საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"დღე სადილებს აკეთებს მეომრებისთვის, ღამე თავშესაფარში ჩადიან, ბებია ხელში აყვანილი ჩაჰყავთ" - ციცი ფალავანდიშვილი ოჯახის უკრაინელ წევრებზე და მათ მდგომარეობაზე
"დღე სადილებს აკეთებს მეომრებისთვის, ღამე თავშესაფარში ჩადიან, ბებია ხელში აყვანილი ჩაჰყავთ" - ციცი ფალავანდიშვილი ოჯახის უკრაინელ წევრებზე და მათ მდგომარეობაზე

"ჩემო მე­გობ­რე­ბო, უკ­რა­ი­ნა ჩემი მე­ო­რე ოჯა­ხია.12 წლის წინ ჩემს ოჯახ­ში შე­მო­ვი­და მა­რი­ნა, რო­მელ­მაც კი­დევ უფრო გა­ა­ფე­რა­და და გა­ა­ლა­მა­ზა ჩვე­ნი ოჯა­ხი. ჩემი ლიზი და ნი­კუ­შა ნა­ხევ­რად უკ­რა­ი­ნე­ლე­ბი არი­ან. მა­რი­ნას მშობ­ლე­ბი, ძმა, ბე­ბი­ე­ბი, სა­ნა­თე­საო, მე­გობ­რე­ბი ამ­ჟა­მად უკ­რა­ი­ნა­ში არი­ან... 24 თე­ბერ­ვლი­დან არ­ცერ­თი ღამე არ გვძი­ნე­ბია.

ახალ­გაზ­რდე­ბი იბ­რძვი­ან, ქა­ლე­ბი და ბავ­შვე­ბი სან­გრებ­ში ათე­ნე­ბენ ღა­მეს, ძა­ლი­ან გან­ვიც­დით, მტკი­ვა ჩემი მე­ო­რე ოჯა­ხი. არა­ვის გა­მო­გაც­დე­ვი­ნოთ ეს აუ­წე­რე­ლი მდგო­მა­რე­ო­ბა. მი­ჯაჭ­ვუ­ლე­ბი ვართ ტე­ლე­ფო­ნებს. მად­ლო­ბა ყვე­ლას, ვინც ამ დღე­ებ­ში გვეხ­მი­ა­ნე­ბა და დახ­მა­რე­ბას სთა­ვა­ზობს ჩვენს უკ­რა­ი­ნელ მე­გობ­რებს... მინ­და ჩემი მა­რი­ნა ისევ ისე­თი ხა­ლი­სი­ა­ნი, ბედ­ნი­ე­რი ვნა­ხო. ვა­მა­ყობ, რომ ჩემი გოგო, ჩემი მა­რი­ნა ამ გმი­რი ერის შვი­ლია. ღმერ­თო, უშ­ვე­ლე უკ­რა­ი­ნას დი­დე­ბა გმი­რებს, დი­დე­ბა უკ­რა­ი­ნას“ - ეს მუ­სი­კოს ციცი ფა­ლა­ვან­დიშ­ვი­ლის ფე­ის­ბუქ სტა­ტუ­სია.

  • ქალ­ბა­ტო­ნი ციცი ქარ­თულ-უკ­რა­ი­ნუ­ლი ოჯა­ხის წევ­რია. რო­გორც ცნო­ბი­ლია, მის შვილს, მუ­სი­კოს გიგი დე­და­ლა­მა­ზიშ­ვილს უკ­რა­ი­ნე­ლი მე­უღ­ლე მა­რი­ნა კარ­პი ჰყავს, რო­მელ­საც ქარ­თვე­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბა ასე­ვე კარ­გად იც­ნობს. ცხა­დია, რომ ისი­ნი ახლა ემო­ცი­უ­რად უმ­ძი­მეს მდგო­მა­რე­ო­ბა­ში არი­ან.

Ambebi.ge ციცი ფა­ლა­ვან­დიშ­ვილს ესა­უბ­რა:

- "უკ­რა­ი­ნა არის ჩემი მე­ო­რე ოჯა­ხი და უკ­რა­ი­ნე­ლე­ბი ჩემი ოჯა­ხის წევ­რე­ბი არი­ან“ - წერთ თქვენს სტა­ტუს­ში. რო­დე­საც ახლა უკ­რა­ი­ნა უდი­დეს გან­საც­დელ­შია, თქვე­ნი ემო­ცი­უ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა ად­ვი­ლი გა­სა­გე­ბია...

- ოჯა­ხის წევ­რე­ბიც არი­ან და ოჯა­ხის წევ­რე­ბიც... მა­რი­ნას, ჩემს რძალს ვერ ვას­ხვა­ვებ შვი­ლე­ბის­გან. ის ჩემი შვი­ლია. ასე მი­ვი­ღე და 12 წე­ლი­წა­დია, მა­ბედ­ნი­ე­რებს... ხა­ლი­სი­ა­ნი, თბი­ლი და და­დე­ბი­თი ადა­მი­ა­ნი. "დე­დი­კო, დე­დი­კო, ხომ იცი, ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად არის“ - ეს მისი საყ­ვა­რე­ლი ფრა­ზაა... ოთხი შვი­ლიშ­ვი­ლი მყავს (ორი გი­გის და ორი ნი­ნის), ირას, მა­რი­ნას დე­დას, არა­სო­დეს გა­ნუს­ხვა­ვე­ბია ისი­ნი, მათ­თვის სა­ჩუქ­რე­ბი ყო­ველ ჩა­მოს­ვლა­ზე თა­ნაბ­რად მოჰ­ქონ­და. ბავ­შვე­ბი ერ­თმა­ნეთს და-ძმას ეძა­ხი­ან, რაც ბუ­ნებ­რი­ვია. ასე უნდა იყოს.

გიგი დე­და­ლა­მა­ზიშ­ვი­ლი ოჯახ­თან ერ­თად

- თქვე­ნი ოჯა­ხე­ბი თა­ვი­დან­ვე ასე კარ­გად შე­ერ­წყა ერ­თმა­ნეთს...

- რა თქმა უნდა. ჯერ ერთი ყო­ველ ზა­ფხულს ჩავ­დი­ო­დით უკ­რა­ი­ნა­ში და აქაც ბევ­რი სტუ­მა­რი ჩა­მოგ­ვდი­ო­და. რაც ახლა იქ ხდე­ბა, ეს სა­ში­ნე­ლე­ბაა და ას­მა­გად მტკი­ვა... მა­რი­ნას მშობ­ლე­ბი, ბე­ბი­ე­ბი, ძმა, ნა­თე­სა­ვე­ბი, მე­გობ­რე­ბი იქ არი­ან. გა­ო­ცე­ბუ­ლი ვარ - ეს არის ხალ­ხი, რო­მე­ლიც არ ტო­ვებს თა­ვის ქვე­ყა­ნას!

- რო­გორ არი­ან?

- ჩვე­ნი მე­სი­ჯე­ბი რომ ნა­ხოთ, ისიც გა­გა­ო­ცებთ - კარ­გად ვართ, თქვენ მი­ხე­დეთ თავს. ჩვენ სა­კუ­თარ ქვე­ყა­ნა­ში ვართ და აქე­დან არ­სად მივ­დი­ვართ - აქეთ გვა­წყნა­რე­ბენ. ამ დღე­ებ­ში ამ­დე­ნი ემო­ცი­ის­გან ვა­ტყობ, რომ გავ­ტყდი, შე­უძ­ლე­ბე­ლია ამ მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბის ყუ­რე­ბა. ირა, ჩემი მძა­ხა­ლი, დღე სა­დი­ლებს აკე­თებს და უკ­რა­ი­ნელ მე­ომ­რებს უგ­ზავ­ნი­ან, ღამე თავ­შე­სა­ფარ­ში ჩა­დი­ან, ბე­ბი­ას სახ­სრე­ბის ისე­თი სი­სუს­ტე აქვს, რომ იქ ხელ­ში აყ­ვა­ნი­ლი ჩაჰ­ყავთ. ამ მონ­სტრმა ასეთ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ჩა­აგ­დო ეს ხალ­ხი.

არც იმა­ზე დარ­დობს, რომ მსოფ­ლი­ო­ში რე­პუ­ტა­ცია შე­ე­ლა­ხა და ფა­შის­ტის სა­ხე­ლი და­ერ­ქვა. ბევრ რუსს რცხვე­ნია, თქვას, რომ რუ­სია... მა­რი­ნას ვერც ვე­კი­თხე­ბი, რო­გორ არის, ზედ­მე­ტად, რომ არ ავა­ღელ­ვო. მას­თან კონ­ტაქ­ტი გი­გის მეშ­ვე­ო­ბით მაქვს... შვი­ლებ­ზე სული მე­ლე­ვა, ღმერ­თო, ბედ­ნი­ე­რად მიმ­ყო­ფე ყვე­ლა. ძა­ლი­ან ვნერ­ვი­უ­ლობ უკ­რა­ი­ნა­ში მყოფ ჩვე­ნი ოჯა­ხის წევ­რებ­ზე და მათ­თვის ვლო­ცუ­ლობ. ხომ ვამ­ბობ, ემო­ცი­ებს ვე­ღარ ვთო­კავ, მაგ­რამ ამას ბავ­შვებს არ ვაგ­რძნო­ბი­ნებ. მათ­თან იძუ­ლე­ბუ­ლი ვარ, სხვა­ნა­ი­რი ვიყო.

- გიგი და მა­რი­ნა აქ არი­ან, ხომ?

- კი, სა­ქარ­თვე­ლო­ში არი­ან. ამას წი­ნათ, სა­დღაც და­წე­რეს, - მა­რი­ნა ომში წა­ვი­დაო. რომ წა­ვი­კი­თხე, ამ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში მყოფ­მა, შოკი მი­ვი­ღე. არ ვიცი, რა­ტომ და­წე­რეს, იმე­დი მაქვს, გულ­შე­მატ­კივ­რო­ბის მიზ­ნით, მაგ­რამ ამის და­წე­რა და თან, ასე და­უ­ზუს­ტებ­ლად, არ შე­იძ­ლე­ბო­და... მა­რი­ნას თვითმფრი­ნავ­ში მგზავ­რო­ბი­სას ფო­ტო­ე­ბის გა­და­ღე­ბა ილუ­მი­ნა­ტო­რი­დან უყ­ვარს. ერთი ასე­თი ფოტო აუტვირ­თავს სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ასე­თი წარ­წე­რით - მიყ­ვარს ჩემი უკ­რა­ი­ნა და მას არა­სო­დეს დავ­ტო­ვებ. რო­გორც ჩანს, ეს ფრა­ზა ისე გა­ი­გეს, რომ ომში წა­ვი­და...

გიგი სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლის მომ­ხმა­რე­ბე­ლი არ არის, რომ ენა­ხა და მეც ვერ ვე­უბ­ნე­ბო­დი. მერე მა­ინც შე­ვა­პა­რე, შემ­თხვე­ვით მა­რი­ნამ რომ ნა­ხოს, იცო­დე-მეთ­ქი. დედა, და­ა­ნე­ბე თავი, ნერ­ვებს ნუ­ღარ მო­იშ­ლიო, - მი­თხრა... რო­გორ ჰგო­ნი­ათ, გიგი მა­რი­ნას მარ­ტო გა­უშ­ვებ­და?! მა­შინ ბავ­შვებს რა ვუ­ყოთ?!

- მოკ­ლედ, ომის ზურ­გში ხართ...

- რა­საც ამ ეტაპ­ზე ვა­კე­თებთ, იგი­ვე უკ­რა­ი­ნე­ლი სტუმ­რე­ბის მი­ღე­ბა-და­ბი­ნა­ვე­ბა იქ­ნე­ბა, თუ სხვაგ­ვა­რი დახ­მა­რე­ბა, ამის აფი­ში­რე­ბას არ ვახ­დენთ, რა სა­ჭი­როა?! ყვე­ლა­ფერს ჩვე­ნი ადა­მი­ა­ნო­ბით ვა­კე­თებთ, რომ სულ იო­ტი­სო­დე­ნა წვლი­ლი მა­ინც შე­ვი­ტა­ნოთ და არა იმი­ტომ, რომ ფო­ტო­ე­ბი გა­და­ვი­ღოთ, სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში დავ­დოთ. წინა ხაზ­ზე თუ არა, ჩარ­თუ­ლე­ბი ვართ... სი­კე­თეს ფასი მა­შინ აქვს, რო­დე­საც მას ქვა­ზე და­დებ... ერ­თმა უკ­რა­ი­ნელ­მა გო­გო­ნამ დახ­მა­რე­ბის­თვის და­მი­რე­კა, დე­დას მე­ძა­ხი­ან ყვე­ლა­ნი - აქ იყო ჩა­მო­სუ­ლი, ომი რომ და­ი­წყო, შვი­ლი ბე­ბი­ას­თან ჰყავ­და უკ­რა­ი­ნა­ში და­ტო­ვე­ბუ­ლი. ბავ­შვთან რომ არ წა­ვი­დე, არ შე­მიძ­ლია, 2 დღეა, ვე­ღარ ვე­კონ­ტაქ­ტე­ბიო... შემ­დეგ პო­ლო­ნე­თის სა­ზღვარ­ზე იპო­ვა.

"ჩემს შვი­ლიშ­ვი­ლებს ვე­უბ­ნე­ბი, რომ ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად იქ­ნე­ბა. ელე­ნეს უკ­რა­ი­ნუ­ლი ან­ბა­ნი გად­მო­უ­წე­რია და სწავ­ლობს"

...ეს ბავ­შვე­ბიც უცებ გა­ი­ზარ­დნენ, თით­ქოს ამ ორ კვი­რა­ში წლე­ბი მო­ე­მა­ტათ. კი არ ტი­რი­ან, სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნის სა­ზღვარ­ზე გა­რინ­დუ­ლე­ბი დგა­ნან... მაგ­რამ აგ­რე­სი­ამ აგ­რე­სია არ უნდა და­ბა­დოს. ჩემს შვი­ლიშ­ვი­ლებს ვამ­შვი­დებ, ვე­უბ­ნე­ბი, რომ ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად იქ­ნე­ბა. ელე­ნეს უკ­რა­ი­ნუ­ლი ან­ბა­ნი გად­მო­უ­წე­რია და სწავ­ლობს, რა­ღა­ცებს წერს და უკ­რა­ი­ნუ­ლი დრო­შით სახ­ლში და­დის.

მი­ტინ­გე­ბი რომ იყო, მარ­ტო მი­დი­ო­და, - ხომ უნდა ნა­ხონ, რომ ჩვენ მათ­თან ვარ­თო.

- გიგი, ქარ­თვე­ლი მუ­სი­კო­სი უკ­რა­ი­ნა­ში, იქა­ურ­მა აუ­დი­ტო­რი­ამ ძა­ლი­ან შე­იყ­ვა­რა...

- კი და არც იმის აფი­ში­რე­ბა მინ­და, რო­გორ უყ­ვართ და რო­გო­რი ურ­თი­ერ­თო­ბა აქვს იქ ადა­მი­ა­ნებ­თან. ახლა ხარ­კოვ­ში, კი­ევ­ში და ლვოვ­ში კონ­ცერ­ტე­ბი უნდა ჰქო­ნო­და. უკვე და­გეგ­მი­ლი იყო, მაგ­რამ ომი და­ი­წყო... მა­რი­ნას ოჯა­ხიც დიდ პა­ტივს სცემს ჩემს შვილს და გი­გი­საც უყ­ვარს ისი­ნი. აბა, სხვა­ნა­ი­რად რო­გორ უნდა იყოს?! გი­გის შე­მოქ­მე­დე­ბით მხა­რეს არა­სო­დეს შე­ვე­ხე­ბი, ეს სხვამ უნდა შე­ა­ფა­სოს, მუ­სი­კო­სი კი ვარ, მაგ­რამ მა­ინც დედა ვარ. რაც შე­ე­ხე­ბა მის პი­როვ­ნულ თვი­სე­ბებს, ობი­ექ­ტუ­რად რომ ვთქვათ, გა­მორ­ჩე­უ­ლი შვი­ლია, გვერ­დში მდგო­მი, მე­გო­ბა­რი, სა­ო­ცა­რი მამა და თან, ძა­ლი­ან მშვი­დი ადა­მი­ა­ნი...

- "მი­ხა­რია, რომ ჩემი მა­რი­ნა ამ გმი­რი ხალ­ხის შვი­ლია“ - ამ­ბობთ თქვენ და შე­უძ­ლე­ბე­ლია, არ და­გე­თან­ხმოთ. უკ­რა­ი­ნე­ლე­ბი სა­ო­ცარ მა­გა­ლი­თებს აჩ­ვე­ნე­ბენ...

- "ბო­როტ­სა სძლია კე­თილ­მან“ - ასე იყო XII სა­უ­კუ­ნე­შიც, როცა ეს ფრა­ზა და­ი­წე­რა და ასე იქ­ნე­ბა ახ­ლაც... დამ­ნა­შა­ვე და­უს­ჯე­ლი არ იქ­ნე­ბა. უბ­რა­ლოდ ჩვენ გვეჩ­ქა­რე­ბა. "სი­მარ­თლემ თქვა - შენ ფე­ხით გა­ი­ქე­ცი, მე ურ­მით და­გე­წე­ვიო“... რო­გორ არ უნდა და­ე­წი­ოს, როცა სამ სლა­ვურ და ქრის­ტი­ა­ნულ ქვე­ყა­ნას შო­რის ფაქ­ტობ­რი­ვად ძმა­თა მკვლე­ლი ომია გა­ჩა­რე­ბუ­ლი... მის გამ­ჩა­ღე­ბელს ცუდი დღე ელის!.. დი­დე­ბა უკ­რა­ი­ნას! დი­დე­ბა გმი­რებს!

მკითხველის კომენტარები / 4 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მკითხველი
2

იხარეთ! გამძლეობა უკრაინას! უმაგრეს ხალხს! 

მორიელი
17

ეს ის კაცი არ არის? 9 აპრილს პუტინს კრემლის საკონცერტო დარბაზში რომ უმღეროდა? თავი რომ გაიმართლა ყველა ფეხზე წამოდგა პატივის მისაგებადო. მას შემდეგ ჩემთვის პირადად სამშობლოს მოღალატედ ვთვლი.ახლა ჩაუცვია უკრაინის ეროვნული სამოსი და თავს გვაწონებს.მისგან განსხვავებით ალბათ მის მეუღლეს უფრო ეყვარება ალბათ სამშობლო.............

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

"დღე სადილებს აკეთებს მეომრებისთვის, ღამე თავშესაფარში ჩადიან, ბებია ხელში აყვანილი ჩაჰყავთ" - ციცი ფალავანდიშვილი ოჯახის უკრაინელ წევრებზე და მათ მდგომარეობაზე

"დღე სადილებს აკეთებს მეომრებისთვის, ღამე თავშესაფარში ჩადიან, ბებია ხელში აყვანილი ჩაჰყავთ" - ციცი ფალავანდიშვილი ოჯახის უკრაინელ წევრებზე და მათ მდგომარეობაზე

"ჩემო მეგობრებო, უკრაინა ჩემი მეორე ოჯახია.12 წლის წინ ჩემს ოჯახში შემოვიდა მარინა, რომელმაც კიდევ უფრო გააფერადა და გაალამაზა ჩვენი ოჯახი. ჩემი ლიზი და ნიკუშა ნახევრად უკრაინელები არიან. მარინას მშობლები, ძმა, ბებიები, სანათესაო, მეგობრები ამჟამად უკრაინაში არიან... 24 თებერვლიდან არცერთი ღამე არ გვძინებია.

ახალგაზრდები იბრძვიან, ქალები და ბავშვები სანგრებში ათენებენ ღამეს, ძალიან განვიცდით, მტკივა ჩემი მეორე ოჯახი. არავის გამოგაცდევინოთ ეს აუწერელი მდგომარეობა. მიჯაჭვულები ვართ ტელეფონებს. მადლობა ყველას, ვინც ამ დღეებში გვეხმიანება და დახმარებას სთავაზობს ჩვენს უკრაინელ მეგობრებს... მინდა ჩემი მარინა ისევ ისეთი ხალისიანი, ბედნიერი ვნახო. ვამაყობ, რომ ჩემი გოგო, ჩემი მარინა ამ გმირი ერის შვილია. ღმერთო, უშველე უკრაინას დიდება გმირებს, დიდება უკრაინას“ - ეს მუსიკოს ციცი ფალავანდიშვილის ფეისბუქ სტატუსია.

  • ქალბატონი ციცი ქართულ-უკრაინული ოჯახის წევრია. როგორც ცნობილია, მის შვილს, მუსიკოს გიგი დედალამაზიშვილს უკრაინელი მეუღლე მარინა კარპი ჰყავს, რომელსაც ქართველი საზოგადოება ასევე კარგად იცნობს. ცხადია, რომ ისინი ახლა ემოციურად უმძიმეს მდგომარეობაში არიან.

Ambebi.ge ციცი ფალავანდიშვილს ესაუბრა:

- "უკრაინა არის ჩემი მეორე ოჯახი და უკრაინელები ჩემი ოჯახის წევრები არიან“ - წერთ თქვენს სტატუსში. როდესაც ახლა უკრაინა უდიდეს განსაცდელშია, თქვენი ემოციური მდგომარეობა ადვილი გასაგებია...

- ოჯახის წევრებიც არიან და ოჯახის წევრებიც... მარინას, ჩემს რძალს ვერ ვასხვავებ შვილებისგან. ის ჩემი შვილია. ასე მივიღე და 12 წელიწადია, მაბედნიერებს... ხალისიანი, თბილი და დადებითი ადამიანი. "დედიკო, დედიკო, ხომ იცი, ყველაფერი კარგად არის“ - ეს მისი საყვარელი ფრაზაა... ოთხი შვილიშვილი მყავს (ორი გიგის და ორი ნინის), ირას, მარინას დედას, არასოდეს განუსხვავებია ისინი, მათთვის საჩუქრები ყოველ ჩამოსვლაზე თანაბრად მოჰქონდა. ბავშვები ერთმანეთს და-ძმას ეძახიან, რაც ბუნებრივია. ასე უნდა იყოს.

გიგი დედალამაზიშვილი ოჯახთან ერთად

- თქვენი ოჯახები თავიდანვე ასე კარგად შეერწყა ერთმანეთს...

- რა თქმა უნდა. ჯერ ერთი ყოველ ზაფხულს ჩავდიოდით უკრაინაში და აქაც ბევრი სტუმარი ჩამოგვდიოდა. რაც ახლა იქ ხდება, ეს საშინელებაა და ასმაგად მტკივა... მარინას მშობლები, ბებიები, ძმა, ნათესავები, მეგობრები იქ არიან. გაოცებული ვარ - ეს არის ხალხი, რომელიც არ ტოვებს თავის ქვეყანას!

- როგორ არიან?

- ჩვენი მესიჯები რომ ნახოთ, ისიც გაგაოცებთ - კარგად ვართ, თქვენ მიხედეთ თავს. ჩვენ საკუთარ ქვეყანაში ვართ და აქედან არსად მივდივართ - აქეთ გვაწყნარებენ. ამ დღეებში ამდენი ემოციისგან ვატყობ, რომ გავტყდი, შეუძლებელია ამ მძიმე მდგომარეობის ყურება. ირა, ჩემი მძახალი, დღე სადილებს აკეთებს და უკრაინელ მეომრებს უგზავნიან, ღამე თავშესაფარში ჩადიან, ბებიას სახსრების ისეთი სისუსტე აქვს, რომ იქ ხელში აყვანილი ჩაჰყავთ. ამ მონსტრმა ასეთ მდგომარეობაში ჩააგდო ეს ხალხი.

არც იმაზე დარდობს, რომ მსოფლიოში რეპუტაცია შეელახა და ფაშისტის სახელი დაერქვა. ბევრ რუსს რცხვენია, თქვას, რომ რუსია... მარინას ვერც ვეკითხები, როგორ არის, ზედმეტად, რომ არ ავაღელვო. მასთან კონტაქტი გიგის მეშვეობით მაქვს... შვილებზე სული მელევა, ღმერთო, ბედნიერად მიმყოფე ყველა. ძალიან ვნერვიულობ უკრაინაში მყოფ ჩვენი ოჯახის წევრებზე და მათთვის ვლოცულობ. ხომ ვამბობ, ემოციებს ვეღარ ვთოკავ, მაგრამ ამას ბავშვებს არ ვაგრძნობინებ. მათთან იძულებული ვარ, სხვანაირი ვიყო.

- გიგი და მარინა აქ არიან, ხომ?

- კი, საქართველოში არიან. ამას წინათ, სადღაც დაწერეს, - მარინა ომში წავიდაო. რომ წავიკითხე, ამ სიტუაციაში მყოფმა, შოკი მივიღე. არ ვიცი, რატომ დაწერეს, იმედი მაქვს, გულშემატკივრობის მიზნით, მაგრამ ამის დაწერა და თან, ასე დაუზუსტებლად, არ შეიძლებოდა... მარინას თვითმფრინავში მგზავრობისას ფოტოების გადაღება ილუმინატორიდან უყვარს. ერთი ასეთი ფოტო აუტვირთავს სოციალურ ქსელში ასეთი წარწერით - მიყვარს ჩემი უკრაინა და მას არასოდეს დავტოვებ. როგორც ჩანს, ეს ფრაზა ისე გაიგეს, რომ ომში წავიდა...

გიგი სოციალური ქსელის მომხმარებელი არ არის, რომ ენახა და მეც ვერ ვეუბნებოდი. მერე მაინც შევაპარე, შემთხვევით მარინამ რომ ნახოს, იცოდე-მეთქი. დედა, დაანებე თავი, ნერვებს ნუღარ მოიშლიო, - მითხრა... როგორ ჰგონიათ, გიგი მარინას მარტო გაუშვებდა?! მაშინ ბავშვებს რა ვუყოთ?!

- მოკლედ, ომის ზურგში ხართ...

- რასაც ამ ეტაპზე ვაკეთებთ, იგივე უკრაინელი სტუმრების მიღება-დაბინავება იქნება, თუ სხვაგვარი დახმარება, ამის აფიშირებას არ ვახდენთ, რა საჭიროა?! ყველაფერს ჩვენი ადამიანობით ვაკეთებთ, რომ სულ იოტისოდენა წვლილი მაინც შევიტანოთ და არა იმიტომ, რომ ფოტოები გადავიღოთ, სოციალურ ქსელში დავდოთ. წინა ხაზზე თუ არა, ჩართულები ვართ... სიკეთეს ფასი მაშინ აქვს, როდესაც მას ქვაზე დადებ... ერთმა უკრაინელმა გოგონამ დახმარებისთვის დამირეკა, დედას მეძახიან ყველანი - აქ იყო ჩამოსული, ომი რომ დაიწყო, შვილი ბებიასთან ჰყავდა უკრაინაში დატოვებული. ბავშვთან რომ არ წავიდე, არ შემიძლია, 2 დღეა, ვეღარ ვეკონტაქტებიო... შემდეგ პოლონეთის საზღვარზე იპოვა.

"ჩემს შვილიშვილებს ვეუბნები, რომ ყველაფერი კარგად იქნება. ელენეს უკრაინული ანბანი გადმოუწერია და სწავლობს"

...ეს ბავშვებიც უცებ გაიზარდნენ, თითქოს ამ ორ კვირაში წლები მოემატათ. კი არ ტირიან, სხვადასხვა ქვეყნის საზღვარზე გარინდულები დგანან... მაგრამ აგრესიამ აგრესია არ უნდა დაბადოს. ჩემს შვილიშვილებს ვამშვიდებ, ვეუბნები, რომ ყველაფერი კარგად იქნება. ელენეს უკრაინული ანბანი გადმოუწერია და სწავლობს, რაღაცებს წერს და უკრაინული დროშით სახლში დადის.

მიტინგები რომ იყო, მარტო მიდიოდა, - ხომ უნდა ნახონ, რომ ჩვენ მათთან ვართო.

- გიგი, ქართველი მუსიკოსი უკრაინაში, იქაურმა აუდიტორიამ ძალიან შეიყვარა...

- კი და არც იმის აფიშირება მინდა, როგორ უყვართ და როგორი ურთიერთობა აქვს იქ ადამიანებთან. ახლა ხარკოვში, კიევში და ლვოვში კონცერტები უნდა ჰქონოდა. უკვე დაგეგმილი იყო, მაგრამ ომი დაიწყო... მარინას ოჯახიც დიდ პატივს სცემს ჩემს შვილს და გიგისაც უყვარს ისინი. აბა, სხვანაირად როგორ უნდა იყოს?! გიგის შემოქმედებით მხარეს არასოდეს შევეხები, ეს სხვამ უნდა შეაფასოს, მუსიკოსი კი ვარ, მაგრამ მაინც დედა ვარ. რაც შეეხება მის პიროვნულ თვისებებს, ობიექტურად რომ ვთქვათ, გამორჩეული შვილია, გვერდში მდგომი, მეგობარი, საოცარი მამა და თან, ძალიან მშვიდი ადამიანი...

- "მიხარია, რომ ჩემი მარინა ამ გმირი ხალხის შვილია“ - ამბობთ თქვენ და შეუძლებელია, არ დაგეთანხმოთ. უკრაინელები საოცარ მაგალითებს აჩვენებენ...

- "ბოროტსა სძლია კეთილმან“ - ასე იყო XII საუკუნეშიც, როცა ეს ფრაზა დაიწერა და ასე იქნება ახლაც... დამნაშავე დაუსჯელი არ იქნება. უბრალოდ ჩვენ გვეჩქარება. "სიმართლემ თქვა - შენ ფეხით გაიქეცი, მე ურმით დაგეწევიო“... როგორ არ უნდა დაეწიოს, როცა სამ სლავურ და ქრისტიანულ ქვეყანას შორის ფაქტობრივად ძმათა მკვლელი ომია გაჩარებული... მის გამჩაღებელს ცუდი დღე ელის!.. დიდება უკრაინას! დიდება გმირებს!