ჩინეთმა გამოხატა მზადყოფნა, სამხედრო დახმარება გაუწიოს რუსეთს, უკრაინაში მისი შეჭრის მხარდასაჭერად, - ამის შესახებ ინფორმაციას, ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით, Financial Times ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ჩინეთის პოზიციაზე აშშ-მა მოკავშირეები უკვე გააფრთხილა.
შეგახსენებთ, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან თითქმის 3 კვირაა გასული.