პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო

23

იანვარი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 04:20-ზე, მთვარე მორიელშია დღეს კარგია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ფინანსური საკითხების მოგვარება. ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს, ცხარე და ცხიმიან საკვებს. რეკომენდებულია: ცურვა, შხაპის მიღება.
საზოგადოება
მოზაიკა
სამართალი
კონფლიქტები
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
20 წლით უმცროსი მეუღლე, შთამბეჭდავი სამუშაო გამოცდილება და პოლიტიკური კარიერა - ვინ არის უკრაინის თავდაცვის მინისტრი, რომელიც წლები სასურველ სასიძოდ ითვლებოდა
20 წლით უმცროსი მეუღლე, შთამბეჭდავი სამუშაო გამოცდილება და პოლიტიკური კარიერა - ვინ არის უკრაინის თავდაცვის მინისტრი, რომელიც წლები სასურველ სასიძოდ ითვლებოდა

ოლექ­სი რეზ­ნი­კო­ვი, იუ­რის­ტი 20 წლი­ა­ნი გა­მოც­დი­ლე­ბით, 2020 წლის მარ­ტი­დან უკ­რა­ი­ნის თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრის პოსტს იკა­ვებს. და­ვით არა­ხა­მია, ალექ­სეი არეს­ტო­ვი­ჩი, ოლექ­სი რეზ­ნი­კო­ვი, დე­ნის შმი­გა­ლი - ისი­ნი უკ­რა­ი­ნის პრე­ზი­დენ­ტის ვო­ლო­დი­მირ ზე­ლენ­სკის მთავ­რო­ბის წევ­რე­ბი არი­ან... ისი­ნი გარ­და იმი­სა, რომ მუდ­მი­ვად მსოფ­ლიო მე­დი­ის ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრში არი­ან, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი პო­პუ­ლა­რო­ბით სარ­გებ­ლო­ბენ სა­ქარ­თვე­ლო­ში.

ოლექ­სი იუ­რი­ე­ვიჩ რეზ­ნი­კო­ვი 1966 წლის 18 ივ­ნისს ქა­ლაქ ლვოვ­ში და­ი­ბა­და. სკო­ლის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ სამ­ხედ­რო სამ­სა­ხუ­რი მო­ი­ხა­და და 1991 წელს კი­ე­ვის სა­მარ­თლის ხა­რის­ხი მი­ი­ღო.

ოლექ­სი სპორ­ტსმე­ნე­ბის ოჯახ­ში და­ი­ბა­და. დე­დას რიტ­მულ ტან­ვარ­ჯიშ­ში სპორ­ტის ოს­ტა­ტის წო­დე­ბა ჰქონ­და, მა­მას კი აკ­რო­ბა­ტი­კა­ში. გარ­და ამი­სა, იური ალექ­სე­ე­ვი­ჩი მუ­შა­ობ­და ლვო­ვის ფი­ზი­კუ­რი აღ­ზრდის ინ­სტი­ტუ­ტის პრო­რექ­ტო­რად, ხოლო დედა ნევ­რო­პა­თო­ლო­გი გახ­ლდათ.

რეზ­ნი­კო­ვის ბი­ოგ­რა­ფი­ა­ში სა­ინ­ტე­რე­სო სამ­სა­ხუ­რე­ბი იძებ­ნე­ბა. პირ­ვე­ლად კი­ნეს­კო­პის წარ­მო­ე­ბა­ში და­საქმდა, შემ­დეგ კი ერთი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ოპე­რა­ტო­რად მუ­შა­ობ­და. სტუ­დენ­ტო­ბის წლებ­ში რე­გი­ო­ნა­ლურ სა­ა­ვად­მყო­ფო­შიც კი მო­უ­წია მუ­შა­ო­ბამ.

ივან ფრან­კოს უნი­ვერ­სი­ტე­ტის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ პარტნი­ო­რებ­თან ერ­თად საბ­რო­კე­რო კომ­პა­ნია და­ა­ფუძნა, სა­დაც წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში დი­რექ­ტო­რის მო­ად­გი­ლედ მუ­შა­ობ­და და კომ­პა­ნი­ას ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და.

ად­ვო­კა­ტის დიპ­ლო­მის აღე­ბის შემ­დეგ სამი წელი უკ­რა­ი­ნის კა­ნონ­მდებ­ლო­ბის გან­ვი­თა­რე­ბის ცენ­ტრის ხელ­მძღვა­ნე­ლის მო­ად­გი­ლის თა­ნამ­დე­ბო­ბა და­ი­კა­ვა. შემ­დეგ იყო რამ­დე­ნი­მე იუ­რი­დი­უ­ლი ფირ­მის დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი, რო­მე­ლიც სა­ბო­ლო­ოდ ერთ გი­გან­ტად Magisters-ად ჩა­მო­ყა­ლიბ­და.

2006 წელს რეზ­ნი­კოვ­მა უკ­რა­ი­ნის დამ­სა­ხუ­რე­ბუ­ლი იუ­რის­ტის წო­დე­ბა მი­ი­ღო. 2009 წლი­დან სო­ლო­მო­ნის სა­ერ­თა­შო­რი­სო უნი­ვერ­სი­ტე­ტის იუ­რი­დი­უ­ლი ფა­კულ­ტე­ტის სა­ჯა­რო სა­მარ­თლის კა­თედ­რა­ზე მუ­შა­ობს. მან და­ა­წე­სა თა­ვი­სი სა­ხე­ლო­ბის სტი­პენ­დია, რო­მე­ლიც ენი­ჭე­ბა იუ­რი­დი­ულ ფა­კულ­ტეტ­ზე ბა­კა­ლავ­რი­ა­ტი­სა და მა­გის­ტრა­ტუ­რის სტუ­დენ­ტებს. აქვს სა­კუ­თა­რი სა­ად­ვო­კა­ტო სკო­ლა.

მისი პო­ლი­ტი­კუ­რი კა­რი­ე­რა შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ 2014 წლი­დან იწყე­ბა, რო­დე­საც იუს­ტი­ცი­ის უმაღ­ლეს საბ­ჭო­ში და­ი­წყო მუ­შა­ო­ბა. რეზ­ნი­კო­ვი სა­ჯა­რო მო­ხე­ლე გახ­და და შე­სა­ბა­მი­სად, სა­ად­ვო­კა­ტო საქ­მი­ა­ნო­ბა­საც ჩა­მო­შორ­და.

ბო­ლოს, კი­ე­ვის სა­ქა­ლა­ქო ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის თა­ნამ­შრო­მე­ლი, ოლექ­სი პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი იყო 2017 წელს "ევ­რო­ვი­ზი­ის“ კონ­კურ­სის მას­პინ­ძლო­ბა­ზე და 2018 წელს "ჩემ­პი­ონ­თა ლი­გის" ფი­ნა­ლურ მატჩზე, დე­და­ქა­ლაქ­ში.

რო­გორც ად­ვო­კა­ტი, რეზ­ნი­კო­ვი სა­სა­მარ­თლო­ში წარ­მო­ად­გენ­და პრე­ზი­დენ­ტო­ბის კან­დი­და­ტის ვიქ­ტორ იუშ­ჩენ­კოს, სა­ინ­ვეს­ტი­ციო და მე­ტა­ლურ­გი­უ­ლი კავ­ში­რის, სამ­რეწ­ვე­ლო და ფი­ნან­სუ­რი კონ­სორ­ცი­უ­მის Pridneprovye-ს და ხარ­კო­ვის სა­ფეხ­ბურ­თო კლუბ Metallist-ის ინ­ტე­რე­სებს.

ოლექ­სი რეზ­ნი­კოვს სა­ინ­ტე­რე­სო მეტ­სა­ხე­ლი აქვს - მშვი­დო­ბის­მყო­ფე­ლი. აღ­მოჩ­ნდა, რომ იუ­რი­დი­უ­ლი საქ­მი­ა­ნო­ბის დროს, თა­ვი­სი საქ­მე­ე­ბის უმე­ტე­სი ნა­წი­ლი მშვი­დო­ბი­ა­ნი მოგ­ვა­რე­ბით და­ას­რუ­ლა.

რეზ­ნი­კო­ვი ორ­ჯერ აირ­ჩი­ეს კი­ე­ვის სა­ქა­ლა­ქო საბ­ჭოს დე­პუ­ტა­ტად (2008-2015). 2008 წელს მან მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ი­ღო მი­კო­ლა კა­ტე­რინ­ჩუ­კის ბლო­კის სიით. კი­ე­ვის საკ­რე­ბუ­ლო­ში იყო ფრაქ­ცი­ის თავ­მჯდო­მა­რე და მარ­თლწეს­რი­გის, რე­გუ­ლა­ცი­ე­ბი­სა და დე­პუ­ტატ­თა ეთი­კის სა­კი­თხთა კო­მი­სი­ის წევ­რი.

2014 წელს გახ­და დე­პუ­ტა­ტი UDAR-ის პარ­ტი­ი­დან. თუმ­ცა ალექ­სეი რეზ­ნი­კო­ვის მთა­ვა­რი კლი­ენ­ტუ­რა ჯერ კი­დევ კერ­ძო სექ­ტორ­ში იყო - კერ­ძოდ, ის იცავ­და ალექ­სან­დრე როდ­ნი­ანსკის, სა­ვიკ შუს­ტე­რის და ვლა­დი­მერ გუ­სინ­სკის ინ­ტე­რე­სებს. ამ მხრივ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იყო ტი­მო­შენ­კოს დიდი ხნის მო­კავ­ში­რის სერ­გეი ვლა­სენ­კოს გაც­ნო­ბა, რო­მელ­მაც და­არ­წმუ­ნა თა­ვი­სი პარტნი­ო­რი, მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ე­ღო, კერ­ძოდ, სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ში, რის შე­დე­გა­დაც 2004 წლის საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის მე­ო­რე ტური ბა­თი­ლად გა­მო­ცხად­და.

პი­რა­დი ცხოვ­რე­ბა

ოლექ­სი რეზ­ნი­კო­ვის პი­რა­დი ცხოვ­რე­ბა და­მა­ლუ­ლი, მაგ­რამ სა­ინ­ტე­რე­სოა. ის არა­სო­დეს სა­უბ­რობს ყო­ფილ­სა და ახ­ლან­დელ ცოლ­ზე. უფრო მე­ტიც, უკ­რა­ი­ნულ მე­დი­ა­ში მი­ნის­ტრის პირ­ველ ცოლ­ზე არა­ფე­რია ცნო­ბი­ლი. ვი­ცით, რომ მის­გან ორი შვი­ლი, ალექ­სეი და ანას­ტა­სია ჰყავს.

რეზ­ნი­კო­ვი შვილ­თან ერ­თად

ოჯა­ხის დან­გრე­ვის შემ­დეგ ოლექ­სი წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში უკ­რა­ი­ნის ყვე­ლა­ზე პო­პუ­ლა­რულ სა­სი­ძოდ ით­ვლე­ბო­და, 2020 წლის 25 ივ­ლისს ცნო­ბილ ტე­ლე­წამ­ყვან იუ­ლია ზო­რი­ზე იქორ­წი­ნა.

მარ­თა­ლია, თა­ვი­დან წყვი­ლი ქორ­წი­ლის გა­დახ­დას უცხო­ეთ­ში აპი­რებ­და, მაგ­რამ სა­ბო­ლო­ოდ ქორ­წი­ლი უჩ­ვე­უ­ლო ად­გი­ლას, ყი­რი­მის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ სა­ზღვარ­ზე, ხერ­სო­ნის რე­გი­ონ­თან შედ­გა.

რეზ­ნი­კო­ვის მე­ო­რე ცოლი პო­ლი­ტი­კოს­ზე 20 წლით უმ­ცრო­სია, მაგ­რამ რო­გორც ქალი ამ­ბობს, ძა­ლი­ან ბედ­ნი­ე­რია, რად­გან მისი ქმა­რი ყვე­ლა­ზე რო­მან­ტი­კუ­ლი, ნაზი და მზრუნ­ვე­ლია.

მკითხველის კომენტარები / 14 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
...
22

უკაცრავად, მაგრამ ვის ინტერესებსაც იცავდა იმ გვარებიდან უმრავლესობა არ გამიგია და რატომ უნდა ვიცოდე, საინტერესოა... და კიდევ, ეს მეორე ცოლები ტრენდია? კაცი რომ ოჯახს ვერ მოუვლის, მისი გაკეთებული საქმე მაინც უნდა ჩანდეს... ამას დედაქალაქის მისადგომთან ყავს მტრის ჯარი და რა ეპიარება ნეტავ...

dato
24

ეგენი მოიგებენ მე ასე მგონია . 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უიშვიათესი კადრები - სათვალთვალო კამერამ, სახლის ზღურბლთან მეტეორის ჩამოვარდნა დააფიქსირა
ავტორი:

20 წლით უმცროსი მეუღლე, შთამბეჭდავი სამუშაო გამოცდილება და პოლიტიკური კარიერა - ვინ არის უკრაინის თავდაცვის მინისტრი, რომელიც წლები სასურველ სასიძოდ ითვლებოდა

20 წლით უმცროსი მეუღლე, შთამბეჭდავი სამუშაო გამოცდილება და პოლიტიკური კარიერა - ვინ არის უკრაინის თავდაცვის მინისტრი, რომელიც წლები სასურველ სასიძოდ ითვლებოდა

ოლექსი რეზნიკოვი, იურისტი 20 წლიანი გამოცდილებით, 2020 წლის მარტიდან უკრაინის თავდაცვის მინისტრის პოსტს იკავებს. დავით არახამია, ალექსეი არესტოვიჩი, ოლექსი რეზნიკოვი, დენის შმიგალი - ისინი უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის მთავრობის წევრები არიან... ისინი გარდა იმისა, რომ მუდმივად მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრში არიან, განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობენ საქართველოში.

ოლექსი იურიევიჩ რეზნიკოვი 1966 წლის 18 ივნისს ქალაქ ლვოვში დაიბადა. სკოლის დასრულების შემდეგ სამხედრო სამსახური მოიხადა და 1991 წელს კიევის სამართლის ხარისხი მიიღო.

ოლექსი სპორტსმენების ოჯახში დაიბადა. დედას რიტმულ ტანვარჯიშში სპორტის ოსტატის წოდება ჰქონდა, მამას კი აკრობატიკაში. გარდა ამისა, იური ალექსეევიჩი მუშაობდა ლვოვის ფიზიკური აღზრდის ინსტიტუტის პრორექტორად, ხოლო დედა ნევროპათოლოგი გახლდათ.

რეზნიკოვის ბიოგრაფიაში საინტერესო სამსახურები იძებნება. პირველად კინესკოპის წარმოებაში დასაქმდა, შემდეგ კი ერთი წლის განმავლობაში ოპერატორად მუშაობდა. სტუდენტობის წლებში რეგიონალურ საავადმყოფოშიც კი მოუწია მუშაობამ.

ივან ფრანკოს უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ პარტნიორებთან ერთად საბროკერო კომპანია დააფუძნა, სადაც წლების განმავლობაში დირექტორის მოადგილედ მუშაობდა და კომპანიას ხელმძღვანელობდა.

ადვოკატის დიპლომის აღების შემდეგ სამი წელი უკრაინის კანონმდებლობის განვითარების ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის თანამდებობა დაიკავა. შემდეგ იყო რამდენიმე იურიდიული ფირმის დამფუძნებელი, რომელიც საბოლოოდ ერთ გიგანტად Magisters-ად ჩამოყალიბდა.

2006 წელს რეზნიკოვმა უკრაინის დამსახურებული იურისტის წოდება მიიღო. 2009 წლიდან სოლომონის საერთაშორისო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის საჯარო სამართლის კათედრაზე მუშაობს. მან დააწესა თავისი სახელობის სტიპენდია, რომელიც ენიჭება იურიდიულ ფაკულტეტზე ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებს. აქვს საკუთარი საადვოკატო სკოლა.

მისი პოლიტიკური კარიერა შეიძლება ითქვას, რომ 2014 წლიდან იწყება, როდესაც იუსტიციის უმაღლეს საბჭოში დაიწყო მუშაობა. რეზნიკოვი საჯარო მოხელე გახდა და შესაბამისად, საადვოკატო საქმიანობასაც ჩამოშორდა.

ბოლოს, კიევის საქალაქო ადმინისტრაციის თანამშრომელი, ოლექსი პასუხისმგებელი იყო 2017 წელს "ევროვიზიის“ კონკურსის მასპინძლობაზე და 2018 წელს "ჩემპიონთა ლიგის" ფინალურ მატჩზე, დედაქალაქში.

როგორც ადვოკატი, რეზნიკოვი სასამართლოში წარმოადგენდა პრეზიდენტობის კანდიდატის ვიქტორ იუშჩენკოს, საინვესტიციო და მეტალურგიული კავშირის, სამრეწველო და ფინანსური კონსორციუმის Pridneprovye-ს და ხარკოვის საფეხბურთო კლუბ Metallist-ის ინტერესებს.

ოლექსი რეზნიკოვს საინტერესო მეტსახელი აქვს - მშვიდობისმყოფელი. აღმოჩნდა, რომ იურიდიული საქმიანობის დროს, თავისი საქმეების უმეტესი ნაწილი მშვიდობიანი მოგვარებით დაასრულა.

რეზნიკოვი ორჯერ აირჩიეს კიევის საქალაქო საბჭოს დეპუტატად (2008-2015). 2008 წელს მან მონაწილეობა მიიღო მიკოლა კატერინჩუკის ბლოკის სიით. კიევის საკრებულოში იყო ფრაქციის თავმჯდომარე და მართლწესრიგის, რეგულაციებისა და დეპუტატთა ეთიკის საკითხთა კომისიის წევრი.

2014 წელს გახდა დეპუტატი UDAR-ის პარტიიდან. თუმცა ალექსეი რეზნიკოვის მთავარი კლიენტურა ჯერ კიდევ კერძო სექტორში იყო - კერძოდ, ის იცავდა ალექსანდრე როდნიანსკის, სავიკ შუსტერის და ვლადიმერ გუსინსკის ინტერესებს. ამ მხრივ მნიშვნელოვანი იყო ტიმოშენკოს დიდი ხნის მოკავშირის სერგეი ვლასენკოს გაცნობა, რომელმაც დაარწმუნა თავისი პარტნიორი, მონაწილეობა მიეღო, კერძოდ, სასამართლო პროცესში, რის შედეგადაც 2004 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური ბათილად გამოცხადდა.

პირადი ცხოვრება

ოლექსი რეზნიკოვის პირადი ცხოვრება დამალული, მაგრამ საინტერესოა. ის არასოდეს საუბრობს ყოფილსა და ახლანდელ ცოლზე. უფრო მეტიც, უკრაინულ მედიაში მინისტრის პირველ ცოლზე არაფერია ცნობილი. ვიცით, რომ მისგან ორი შვილი, ალექსეი და ანასტასია ჰყავს.

რეზნიკოვი შვილთან ერთად

ოჯახის დანგრევის შემდეგ ოლექსი წლების განმავლობაში უკრაინის ყველაზე პოპულარულ სასიძოდ ითვლებოდა, 2020 წლის 25 ივლისს ცნობილ ტელეწამყვან იულია ზორიზე იქორწინა.

მართალია, თავიდან წყვილი ქორწილის გადახდას უცხოეთში აპირებდა, მაგრამ საბოლოოდ ქორწილი უჩვეულო ადგილას, ყირიმის ადმინისტრაციულ საზღვარზე, ხერსონის რეგიონთან შედგა.

რეზნიკოვის მეორე ცოლი პოლიტიკოსზე 20 წლით უმცროსია, მაგრამ როგორც ქალი ამბობს, ძალიან ბედნიერია, რადგან მისი ქმარი ყველაზე რომანტიკული, ნაზი და მზრუნველია.