პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

12

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 23:22-ზე, მთვარე მერწყულშია – იმუშავეთ მშვიდად და საფუძვლიანად. მოაგვარეთ მარტივი ფინანსური საკითხები. გადადეთ მნიშვნელოვანი საქმეები. იყავით ყურადღებიანი იმის მიმართ, რაც ხდება და მოუსმინეთ რას გეუბნებათ ხალხი. იყავით ფხიზლად და მოერიდეთ კონფლიქტს. გამოიჩინეთ მოქნილობა და ორიგინალურობა ადამიანებთან ურთიერთობისას. სამსახურში გამოავლინეთ თქვენი საუკეთესო მხარე. ზედმეტი აქტიურობა შედეგს არ მოიტანს. არ აიღოთ ზედმეტი სამუშაო და რთული პროექტები. ხორცზე უარის თქმა ჯობია. გამოიყენეთ მცენარეული ზეთი. ალკოჰოლური სასმელები უნდა გამოირიცხოს.
საზოგადოება
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
სამხედრო
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
კულტურის სამინისტროს განცხადებით, კინოცენტრის დირექტორი თანამდებობიდან გათავისუფლდა - რა გახდა ამის მიზეზი?
კულტურის სამინისტროს განცხადებით, კინოცენტრის დირექტორი თანამდებობიდან გათავისუფლდა - რა გახდა ამის მიზეზი?

კი­ნო­ცენ­ტრის დი­რექ­ტო­რი გაგა ჩხე­ი­ძე თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან გა­თა­ვი­სუფ­ლდა და მისი საქ­მი­ა­ნო­ბის შე­სა­ხებ აუ­დი­ტის დას­კვნა პრო­კუ­რა­ტუ­რას გა­და­ეგ­ზავ­ნა. ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას კულ­ტუ­რი­სა და ძეგლ­თა დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო ავ­რცე­ლებს.

უწყე­ბის ცნო­ბით, სა­ქარ­თვე­ლოს კულ­ტუ­რის, სპორ­ტი­სა და ახალ­გაზ­რდო­ბის სა­მი­ნის­ტროს შიდა აუ­დი­ტის დე­პარ­ტა­მენ­ტის მიერ ჩა­ტა­რე­ბუ­ლი შე­სა­ბა­მი­სო­ბი­სა და ფი­ნან­სუ­რი აუ­დი­ტი 2019 წლის 1 იან­ვრი­დან 2020 წლის 31 დე­კემ­ბრის ჩათ­ვლით პე­რი­ოდს მო­ი­ცავს.

"აუ­დი­ტო­რუ­ლი შე­მოწ­მე­ბის შე­დე­გად გა­მოვ­ლინ­და კი­ნო­ცენ­ტრის მიერ ფი­ნან­სუ­რი რე­სურ­სის კა­ნონ­მდებ­ლო­ბას­თან შე­უ­სა­ბა­მოდ ხარ­ჯვის ფაქ­ტე­ბი, კი­ნო­ცენ­ტრში არ­სე­ბუ­ლი ფი­ნან­სუ­რი მარ­თვის სის­ტე­მის სე­რი­ო­ზუ­ლი ხარ­ვე­ზე­ბი, შეს­ყიდ­ვე­ბის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნონ­მდებ­ლო­ბის დარ­ღვე­ვის სის­ტე­მა­ტუ­რი ხა­სი­ა­თი, სა­ვა­რა­უ­დო ნე­პო­ტიზ­მის ფაქ­ტე­ბი, კონ­ტრო­ლის სის­ტე­მის არარ­სე­ბო­ბა და სხვა.

ზე­მო­აღ­ნიშ­ნუ­ლი გა­რე­მო­ე­ბე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, სა­ქარ­თვე­ლოს კულ­ტუ­რის, სპორ­ტი­სა და ახალ­გაზ­რდო­ბის სა­მი­ნის­ტროს სსიპ "კი­ნე­მა­ტოგ­რა­ფი­ის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის“ დი­რექ­ტო­რი, გაგა ჩხე­ი­ძე და­კა­ვე­ბუ­ლი თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან გა­თა­ვი­სუფ­ლდა, მისი საქ­მი­ა­ნო­ბის შემ­სწავ­ლე­ლი აუ­დი­ტის დას­კვნა კი შემ­დგო­მი რე­ა­გი­რე­ბის­თვის სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რას გა­და­ეგ­ზავ­ნა. ამას­თან, აუ­დი­ტის დე­პარ­ტა­მენ­ტი ახორ­ცი­ე­ლებს სამ­სა­ხუ­რებ­რივ შე­მოწ­მე­ბას დას­კვნა­ში მი­თი­თე­ბულ არა­ერთ გა­რე­მო­ე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით.

გარ­და­მა­ვა­ლი პე­რი­ო­დის გან­მავ­ლო­ბა­ში, ახა­ლი ხელ­მძღვა­ნე­ლის შერ­ჩე­ვამ­დე, კი­ნო­ცენ­ტრის დი­რექ­ტო­რის უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბებს კულ­ტუ­რის მი­ნის­ტრის პირ­ვე­ლი მო­ად­გი­ლე, კარ­ლო სი­ხა­რუ­ლი­ძე გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლებს”, - აღ­ნიშ­ნუ­ლია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

მკითხველის კომენტარები / 5 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ოსკარიანი
36

შედეგიც დადგა და უკვე დაიწყო პატრიოტული ფილმების გადაღება: ბატონი ბიძინას ბავშვობა, ბატონი ბიძინას პირველი ხელფასი, ბატონი ბიძინა მეზობლებს მანდარინის გადარჩევაში ეხმარება და ა.შ. 

tsiko
13

ნაცექტის ვალს გადახდა უნდა, რა ქნას ეხლა გაგამ და მის ჯიბეზე (უფრო სწორად, ჩვენს ჯიბეზე) მიბმულმა ხალხმა? ყეფა უნდა დაიწყოს - დაელოდეთ, თავს თავად გაამჟღავნებენ

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ვიდეოკადრებს ავრცელებს პროკურატურა პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულ 19 წლის საბა ჯიქიასთან დაკავშირებით?
ავტორი:

კულტურის სამინისტროს განცხადებით, კინოცენტრის დირექტორი თანამდებობიდან გათავისუფლდა - რა გახდა ამის მიზეზი?

კულტურის სამინისტროს განცხადებით, კინოცენტრის დირექტორი თანამდებობიდან გათავისუფლდა - რა გახდა ამის მიზეზი?

კინოცენტრის დირექტორი გაგა ჩხეიძე თანამდებობიდან გათავისუფლდა და მისი საქმიანობის შესახებ აუდიტის დასკვნა პროკურატურას გადაეგზავნა. ამის შესახებ ინფორმაციას კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული შესაბამისობისა და ფინანსური აუდიტი 2019 წლის 1 იანვრიდან 2020 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდს მოიცავს.

"აუდიტორული შემოწმების შედეგად გამოვლინდა კინოცენტრის მიერ ფინანსური რესურსის კანონმდებლობასთან შეუსაბამოდ ხარჯვის ფაქტები, კინოცენტრში არსებული ფინანსური მართვის სისტემის სერიოზული ხარვეზები, შესყიდვების შესახებ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის სისტემატური ხასიათი, სავარაუდო ნეპოტიზმის ფაქტები, კონტროლის სისტემის არარსებობა და სხვა.

ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს სსიპ "კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის“ დირექტორი, გაგა ჩხეიძე დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლდა, მისი საქმიანობის შემსწავლელი აუდიტის დასკვნა კი შემდგომი რეაგირებისთვის საქართველოს პროკურატურას გადაეგზავნა. ამასთან, აუდიტის დეპარტამენტი ახორციელებს სამსახურებრივ შემოწმებას დასკვნაში მითითებულ არაერთ გარემოებასთან დაკავშირებით.

გარდამავალი პერიოდის განმავლობაში, ახალი ხელმძღვანელის შერჩევამდე, კინოცენტრის დირექტორის უფლებამოსილებებს კულტურის მინისტრის პირველი მოადგილე, კარლო სიხარულიძე განახორციელებს”, - აღნიშნულია ინფორმაციაში.