კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
კონფლიქტები

15

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 01:02-ზე – ფრთხილად იყავით სიტყვებთან და ქმედებებთან, იოლია კონფლიქტური სიტუაციის პროვოცირება. დღე მშვიდად გაატარე, მაგრამ არა მარტოობაში. ყურადღებით შეამოწმეთ ყველა ინფორმაცია. სერიოზული საქმეები გადადე. გაასუფთავეთ თქვენი სამუშაო ადგილი არასაჭირო ნივთებისგან. არ არის რეკომენდებული ხელშეკრულებების გაფორმება, ახალ სამსახურში გადასვლა. დაუფიქრებლად მოქმედება, მთვრალ ადამიანებთან ურთიერთობა, უცნობ ადამიანებთან კონტაქტი. მიიღეთ მარტივი საკვები და დაიცავით დიეტა. ორგანიზმის გადატვირთვამ შეიძლება გამოიწვიოს უსიამოვნო შედეგები.
პოლიტიკა
მოზაიკა
სამართალი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"რუსი ოკუპანტების მოკვლა ცოდვა არ არის - ვინც ჩვენთან მახვილით მოვიდა, ის ამ მახვილით მოკვდება" - უკრაინის ეკლესიის მეთაური
"რუსი ოკუპანტების მოკვლა ცოდვა არ არის - ვინც ჩვენთან მახვილით მოვიდა, ის ამ მახვილით მოკვდება" - უკრაინის ეკლესიის მეთაური

კი­ე­ვი­სა და სრუ­ლი­ად უკ­რა­ი­ნის მიტ­რო­პო­ლი­ტი ეპი­ფა­ნე აცხა­დებს, რომ მტერს რომ სიკ­ვდი­ლი უსურ­ვო და რუსი დამ­პყრობ­ლე­ბი მოკ­ლა, უკ­რა­ი­ნის მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი ეკ­ლე­სი­ის თვალ­ში ცოდ­ვა არ არის.

ინ­ფორ­მა­ცი­ას ამის შე­სა­ხებ უკ­რა­ი­ნუ­ლი სა­ინ­ფორ­მა­ციო სა­ა­გენ­ტო UNIAN-ი ავ­რცე­ლებს.

"ჩვენ, რო­გორც ერი, არ ვე­ძებთ მათ სიკ­ვდილს, ვინც ჩვე­ნი მე­ზობ­ლე­ბი არი­ან. მაგ­რამ მას შემ­დეგ, რაც ისი­ნი ჩვენს სახ­ლში მო­ვიდ­ნენ, ჩვენ ვი­ცავთ ჩვენს ოჯახს, ჩვენს სამ­შობ­ლოს, ჩვენს მი­წას. ჩვე­ნი ჯა­რის­კა­ცე­ბი იცა­ვენ ყვე­ლა უკ­რა­ი­ნელს. მტრის მოკ­ვლა არ არის ცოდ­ვა. ჩვენ ვი­ცავთ, არ ვის­წრაფ­ვით სხვის­კენ. და ვინც ჩვენ­თან მახ­ვი­ლით მო­ვი­და, ის მოკ­ვდე­ბა ამ მახ­ვი­ლით“, - აღ­ნიშ­ნა უკა­რა­ი­ნის მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი ეკ­ლე­სი­ის მე­თა­ურ­მა.

გარ­და ამი­სა, მიტ­რო­პო­ლიტ­მა ეპი­ფა­ნემ მო­უ­წო­და უკ­რა­ი­ნის ყვე­ლა მარ­თლმა­დი­დე­ბელს, გან­სა­კუთ­რე­ბით კი მოს­კო­ვის სა­პატ­რი­არ­ქოს მრევლს და სამ­ღვდე­ლო­ე­ბას, გა­ერ­თი­ან­დნენ აღი­ა­რე­ბუ­ლი ავ­ტო­კე­ფა­ლუ­რი ად­გი­ლობ­რი­ვი მარ­თლმა­დი­დებ­ლუ­რი ეკ­ლე­სი­ის გარ­შე­მო.

"ჩვენ მზად ვართ სიყ­ვა­რუ­ლით მი­ვი­ღოთ ყვე­ლა. მზად ვართ მო­მა­ვალ­ში ერ­თად ავა­შე­ნოთ უკ­რა­ი­ნის მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი ეკ­ლე­სია - ეკ­ლე­სია, რო­მე­ლიც ემ­სა­ხუ­რე­ბა და მო­მა­ვალ­შიც მო­ემ­სა­ხუ­რე­ბა უკ­რა­ი­ნე­ლი ხალ­ხის ინ­ტე­რე­სებს. მო­ვუ­წო­დებ ყვე­ლა მარ­თლმა­დი­დე­ბელ უკ­რა­ი­ნელს ერ­თი­ა­ნო­ბის­კენ. თი­თო­ე­ულ თემს აქვს უფ­ლე­ბა შე­იკ­რი­ბოს შეხ­ვედ­რა­ზე და გა­და­წყვი­ტოს თა­ვი­სი იუ­რის­დიქ­ცი­ის შეც­ვლა. თი­თო­ე­ულ თქვენ­განს, კონ­კრე­ტულ თემ­ში, შე­უძ­ლია გა­ა­კე­თოს ძა­ლი­ან სა­სარ­გებ­ლო რამ: მი­ი­ღოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა უკ­რა­ი­ნის მარ­თლმა­დი­დებ­ლურ ეკ­ლე­სი­ა­ში გა­წევ­რი­ა­ნე­ბის შე­სა­ხებ. ეს თქვენს ხელ­თაა, თქვენ გაქვთ უფ­ლე­ბა და შე­საძ­ლებ­ლო­ბა“, - დას­ძი­ნა მიტ­რო­პო­ლიტ­მა ეპი­ფა­ნემ.

მკითხველის კომენტარები / 5 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
!
0

ჯერ იყო და უკრაინის ეკლესია გახლიჩეთ, "რასკოლში" ჩააგდეთ და მერე კიდევ მომავალი არ გონებით არ განსაჯეთ, თუ ვისთან გქონდათ საქმე და ომის პროვოცირებას შეუწყეთ ხელი... უკრაინელი ხალხის უბედურება თქვენ კისერზეც დევს

ჰჯგჰ
1

ოოო

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისრაელმა ირანზე მასშტაბური დარტყმები განახორციელა: განადგურებულია ბირთვულ იარაღი, დაიღუპნენ სამხედრო მეთაურები
ავტორი:

"რუსი ოკუპანტების მოკვლა ცოდვა არ არის - ვინც ჩვენთან მახვილით მოვიდა, ის ამ მახვილით მოკვდება" - უკრაინის ეკლესიის მეთაური

"რუსი ოკუპანტების მოკვლა ცოდვა არ არის - ვინც ჩვენთან მახვილით მოვიდა, ის ამ მახვილით მოკვდება" - უკრაინის ეკლესიის მეთაური

კიევისა და სრულიად უკრაინის მიტროპოლიტი ეპიფანე აცხადებს, რომ მტერს რომ სიკვდილი უსურვო და რუსი დამპყრობლები მოკლა, უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის თვალში ცოდვა არ არის.

ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული საინფორმაციო სააგენტო UNIAN-ი ავრცელებს.

"ჩვენ, როგორც ერი, არ ვეძებთ მათ სიკვდილს, ვინც ჩვენი მეზობლები არიან. მაგრამ მას შემდეგ, რაც ისინი ჩვენს სახლში მოვიდნენ, ჩვენ ვიცავთ ჩვენს ოჯახს, ჩვენს სამშობლოს, ჩვენს მიწას. ჩვენი ჯარისკაცები იცავენ ყველა უკრაინელს. მტრის მოკვლა არ არის ცოდვა. ჩვენ ვიცავთ, არ ვისწრაფვით სხვისკენ. და ვინც ჩვენთან მახვილით მოვიდა, ის მოკვდება ამ მახვილით“, - აღნიშნა უკარაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურმა.

გარდა ამისა, მიტროპოლიტმა ეპიფანემ მოუწოდა უკრაინის ყველა მართლმადიდებელს, განსაკუთრებით კი მოსკოვის საპატრიარქოს მრევლს და სამღვდელოებას, გაერთიანდნენ აღიარებული ავტოკეფალური ადგილობრივი მართლმადიდებლური ეკლესიის გარშემო.

"ჩვენ მზად ვართ სიყვარულით მივიღოთ ყველა. მზად ვართ მომავალში ერთად ავაშენოთ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია - ეკლესია, რომელიც ემსახურება და მომავალშიც მოემსახურება უკრაინელი ხალხის ინტერესებს. მოვუწოდებ ყველა მართლმადიდებელ უკრაინელს ერთიანობისკენ. თითოეულ თემს აქვს უფლება შეიკრიბოს შეხვედრაზე და გადაწყვიტოს თავისი იურისდიქციის შეცვლა. თითოეულ თქვენგანს, კონკრეტულ თემში, შეუძლია გააკეთოს ძალიან სასარგებლო რამ: მიიღოს გადაწყვეტილება უკრაინის მართლმადიდებლურ ეკლესიაში გაწევრიანების შესახებ. ეს თქვენს ხელთაა, თქვენ გაქვთ უფლება და შესაძლებლობა“, - დასძინა მიტროპოლიტმა ეპიფანემ.