აშშ-ს ჰელსინკის კომისია, შეერთებული შტატების პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციას მოუწოდებს, რომ უკრაინა და საქართველო, NATO-ს არაწევრ მთავარ მოკავშირეებად (MNNA) დაასახელოს. ამის შესახებ ინფორმაციას Foreign Policy-ი ავრცელებს.
ამასთან, კომისია აშშ-ის პრეზიდენტს მოუწოდებს ორივე ქვეყნის NATO-ში გაწევრიანების მიმართ მხარდაჭერა გააძლიეროს.
"იმის მიუხედავად, რომ შეერთებული შტატები მუდმივად უჭერს მხარს უკრაინისა და საქართველოს ნატოში გაწევრიანებას, რუსეთის ოკუპაცია და მუდმივი შემოჭრა ამხელს დიდი ხნის განმავლობაში შეჩერებული ევროატლანტიკური გაფართოების ტრაგედიას.
აშშ-ს ძლიერი და აქტიური მხარდაჭერის გარეშე, პუტინი გააგრძელებს უპირატესობის გამოყენებას ევროპაში უსაფრთხოებისა და თანამშრომლობისა და მისი ნეოკოლონიალური დღის წესრიგისკენ მისწრაფებებში“, - წერს კომისია.
ესეიგი უკრაინა არ ყოფნით საქართველოს ითრევენ ომში. არ მიღირს ნატო იმის ფასად რაც უკრაინაში ხდება თუ ხალხი აღარ გვეყოლება და ქვეყანა განადგურდება ვისთვის გვინდა ნატო გამაგებინოს ვინმემ
რომ არ მინდოდეს არც ნატო და არც რუსეთი არ შეიძლება?დაგვანებოს თავი ყველამ და გვაცადონ ცხოვრება
ამერიკას აწყობს საქართველოშიც ომი რა თქმა უნდა, მაგით რუსეთს ასუსტებს და ჩვენი ქვეყნის განადგურება სულ ცალ ფეხზე კიდია. რუსეთის გასანადგურებლად იყენებემ ჩვენნაირ ქვეყნებს . ჩვენ ვართ პაიკები და იარაღი მაგათი ინტერესების განსახორციელებლად. ეს უნდა გავიგოთ ყველამ და გულზე ხელის რტყმას და პატრიოტობანას თამაშს უნდა დავანებოთ თავი თორემ გავნადგურდრბით მთლიანად
ბატონო პრეზიდენტო ბაიდენ! სერ! ერთი რიტორიკული შეკითხვა მაქვს. დავუშვათ, რომ ,,ღმერთმა არ ჰქნას" და პუტინი შეიჭრას ბალტიის ნებისმიერ სახელმწიფოში, მაგალითად ესტონეთში. რას მოიმოქმედებს ნატო? დაუწყებთ ომს რუსეთს? დაიწყებთ მესამე მსოფლიო ომს? მე გიპასუხებთ - ვერაფერსაც ვერ გააკეთებთ, იმიტომ რომ პუტინი ატომური ომით დაგემუქრებათ. უკრაინის შემთხვევაში გეშინიათ მესამე მსოფლიო ომის და მაგალითად ესტონეთის შემთხვევაში არ შეგეშინდებათ??? დაუწესეთ რამდენის გინდათ სანქციები, ხომ ხედავთ, რომ არ ეშინია პუტინს თქვენი სანქციების. ცოფიანი მხეცი უნდა განადგურდეს სანამ დიდ ცოდვას არ დაატრიალებს.