სამართალი
მსოფლიო
პოლიტიკა

11

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:08-ზე, მთვარე მერწყულს ესტუმრება 21:19-ზე – რეკომენდებულია კომუნიკაცია, შეხვედრები მეგობრებთან; შემოქმედებითი საქმიანობა; პრეზენტაციებისა და სარეკლამო კამპანიების ჩატარება. გუნდური მუშაობა. წარუდგინეთ პროექტები თქვენს უფროსებს განსახილველად. მოაწყვეთ კორპორაციული წვეულებები. არ არის რეკომენდებული მნიშვნელოვანი საკითხების გადაჭრა. სერიოზული და ფართომასშტაბიანი მოლაპარაკებების წარმოება. ხელსაყრელი პერიოდია სამეცნიერო საქმიანობის, კვლევისთვის. ადამიანები ავლენენ დამოუკიდებლობას, ექსტრავაგანტურობას, კომუნიკაბელურობას, ექსპერიმენტებისადმი მიდრეკილებას და გამომგონებლობას. მნიშვნელოვანია მოამზადოთ რაიმე გემრიელი და უჩვეულო, ჩაატაროთ ექსპერიმენტები სამზარეულოში.
სპორტი
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რატომ ითვლება შაქარი ორგანიზმისთვის მავნე პროდუქტად და რა რაოდენობით უნდა მიიღოთ ის - ენდოკრინოლოგის რჩევები
რატომ ითვლება შაქარი ორგანიზმისთვის მავნე პროდუქტად და რა რაოდენობით უნდა მიიღოთ ის - ენდოკრინოლოგის რჩევები

2 დღის წინ ქა­ლაქ­ში ადა­მი­ა­ნე­ბის დიდი ნა­წი­ლი გარ­კვე­ულ­მა პა­ნი­კამ მო­იც­ვა - თით­ქოს­და ამო­წუ­რუ­ლი იყო სა­სურ­სა­თო პრო­დუქ­ტე­ბის მა­რა­გი და ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით სა­შიშ­რო­ე­ბა იყო. ამი­ტომ თბი­ლი­სის სუ­პერ­მარ­კე­ტებს ხალ­ხის დიდი ნა­კა­დე­ბი მი­ა­წყდა და დახ­ლე­ბი­დან გაქ­რა ისე­თი პრო­დუქ­ტე­ბი, რო­გო­რი­ცაა - შა­ქა­რი, მა­რი­ლი, ბურ­ღუ­ლე­უ­ლი და ზეთი. ამ თე­მამ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­შიც გა­და­ი­ნაც­ვლა, რაც ერ­თგვარ სა­ხუ­მა­რო თე­მად იქცა...

რო­გორც გა­ირ­კვა, დიდი რა­ო­დე­ნო­ბით მა­ინც შა­ქა­რი გა­ი­ყი­და. ეს სა­ვა­რა­უ­დოდ იმა­ზე მე­ტყვე­ლებს, რომ მო­სახ­ლე­ო­ბა ტკბილს გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად ეტა­ნე­ბა და მათი კვე­ბის რა­ცი­ონს დიდი დო­ზით შა­ქა­რი შე­ად­გენს. არა­და, რო­გორც ცნო­ბი­ლია, შაქ­რი­სა და შაქ­რის შემ­ცვე­ლი პრო­დუქ­ტე­ბის გა­და­ჭარ­ბე­ბუ­ლი მი­ღე­ბა ადა­მი­ა­ნის ორ­გა­ნიზ­მზე არც ისე სა­სი­კე­თო გავ­ლე­ნის ახ­დენს.

რა­ტომ ით­ვლე­ბა შა­ქა­რი ორ­გა­ნიზ­მის­თვის მავ­ნე პრო­დუქ­ტად, რა რა­ო­დე­ნო­ბით უნდა მი­ი­ღოს ის ადა­მი­ან­მა, ამა­ზე AMBEBI.GE ენ­დოკ­რი­ნო­ლოგ ნინო ხა­ბე­იშ­ვილს ესა­უბ­რა:

- ჭარ­ბი რა­ო­დე­ნო­ბით შაქ­რის მი­ღე­ბის შემ­დეგ ორ­გა­ნიზ­მში გა­მო­მუ­შავ­დე­ბა დიდი რა­ო­დე­ნო­ბით ჰორ­მო­ნი ინ­სუ­ლი­ნი, რო­მე­ლიც აზი­ა­ნებს სა­კუ­თარ რე­ცეპ­ტო­რებს ქსო­ვი­ლებ­ზე და გარ­კვე­უ­ლი პე­რი­ო­დის შემ­დეგ სა­ჭი­რო ხდე­ბა მეტი ინ­სუ­ლი­ნის გა­მო­მუ­შა­ვე­ბა მი­ღე­ბუ­ლი შაქ­რის ასათ­ვი­სებ­ლად. ვი­თარ­დე­ბა ინ­სუ­ლინ­რე­ზის­ტენ­ტო­ბა, რაც თა­ვის მხრივ სა­ფუძ­ვლად უდევს ისეთ და­ა­ვა­დე­ბებს რო­გო­რე­ბი­ცაა: ჭარ­ბი წონა, სიმ­სუქ­ნე, შაქ­რი­ა­ნი დი­ა­ბე­ტი ტიპი 2, მა­ღა­ლი არ­ტე­რი­უ­ლი წნე­ვა, საკ­ვერ­ცხის პო­ლი­კის­ტო­ზი ქა­ლებ­ში, რო­მე­ლიც გა­მოვ­ლინ­დე­ბა მენსტრუ­ა­ლუ­რი ციკ­ლის რე­გუ­ლა­რო­ბის დარ­ღვე­ვით და თმი­ა­ნო­ბის მა­ტე­ბით. ჭარ­ბი ინ­სუ­ლი­ნი ხელს უწყობს ცხი­მო­ვა­ნი ცვლის დარ­ღვე­ვას, ზი­ან­დე­ბა სის­ხლძარ­ღვე­ბი, რაც თა­ვის მხრივ შე­იძ­ლე­ბა გახ­დეს მი­ო­კარ­დი­უ­მის ინ­ფარ­ქტის, ინ­სულ­ტის ან უე­ცა­რი სიკ­ვდი­ლის გან­ვი­თა­რე­ბის მი­ზე­ზი.

- რა რა­ო­დე­ნო­ბით შე­იძ­ლე­ბა მისი მი­ღე­ბა?

- თუ ადა­მი­ანს აქვს ჭარ­ბი წონა ან სიმ­სუქ­ნე, სა­სურ­ვე­ლია შა­ქა­რი ამო­ღე­ბუ­ლი იყოს მისი კვე­ბის რა­ცი­ო­ნი­დან. ნორ­მა­ლუ­რი წო­ნის შემ­თხვე­ვა­ში ამე­რი­კის გუ­ლის ასო­ცი­ა­ცი­ის რე­კო­მენ­და­ცი­ით დღის გან­მავ­ლო­ბა­ში ქა­ლე­ბის­თვის და­საშ­ვე­ბია 6 ჩაის კოვ­ზი ანუ 24 გრ შა­ქა­რი, რაც შე­ად­გენს 100 კა­ლო­რი­ას, ხოლო მა­მა­კა­ცე­ბის­თვის - 9 ჩაის კოვ­ზი ანუ 36 გრ (150 კა­ლო­რია) შა­ქა­რი. რა თქმა უნდა, იგუ­ლის­ხმე­ბა ნე­ბის­მი­ე­რი სა­ხით შა­ქა­რი, რო­მელ­საც ადა­მი­ა­ნი იღებს დღის გან­მავ­ლო­ბა­ში ტკბი­ლე­უ­ლის სა­ხით.

- რამ­დე­ნი კოვ­ზი შა­ქა­რი უნდა ჩავ­ყა­როთ მა­გა­ლი­თად, ჩა­ი­ში და ყა­ვა­ში, რომ ჯან­მრთე­ლო­ბას ზი­ა­ნი არ მი­ად­გეს?

- სა­სურ­ვე­ლია ჩაი ან ყავა მი­ვირ­თვათ უშაქ­როდ, ან ჩა­ვი­ყა­როთ 1 ჩაის კოვ­ზი შა­ქა­რი.

- შაქ­რის ზე­დო­ზი­რე­ბა დი­ა­ბე­ტის გარ­და კი­დევ რა და­ა­ვა­დე­ბებს იწ­ვევს?

- შაქ­რი­ა­ნი დი­ა­ბე­ტის გარ­და ჭარ­ბი რა­ო­დე­ნო­ბით შაქ­რის მი­ღე­ბა იწ­ვევს: სიმ­სუქ­ნეს, გულ-სის­ხლძარ­ღვთა და­ა­ვა­დე­ბებს: არ­ტე­რი­უ­ლი წნე­ვის მა­ტე­ბას, ქო­ლეს­ტე­რი­ნის მა­ტე­ბას სის­ხლში, რაც თა­ვის მხრივ შე­იძ­ლე­ბა მი­ო­კარ­დი­უ­მის ინ­ფარ­ქტის და ინ­სულ­ტის გან­ვი­თა­რე­ბის მი­ზე­ზი გახ­დეს. სიმ­სუქ­ნის დროს კი თა­ვის მხრივ იზ­რდე­ბა სხვა­დას­ხვა ავ­თვი­სე­ბი­ა­ნი სიმ­სივ­ნის გან­ვი­თა­რე­ბის ალ­ბა­თო­ბა.

მოკ­ლედ რომ ვთქვათ, ჭარ­ბი შაქ­რის მი­ღე­ბა იწ­ვევს ცხოვ­რე­ბის ხან­გრძლი­ვო­ბის შემ­ცი­რე­ბას სხვა­დას­ხვა მი­ზე­ზით, ხოლო ჩა­მო­ნათ­ვა­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბის კი ძა­ლი­ან ვრცე­ლია...

- შე­იძ­ლე­ბა ვი­ღა­ცამ თქვას, შა­ქარს მთე­ლი ცხოვ­რე­ბა უზო­მო რა­ო­დე­ნო­ბით ვი­ღებ, მაგ­რამ თავს მშვე­ნივ­რად ვგრძნობ... აქ რას­თან გვაქვს საქ­მე?

- ეს ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რია. შე­საძ­ლოა, ადა­მი­ანს ჭარ­ბი შაქ­რის მი­ღე­ბის შე­დე­გად არ გა­ნუ­ვი­თარ­დეს შაქ­რი­ა­ნი დი­ა­ბე­ტი, მაგ­რამ ძა­ლი­ან მა­ღა­ლია სიმ­სუქ­ნის გან­ვი­თა­რე­ბის ალ­ბა­თო­ბა, რა­საც მოს­დევს რო­გორც აღ­ვნიშ­ნეთ, მთე­ლი რიგი და­ა­ვა­დე­ბე­ბის ჩა­მო­ნათ­ვა­ლი. ასე­ვე გა­სათ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლია, რომ ზოგ­ჯერ ადა­მი­ან­მა შე­საძ­ლოა, ობი­ექ­ტუ­რად ვერ შე­ა­ფა­სოს მი­ღე­ბუ­ლი კა­ლო­რი­ე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა და გა­და­ჭარ­ბე­ბუ­ლად აღიქ­ვას.

- ამ­ბო­ბენ, რომ შაქ­რის გა­და­უ­მუ­შა­ვე­ბელ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მი­ღე­ბა უფრო სა­ხი­ფა­თოა, ვიდ­რე გა­და­მუ­შა­ვე­ბულ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში, მა­გა­ლი­თად, მუ­რა­ბის, კომ­პო­ტის სა­ხით...

- მუ­რა­ბა და კომ­პო­ტი შე­ი­ცავს შა­ქარს და ისე­ვე მავ­ნე­ბე­ლია, რო­გორც ნე­ბის­მი­ე­რი სხვა შაქ­რის შემ­ცვე­ლი პრო­დუქ­ტი.

- რა პრო­დუქ­ტით შე­იძ­ლე­ბა შაქ­რის ჩა­ნაც­ვლე­ბა?

- შა­ქა­რი და ნე­ბის­მი­ე­რი ტკბი­ლე­უ­ლი სა­სურ­ვე­ლია ხი­ლით ჩა­ვა­ნაც­ვლოთ. რაც შე­ე­ხე­ბა ზო­გად რე­კო­მენ­და­ცი­ებს, კვე­ბის რა­ცი­ონ­ში უნდა მოხ­დეს შაქ­რის ეტა­პობ­რი­ვად შემ­ცი­რე­ბა. გვახ­სოვ­დეს, რომ შა­ქარს ანუ გლუ­კო­ზას ადა­მი­ა­ნი ისე­დაც იღებს ხი­ლით, ბოსტნე­უ­ლით, ბურ­ღუ­ლე­უ­ლით, რძის ნა­წარ­მით და გლუ­კო­ზა, რო­მე­ლიც "ტვინს სჭირ­დე­ბა“ ორ­გა­ნიზ­მში საკ­მა­რი­სი რა­ო­დე­ნო­ბით ხვდე­ბა აღ­ნიშ­ნუ­ლი პრო­დუქ­ტე­ბით.

მკითხველის კომენტარები / 5 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
პაციენტი
0

გავიხსენოთ, როგორი იყო სიციცხლის საშუალო ხანგრძლივობა მაშინ, როდესაც ადამიანი საერთოდ არ მოიხმარდა შაქარს _40 წელს არ აღემატებოდა. დღეს სიციცხლის საშუალო ხანგრძლივობა ბევრად მეტია. ანუ არ კლავს შაქარი ადამიანს. მაგრამ ზედმეტი არაფერი ვარგა და არც შაქარს უნდა მივასკდეთ, არც მარილს, არც პურს და არც წიწაკას. არც ის არის სწორი, ჩვენი ძვირფასი ენდოკრინოლოგები წამალს რომ გინიშნავენ, თუ 100-ს ასცდა შაქრის მაჩვენებელი უზმოზე. ექიმები გამიგებენ, რას ვამბობ.

ლილი
0

ნათია ბებოს ვეუბნები,ასეთი კარგი წამლობა თუ იცოდა ბაბუათქვენმა არ ისწავლეთ?/ეს ხომ მთელ ცხოვრებას დაგილოცავდა,რამდენ ადამიანს გადაარჩენდი უბედური ტკივილისაგან.დასანანია.......ან იქნებ,არ იცით და სადმე ჩაწერა. მოიძიეთ რა. ეს ხომ არა მარტო თქვენთვისაა საჭირო......

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ვიდეოკადრებს ავრცელებს პროკურატურა პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულ 19 წლის საბა ჯიქიასთან დაკავშირებით?
ავტორი:

რატომ ითვლება შაქარი ორგანიზმისთვის მავნე პროდუქტად და რა რაოდენობით უნდა მიიღოთ ის - ენდოკრინოლოგის რჩევები

რატომ ითვლება შაქარი ორგანიზმისთვის მავნე პროდუქტად და რა რაოდენობით უნდა მიიღოთ ის - ენდოკრინოლოგის რჩევები

2 დღის წინ ქალაქში ადამიანების დიდი ნაწილი გარკვეულმა პანიკამ მოიცვა - თითქოსდა ამოწურული იყო სასურსათო პროდუქტების მარაგი და ამ მიმართულებით საშიშროება იყო. ამიტომ თბილისის სუპერმარკეტებს ხალხის დიდი ნაკადები მიაწყდა და დახლებიდან გაქრა ისეთი პროდუქტები, როგორიცაა - შაქარი, მარილი, ბურღულეული და ზეთი. ამ თემამ სოციალურ ქსელშიც გადაინაცვლა, რაც ერთგვარ სახუმარო თემად იქცა...

როგორც გაირკვა, დიდი რაოდენობით მაინც შაქარი გაიყიდა. ეს სავარაუდოდ იმაზე მეტყველებს, რომ მოსახლეობა ტკბილს განსაკუთრებულად ეტანება და მათი კვების რაციონს დიდი დოზით შაქარი შეადგენს. არადა, როგორც ცნობილია, შაქრისა და შაქრის შემცველი პროდუქტების გადაჭარბებული მიღება ადამიანის ორგანიზმზე არც ისე სასიკეთო გავლენის ახდენს.

რატომ ითვლება შაქარი ორგანიზმისთვის მავნე პროდუქტად, რა რაოდენობით უნდა მიიღოს ის ადამიანმა, ამაზე AMBEBI.GE ენდოკრინოლოგ ნინო ხაბეიშვილს ესაუბრა:

- ჭარბი რაოდენობით შაქრის მიღების შემდეგ ორგანიზმში გამომუშავდება დიდი რაოდენობით ჰორმონი ინსულინი, რომელიც აზიანებს საკუთარ რეცეპტორებს ქსოვილებზე და გარკვეული პერიოდის შემდეგ საჭირო ხდება მეტი ინსულინის გამომუშავება მიღებული შაქრის ასათვისებლად. ვითარდება ინსულინრეზისტენტობა, რაც თავის მხრივ საფუძვლად უდევს ისეთ დაავადებებს როგორებიცაა: ჭარბი წონა, სიმსუქნე, შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2, მაღალი არტერიული წნევა, საკვერცხის პოლიკისტოზი ქალებში, რომელიც გამოვლინდება მენსტრუალური ციკლის რეგულარობის დარღვევით და თმიანობის მატებით. ჭარბი ინსულინი ხელს უწყობს ცხიმოვანი ცვლის დარღვევას, ზიანდება სისხლძარღვები, რაც თავის მხრივ შეიძლება გახდეს მიოკარდიუმის ინფარქტის, ინსულტის ან უეცარი სიკვდილის განვითარების მიზეზი.

- რა რაოდენობით შეიძლება მისი მიღება?

- თუ ადამიანს აქვს ჭარბი წონა ან სიმსუქნე, სასურველია შაქარი ამოღებული იყოს მისი კვების რაციონიდან. ნორმალური წონის შემთხვევაში ამერიკის გულის ასოციაციის რეკომენდაციით დღის განმავლობაში ქალებისთვის დასაშვებია 6 ჩაის კოვზი ანუ 24 გრ შაქარი, რაც შეადგენს 100 კალორიას, ხოლო მამაკაცებისთვის - 9 ჩაის კოვზი ანუ 36 გრ (150 კალორია) შაქარი. რა თქმა უნდა, იგულისხმება ნებისმიერი სახით შაქარი, რომელსაც ადამიანი იღებს დღის განმავლობაში ტკბილეულის სახით.

- რამდენი კოვზი შაქარი უნდა ჩავყაროთ მაგალითად, ჩაიში და ყავაში, რომ ჯანმრთელობას ზიანი არ მიადგეს?

- სასურველია ჩაი ან ყავა მივირთვათ უშაქროდ, ან ჩავიყაროთ 1 ჩაის კოვზი შაქარი.

- შაქრის ზედოზირება დიაბეტის გარდა კიდევ რა დაავადებებს იწვევს?

- შაქრიანი დიაბეტის გარდა ჭარბი რაოდენობით შაქრის მიღება იწვევს: სიმსუქნეს, გულ-სისხლძარღვთა დაავადებებს: არტერიული წნევის მატებას, ქოლესტერინის მატებას სისხლში, რაც თავის მხრივ შეიძლება მიოკარდიუმის ინფარქტის და ინსულტის განვითარების მიზეზი გახდეს. სიმსუქნის დროს კი თავის მხრივ იზრდება სხვადასხვა ავთვისებიანი სიმსივნის განვითარების ალბათობა.

მოკლედ რომ ვთქვათ, ჭარბი შაქრის მიღება იწვევს ცხოვრების ხანგრძლივობის შემცირებას სხვადასხვა მიზეზით, ხოლო ჩამონათვალი დაავადებების კი ძალიან ვრცელია...

- შეიძლება ვიღაცამ თქვას, შაქარს მთელი ცხოვრება უზომო რაოდენობით ვიღებ, მაგრამ თავს მშვენივრად ვგრძნობ... აქ რასთან გვაქვს საქმე?

- ეს ინდივიდუალურია. შესაძლოა, ადამიანს ჭარბი შაქრის მიღების შედეგად არ განუვითარდეს შაქრიანი დიაბეტი, მაგრამ ძალიან მაღალია სიმსუქნის განვითარების ალბათობა, რასაც მოსდევს როგორც აღვნიშნეთ, მთელი რიგი დაავადებების ჩამონათვალი. ასევე გასათვალისწინებელია, რომ ზოგჯერ ადამიანმა შესაძლოა, ობიექტურად ვერ შეაფასოს მიღებული კალორიების რაოდენობა და გადაჭარბებულად აღიქვას.

- ამბობენ, რომ შაქრის გადაუმუშავებელ მდგომარეობაში მიღება უფრო სახიფათოა, ვიდრე გადამუშავებულ მდგომარეობაში, მაგალითად, მურაბის, კომპოტის სახით...

- მურაბა და კომპოტი შეიცავს შაქარს და ისევე მავნებელია, როგორც ნებისმიერი სხვა შაქრის შემცველი პროდუქტი.

- რა პროდუქტით შეიძლება შაქრის ჩანაცვლება?

- შაქარი და ნებისმიერი ტკბილეული სასურველია ხილით ჩავანაცვლოთ. რაც შეეხება ზოგად რეკომენდაციებს, კვების რაციონში უნდა მოხდეს შაქრის ეტაპობრივად შემცირება. გვახსოვდეს, რომ შაქარს ანუ გლუკოზას ადამიანი ისედაც იღებს ხილით, ბოსტნეულით, ბურღულეულით, რძის ნაწარმით და გლუკოზა, რომელიც "ტვინს სჭირდება“ ორგანიზმში საკმარისი რაოდენობით ხვდება აღნიშნული პროდუქტებით.