მსოფლიო
სამართალი

22

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 02:01-ზე, მთვარე კუროში – შეიძლება იყოს ზედმეტი აურზაური და ენერგიის ფლანგვა ლაპარაკზე. მეტად დაისვენეთ. იყავით შერჩევითი კონტაქტებში. მოუსმინეთ მეგობრების რჩევებს. კოლეგებთან იყავით ნეიტრალური. მოერიდეთ პროვოკაციებსა და ცდუნებებს. გზებზე განსაკუთრებით ფრთხილად იყავით. მოერიდეთ მძიმე საკვების მიღებას. გამოირიცხეთ პარკოსნები, მარცვლეული და მცენარეული ზეთები. ნებადართულია კარტოფილი, თევზი და მწვანილი. დაიცავით მარხვა. არ არის რეკომენდებული სერიოზული გადაწყვეტილებების მიღება.
სამხედრო
პოლიტიკა
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"უთქვამს, ჩემმა ძაღლმა შვილები გადამირჩინა, ვალში ვარ მასთანო" - უკრაინელი დევნილები და მათ დასახმარებლად გაერთიანებული ადამიანები
"უთქვამს, ჩემმა ძაღლმა შვილები გადამირჩინა, ვალში ვარ მასთანო" - უკრაინელი დევნილები და მათ დასახმარებლად გაერთიანებული ადამიანები

ომს, რო­მელ­მაც მსოფ­ლი­ოს ცი­ვი­ლი­ზე­ბუ­ლი ქვეყ­ნე­ბის ლი­დე­რე­ბი თუ არა, მო­სახ­ლე­ო­ბის უდი­დე­სი ნა­წი­ლი უკ­რა­ი­ნის გარ­შე­მო გა­ა­ერ­თი­ა­ნა, ჯერ­ჯე­რო­ბით, ყო­ველ დღე არა­ერ­თი ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლე ეწი­რე­ბა. რუს ოკუ­პან­ტებს სამ­ხედ­რო­ებ­თან ერ­თად, გმი­რულ წი­ნა­აღ­მდე­გო­ბას უწევს მშვი­დო­ბი­ა­ნი მო­სახ­ლე­ო­ბაც. მი­ლი­ონ­ზე მეტ­მა ადა­მი­ან­მა, იმ იმე­დით, რომ სამ­შობ­ლო­ში მალე დაბ­რუნ­დე­ბა, უკ­რა­ი­ნა დრო­ე­ბით და­ტო­ვა.

რო­გორ ხვდე­ბი­ან უკ­რა­ი­ნელ ლტოლ­ვი­ლებს სხვა­დას­ხვა ქვე­ყა­ნა­ში, ამის შე­სა­ხებ, ინ­ტერ­ნეტსსივ­რცე­ში უა­მა­რა­ვი ფოტო და ვი­დეო-მა­სა­ლა ვრცელ­დე­ბა. გერ­მა­ნი­ა­ში მცხოვ­რე­ბი ქარ­თვე­ლი ემიგ­რან­ტი, მეგი სტემ­პენ-გი­უნ­ტე­რი ამ­ბობს, რომ მის ქა­ლაქ­ში ემიგ­რან­ტე­ბიც ძა­ლი­ან აქ­ტი­უ­რო­ბენ, რათა უკ­რა­ი­ნელ ლტოლ­ვი­ლებს უცხო ქვე­ყა­ნა­ში თა­ვის დამ­კვიდ­რე­ბის პირ­ვე­ლი ნა­ბი­ჯე­ბი შე­უმ­სუ­ბუ­ქონ.

- 20 წელ­ზე მე­ტია აქ ვცხოვ­რობ და შე­მიძ­ლია ვთქვა, რომ გერ­მა­ნე­ლებს კარ­გად ვიც­ნობ. ასე­თი თა­ნად­გო­მა არ მახ­სოვს ვინ­მეს მი­მართ გა­მო­ე­ხა­ტათ, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ძა­ლი­ან მა­ღა­ლი შეგ­ნე­ბის ხალ­ხია და მშვი­დო­ბის ფა­სიც კარ­გად იცი­ან. კო­ვიდ-პან­დე­მი­ის დრო­საც კი ცდი­ლობ­დნენ ემო­ცი­ე­ბის გა­რე­შე, პრაგ­მა­ტუ­ლად შე­ე­ხე­დათ რე­ა­ლო­ბის­თვის, მაგ­რამ ახლა სრუ­ლი­ად სხვა და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას ვხე­დავ.

ჩემი მე­უღ­ლე სამ­ხედ­როა. ად­გი­ლობ­რიც შე­ი­ა­რა­ღე­ბულ ძა­ლებ­ში მსა­ხუ­რობს. ამ­ჟა­მად მისი და­ნა­ყო­ფი სწრა­ფი რე­ა­გი­რე­ბის დაქ­ვემ­დე­ბა­რე­ბა­ში მყოფ ნა­წილ­ში გა­და­იყ­ვა­ნეს და გა­და­სუ­ლია lotus to go-ს მდგო­მა­რე­ო­ბა­ზე, რაც ნიშ­ნავს, რომ გა­მო­ძა­ხე­ბი­დან მაქ­სი­მუმ 48 სა­ათ­ში ყა­ზარ­მა­ში უნდა გა­მო­ცხად­დნენ, იმის მი­უ­ხე­და­ვად, თუ სად იმ­ყო­ფე­ბა ჯა­რის­კა­ცი. შვე­ბუ­ლე­ბა­ში ყოფ­ნის დრო­საც,

  • ქვეყ­ნი­დან შორს წას­ვლის უფ­ლე­ბა არ აქვთ. რო­გორც გა­ირ­კვა, მიჰ­ყავთ ლი­ე­ტუ­ვა­ში, ნა­ტოს სა­ზღვის დაც­ვის ფარ­გლებ­ში. რამ­დე­ნი­მე დღეა მზად­ყოფ­ნა­ზე არი­ან და ელო­დე­ბი­ან ბრძა­ნე­ბას. ყო­ველ წუთს არის შე­საძ­ლე­ბე­ლი და­ურ­ე­კონ და წა­ვი­დეს.

საქ­მე ის არის, რომ რამ­დე­ნი­მე ხნის წინ, ძა­ლი­ან მძი­მედ დავ­შავ­დი, საკ­მა­ოდ რთუ­ლი მო­ტე­ხი­ლო­ბა მაქვს და რამ­დე­ნი­მეთ­ვი­ა­ნი წო­ლი­თი რე­ჟი­მი. მცი­რე­წლო­ვა­ნი შვი­ლი გვყავს და ძა­ლი­ან გან­ვიც­დი­დი, რად­გან მე­უღ­ლის გა­რე­შე მისი ბაღ­ში წაყ­ვა­ნა გა­მი­ჭირ­დე­ბა. ამას წი­ნათ, ბა­ღის მშობ­ლე­ბის შიდა ჯგუფ­ში დავ­წე­რე, რომ მჭირ­დე­ბო­და დამ­ხმა­რე, ბავ­შვის წა­საყ­ვა­ნად და წა­მო­საყ­ვა­ნად, ან ტაქ­სი, რო­მელ­საც გა­და­ვუხ­დი­დი, ჩვე­ნი ოჯა­ხუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე. ისე­თი სრუ­ლი მხარ­და­ჭე­რა მი­ვი­ღე, თავი სა­ქარ­თვე­ლო­ში, ჩემს მშობ­ლი­ურ ხალ­ხში მე­გო­ნა. ყვე­ლა დახ­მა­რე­ბას მთა­ვა­ზობ­და, ყო­ველ­გვა­რი ანა­ზღა­უ­რე­ბის გა­რე­შე. არა­და, აქ დრო ძა­ლი­ან მნიშ­ნე­ლო­ვა­ნია, ყვე­ლას ყვე­ლა წუთი გათ­ვლი­ლი აქვს. მი­თხრეს, ამ ომმა დაგ­ვა­ნა­ხა, რომ ყვე­ლა­ფერ­ზე მთა­ვა­რი არის მშვი­დო­ბა და ადა­მი­ა­ნო­ბა, და­ნარ­ჩე­ნი მე­ო­რე­ხა­რის­ხო­ვა­ნი­აო.

- ეს და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა უკ­რა­ი­ნე­ლი ლტოლ­ვი­ლე­ბის მი­მარ­თაც იგ­რძნო­ბა?

- დიახ, რა­საც ვხე­დავ, ჩემ გარ­შე­მო ყვე­ლა ცდი­ლობს, რი­თაც შე­უძ­ლია და­ეხ­მა­როს უკ­რა­ი­ნას. უმე­ტე­სო­ბამ ფული შეს­წი­რა. ერთი მე­გო­ბა­რი მან­ქა­ნით ჩა­ვი­და პო­ლო­ნეთ­ში, იქ შე­ი­ძი­ნა მე­დი­კა­მენ­ტე­ბი და ად­გილ­ზე მი­ი­ტა­ნა. ზოგ­მა ისიც თქვა, რომ გერ­მა­ნი­ას ასი წლის შემ­დე­გაც ცხვე­ნია ასი წლის წი­ნან­დე­ლი ჰიტ­ლე­რის, თუმ­ცა, კი­დევ ასი წლის შემ­დეგ, 21-ე სა­უ­კუ­ნე­ში, თა­ნა­მედ­რო­ვე რუ­სე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ უა­რე­სი ჩა­ი­დი­ნა. რო­გორც ჩანს, კა­ცობ­რი­ო­ბამ ბო­ლომ­დე მა­ინც ვერ გა­აც­ნო­ბი­ე­რა ჰიტ­ლე­რის სი­სას­ტი­კე, რუ­სეთს კი, თუ ოდეს­მე თა­ვი­სუფ­ლე­ბა ეღი­რი­სა, პუ­ტი­ნის გამო, ერთი ასი წელი ბო­დი­შის მოხ­და მო­უ­წევს კა­ცობ­რი­ო­ბის­თვი­სო.

ჩემს მე­უღ­ლეს ჰყავს გერ­მა­ნი­ა­ში და­ბა­დე­ბულ-გაზ­რდი­ლი უკ­რა­ი­ნე­ლი მე­გო­ბა­რი, გერ­მა­ნი­ის შე­ი­ა­რა­ღე­ბულ ძა­ლებ­ში მსა­ხუ­რობს ანუ კა­ნო­ნით, გერ­მა­ნე­ლი ჯა­რის­კა­ცია და ომში ვერ მი­დის. თა­ვად რაც შე­ეძ­ლო, არა­ერ­თხელ გაგ­ზავ­ნა და შემ­დეგ, უფ­როსს სთხო­ვა, ყუ­ლა­ბით ჩა­მო­ვივ­ლი, ჯა­რის­კა­ცე­ბი რომ და­მეხ­მა­რო­ნო... დარ­თეს ნება და ვიცი, რომ მე­გობ­რებ­ში აგ­რო­ვე­ბუ­ლი თან­ხაც გა­დაგ­ზავ­ნა უკ­რა­ი­ნა­ში.

რაც შე­ე­ხე­ბა მო­სახ­ლე­ო­ბას, ქა­ლაქ ქემ­ნიც­ში უკ­რა­ი­ნის მხარ­დამ­ჭე­რი აქ­ცი­ე­ბი არა­ერ­თხელ ჩა­ტარ­და. ვიცი, რომ ქარ­თველ­მა ემიგ­რან­ტებ­მაც შე­აგ­რო­ვეს სა­ჭი­რო ნივ­თე­ბი და პო­ლო­ნეთ­ში ჩა­ი­ტა­ნეს, სა­ი­და­ნაც უკ­რა­ი­ნა­ში გა­და­ი­ტან­დნენ. ჩვენ ხომ ყვე­ლა­ზე კარ­გად გვეს­მის უკ­რა­ი­ნე­ლე­ბის, ამი­ტო­მაც მზად არი­ან ლუკ­მა გა­უ­ყონ და რო­გორ­მე ხელი შე­აშ­ვე­ლონ მათ ახალ რე­ა­ლო­ბას­თან შე­გუ­ე­ბა­ში.

აქ გახ­სნი­ლია სპე­ცი­ა­ლუ­რი პუნ­ქტე­ბი, სა­დაც შეგ­ვიძ­ლია მი­ვი­ტა­ნოთ სა­ჭი­რო ნივ­თე­ბი. ჩა­მოთ­ვლი­ლია რა სა­ხის საგ­ნე­ბი სჭირ­დე­ბათ, ამ ეტაპ­ზე, მე­დი­კა­მენ­ტე­ბი და არა­მალ­ფუ­ჭე­ბა­დი საკ­ვე­ბი მი­ი­ტა­ნეს. ამას გარ­და, ად­გი­ლობ­რი­ვებს პო­ლო­ნეთ­ში და მი­აქვთ პრო­დუქ­ტე­ბი, იქი­დან კი, თა­ვი­ან­თი ხარ­ჯე­ბით მოჰ­ყავთ პო­ლო­ნე­თის სა­ზღვრამ­დე გად­მო­სუ­ლი უკ­რა­ი­ნის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი, ზოგს დახ­მა­რე­ბის ცენ­ტრებ­ში, ზოგს კი, იმ მი­სა­მარ­თზე, სა­დაც უკ­რა­ი­ნე­ლე­ბის ნა­თე­სა­ვე­ბი ან მე­გობ­რე­ბი ცხოვ­რო­ბენ, რათა პირ­ველ ეტაპ­ზე შე­ი­ფა­რონ.

  • რო­გორც ვიცი, უკ­რა­ი­ნი­დან ჩა­მო­სუ­ლე­ბის­თვის გა­მარ­ტი­ვე­ბუ­ლი სის­ტე­მა იმოქ­მე­დებს, ანუ უკ­რა­ი­ნელ ლტოლ­ვი­ლებს შე­ეძ­ლე­ბათ გერ­მა­ნი­ა­ში სამი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ლე­გა­ლუ­რად იმუ­შა­ონ და იცხოვ­რონ. ამა­შინ ბიზ­ნეს­მე­ნე­ბიც აქ­ტი­ურდ არი­ან ჩარ­თუ­ლი, ბევ­რი ინდმე­წარ­მე და მცი­რე ბიზ­ნე­სის მწარ­მო­ებ­ლე­ბი მო­ნა­წი­ლე­ობს ამ პროგ­რა­მა­ში.

ამას­თან, ქა­ლაქ­ში გახ­სნი­ლი დახ­მა­რე­ბის ცენ­ტრე­ბი რო­გორც ვიცი ეხ­მა­რე­ბი­ან აქ ჩა­მო­სუ­ლებს ადაპ­ტა­ცი­ა­ში, პირ­ვე­ლი ნა­ბი­ჯე­ბის გა­დად­გმა­ში... უამ­რავ­მა ადა­მი­ან­მა შეძ­ლო და თა­ვი­სი, ან სხვი­სი ში­ნა­უ­რი ცხო­ვე­ლიც გა­და­არ­ჩი­ნა და რო­გორც იმ ჯო­ჯო­ხე­თის თა­ნა­მო­ნა­წი­ლე ზოგ­მა ხე­ლით, ზოგ­მა მხრე­ბით, ან სა­ბე­ლუ­რით ატა­რა, იმ ტყვი­ე­ბის ზუ­ზუნ­ში, ყინ­ვა­სა და თოვლში, ფე­ხით, რამ­დე­ნი­მე ასე­უ­ლი კი­ლო­მეტ­რი. სა­კუ­თარ თავ­ზე მე­ტად ღე­ლავ­დნენ მათ­ზე, ზოგს უთ­ქვამს, ჩემ­მა ძაღ­ლმა შვი­ლე­ბი გა­და­მირ­ჩი­ნა, და­ბომბვი­სას ბავ­შვებს გვერ­დი­დან არ მო­შო­რე­ბია და ვალ­ში ვარ მას­თა­ნო.

ზოგ­მა ნან­გრე­ვებ­ში მო­ყო­ლი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი არ და­ტო­ვა და მაშ­ვე­ლებს მათ ამოყ­ვა­ნა­ში და­ეხ­მა­რა. ის ცხო­ვე­ლე­ბიც ამ ჯო­ჯო­ხეთს გა­მოქ­ცე­უ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი­ვით უზარ­მა­ზარ დარდს ატა­რე­ბენ თვა­ლე­ბით... მათ ქემ­ნი­ცის ცხო­ველ­თა მოყ­ვა­რუ­ლე­ბი და ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბიც დახ­ვდნენ. ოთხფე­ხა მე­გობ­რებს ად­გილ­ზე უწე­ვენ პირ­ვე­ლად დახ­მა­რე­ბას. რა­საც ვუ­ყუ­რებ, გერ­მა­ნე­ლე­ბი სა­ო­ცარ თა­ნად­გო­მას იჩე­ნენ უკ­რა­ი­ნე­ლი ლტოლ­ვი­ლე­ბის მი­მართ, მაგ­რამ ისიც უნდა ვთქვა, თით­ქმის ყვე­ლა კაცი ცდი­ლობს ოჯა­ხი მშვი­დო­ბით და­ა­ბი­ნა­ვოს და უკან, ფრონ­ტის ხაზ­ზე დაბ­რუნ­დეს.

Lapsha
5

20წელი თუ ცხოვრობ ის ნამდვილად უნდა იცოდე ,რომ გერმანიას ჯარის ყოფნის უფლება არა აქვს. მითუმეტეს მეუღლე სამხედრო მყავსო.მორჩით ამ პიარობანას თამაშს და აღიარეთ სიმართლე! უკრაინა ამ ომში მარტო დატოვეს და ყველა ევროპის სახელმწიფო თავის თავზე ფიქრობს არავის არ უნდა რუსეთს პირდაპირ დაეტაკოს.სანქციები რა? დააწვება უბრალო ხალხს, რომელსაც დღეს არც ძალა აქვს და არიან შიშით .

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!
ავტორი:

"უთქვამს, ჩემმა ძაღლმა შვილები გადამირჩინა, ვალში ვარ მასთანო" - უკრაინელი დევნილები და მათ დასახმარებლად გაერთიანებული ადამიანები

"უთქვამს, ჩემმა ძაღლმა შვილები გადამირჩინა, ვალში ვარ მასთანო" - უკრაინელი დევნილები და მათ დასახმარებლად გაერთიანებული ადამიანები

ომს, რომელმაც მსოფლიოს ცივილიზებული ქვეყნების ლიდერები თუ არა, მოსახლეობის უდიდესი ნაწილი უკრაინის გარშემო გააერთიანა, ჯერჯერობით, ყოველ დღე არაერთი ადამიანის სიცოცხლე ეწირება. რუს ოკუპანტებს სამხედროებთან ერთად, გმირულ წინააღმდეგობას უწევს მშვიდობიანი მოსახლეობაც. მილიონზე მეტმა ადამიანმა, იმ იმედით, რომ სამშობლოში მალე დაბრუნდება, უკრაინა დროებით დატოვა.

როგორ ხვდებიან უკრაინელ ლტოლვილებს სხვადასხვა ქვეყანაში, ამის შესახებ, ინტერნეტსსივრცეში უამარავი ფოტო და ვიდეო-მასალა ვრცელდება. გერმანიაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტი, მეგი სტემპენ-გიუნტერი ამბობს, რომ მის ქალაქში ემიგრანტებიც ძალიან აქტიურობენ, რათა უკრაინელ ლტოლვილებს უცხო ქვეყანაში თავის დამკვიდრების პირველი ნაბიჯები შეუმსუბუქონ.

- 20 წელზე მეტია აქ ვცხოვრობ და შემიძლია ვთქვა, რომ გერმანელებს კარგად ვიცნობ. ასეთი თანადგომა არ მახსოვს ვინმეს მიმართ გამოეხატათ, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მაღალი შეგნების ხალხია და მშვიდობის ფასიც კარგად იციან. კოვიდ-პანდემიის დროსაც კი ცდილობდნენ ემოციების გარეშე, პრაგმატულად შეეხედათ რეალობისთვის, მაგრამ ახლა სრულიად სხვა დამოკიდებულებას ვხედავ.

ჩემი მეუღლე სამხედროა. ადგილობრიც შეიარაღებულ ძალებში მსახურობს. ამჟამად მისი დანაყოფი სწრაფი რეაგირების დაქვემდებარებაში მყოფ ნაწილში გადაიყვანეს და გადასულია lotus to go-ს მდგომარეობაზე, რაც ნიშნავს, რომ გამოძახებიდან მაქსიმუმ 48 საათში ყაზარმაში უნდა გამოცხადდნენ, იმის მიუხედავად, თუ სად იმყოფება ჯარისკაცი. შვებულებაში ყოფნის დროსაც,

  • ქვეყნიდან შორს წასვლის უფლება არ აქვთ. როგორც გაირკვა, მიჰყავთ ლიეტუვაში, ნატოს საზღვის დაცვის ფარგლებში. რამდენიმე დღეა მზადყოფნაზე არიან და ელოდებიან ბრძანებას. ყოველ წუთს არის შესაძლებელი დაურეკონ და წავიდეს.

საქმე ის არის, რომ რამდენიმე ხნის წინ, ძალიან მძიმედ დავშავდი, საკმაოდ რთული მოტეხილობა მაქვს და რამდენიმეთვიანი წოლითი რეჟიმი. მცირეწლოვანი შვილი გვყავს და ძალიან განვიცდიდი, რადგან მეუღლის გარეშე მისი ბაღში წაყვანა გამიჭირდება. ამას წინათ, ბაღის მშობლების შიდა ჯგუფში დავწერე, რომ მჭირდებოდა დამხმარე, ბავშვის წასაყვანად და წამოსაყვანად, ან ტაქსი, რომელსაც გადავუხდიდი, ჩვენი ოჯახური მდგომარეობიდან გამომდინარე. ისეთი სრული მხარდაჭერა მივიღე, თავი საქართველოში, ჩემს მშობლიურ ხალხში მეგონა. ყველა დახმარებას მთავაზობდა, ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე. არადა, აქ დრო ძალიან მნიშნელოვანია, ყველას ყველა წუთი გათვლილი აქვს. მითხრეს, ამ ომმა დაგვანახა, რომ ყველაფერზე მთავარი არის მშვიდობა და ადამიანობა, დანარჩენი მეორეხარისხოვანიაო.

- ეს დამოკიდებულება უკრაინელი ლტოლვილების მიმართაც იგრძნობა?

- დიახ, რასაც ვხედავ, ჩემ გარშემო ყველა ცდილობს, რითაც შეუძლია დაეხმაროს უკრაინას. უმეტესობამ ფული შესწირა. ერთი მეგობარი მანქანით ჩავიდა პოლონეთში, იქ შეიძინა მედიკამენტები და ადგილზე მიიტანა. ზოგმა ისიც თქვა, რომ გერმანიას ასი წლის შემდეგაც ცხვენია ასი წლის წინანდელი ჰიტლერის, თუმცა, კიდევ ასი წლის შემდეგ, 21-ე საუკუნეში, თანამედროვე რუსეთის ხელისუფლებამ უარესი ჩაიდინა. როგორც ჩანს, კაცობრიობამ ბოლომდე მაინც ვერ გააცნობიერა ჰიტლერის სისასტიკე, რუსეთს კი, თუ ოდესმე თავისუფლება ეღირისა, პუტინის გამო, ერთი ასი წელი ბოდიშის მოხდა მოუწევს კაცობრიობისთვისო.

ჩემს მეუღლეს ჰყავს გერმანიაში დაბადებულ-გაზრდილი უკრაინელი მეგობარი, გერმანიის შეიარაღებულ ძალებში მსახურობს ანუ კანონით, გერმანელი ჯარისკაცია და ომში ვერ მიდის. თავად რაც შეეძლო, არაერთხელ გაგზავნა და შემდეგ, უფროსს სთხოვა, ყულაბით ჩამოვივლი, ჯარისკაცები რომ დამეხმარონო... დართეს ნება და ვიცი, რომ მეგობრებში აგროვებული თანხაც გადაგზავნა უკრაინაში.

რაც შეეხება მოსახლეობას, ქალაქ ქემნიცში უკრაინის მხარდამჭერი აქციები არაერთხელ ჩატარდა. ვიცი, რომ ქართველმა ემიგრანტებმაც შეაგროვეს საჭირო ნივთები და პოლონეთში ჩაიტანეს, საიდანაც უკრაინაში გადაიტანდნენ. ჩვენ ხომ ყველაზე კარგად გვესმის უკრაინელების, ამიტომაც მზად არიან ლუკმა გაუყონ და როგორმე ხელი შეაშველონ მათ ახალ რეალობასთან შეგუებაში.

აქ გახსნილია სპეციალური პუნქტები, სადაც შეგვიძლია მივიტანოთ საჭირო ნივთები. ჩამოთვლილია რა სახის საგნები სჭირდებათ, ამ ეტაპზე, მედიკამენტები და არამალფუჭებადი საკვები მიიტანეს. ამას გარდა, ადგილობრივებს პოლონეთში და მიაქვთ პროდუქტები, იქიდან კი, თავიანთი ხარჯებით მოჰყავთ პოლონეთის საზღვრამდე გადმოსული უკრაინის მოქალაქეები, ზოგს დახმარების ცენტრებში, ზოგს კი, იმ მისამართზე, სადაც უკრაინელების ნათესავები ან მეგობრები ცხოვრობენ, რათა პირველ ეტაპზე შეიფარონ.

  • როგორც ვიცი, უკრაინიდან ჩამოსულებისთვის გამარტივებული სისტემა იმოქმედებს, ანუ უკრაინელ ლტოლვილებს შეეძლებათ გერმანიაში სამი წლის განმავლობაში ლეგალურად იმუშაონ და იცხოვრონ. ამაშინ ბიზნესმენებიც აქტიურდ არიან ჩართული, ბევრი ინდმეწარმე და მცირე ბიზნესის მწარმოებლები მონაწილეობს ამ პროგრამაში.

ამასთან, ქალაქში გახსნილი დახმარების ცენტრები როგორც ვიცი ეხმარებიან აქ ჩამოსულებს ადაპტაციაში, პირველი ნაბიჯების გადადგმაში... უამრავმა ადამიანმა შეძლო და თავისი, ან სხვისი შინაური ცხოველიც გადაარჩინა და როგორც იმ ჯოჯოხეთის თანამონაწილე ზოგმა ხელით, ზოგმა მხრებით, ან საბელურით ატარა, იმ ტყვიების ზუზუნში, ყინვასა და თოვლში, ფეხით, რამდენიმე ასეული კილომეტრი. საკუთარ თავზე მეტად ღელავდნენ მათზე, ზოგს უთქვამს, ჩემმა ძაღლმა შვილები გადამირჩინა, დაბომბვისას ბავშვებს გვერდიდან არ მოშორებია და ვალში ვარ მასთანო.

ზოგმა ნანგრევებში მოყოლილი ადამიანები არ დატოვა და მაშველებს მათ ამოყვანაში დაეხმარა. ის ცხოველებიც ამ ჯოჯოხეთს გამოქცეული ადამიანებივით უზარმაზარ დარდს ატარებენ თვალებით... მათ ქემნიცის ცხოველთა მოყვარულები და ორგანიზაციებიც დახვდნენ. ოთხფეხა მეგობრებს ადგილზე უწევენ პირველად დახმარებას. რასაც ვუყურებ, გერმანელები საოცარ თანადგომას იჩენენ უკრაინელი ლტოლვილების მიმართ, მაგრამ ისიც უნდა ვთქვა, თითქმის ყველა კაცი ცდილობს ოჯახი მშვიდობით დააბინავოს და უკან, ფრონტის ხაზზე დაბრუნდეს.