შეერთებული შტატები რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერის, დიმიტრი პესკოვის ცოლსა და ორ შვილს სანქციებს უწესებს, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა ნედ პრაისმა ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, სანქციები ასევე დაუწესდება 12 რუს დეპუტატს.
"ვუწესებთ სანქციებს რუსეთის სახელმწიფო დუმას 12 წევრს, რომელიც ჩართული იყო ე.წ დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების აღიარებაში, ასევე კრემლის პრესსპიკერის, დიმიტრი პესკოვის ცოლსა და ზრდასრულ შვილებს“ - განაცხადა ნედ პრაისმა.
ცხენსვერაფერიდაკლეს-და-უნაგირსდაუწყეს-მტვრევაო-ანდაზა.
ვიღაცეები გამოაბუნძულეს ამერიკიდან? აკი დასავლეთი ხიხიაოო. ბრუნდებით მშობლიურ შვაინეთში?!