ირონიით, ეს ასე იქნება. კადიროვი არის "კუკლა". კადიროვი არ არის მებრძოლი, რომლისაც ვინმეს უნდა ეშინოდეს. ჩვენ ეს ვნახეთ უკრაინაში პირველივე დღეს, როდესაც შეიყვანეს კადიროვის დაჯგუფება, პირველივე დღეს გაანადგურეს“,- აღნიშნავს ზაზა გოგავა.

მისივე თქმით, გამორიცხულია ბელარუსი ცოცხალი ძალით ჩაერთოს ომში. ამასთან, აღნიშნავს, რომ რუსეთი საკუთარ გეგმებს ვერ ახორციელებს და "თუ ის მაქსიმუმს მიმართავს კიევზე, მისი კრახი უფრო სწრაფად დასანახი იქნება“.

"უკრაინელებმა სწორი ტაქტიკა დაუპირისპირეს. მომქანცველი სიტუაცია რუსეთის მხარეს არის. მათი მოტივაცია ეცემა. ვერ უხსნიან ჯარისკაცებს, რატომ არის ამდენი სამოქალაქო მსხვერპლი. გინახავთ ზელენსკი, არიქა, დაგვეხმარეთ, გვშიაო? - არა. რუსეთისკენ არის მომქანცველობა. სანქციები არ ჩერდება, მას ეგონა, რომ ყველა სანქციაზე წავიდოდა და სწრაფად მოაგვარებდა. რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა ვერცერთი საფეხური ვერ გაიარა სწორად. უკრაინა ამ ომში გაიმარჯვებს“,- აღნიშნავს გოგავა.