უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი გუშინდელ მიმართვაში ევროპელი პარტნიორების მიერ, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-4 პაკეტის დაწესებას გამოეხმაურა.
"ყველა, ვინც პასუხისმგებელია ამ ომზე, ვინც პასუხისმგებელია დემოკრატიის ნგრევაზე, ხალხის წინააღმდეგ რეპრესიებზე, ყველა მიიღებს პასუხს, სამყაროს პასუხს" - ასე შეაფასა ზელენსკიმ სანქციების კიდევ ერთი ტალღა ოკუპანტების წინააღმდეგ და დასძინა, რომ ეს "ეს მხოლოდ დასაწყისია".
ზელენსკის თქმით, უკრაინის მიწაზე, დამპყრობლების ქმედებების შესახებ, პარტნიორებთან საუბრისას, მათ სრული ინფორმაცია მიაწოდა.
"ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ, სანქციების მეოთხე პაკეტი დაამტკიცა. მეოთხე და დარწმუნებული ვარ, არა უკანასკნელი. ჩვენ, პარტნიორებთან ერთად, ვმუშაობთ ახალ შეზღუდვებზე, რომელიც გამოყენებული იქნება რუსეთის სახელმწიფოს წინააღმდეგ. ყველა, ვინც პასუხისმგებელია ომზე, ყველა, ვინც პასუხისმგებელია დემოკრატიის ნგრევაზე, ყველა, ვინც პასუხისმგებელია ხალხის წინააღმდეგ რეპრესიებზე, ყველა მიიღებს პასუხს და ეს მხოლოდ დასაწყისია. რუსული ძალების, ომის დანაშაულებებზე პასუხისმგებლობა გარდაუვალია, განზრახ შექმნილ ჰუმანიტარულ კატასტროფაზე პასუხისმგებლობა გარდაუვალია. მთელი მსოფლიო ხედავს, რა ხდება, მარიუპოლში, ხარკოვში, ჩერნიგოვში, სუმიში, ოხრირკაში, გოსტომელში, ირპინში, ყველა ჩვენს ქალაქში. ყველა ჩვენი პარტნიორი ინფორმირებულია დამპყრობლების მიერ, ხერსონისა და ზაპოროჟიეს რეგიონებში, მშვიდობიანი მოსახლეობისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების შესახებ. ამაზე აუცილებლად იქნება პასუხი. ჩვენი სახელმწიფოს მეგობრებსა და პარტნიორებს სატელეფონო საუბრისას, უკრაინის მიწაზე, დამპყრობლების ქმედებების შესახებ სრული ინფორმაცია მივაწოდე. დამპყრობლების ყოველი აგრესიული ქმედება მხოლოდ უბიძგებს მსოფლიოს ახალი სანქციებისკენ. მე ვესაუბრე ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენს, პოლონეთის პრეზიდენტ ანჯეი დუდასთან ერთად, ლუქსემბურგის პრემიერ-მინისტრ ხავიერ ბეტელს. ჩვენ გვაქვს 100% ურთიერთგაგება. ასევე მნიშვნელოვანი იყო საუბარი ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენეტთან, როგორც მოლაპარაკების მცდელობის ნაწილი", - განაცხადა ზელენსკიმ.
მისი თქმით, უკრაინა - რუსეთს შორის მოლაპარაკებებზე მომუშავე უკრაინულმა დელეგაციამ აღნიშნა, რომ მოლაპარაკებები იყო საკმაოდ კარგი.
"ჩვენი დელეგაცია ასევე მუშაობდა რუსულ მხარესთან მოლაპარაკებებზე. როგორც მითხრეს, იყო საკმაოდ კარგი, მაგრამ ვნახოთ, ხვალ გაგრძელდება", - აღნიშნა ზელენსკიმ.
"მინდა ვუთხრა რუს ჯარისკაცებს, მომისმინეთ ყურადღებით, რუსო ოფიცრებო, თქვენ წაართმევთ სიცოცხლეს, ძალიან ბევრნი ხართ, მაგრამ თქვენს სიცოცხლესაც წაგართმევენ. რატომ უნდა მოკვდეთ? რისთვის? მე ვიცი, რომ თქვენ გინდათ, გადარჩეთ. ჩვენ გვესმის თქვენი საუბრები, გვესმის, რას ფიქრობთ სინამდვილეში ამ უაზრო ომზე" - თქვა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მის მორიგ ვიდეო მიმართვაში.
ზელენსკის თქმით, იმ შემთხვევაში, თუ რუსი ჯარისკაცები უკრაინელებს დანებდებიან, ეს იქნება შანსი, რომ გადარჩნენ.
"მე მინდა ვუთხრა რუს ჯარისკაცებს, მათ ვინც უკვე შემოვიდა ჩვენს მიწაზე და მათ, ვინც უნდა გამოგზავნონ ჩვენს წინააღმდეგ საბრძოლველად. რუსო წვევამდელებო! მომისმინეთ ძალიან ყურადღებით. რუსო ოფიცრებო! თქვენ უკვე ყველაფერი გაიგეთ. თქვენ ვერაფერს წაიღებთ უკრაინიდან. თქვენ წაართმევთ სიცოცხლეს. ძალიან ბევრნი ხართ, მაგრამ თქვენს სიცოცხლესაც წაგართმევენ. მაგრამ რატომ უნდა მოკვდეთ? რისთვის? მე ვიცი, რომ თქვენ გინდათ, გადარჩეთ. ჩვენ გვესმის თქვენი საუბრები, გვესმის, რას ფიქრობთ სინამდვილეში ამ უაზრო ომზე, ამ სირცხვილზე და თქვენს სახელმწიფოზე. თქვენი საუბრები ერთმანეთთან, თქვენი ზარები სახლში, თქვენს ოჯახთან. ჩვენ გვესმის ეს ყველაფერი, ჩვენ ვაკეთებთ დასკვნებს. ჩვენ ვიცით ვინ ხართ, ამიტომ, მე გთავაზობთ არჩევანს, უკრაინელი ხალხის სახელით, გაძლევთ შანსს, გადარჩენის შანსს. თუ ჩვენს ძალებს დანებდებით, მოგექცევით ისე, როგორც ადამიანებს ექცევიან. ისე, როგორც არ გექვევიან თქვენს არმიაში და ისე, როგორც არ ექცევიან ჩვენს არმიას. აირჩიეთ!", - განაცხადა ზელენსკიმ.
ამასთან, როგორც ზელენსკიმ აღნიშნა, უკრაინული ძალები რუს ჯარებს დამანგრეველ ზიანს აყენებენ.
"ჩვენი მამაცი დამცველები აგრძელებენ რუსული ჯარებისთვის დამანგრეველი ზარალის მიყენებას. სულ მალე, ჩამოგდებული ვერტმნფრენების რაოდენობა, ასობით ერთეულს მიაღწევს. მათ უკვე დაკარგეს 80 საბრძოლო თვითმფრინავი, ასობით ტანკი და სხვა ერთეული აღჭურვილობა. 19 დღეში, რუსულმა არმიამ უკრაინაში უფრო მეტი დაკარგა, ვიდრე ჩეჩნეთში, ორ სისხლიან და მრავალწლიან ომში. რისთვის?", - განაცხადა ზელენსკიმ.
უკრაინული მედიის ინფორმაციით, უკრაინაში საომარი მდგომარეობის გაგრძელების შესახებ“ პრეზიდენტის შესაბამისი ბრძანება რადას ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
დოკუმენტი ითვალისწინებს საომარი მდგომარეობის გახანგრძლივებას 30 დღის ვადით.
როგორც ცნობილია, საომარი მდგომარეობის ვადა უკრაინაში 26 მარტის დილის 05:30 საათზე იწურება. წარდგენილი კანონპროექტით კი ერთი თვით, აპრილის ბოლომდე გაგრძელდება.
იხილეთ ასევე :