საზოგადოება
პოლიტიკა

8

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 22:10-ზე, მთვარე თხის რქაში გადავა 12:52-ზე – ენერგიული დღეა. ჯობია ემოციების მოთვინიერება, ვნებების აღკვეთა და თვითდისციპლინის გაძლიერება დაიწყება. მოიქეცით მშვიდად. მნიშვნელოვანი არაფერი გააკეთო. დაიწყეთ მარტივი ამოცანები, რომლებიც არ საჭიროებს ზედმეტ ძალისხმევას. ყურადღება მიაქციეთ საინტერესო იდეებს, ეს შესაძლოა სამომავლოდ გამოგადგებათ. იზრდება ტრავმებისა და ძლიერი ნერვული დაძაბულობის ალბათობა. უმჯობესია უარი თქვათ ძლიერ ჩაის, ყავასა და ალკოჰოლურ სასმელებზე. დღეს მოხმარებული პროდუქტები უნდა იყოს მაღალი ხარისხის და ახალი.
მსოფლიო
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პუტინის მეგობარ რუს ოლიგარქს ჩამოერთვა სუპერიახტა, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ძვირადღირებულად ითვლებოდა
პუტინის მეგობარ რუს ოლიგარქს ჩამოერთვა სუპერიახტა, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ძვირადღირებულად ითვლებოდა

იტა­ლი­ის ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ რუს ოლი­გარ­ქს, ან­დრეი მელ­ნი­ჩენ­კოს და­ახ­ლო­ე­ბით 578 მი­ლი­ო­ნი აშშ დო­ლა­რის ღი­რე­ბუ­ლე­ბის იახ­ტა ჩა­მო­არ­თვა, - ამის შე­სა­ხებ იტა­ლი­ის ფი­ნან­სუ­რი პო­ლი­ცი­ის გან­ცხა­დე­ბა­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი.

CNN-ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ხო­მალ­დი, სა­ხელ­წო­დე­ბით "SY A", რო­მე­ლიც ტრი­ეს­ტის პორ­ტში იყო გა­ჩე­რე­ბუ­ლი, მსოფ­ლი­ო­ში ერთ-ერთ უდი­დეს სუ­პე­რი­ახ­ტად ით­ვლე­ბა.

ან­დრეი მელ­ნი­ჩენ­კოს ევ­რო­კავ­შირ­მა სან­ქცი­ე­ბი 9 მარტს და­უ­წე­სა. ევ­რო­კავ­ში­რის საბ­ჭოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა­ში აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ მელ­ნი­ჩენ­კო და 36 სხვა ბიზ­ნეს­მე­ნი რუ­სე­თის პრე­ზი­დენტს, ვლა­დი­მერ პუ­ტინს მას შემ­დეგ შეხ­ვდნენ, რაც რუ­სეთ­მა უკ­რა­ი­ნა­ში შეჭ­რა და­ი­წყო. შეხ­ვედ­რის მთა­ვა­რი თემა ევ­რო­კავ­ში­რი­სა და აშშ-ის მიერ და­წე­სე­ბუ­ლი სან­ქცი­ე­ბის პო­ტენ­ცი­უ­რი ეკო­ნო­მი­კუ­რი ზე­მოქ­მე­დე­ბის გან­ხილ­ვა იყო.

"ის ფაქ­ტი, რომ მიწ­ვე­უ­ლი იყო ამ შეხ­ვედ­რა­ზე, აჩ­ვე­ნებს, რომ ის არის ვლა­დი­მერ პუ­ტი­ნის უახ­ლო­ე­სი წრის წევ­რი და მხარს უჭერს ან ახორ­ცი­ე­ლებს ქმე­დე­ბებს ან პო­ლი­ტი­კას, რომ­ლე­ბიც ძირს უთხრის ან საფრ­თხეს უქ­მნის უკ­რა­ი­ნის ტე­რი­ტო­რი­ულ მთლი­ა­ნო­ბას, სუ­ვე­რე­ნი­ტეტ­სა და და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბას, ასე­ვე სტა­ბი­ლუ­რო­ბა­სა და უსაფრ­თხო­ე­ბას უკ­რა­ი­ნა­ში,“- ნათ­ქვა­მია ევ­რო­კავ­ში­რის საბ­ჭოს სან­ქცი­ებ­თან და­კავ­ში­რე­ბით მი­ღე­ბულ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა­ში.

მკითხველის კომენტარები / 21 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ალექს
0

ეს მელნიჩენკო თურმე ქვანახშირის და სასუქების მეფეა 12 მილიარდიანი აქტივით, დაბადებულა ბელარუსში , დედით უკრაინელია, მამით რუსი , ახლა ამან რომ ერთი კი არა და ორი ხანჯალი ჩასცეს პუტინს, უნდა გაგიკვირდეს ? ღიად გამოსულა პუტინის წინააღმდეგ , არა ფულისათვის, არამედ იმისათვის რომ უამრავია ასეთი , მილიონობით, დედით უკრაინელი , მამით რუსი, ან პირიქით და დაბადებული ან იქით, ან აქეთ !

ალექს
1

რა არის ასეთი, ამდენი რომ ღირს ? ათი ბოინგის ფასი როგორაა აქვს ?! არ იძირება ?! ფრეენს ?! აბა ნორმალურია მაგი ?! ასეთ რად უნდა ფული , ქვისა ჰქონია გული !

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი თორნიკე რიჟვაძის საქმეზე?
ავტორი:

პუტინის მეგობარ რუს ოლიგარქს ჩამოერთვა სუპერიახტა, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ძვირადღირებულად ითვლებოდა

პუტინის მეგობარ რუს ოლიგარქს ჩამოერთვა სუპერიახტა, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ძვირადღირებულად ითვლებოდა

იტალიის ხელისუფლებამ რუს ოლიგარქს, ანდრეი მელნიჩენკოს დაახლოებით 578 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების იახტა ჩამოართვა, - ამის შესახებ იტალიის ფინანსური პოლიციის განცხადებაშია აღნიშნული.

CNN-ის ინფორმაციით, ხომალდი, სახელწოდებით "SY A", რომელიც ტრიესტის პორტში იყო გაჩერებული, მსოფლიოში ერთ-ერთ უდიდეს სუპერიახტად ითვლება.

ანდრეი მელნიჩენკოს ევროკავშირმა სანქციები 9 მარტს დაუწესა. ევროკავშირის საბჭოს გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ მელნიჩენკო და 36 სხვა ბიზნესმენი რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს მას შემდეგ შეხვდნენ, რაც რუსეთმა უკრაინაში შეჭრა დაიწყო. შეხვედრის მთავარი თემა ევროკავშირისა და აშშ-ის მიერ დაწესებული სანქციების პოტენციური ეკონომიკური ზემოქმედების განხილვა იყო.

"ის ფაქტი, რომ მიწვეული იყო ამ შეხვედრაზე, აჩვენებს, რომ ის არის ვლადიმერ პუტინის უახლოესი წრის წევრი და მხარს უჭერს ან ახორციელებს ქმედებებს ან პოლიტიკას, რომლებიც ძირს უთხრის ან საფრთხეს უქმნის უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას, ასევე სტაბილურობასა და უსაფრთხოებას უკრაინაში,“- ნათქვამია ევროკავშირის საბჭოს სანქციებთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებაში.