საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

15

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 23:45-ზე, მთვარე თევზებშია – კარგია: ფინანსური საკითხების მოგვარება. კონტაქტი უფროსებთან და საზოგადო მოღვაწეებთან. იმუშავეთ როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად, ერთობლივად გადაჭერით საინტერესო საკითხები. იყავით ყურადღებიანი კრეატიული იდეების მიმართ. ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება, მივლინებაში წასვლა. ჩაერთეთ შემოქმედებით საქმიანობაში მოაწყვეთ შემოქმედებითი საღამო, კონცერტი, გამოფენა. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოუფრთხილდით ღვიძლს. კარგია სისხლის გაწმენდა. რეკომენდებულია აბაზანები, ნებისმიერი გამწმენდი პროცედურა. ივარჯიშეთ, იყავით სუფთა ჰაერზე.
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ოპოზიცია სცოდავს, როცა შეურაცხყოფას აყენებს პოლიციას და პოლიციელებს... მათ მიმართ პატივისცემა და მხარდაჭერა ყველას გვევალება" - კიდევ რატომ გააკრიტიკა პრეზიდენტმა ოპოზიცია?
"ოპოზიცია სცოდავს, როცა შეურაცხყოფას აყენებს პოლიციას და პოლიციელებს... მათ მიმართ პატივისცემა და მხარდაჭერა ყველას გვევალება" - კიდევ რატომ გააკრიტიკა პრეზიდენტმა ოპოზიცია?

პრე­ზი­დენ­ტმა სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა სა­პარ­ლა­მენ­ტო ტრი­ბუ­ნი­დან გა­აკ­რი­ტი­კა ოპო­ზი­ცი­აც და გა­ნა­ცხა­და, რომ ბევ­რს სცო­და­ვენ ოპო­ზი­ცი­ო­ნე­რე­ბიც.

"ოპო­ზი­ცია სცო­დავს, როცა ბრი­უ­სელ­ში, კი­ევ­ში თუ ამე­რი­კა­ში აქვს მცდე­ლო­ბე­ბი, რომ სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხე­ლი და სახე გა­ა­შა­ვოს და ქვე­ყა­ნა ისე წარ­მო­ა­ჩი­ნოს, რომ ვი­თომ­ცდა შიში ვამ­ჯო­ბი­ნეთ ღირ­სე­ბას! თით­ქოს ღირ­სი არ ვართ არც ევ­რო­კავ­შირ­ში გა­წევ­რი­ა­ნე­ბის, არც ნა­ტოს­თან და ამე­რი­კას­თან პარტნი­ო­რო­ბის. ან კი­დევ უა­რე­სი, როცა ამ­ტკი­ცებს, ვი­თომ­ცდა მთავ­რო­ბამ - და მა­შა­სა­და­მე ქვე­ყა­ნამ - შეც­ვა­ლა პრო­და­სავ­ლუ­რი კურ­სი! ეს ხომ ქვეყ­ნის და შენი ხალ­ხის შე­უ­რა­ცხყო­ფაა, როცა ვა­შინგტონ­ში შენს ქვე­ყა­ნას ესო­დენ ბრალს უყე­ნებ და შე­ნი­ვე ქვე­ყა­ნა შენ­გან მას­პინ­ძლის და­სა­ცა­ვი ხდე­ბა. ასე­თი პო­ლი­ტი­კუ­რად მო­ტი­ვი­რე­ბუ­ლი თავ­დას­ხმა, ხომ მხო­ლოდ მთავ­რო­ბას არ აზი­ა­ნებს, არა­მედ ქვე­ყა­ნას და მტრის საქ­მეს აკე­თებს!", - გა­ნა­ცხა­და მან.

მი­სი­ვე თქმით, შეც­დო­მაა პო­ლი­ცი­ი­სად­მი უპა­ტივ­ცე­მუ­ლო­ბა.

"ოპო­ზი­ცია სცო­დავს, როცა შე­უ­რა­ცხყო­ფას აყე­ნებს პო­ლი­ცი­ას და პო­ლი­ცი­ე­ლებს. ეს არის ინ­სტი­ტუ­ტი, რო­მელ­საც ქვეყ­ნის სტა­ბი­ლუ­რო­ბი­სა და უსაფრ­თხო­ე­ბი­სათ­ვის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა აკის­რია. მით უმე­ტეს, ამ უაღ­რე­სად და­ძა­ბულ პე­რი­ოდ­ში. მათ მი­მართ პა­ტი­ვის­ცე­მა და მხარ­და­ჭე­რა ყვე­ლას გვე­ვა­ლე­ბა და პირ­ველ რიგ­ში, ვინც ხალ­ხის არ­ჩე­უ­ლია! რა დროა ახლა კეტ­ჩუ­პის და ფქვი­ლის? ეს „სირ­ცხვი­ლია“!"

მი­სი­ვე თქმით, ოპო­ზი­ცია სცო­დავს, როცა რა­დი­კა­ლურ ზო­მებ­ზე აპე­ლი­რებს და ამი­თი ცდი­ლობს მთავ­რო­ბის შერ­ყე­ვას ანუ შექ­მნი­ლი სა­ერ­თა­შო­რი­სო ვი­თა­რე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით სა­კუ­თა­რი პო­ლი­ტი­კუ­რი დღის წეს­რი­გის მიღ­წე­ვას.

ხე­ლი­სუფ­ლე­ბი­სა და ოპო­ზი­ცი­ის გაკ­რი­ტი­კე­ბის შემ­დეგ, ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა დას­ძი­ნა, რომ შე­უძ­ლია რიგ სა­კი­თხებ­ში და­ე­თან­ხმოს კი­დეც ხე­ლი­სუფ­ლე­ბას და ოპო­ზი­ცი­ას -" ხე­ლი­სუფ­ლე­ბას იმა­ში, რომ გარ­კვე­უ­ლი სიფრ­თხი­ლეც გვჭირ­დე­ბა და ოპო­ზი­ცი­ას იმა­ში, რომ გარ­კვე­უ­ლი გამ­ბე­და­ო­ბაც შეგ­ვიძ­ლია", - გან­ცხა­და მან.

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
თბილისელი
0

!00 % სიმართლეს წერთ

ალექს
0

ხელისუფლება ოთხშტოიანია და ერთერთი -პარლამენტი შესდგება პოზიცია ოპოზიციისაგან , სხვაფრივ ერთია ხელისუფლება , ნაცქოცმოქკავშირულია, რომელიც სატელიტებიანად ხალხისგან გამიჯნულია , მოშორებულია მისგან ექსპერტებიანად ! იმედია წელს არა, გაისად ერთად მოგიშორებთ თავიდან პოსტკომუნისტებს მშვიდობიანად ! ამისათვის პირველად მოვითხოვთ მოსახლეობის საყოველთაო აღწერის ჩატარებას, მათ შორის ელექტრონულად, დისტანციურად აქაც და უცხოეთში მყოფების , საარჩევნო სიის სახალხოდ დადგენას და მის სკურპულიოზურ გამოკვლევას ყალბი უბნების და ამომრჩევლების გამოსავლენად, ემიგრაციის არჩევნებში უკლებლივ მონაწილეობის უზრუნველყოფას მიუხედავად ლეგალურია, თუ არალეგალური მისი იქ ყოფნა -საცა ერთი ქართველია იქ საარჩევნო ურნა უნდა იდგეს, მ.შ. ელექტრონულად, დისტანციურად ! ასეთია სწორი მოთხოვნა სწორ ადგილასა და დროს , ისე თქვენით წადით, აღარაა აქ თქვენი ადგილი ნაცქოცმოქ სატელიტებიანნო !

ავტორი:

"ოპოზიცია სცოდავს, როცა შეურაცხყოფას აყენებს პოლიციას და პოლიციელებს... მათ მიმართ პატივისცემა და მხარდაჭერა ყველას გვევალება" - კიდევ რატომ გააკრიტიკა პრეზიდენტმა ოპოზიცია?

"ოპოზიცია სცოდავს, როცა შეურაცხყოფას აყენებს პოლიციას და პოლიციელებს... მათ მიმართ პატივისცემა და მხარდაჭერა ყველას გვევალება" - კიდევ რატომ გააკრიტიკა პრეზიდენტმა ოპოზიცია?

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საპარლამენტო ტრიბუნიდან გააკრიტიკა ოპოზიციაც და განაცხადა, რომ ბევრს სცოდავენ ოპოზიციონერებიც.

"ოპოზიცია სცოდავს, როცა ბრიუსელში, კიევში თუ ამერიკაში აქვს მცდელობები, რომ საქართველოს სახელი და სახე გააშავოს და ქვეყანა ისე წარმოაჩინოს, რომ ვითომცდა შიში ვამჯობინეთ ღირსებას! თითქოს ღირსი არ ვართ არც ევროკავშირში გაწევრიანების, არც ნატოსთან და ამერიკასთან პარტნიორობის. ან კიდევ უარესი, როცა ამტკიცებს, ვითომცდა მთავრობამ - და მაშასადამე ქვეყანამ - შეცვალა პროდასავლური კურსი! ეს ხომ ქვეყნის და შენი ხალხის შეურაცხყოფაა, როცა ვაშინგტონში შენს ქვეყანას ესოდენ ბრალს უყენებ და შენივე ქვეყანა შენგან მასპინძლის დასაცავი ხდება. ასეთი პოლიტიკურად მოტივირებული თავდასხმა, ხომ მხოლოდ მთავრობას არ აზიანებს, არამედ ქვეყანას და მტრის საქმეს აკეთებს!", - განაცხადა მან.

მისივე თქმით, შეცდომაა პოლიციისადმი უპატივცემულობა.

"ოპოზიცია სცოდავს, როცა შეურაცხყოფას აყენებს პოლიციას და პოლიციელებს. ეს არის ინსტიტუტი, რომელსაც ქვეყნის სტაბილურობისა და უსაფრთხოებისათვის განსაკუთრებული პასუხისმგებლობა აკისრია. მით უმეტეს, ამ უაღრესად დაძაბულ პერიოდში. მათ მიმართ პატივისცემა და მხარდაჭერა ყველას გვევალება და პირველ რიგში, ვინც ხალხის არჩეულია! რა დროა ახლა კეტჩუპის და ფქვილის? ეს „სირცხვილია“!"

მისივე თქმით, ოპოზიცია სცოდავს, როცა რადიკალურ ზომებზე აპელირებს და ამითი ცდილობს მთავრობის შერყევას ანუ შექმნილი საერთაშორისო ვითარების გამოყენებით საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგის მიღწევას.

ხელისუფლებისა და ოპოზიციის გაკრიტიკების შემდეგ, ზურაბიშვილმა დასძინა, რომ შეუძლია რიგ საკითხებში დაეთანხმოს კიდეც ხელისუფლებას და ოპოზიციას -" ხელისუფლებას იმაში, რომ გარკვეული სიფრთხილეც გვჭირდება და ოპოზიციას იმაში, რომ გარკვეული გამბედაობაც შეგვიძლია", - განცხადა მან.