პოლიტიკა
მსოფლიო

8

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 21:15-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – კარგია ნებისმიერი ბიზნესის დასაწყებად. ამ დღეს დაწყებული საქმეები თავისით გამოვა. შესაძლებელია დაწინაურება, ხელფასის მატება, ჯილდოები და დამსახურებული აღიარება. დაიწყეთ აქტიური და გადამწყვეტი მოქმედება. დაიწყე მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეები. მომავალ წარმატებაში ეჭვი არ შეგეპაროთ. ფრთხილად და კარგად დაფიქრდი თქვენს ნაბიჯებზე. კარგია კომუნიკაცია სხვადასხვა ადამიანებთან. გააძლიერეთ ოჯახური კავშირები და დაამყარეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, განსაკუთრებით უფროს თაობასთან. სასარგებლოა კუჭისა და ნაწლავების გაწმენდა. ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა. გაუფრთხილდით მხედველობას. ყურადღებით მოუსმინეთ ყველაფერს, რასაც გეუბნებათ საყვარელი ადამიანი.
სამხედრო
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ჩვენ, ყველას, ქალბატონმა სალომემ მჭლე სამიანი დაგვიწერა და ვაღიაროთ, რომ ამას ვიმსახურებდით" - დავით უსუფაშვილი
"ჩვენ, ყველას, ქალბატონმა სალომემ მჭლე სამიანი დაგვიწერა და ვაღიაროთ, რომ ამას ვიმსახურებდით" - დავით უსუფაშვილი

პა­ტივ­ცე­მუ­ლო კო­ლე­გე­ბო, მო­გე­სალ­მე­ბით და სიმ­ხნე­ვეს გი­სურ­ვებთ, ვი­ნა­ი­დან ჩვენ, ყვე­ლას, ქალ­ბა­ტონ­მა სა­ლო­მემ მჭლე სა­მი­ა­ნი დაგ­ვი­წე­რა, მაგ­რამ მოდი, რე­ა­ლო­ბას თვა­ლი გა­ვუს­წო­როთ და ვა­ღი­ა­როთ, რომ ამას ვიმ­სა­ხუ­რებ­დით,- ამის შე­სა­ხებ ფრაქ­ცია „ლელო - პარტნი­ო­რო­ბა სა­ქარ­თვე­ლოს­თვის“ წევ­რმა და­ვით უსუ­ფაშ­ვილ­მა პარ­ლა­მენ­ტის პლე­ნა­რულ სხდო­მა­ზე სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტის მოხ­სე­ნე­ბის შემ­დეგ პო­ლი­ტი­კუ­რი ჯგუ­ფის სა­ხე­ლით სი­ტყვით გა­მოს­ვლი­სას გა­ნა­ცხა­და.

უსუ­ფაშ­ვი­ლი პრე­ზი­დენ­ტის გა­მოს­ვლას „ადეკ­ვა­ტურ­სა და სა­ხელ­მწი­ფოს მე­თა­უ­რი­სებრს“ უწო­დებს. მისი თქმით, პო­ლი­ტი­კურ მხა­რე­ებს შუ­ა­მა­ვა­ლი სჭირ­დე­ბათ, რის გა­მოც სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილს მი­მარ­თავს თხოვ­ნით, „გა­აგ­რძე­ლოს მცდე­ლო­ბა, რათა პო­ლი­ტი­კუ­რი ძა­ლე­ბი შე­იკ­რი­ბონ ხოლ­მე და სირ­ცხვი­ლი აღარ ჭა­მონ“.

„გა­მო­სა­ვა­ლი გვაჩ­ვე­ნა და თუ სწორ ნა­ბი­ჯებს გა­დავ­დგამთ, მგო­ნი, შევ­ძლებთ, ჩვე­ნი როლი და და­ნიშ­ნუ­ლე­ბა შე­ვას­რუ­ლოთ ამ მძი­მე ვი­თა­რე­ბა­ში, რო­მელ­შიც ქვე­ყა­ნაა. პარ­ლა­მენ­ტში პრე­ზი­დენ­ტის ძა­ლი­ან ბევ­რი მოხ­სე­ნე­ბა მო­მის­მე­ნია. ქალ­ბა­ტო­ნი სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის მოხ­სე­ნე­ბა იყო ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე უფრო ადეკ­ვა­ტუ­რი და სა­ხელ­მწი­ფოს მე­თა­უ­რი­სებ­რი - ანუ მცდე­ლო­ბა იმი­სა, რომ ყვე­ლამ ერ­თად რაც შე­იძ­ლე­ბა კომ­პლექ­სუ­რად და­ვი­ნა­ხოთ პრობ­ლე­მე­ბი, რო­მე­ლიც გვაქვს და და­ვი­ნა­ხოთ გა­მო­სა­ვა­ლიც. არ მგო­ნია, რომ ვინ­მეს მხრი­დან შეხ­სე­ნე­ბა გვჭირ­დე­ბო­და, რომ ასეთ სა­გან­გე­ბო ვი­თა­რე­ბა­ში, ოკუ­პა­ცი­ის და ომის საფრ­თხის პი­რო­ბებ­ში ყვე­ლა ქვე­ყა­ნას ერ­თი­ა­ნო­ბა მარ­თებს და არა ის, რაც ბოლო ორი კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­შიც დაგ­ვე­მარ­თა. ეს დიდი პრობ­ლე­მის ნა­წი­ლია. საქ­მე იმა­ში არ არის, რომ მარ­ჯვნივ კარ­გი ხალ­ხია და მარ­ცხნივ - ცუდი, ან პი­რი­ქით, საქ­მე ისაა, რომ კვლავ ვაგ­რძე­ლებთ ცხოვ­რე­ბას არა­სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რივ სივ­რცე­ში; საქ­მე ისაა, რომ ჯერ კი­დევ ვერ და­ვამ­კვიდ­რეთ ის, რის მე­თა­უ­რიც გვეს­ტუმ­რა დღეს პარ­ლა­მენ­ტში - სა­ხელ­მწი­ფო, რო­მე­ლიც მოქ­მე­დებს ინ­სტი­ტუ­ტე­ბით, რო­მელ­შიც და­უშ­ვე­ბე­ლი და წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია, მისი პრე­ზი­დენ­ტი უცხო­ეთ­ში მი­ემ­გზავ­რე­ბო­დეს და არა­თუ ნე­ბარ­თვას არ აძ­ლევ­დეს ვინ­მე, არა­მედ პრე­მი­ე­რი და პრე­ზი­დენ­ტი რამ­დე­ნი­მე სა­ათს არ მუ­შა­ობ­დნენ ერ­თად, რათა სა­ერ­თო საქ­მე გა­აძ­ლი­ე­რონ. და­უშ­ვე­ბე­ლია, რომ პა­რას­კევს ვერ მო­ვა­ხერ­ხეთ აქ ერ­თად შეკ­რე­ბა იმის სათ­ქმე­ლად, რაც სამ­შა­ბათს ცალ­მხრი­ვად გა­კეთ­და ამა­ვე დარ­ბაზ­ში, ამავდრო­უ­ლად ხე­ლი­დან გაგ­ვექ­ცა სა­და­ვე­ე­ბი და უკ­რა­ი­ნის, ომის და უსაფრ­თხო­ე­ბის თემა ჩად­გა ჩვე­უ­ლებ­რივ რიგ­ში შიდა პო­ლი­ტი­კუ­რი და­პი­რის­პი­რე­ბის და იწი­ლო-ბი­წი­ლო­სი. ამით სა­კუ­თარ ქვე­ყა­ნას ვა­ზი­ა­ნებთ. ჩვენ სა­ხელ­მწი­ფო ვერ და­ვამ­კვიდ­რეთ და ეს მხო­ლოდ ბოლო 10 წელ­ში არ მომ­ხდა­რა, არც იმის წინა 9 წელ­ში ან იმის წინა 8 წელ­ში. ეს უნდა გა­ვი­აზ­როთ, რომ სის­ტე­მუ­რი ცვლი­ლე­ბაა სა­ჭი­რო. სხვა შემ­თხვე­ვა­ში ჩვე­უ­ლებ­რივ მოვ­ლე­ნა იქ­ნე­ბა, რომ პრე­მი­ერს არ ეც­ლე­ბა პარ­ლა­მენ­ტში მო­სას­ვლე­ლად; უმ­რავ­ლე­სო­ბა ჩა­კე­ტავს დარ­ბაზ­ში შე­მო­სას­ვლელ კა­რებს; ჩვე­უ­ლებ­რი­ვი მოვ­ლე­ნა იქ­ნე­ბა, რომ ოპო­ზი­ცია პარ­ლა­მენ­ტში მუხლჩა­უხ­რე­ლი მუ­შა­ო­ბის ნაც­ვლად მთე­ლი წელი ხან შე­მოს­ვლის, ხან არ­შე­მოს­ვლის, ხან არ­გას­ვლის გა­მარ­თლე­ბა­ში იქ­ნე­ბა და პარ­ლა­მენ­ტი ინ­სტი­ტუ­ცი­უ­რად ვერ შედ­გე­ბა. ჩვე­უ­ლებ­რივ მოვ­ლე­ნად იქ­ცე­ვა ის, რომ მრა­ვალ­პარ­ტი­უ­ლო­ბის დამ­კვიდ­რე­ბის ნაც­ვლად, ჩვენ­თან იმარ­თე­ბა მრა­ვა­ლი პარ­ტი­ის შე­ჯიბ­რი ერ­თპარ­ტი­უ­ლი ძა­ლა­უფ­ლე­ბის მო­სა­პო­ვებ­ლად და მისი ხე­ლი­დან არ­გა­საშ­ვე­ბად.

სის­ტე­მაა შე­საც­ვლე­ლი და ქალ­ბა­ტო­ნი პრე­ზი­დენ­ტის მოხ­სე­ნე­ბა­ში ამ და­მა­ტე­ბას შე­ვი­ტან­დი, რომ სის­ტე­მურ ცვლი­ლე­ბას სის­ტე­მუ­რი მიდ­გო­მა სჭირ­დე­ბა და მტრო­ბა და შური, რო­მე­ლიც ქვე­ყა­ნას ან­გრევს და ხი­ფა­თებს ზრდის, ერთ დღე­ში არ წარ­მო­შო­ბი­ლა. ერთ კონ­კრე­ტულ სა­კი­თხში ერთ სა­მი­ანს მეც და­ვუ­წერ­დი ქალ­ბა­ტონ პრე­ზი­დენტს - სხვა თე­მებ­ზე არ ვი­სა­უბ­რებ­დი, რად­გან მტრო­ბამ, შუღლმა, ურ­თი­ერ­თგა­უ­ტან­ლო­ბამ, შავ­მა პი­არ­მა ის­ტო­რი­ულ მაქ­სი­მუმს სწო­რედ საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის დროს მი­აღ­წია. ასე­თი ამ­ბე­ბი შემ­დეგ აღარ იკარ­გე­ბა, სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში ილე­ქე­ბა, ამი­ტომ გა­ვუფრ­თხილ­დეთ ყო­ველ სი­ტყვას, ყო­ველ ქმე­დე­ბას, რო­დე­საც ვხე­დავთ, რომ ქვე­ყა­ნას ემუქ­რე­ბა არა მხო­ლოდ უზარ­მა­ზა­რი საფრ­თხე­ე­ბი, არა­მედ გა­უჩ­ნდა უზარ­მა­ზა­რი შან­სე­ბიც“,- გა­ნა­ცხა­და და­ვით უსუ­ფაშ­ვილ­მა.

მკითხველის კომენტარები / 18 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გოჩა
3

ეს კაცი ყოველტვის პირველი პირში საუბრობს და თავის თავს არასდროს გულისხმობს. ომის განსაკუტრებიტ გააქტიურდა ორივე ცოლქმარი უკრაინის ომის დაწყების შემდეგ და მთავრობას ანამუსებენ, რატომ არ აკეთებს მკვეთრ განცხადებებესო და საკუთარი ვაჯკაცები გადამალული ჰყავთ საგულდაგულოდ, ომში სხვისმა შვილებმა უნდა იომონ თურმე და ამთ ჭკუა გვარიგონ. გვეყო ამდენი ფილოსოფოსობა, საქმიტ გვანახეთ სამშობლოს სიყვარული და ვაჯკაცობა.

ირაკლი ვარძიელი
5

ჩვეულებრივი მედროვე ტიპი, თანაც მაგარი ფარჩაკი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი თორნიკე რიჟვაძის საქმეზე?
ავტორი:

"ჩვენ, ყველას, ქალბატონმა სალომემ მჭლე სამიანი დაგვიწერა და ვაღიაროთ, რომ ამას ვიმსახურებდით" - დავით უსუფაშვილი

"ჩვენ, ყველას, ქალბატონმა სალომემ მჭლე სამიანი დაგვიწერა და ვაღიაროთ, რომ ამას ვიმსახურებდით" - დავით უსუფაშვილი

პატივცემულო კოლეგებო, მოგესალმებით და სიმხნევეს გისურვებთ, ვინაიდან ჩვენ, ყველას, ქალბატონმა სალომემ მჭლე სამიანი დაგვიწერა, მაგრამ მოდი, რეალობას თვალი გავუსწოროთ და ვაღიაროთ, რომ ამას ვიმსახურებდით,- ამის შესახებ ფრაქცია „ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის“ წევრმა დავით უსუფაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საქართველოს პრეზიდენტის მოხსენების შემდეგ პოლიტიკური ჯგუფის სახელით სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

უსუფაშვილი პრეზიდენტის გამოსვლას „ადეკვატურსა და სახელმწიფოს მეთაურისებრს“ უწოდებს. მისი თქმით, პოლიტიკურ მხარეებს შუამავალი სჭირდებათ, რის გამოც სალომე ზურაბიშვილს მიმართავს თხოვნით, „გააგრძელოს მცდელობა, რათა პოლიტიკური ძალები შეიკრიბონ ხოლმე და სირცხვილი აღარ ჭამონ“.

„გამოსავალი გვაჩვენა და თუ სწორ ნაბიჯებს გადავდგამთ, მგონი, შევძლებთ, ჩვენი როლი და დანიშნულება შევასრულოთ ამ მძიმე ვითარებაში, რომელშიც ქვეყანაა. პარლამენტში პრეზიდენტის ძალიან ბევრი მოხსენება მომისმენია. ქალბატონი სალომე ზურაბიშვილის მოხსენება იყო ერთ-ერთი ყველაზე უფრო ადეკვატური და სახელმწიფოს მეთაურისებრი - ანუ მცდელობა იმისა, რომ ყველამ ერთად რაც შეიძლება კომპლექსურად დავინახოთ პრობლემები, რომელიც გვაქვს და დავინახოთ გამოსავალიც. არ მგონია, რომ ვინმეს მხრიდან შეხსენება გვჭირდებოდა, რომ ასეთ საგანგებო ვითარებაში, ოკუპაციის და ომის საფრთხის პირობებში ყველა ქვეყანას ერთიანობა მართებს და არა ის, რაც ბოლო ორი კვირის განმავლობაშიც დაგვემართა. ეს დიდი პრობლემის ნაწილია. საქმე იმაში არ არის, რომ მარჯვნივ კარგი ხალხია და მარცხნივ - ცუდი, ან პირიქით, საქმე ისაა, რომ კვლავ ვაგრძელებთ ცხოვრებას არასახელმწიფოებრივ სივრცეში; საქმე ისაა, რომ ჯერ კიდევ ვერ დავამკვიდრეთ ის, რის მეთაურიც გვესტუმრა დღეს პარლამენტში - სახელმწიფო, რომელიც მოქმედებს ინსტიტუტებით, რომელშიც დაუშვებელი და წარმოუდგენელია, მისი პრეზიდენტი უცხოეთში მიემგზავრებოდეს და არათუ ნებართვას არ აძლევდეს ვინმე, არამედ პრემიერი და პრეზიდენტი რამდენიმე საათს არ მუშაობდნენ ერთად, რათა საერთო საქმე გააძლიერონ. დაუშვებელია, რომ პარასკევს ვერ მოვახერხეთ აქ ერთად შეკრება იმის სათქმელად, რაც სამშაბათს ცალმხრივად გაკეთდა ამავე დარბაზში, ამავდროულად ხელიდან გაგვექცა სადავეები და უკრაინის, ომის და უსაფრთხოების თემა ჩადგა ჩვეულებრივ რიგში შიდა პოლიტიკური დაპირისპირების და იწილო-ბიწილოსი. ამით საკუთარ ქვეყანას ვაზიანებთ. ჩვენ სახელმწიფო ვერ დავამკვიდრეთ და ეს მხოლოდ ბოლო 10 წელში არ მომხდარა, არც იმის წინა 9 წელში ან იმის წინა 8 წელში. ეს უნდა გავიაზროთ, რომ სისტემური ცვლილებაა საჭირო. სხვა შემთხვევაში ჩვეულებრივ მოვლენა იქნება, რომ პრემიერს არ ეცლება პარლამენტში მოსასვლელად; უმრავლესობა ჩაკეტავს დარბაზში შემოსასვლელ კარებს; ჩვეულებრივი მოვლენა იქნება, რომ ოპოზიცია პარლამენტში მუხლჩაუხრელი მუშაობის ნაცვლად მთელი წელი ხან შემოსვლის, ხან არშემოსვლის, ხან არგასვლის გამართლებაში იქნება და პარლამენტი ინსტიტუციურად ვერ შედგება. ჩვეულებრივ მოვლენად იქცევა ის, რომ მრავალპარტიულობის დამკვიდრების ნაცვლად, ჩვენთან იმართება მრავალი პარტიის შეჯიბრი ერთპარტიული ძალაუფლების მოსაპოვებლად და მისი ხელიდან არგასაშვებად.

სისტემაა შესაცვლელი და ქალბატონი პრეზიდენტის მოხსენებაში ამ დამატებას შევიტანდი, რომ სისტემურ ცვლილებას სისტემური მიდგომა სჭირდება და მტრობა და შური, რომელიც ქვეყანას ანგრევს და ხიფათებს ზრდის, ერთ დღეში არ წარმოშობილა. ერთ კონკრეტულ საკითხში ერთ სამიანს მეც დავუწერდი ქალბატონ პრეზიდენტს - სხვა თემებზე არ ვისაუბრებდი, რადგან მტრობამ, შუღლმა, ურთიერთგაუტანლობამ, შავმა პიარმა ისტორიულ მაქსიმუმს სწორედ საპრეზიდენტო არჩევნების დროს მიაღწია. ასეთი ამბები შემდეგ აღარ იკარგება, საზოგადოებაში ილექება, ამიტომ გავუფრთხილდეთ ყოველ სიტყვას, ყოველ ქმედებას, როდესაც ვხედავთ, რომ ქვეყანას ემუქრება არა მხოლოდ უზარმაზარი საფრთხეები, არამედ გაუჩნდა უზარმაზარი შანსებიც“,- განაცხადა დავით უსუფაშვილმა.