უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩევლის მიხაილო პოდოლიაკის განცხადებით, რუსულ მხარესთან კომუნიკაცია მძიმეა, თუმცა ის მაინც მიმდინარეობს.
მოლაპარაკებათა მეოთხე რაუნდზე საუბრისას პოდოლიაკმა აღნიშნა, რომ მხარეები აქტიურად გამოთქვამენ უკვე დაზუსტებულ პოზიციებს.
"მხარეები აქტიურად გამოთქვამენ თავიანთ პოზიციებს, უკვე დაზუსტებულს. კომუნიკაცია მძიმეა, მაგრამ მიდის. აზრთა სხვადასხვაობის მიზეზი იმაშია, რომ ჩვენ ძალიან განსხვავებული პოლიტიკური სისტემები გვაქვს. უკრაინა - ეს საზოგადოებაში თავისუფალი დიალოგი და აუცილებელი კონსენსუსია. რუსეთი კი ულტიმატუმებით ჩახშობილი საკუთარივე საზოგადოება,“- განაცხადა პოდოლიაკმა.