პოლიტიკა
მსოფლიო

21

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 01:51-ზე, მთვარე კუროში გადაბრძანდება 05:52-ზე – დღე პასიურია, მოუსმინეთ თქვენს შინაგან ხმას. არ იჩქაროთ. დღის პირველ ნახევარში დაისვენეთ. მოაგვარეთ მარტივი საკითხები. გადადეთ რთული მოლაპარაკებები. დაიცავით ნეიტრალიტეტი კოლეგებთან ურთიერთობაში. არ არის რეკომენდებული: აჩქარება, ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება. გადაწყვეტილებების მიღება. გააძლიერეთ თქვენი ფინანსური მდგომარეობა. ხელსაყრელია ავეჯის და უძრავი ქონების შეძენა. შეიძინეთ სურსათი და საყოფაცხოვრებო ნივთები. უმჯობესია თავი შეიკავოთ ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების ჭამისგან.
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მეტროში არასრულწლოვანი შშმ პირის ცემის საქმეზე დაკავებულმა პატრულ-ინსპექტორებიდან ერთ-ერთმა სასამართლო პროცესზე ბრალი აღიარა
მეტროში არასრულწლოვანი შშმ პირის ცემის საქმეზე დაკავებულმა პატრულ-ინსპექტორებიდან ერთ-ერთმა სასამართლო პროცესზე ბრალი აღიარა

მეტ­რო­ში არას­რულ­წლო­ვა­ნი შშმ პი­რის ცე­მის საქ­მე­ზე და­კა­ვე­ბულ­მა პატ­რულ-ინ­სპექ­ტო­რე­ბი­დან ერთ-ერ­თმა, კახა ბა­კაშ­ვილ­მა სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ზე ბრა­ლი აღი­ა­რა. მო­სა­მარ­თლე ალექ­სან­დრე იაშ­ვი­ლის კი­თხვა­ზე, ცნობ­და თუ არა ის წარ­დგე­ნილ ბრალ­დე­ბა­ში თავს დამ­ნა­შა­ვედ, ბა­კაშ­ვილ­მა გა­ნა­ცხა­და - "დიახ, სრუ­ლად".

რაც შე­ე­ხე­ბა ნუკ­რი ბაქ­რა­ძეს, რო­მელ­საც არას­რულ­წლო­ვა­ნის ცე­მას ედა­ვე­ბი­ან, მან აღ­ნიშ­ნა, რომ დუ­მი­ლის უფ­ლე­ბას იყე­ნებს.

ამ წუ­თებ­ში, თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლო­ში აღ­ნიშ­ნულ საქ­მეს­თან და­კავ­ში­რე­ბით სხდო­მა მიმ­დი­ნა­რე­ობს. პრო­ცეს­ზე მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის და­საშ­ვე­ბო­ბა­ზე იმ­სჯე­ლე­ბენ, ამას­თან, და­კა­ვე­ბუ­ლე­ბის მი­მართ შე­ფარ­დე­ბუ­ლი აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბა პა­ტიმ­რო­ბა გა­და­ი­სინ­ჯე­ბა.

ცნო­ბის­თვის, შემ­თხვე­ვა 23 იან­ვარს მოხ­და. პატ­რულ-ინ­სპექ­ტორ ნუკ­რი ბაქ­რა­ძეს ბრა­ლად ედე­ბა არა­ა­და­მი­ა­ნუ­რი მო­პყრო­ბა, ჩა­დე­ნი­ლი სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი მდგო­მა­რე­ო­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით, დამ­ნა­შა­ვი­სათ­ვის წი­ნას­წა­რი შეც­ნო­ბით არას­რულ­წლო­ვა­ნის, სხვაგ­ვა­რად თა­ვი­სუფ­ლე­ბა­შე­ზღუ­დუ­ლი და უმ­წეო მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მყო­ფი პი­რის მი­მართ, და­ნა­შა­უ­ლი გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 144 ტერ­ცია მუხ­ლის მე­ო­რე ნა­წი­ლით, რაც სას­ჯე­ლის სა­ხედ და ზო­მად 5-დან 10 წლამ­დე ვა­დით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

პატ­რულ-ინ­სპექ­ტორს კახა ბა­კაშ­ვილს კი ბრა­ლად ედე­ბა სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის ბო­რო­ტად გა­მო­ყე­ნე­ბა, და­ნა­შა­უ­ლი გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 332-ე მუხ­ლის პირ­ვე­ლი ნა­წი­ლით.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!
ავტორი:

მეტროში არასრულწლოვანი შშმ პირის ცემის საქმეზე დაკავებულმა პატრულ-ინსპექტორებიდან ერთ-ერთმა სასამართლო პროცესზე ბრალი აღიარა

მეტროში არასრულწლოვანი შშმ პირის ცემის საქმეზე დაკავებულმა პატრულ-ინსპექტორებიდან ერთ-ერთმა სასამართლო პროცესზე ბრალი აღიარა

მეტროში არასრულწლოვანი შშმ პირის ცემის საქმეზე დაკავებულმა პატრულ-ინსპექტორებიდან ერთ-ერთმა, კახა ბაკაშვილმა სასამართლო პროცესზე ბრალი აღიარა. მოსამართლე ალექსანდრე იაშვილის კითხვაზე, ცნობდა თუ არა ის წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ, ბაკაშვილმა განაცხადა - "დიახ, სრულად".

რაც შეეხება ნუკრი ბაქრაძეს, რომელსაც არასრულწლოვანის ცემას ედავებიან, მან აღნიშნა, რომ დუმილის უფლებას იყენებს.

ამ წუთებში, თბილისის საქალაქო სასამართლოში აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით სხდომა მიმდინარეობს. პროცესზე მტკიცებულებების დასაშვებობაზე იმსჯელებენ, ამასთან, დაკავებულების მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გადაისინჯება.

ცნობისთვის, შემთხვევა 23 იანვარს მოხდა. პატრულ-ინსპექტორ ნუკრი ბაქრაძეს ბრალად ედება არაადამიანური მოპყრობა, ჩადენილი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის, სხვაგვარად თავისუფლებაშეზღუდული და უმწეო მდგომარეობაში მყოფი პირის მიმართ, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 144 ტერცია მუხლის მეორე ნაწილით, რაც სასჯელის სახედ და ზომად 5-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პატრულ-ინსპექტორს კახა ბაკაშვილს კი ბრალად ედება სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით.