მსოფლიო

7

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 20:04-ზე, მთვარე მშვილდოსანს ესტუმრება 02:05-ზე – კარგია ჯგუფური მუშაობისთვის, ახალი ინფორმაციის მოსაპოვებლად, ახალი სასწავლო ციკლების დასაყენებლად. საყოფაცხოვრებო ნივთების დაგროვების, შეძენისა და წარმოების დღე. კარგია პურის გამოცხობა. შეიტანეთ კორექტირება ბიზნესში და გააფართოვეთ გავლენის სფეროები. ხელი მოაწერე ხელშეკრულებებს. კარგია თანამშრომლების დაქირავება, საჯარო ღონისძიებების ჩატარება. მიიღეთ ახალი ინფორმაცია, გაიუმჯობესეთ განათლება. იმუშავეთ გუნდში და განიხილეთ აქტუალური საკითხები კოლეგების ან თანამოაზრეების გარემოცვაში. აქტიური ორგანოებია: თეძოები, ვენები, საჯდომის ნერვი. ფაფა, ბოსტნეული და ხილი შეუცვლელია.
სპორტი
სამხედრო
პოლიტიკა
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ასეთი რამ 15-წლიანი გამოცდილების მანძილზე არ მახსოვს... დილას რომ ვიღვიძებ, პირველ რიგში, ტელევიზორს ვრთავ" - როგორია ცნობილი ქართველების რეაქციები ომზე?
"ასეთი რამ 15-წლიანი გამოცდილების მანძილზე არ მახსოვს... დილას რომ ვიღვიძებ, პირველ რიგში, ტელევიზორს ვრთავ" - როგორია ცნობილი ქართველების რეაქციები ომზე?

უკ­რა­ი­ნა­ში რუ­სე­თის სამ­ხედ­რო აგ­რე­სია არ წყდე­ბა, რა­მაც მსოფ­ლი­ოს დღის წეს­რი­გი ფაქ­ტობ­რი­ვად შეც­ვა­ლა. ახლა მსოფ­ლიო სა­ზო­გა­დო­ე­ბის ყუ­რა­დღე­ბა უკ­რა­ი­ნის­კე­ნაა გა­და­ტა­ნი­ლი. უკ­რა­ი­ნის მო­სახ­ლე­ო­ბას თა­ნად­გო­მას უცხა­დებს სამ­ყა­როს ცი­ვი­ლი­ზე­ბუ­ლი ნა­წი­ლი.

ყვე­ლას გა­ო­ცე­ბას იწ­ვევს უკ­რა­ი­ნე­ლი ერის სა­ო­ცა­რი გმი­რო­ბა და მტერ­თან ბრძო­ლის უდ­რე­კი პო­ზი­ცია, მხნე­ო­ბა... ამ ომმა მშვი­დი ძილი და მოს­ვე­ნე­ბა ადა­მი­ა­ნებს ჩვენს ქვე­ყა­ნა­შიც და­უ­კარ­გა...

რას ფიქ­რო­ბენ რუ­სე­თის სამ­ხედ­რო აგ­რე­სი­ა­ზე და უკ­რა­ი­ნა­ში არ­სე­ბულ უმ­ძი­მეს ვი­თა­რე­ბა­ზე, ამა­ზე AMBEBI.GE-მ რამ­დე­ნი­მე ინ­ტერ­ვიუ ჩა­წე­რა.

გოგა ჩა­ნა­დი­რი, ფო­ტოგ­რა­ფი:

- რო­დე­საც რუ­სე­თის სამ­ხედ­რო­ებ­მა პირ­ვე­ლად სა­ა­ვად­მყო­ფო, სა­ბავ­შვო ბაღი და­ბომ­ბეს, ვი­ფიქ­რე, გა­მო­ფხიზ­ლდე­ბი­ან, ასეთ ბო­რო­ტე­ბას აღარ ჩა­ი­დე­ნენ-მეთ­ქი, მაგ­რამ ბო­ლოს მა­რი­უ­პოლ­ში სამ­შო­ბი­ა­რო სახ­ლი და­ან­გრი­ეს. რო­დე­საც კადრში დაჭ­რი­ლი ფეხ­მძი­მე ქალი და­ვი­ნა­ხე, რო­მე­ლიც და­ბომ­ბი­ლი სა­ა­ვად­მყო­ფო­დან გა­მო­დი­ო­და, მივ­ხვდი, რომ ესე­ნი კა­ნი­ბა­ლე­ბი არი­ან. მათ არა მხო­ლოდ უკ­რა­ი­ნის ტე­რი­ტო­რი­ის გა­ნად­გუ­რე­ბა სურთ, სრუ­ლად უკ­რა­ი­ნე­ლი ერის. სამ­შო­ბი­ა­რო­ებ­ზე, ქა­ლებ­ზე, ბავ­შვებ­ზე, მო­ხუ­ცებ­ზე?! რა საქ­მე აქვთ მათ­თან?! ასეთ თავ­დას­ხმას ახნა არ აქვს... უდა­ნა­შა­უ­ლო ხალ­ხი იხო­ცე­ბა... დე­დას შვი­ლე­ბის და­ტი­რე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას არ აძ­ლე­ვენ... ჰუ­მა­ნი­ტა­რულ დე­რეფ­ნებს ბომ­ბა­ვენ...

ომ­საც თა­ვის კა­ნო­ნე­ბი აქვს, რო­მე­ლიც ჯერ კი­დევ ოდით­გან­ვე არ­სე­ბობ­და. მაგ­რამ რო­დე­საც ამ კა­ნო­ნებ­საც არაფ­რად აგ­დე­ბენ, ჩემი ემო­ცი­ე­ბი ძა­ლი­ან მძი­მეა. რუ­სებს რომ ჰქონ­დეთ სწო­რი ინ­ფორ­მა­ცია, რა ხდე­ბა უკ­რა­ი­ნა­ში, ისი­ნი ამ ომს მე­ტად დაგ­მობ­დნენ და გა­აპ­რო­ტეს­ტებ­დნენ. მი­ლი­ო­ნო­ბით ადა­მი­ა­ნი აღ­მო­სავ­ლეთ უკ­რა­ი­ნა­ში დევ­ნი­ლო­ბა­შია და თუ ეს აგ­რე­სია არ შე­ჩერ­და, დევ­ნილ­თა რი­ცხვი უფრო გა­იზ­რდე­ბა. სა­ერ­თოდ მეჩ­ვე­ნე­ბა, რომ აშშ არ არის მზად იმის­თვის, რომ სამ­ხედ­რო მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ი­ღოს დამ­პყრო­ბე­ლი რუ­სე­თის წი­ნა­აღ­მდეგ, მაგ­რამ მა­ინც მგო­ნია, რომ კი­დევ სხვა რე­სურ­სე­ბიც არ­სე­ბობს, რი­თაც ამ ომის შე­ჩე­რე­ბა შე­იძ­ლე­ბა. მათ უნდა იაქ­ტი­უ­რონ მთე­ლი მსოფ­ლი­ოს მას­შტა­ბით. მხო­ლოდ ევ­რო­კავ­ში­რის და აშშ-ის სან­ქცი­ე­ბი არ კმა­რა, ამა­ში მთე­ლი ცი­ვი­ლი­ზე­ბუ­ლი სამ­ყა­რო უნდა ჩა­ერ­თოს. რუ­სეთს არ უნდა ჰქონ­დეს იმის გან­ცდა, რომ მსოფ­ლი­ო­ში ვინ­მე და­ეხ­მა­რე­ბა...

- უკ­რა­ი­ნე­ლი ხალ­ხი მხნე­ო­ბას და სა­კუ­თა­რი მი­წის, ქვეყ­ნის დაც­ვის სა­ო­ცარ უნარს ავ­ლენს...

- ეს სი­ახ­ლე არ არის - უკ­რა­ი­ნამ ჯერ კი­დევ მე­ო­რე მსოფ­ლიო ომის დარ­ტყმა მი­ი­ღო თა­ვის თავ­ზე. სა­ო­ცა­რი ტრა­გე­დია დატ­რი­ალ­და, მი­ლი­ო­ნო­ბით ადა­მი­ა­ნი და­ი­ღუ­პა... ამ­ჯე­რად ნათ­ლად ის გა­მოჩ­ნდა, რომ მეტი სიმ­ტკი­ცე და ერ­თი­ა­ნო­ბა აჩ­ვე­ნეს, რა­მაც ხელი შე­უ­წყო ეროვ­ნულ-სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ვი ცნო­ბი­ე­რე­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბას. კარ­გად ვიც­ნობ უკ­რა­ი­ნას, იქ ვარ მო­ნათ­ლუ­ლი...

ზე­ლენ­სკი კარ­გი ლი­დე­რი აღ­მოჩ­ნდა. ხან­და­ხან მეჩ­ვე­ნე­ბა, რომ აქვს ცო­ტა­თი ის­ტე­რი­კის მო­მენ­ტე­ბი, მაგ­რამ ეს უფრო ომის და­სა­წყის­ში იყო, ახლა ემო­ცი­ე­ბი უფრო მო­თო­კა, ომ­თან და­კავ­ში­რე­ბით სწო­რად პო­ზი­ცი­ო­ნი­რებს სა­ერ­თა­შო­რი­სო მე­დი­ა­სა თუ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­თან. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ არა­ნა­ი­რი პო­ლი­ტი­კუ­რი გა­მოც­დი­ლე­ბა არ ჰქონ­და, აღ­მოჩ­ნდა, რომ ძა­ლი­ან კარ­გი პრე­ზი­დენ­ტია. მის მა­გა­ლით­ზე ისიც გა­ირ­კვა, რომ კარ­გი ლი­დე­რო­ბის­თვის მთა­ვა­რია იყო სა­კუ­თა­რი ქვეყ­ნის პატ­რი­ო­ტი. მას­ში რაც ყველ­ზე მე­ტად მომ­წონს, გულ­წრფე­ლი სიყ­ვა­რუ­ლია იმ იდე­ე­ბის და ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბის, რის­თვი­საც იბ­რძვის ახლა უკ­რა­ი­ნე­ლი ერი.

- რო­გო­რია შენი პროგ­ნო­ზი?

- უკ­რა­ი­ნა გა­თა­ვი­სუფ­ლდე­ბა, ის და­იბ­რუ­ნებს ყი­რიმს, დო­ნეცკს, ლუ­განსკს. რუ­სეთ­მა მწა­რედ შე­ტო­პა და ის და­მარ­ცხდე­ბა. და­მარ­ცხე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი წარ­თმე­ულ ტე­რი­ტო­რი­ებს ვერ და­ი­ტო­ვე­ბენ. რუ­სე­თის და­მარ­ცხე­ბა კი იქ­ნე­ბა ფაქ­ტო­რი, სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ე­ბის დაბ­რუ­ნე­ბა­ზეც ვი­ფიქ­როთ, ისე­ვე რო­გორც მოლ­დო­ვამ. უბ­რა­ლოდ, მზად უნდა ვი­ყოთ, რომ და­კარ­გუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბის და­საბ­რუ­ნებ­ლად ომი არ დაგ­ვჭირ­დეს.

სა­მარ­თა­ლი აღ­დგე­ბა და ჩვე­ნი ტე­რი­ტო­რი­უ­ლი მთლი­ა­ნო­ბაც. სა­ვა­რა­უ­დოდ პუ­ტინს თა­ვი­სი გა­რე­მოც­ვა მო­ი­შო­რებს, ბირ­თვუ­ლი ია­რა­ღის გა­მო­ყე­ნე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას არა­ვინ მის­ცემს. რაც არ უნდა ცხე­ლი გო­ნე­ბის გე­ნერ­ლე­ბი ჰყავ­დეს, ისი­ნი ამას არ და­უშ­ვე­ბენ. რად­გა­ნაც ამის შე­დეგს ისევ უკან მი­ი­ღე­ბენ. ის არის ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ფსი­ქო­პა­თი, რო­მელ­საც აღარ აქვს ნერ­ვე­ბი და მისი იდე­ა­ფიქ­სი მხო­ლოდ ლი­დე­რო­ბაა. რე­ა­ლო­ბა­საა მო­წყვე­ტი­ლი. ომის გა­ჩე­რე­ბას მხო­ლოდ მისი მო­შო­რე­ბა შეძ­ლებს. მერე კი მხა­რე­ებს მო­ლა­პა­რა­კე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა ექ­ნე­ბათ.

ხა­ტია შა­მუ­გია, წამ­ყვა­ნი, პი­ა­რის სპე­ცი­ა­ლის­ტი:

- ძა­ლი­ან მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბაა, და­ზაფ­რუ­ლი და მო­წყე­ნი­ლი ვარ. ამას გან­სა­კუთ­რე­ბით მა­შინ ვგრძნობ, რო­დე­საც რა­დი­ო­ში გა­და­ცე­მა მიმ­ყავს. ჩემი გა­და­ცე­მა მარ­თა­ლია, საქ­მი­ა­ნია და არა­გა­სარ­თო­ბი, მაგ­რამ მა­ინც მო­წყე­ნი­ლი ეთე­რი გა­მო­დის. ასე­თი ჩემი 15-წლა­ნი გა­მოც­დი­ლე­ბის მან­ძილ­ზე არ მახ­სოვს... დი­ლას რომ ვიღ­ვი­ძებ, პირ­ველ რიგ­ში, ტე­ლე­ვი­ზორს ვრთავ და არ­ხებ­ზე ახალ ამ­ბებს ვეც­ნო­ბი. მაგ დროს ისე­თი და­ძა­ბუ­ლი ვარ, რად­გან არ მინ­და, გა­ვი­გო, რომ სად­მე ბავ­შვე­ბი კი­დევ და­ი­ბომ­ბეს... ამ ხალ­ხს ძა­ლი­ან თა­ნა­ვუგ­რძნობ...

უკ­რა­ი­ნა­ში არ ვარ ნამ­ყო­ფი, გად­მო­ცე­მით ვიცი მათ­ზე, ბევ­რი კარ­გი მსმე­ნია, ის­ტო­რი­უ­ლი ქვე­ყა­ნაა... სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვად უკ­რა­ი­ნე­ლებ­თან პარტნი­ო­რუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბაც მაქვს, ძა­ლი­ან თბი­ლი ხალ­ხია და ახლა ხომ გა­ოგ­ნე­ბუ­ლი ვარ მათი გამ­ბე­და­ო­ბით, პატ­რი­ო­ტიზ­მით, გამ­ძლე­ო­ბით, მხნე­ო­ბით. მგო­ნია, ყვე­ლა­ფერს თა­ვი­სი და­სას­რუ­ლი აქვს და ვე­ლო­დე­ბი, რომ და­ნა­კარ­გი მეტი აღარ ექ­ნე­ბათ, სი­კე­თე გა­ი­მარ­ჯვებს. სიმ­შვი­დემ უნდა და­ი­სად­გუ­როს.

ეს მოხ­დე­ბა კი­დე­ვაც, მაგ­რამ მინ­და, მალე გა­მო­ა­ცხა­დონ, - დამ­თავ­რდა ყვე­ლა­ფე­რი, უკ­რა­ი­ნამ გა­ი­მარ­ჯვა, ის ევ­რო­კავ­შირ­შია - ჩვენ ეს დაგ­ვამ­შვი­დებს. ვუს­მენ კვა­ლი­ფი­ცი­ურ ექ­სპერ­ტებს და ამ­ბო­ბენ, რომ ყვე­ლა­ფე­რი პრო­ტო­კო­ლის მი­ხედ­ვით მი­დის. ამი­ტომ, მჯე­რა, რომ მსოფ­ლიო აუ­ცი­ლებ­ლად მი­ი­ღებს იმ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას, რაც უკ­რა­ი­ნე­ლი ხალ­ხის­თვის აუ­ცი­ლე­ბე­ლი და სა­ჭი­რო იქ­ნე­ბა. და არა მარ­ტო უკ­რა­ი­ნე­ლი ხალ­ხის­თვის, მსოფ­ლიო სიმ­შვი­დის­თვის. ახლა მსოფ­ლიო ებ­რძვის ბო­როტ ძა­ლას, არ შე­იძ­ლე­ბა ბო­რო­ტე­ბამ გა­ი­მარ­ჯვოს.

დე­და­მი­წა, კოს­მო­სიც ვერ იტანს ამ­დენ ნე­გა­ტივს... ძა­ლი­ან მე­ნა­ნე­ბა ის ადა­მი­ა­ნე­ბი, უდა­ნა­შა­უ­ლო და მებ­რძო­ლი ხალ­ხი, ვინც ამას შე­ე­წი­რა... პრე­ზი­დენ­ტი ზე­ლენ­სკი გა­მო­ჩე­ნის დღი­დან ძა­ლი­ან მომ­წონს, პა­ტივს ვცემ, იმ სფე­რო­დან, შო­უ­ბიზ­ნე­სი­და­ნაა, რო­მე­ლიც ჩემ­თან ახ­ლოს არის. ნი­ჭი­ე­რი კაცი ყვე­ლა­ფერ­ში ნი­ჭი­ე­რია. მერე რა, რე­ი­გა­ნიც მსა­ხი­ო­ბი იყო და ამე­რი­კის ერთ-ერთი სა­უ­კე­თე­სო პრე­ზი­დენ­ტი აღ­მოჩ­ნდა... ზე­ლენ­სკი არა მარ­ტო უკ­რა­ი­ნის პრე­ზი­დენ­ტია, მსოფ­ლი­ო­ში მშვი­დო­ბის­თვის იბ­რძვის. ის არის ნა­თე­ლი მა­გა­ლი­თი რო­გო­რი აუ­ცი­ლე­ბე­ლია სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან სწო­რი კო­მუ­ნი­კა­ცია. მინ­და, უკ­რა­ი­ნა ძა­ლი­ან მალე გახ­დეს ევ­რო­კავ­ში­რის წევ­რი და შემ­დეგ მთე­ლი მსოფ­ლიო გა­თა­ვი­სუფ­ლდეს ამ ბო­რო­ტი ძა­ლის­გან და ბო­რო­ტე­ბის­გან, რა­საც პუ­ტი­ნი და მისი დიქ­ტა­ტუ­რა ჰქვია.

ნა­ნი­კო ხა­ზა­რა­ძე, ტე­ლე­წამ­ყვა­ნი:

- ეს ომი ძა­ლი­ან გან­სხვავ­დე­ბა ყვე­ლა იმ ომის­გან, რო­მე­ლიც ჩემი თვა­ლით მი­ნა­ხავს და სა­კუ­თარ ტყავ­ზე მიგ­რძვნია. ომს პირ­და­პირ ეთერ­ში ვუ­ყუ­რებ, თით­ქოს კი­ნო­თე­ატ­რში ვიჯ­დე. ეს ერთი შე­ხედ­ვით უტ­რი­რე­ბაა, მაგ­რამ ყვე­ლა­ნი ვსხედ­ვართ და ომს ტე­ლე­ვი­ზო­რის სა­შუ­ა­ლე­ბით ვუ­ყუ­რებთ. ეს არის კა­ტას­ტრო­ფა. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მა­სა­ლა გა­ფილტრუ­ლი მო­დის, ძა­ლი­ან მძი­მე კად­რე­ბია. ისე­დაც რუ­ტი­ნუ­ლი ცხოვ­რე­ბა გვაქვს და ამას პა­რა­ლე­ლუ­რად ესეც და­ე­მა­ტა. ეს არის პლა­ნე­ტის მძი­მე ომი. ფი­ზი­კუ­რად თუ არა, ფიქ­რე­ბით, აზ­რე­ბით, მენ­ტა­ლუ­რად, თვა­ლით, ყუ­რით, ყვე­ლა სენ­სო­რით იქ ვართ. ის ადა­მი­ა­ნე­ბი კი ვინც იქ არი­ან, ფსი­ქო­ლო­გი­ურ და ფი­ზი­კურ გან­საც­დელ­ში არი­ან.

ხალ­ხის შიშ­ვე­ლი ხე­ლე­ბით იბ­რძვის, გა­სა­ო­ცა­რია მათი ასე­თი ერ­თსუ­ლოვ­ნე­ბა, სი­მა­მა­ცე, თავ­და­დე­ბა. ტან­კებს, შიშ­ვე­ლი ხე­ლე­ბით აჩე­რე­ბენ, ებ­რძვი­ან იმ აგ­რე­სი­ას, რო­მე­ლიც იქ ვი­თომ სი­კე­თის სა­ხე­ლით შე­ვი­და. არის მსხვერ­პლი, რად­გა­ნაც უკვე ორი კვი­რაა ომია. სა­დღაც თუ წინ წა­ი­წევს მტე­რი, უკ­რა­ი­ნე­ლე­ბი იმ წუ­თას იმ პო­ზი­ცი­ებს უკან იბ­რუ­ნე­ბენ. უკ­რა­ი­ნე­ლე­ბის ეს შე­მარ­თე­ბა, ალ­ბათ, მტერს ფსი­ქო­ლო­გი­უ­რად ტეხს.

ზე­ლენ­სკი კარ­გი ლი­დე­რია. ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ადა­მი­ა­ნია, ანუ ის, რაც სა­ე­როდ პო­ლი­ტი­კას მთელ მსოფ­ლი­ო­ში აკ­ლია. ის თვი­სე­ბე­ბი, რაც აქამ­დე პო­ლი­ტი­კა­ში არ არ­სე­ბობ­და, ზე­ლენ­სკიმ შე­მო­ი­ტა­ნა. თან პრე­ზი­დენ­ტია, თან ქმა­რია, მა­მაა, ლი­დე­რია, ყვე­ლა ას­პექ­ტში წელ­ში გა­მარ­თუ­ლი ადა­მი­ა­ნია. რაც შე­ე­ხე­ბა პროგ­ნოზს, ვეყ­რდნო­ბი მხო­ლოდ იმას, რაც მეს­მის, რაც მი­ხა­რია და ეს არის ის, რომ რუ­სე­თი და­სუს­ტე­ბუ­ლია და მას მალე კუ­თხე­ში მი­ა­ყე­ნე­ბენ.

მკითხველის კომენტარები / 12 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ძინ პინი
3

უკრაინის გვერდით ყოფნა ჩვენი ვალია როგორც მორალური ისე ყველა სხვა კუთხით მაგრამ ქართველებმა ყველაფერი ზედმეტი ვიცით მათ შორის მხარდაჭერა უკვე ტაშფანდურაშია გადასული... ასეთი ინტერესით და სულისკვეთებით რომ ყოფილიყვნენ ჩვენი ხალხი 2008 წელს მაშინ როდესაც მაგალითად ემიგრანტები თავიანთ ოჯახის წევრების გაყვანა დაიწყეს ხოლო რიგითი მოქალაქეები უკვე კახეთისკენ აზერბაიჯანის საზღვრისკენ მიდიოდნენ კარგი იქნებოდა... ქართველის ყველაზე დიდი პრობლემა ის არის რომ მას ყველა და ყველაფერი უყვარს მაგრამ არა თავისი.

სანო
6

ვერ მესმის ამათი აზრი რატომ უნდა მაინტერესებდეს?საკუთარი აზრი არ მაქვს?

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების წესს?
ავტორი:

"ასეთი რამ 15-წლიანი გამოცდილების მანძილზე არ მახსოვს... დილას რომ ვიღვიძებ, პირველ რიგში, ტელევიზორს ვრთავ" - როგორია ცნობილი ქართველების რეაქციები ომზე?

"ასეთი რამ 15-წლიანი გამოცდილების მანძილზე არ მახსოვს... დილას რომ ვიღვიძებ, პირველ რიგში, ტელევიზორს ვრთავ" - როგორია ცნობილი ქართველების რეაქციები ომზე?

უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესია არ წყდება, რამაც მსოფლიოს დღის წესრიგი ფაქტობრივად შეცვალა. ახლა მსოფლიო საზოგადოების ყურადღება უკრაინისკენაა გადატანილი. უკრაინის მოსახლეობას თანადგომას უცხადებს სამყაროს ცივილიზებული ნაწილი.

ყველას გაოცებას იწვევს უკრაინელი ერის საოცარი გმირობა და მტერთან ბრძოლის უდრეკი პოზიცია, მხნეობა... ამ ომმა მშვიდი ძილი და მოსვენება ადამიანებს ჩვენს ქვეყანაშიც დაუკარგა...

რას ფიქრობენ რუსეთის სამხედრო აგრესიაზე და უკრაინაში არსებულ უმძიმეს ვითარებაზე, ამაზე AMBEBI.GE-მ რამდენიმე ინტერვიუ ჩაწერა.

გოგა ჩანადირი, ფოტოგრაფი:

- როდესაც რუსეთის სამხედროებმა პირველად საავადმყოფო, საბავშვო ბაღი დაბომბეს, ვიფიქრე, გამოფხიზლდებიან, ასეთ ბოროტებას აღარ ჩაიდენენ-მეთქი, მაგრამ ბოლოს მარიუპოლში სამშობიარო სახლი დაანგრიეს. როდესაც კადრში დაჭრილი ფეხმძიმე ქალი დავინახე, რომელიც დაბომბილი საავადმყოფოდან გამოდიოდა, მივხვდი, რომ ესენი კანიბალები არიან. მათ არა მხოლოდ უკრაინის ტერიტორიის განადგურება სურთ, სრულად უკრაინელი ერის. სამშობიაროებზე, ქალებზე, ბავშვებზე, მოხუცებზე?! რა საქმე აქვთ მათთან?! ასეთ თავდასხმას ახნა არ აქვს... უდანაშაულო ხალხი იხოცება... დედას შვილების დატირების საშუალებას არ აძლევენ... ჰუმანიტარულ დერეფნებს ბომბავენ...

ომსაც თავის კანონები აქვს, რომელიც ჯერ კიდევ ოდითგანვე არსებობდა. მაგრამ როდესაც ამ კანონებსაც არაფრად აგდებენ, ჩემი ემოციები ძალიან მძიმეა. რუსებს რომ ჰქონდეთ სწორი ინფორმაცია, რა ხდება უკრაინაში, ისინი ამ ომს მეტად დაგმობდნენ და გააპროტესტებდნენ. მილიონობით ადამიანი აღმოსავლეთ უკრაინაში დევნილობაშია და თუ ეს აგრესია არ შეჩერდა, დევნილთა რიცხვი უფრო გაიზრდება. საერთოდ მეჩვენება, რომ აშშ არ არის მზად იმისთვის, რომ სამხედრო მონაწილეობა მიიღოს დამპყრობელი რუსეთის წინააღმდეგ, მაგრამ მაინც მგონია, რომ კიდევ სხვა რესურსებიც არსებობს, რითაც ამ ომის შეჩერება შეიძლება. მათ უნდა იაქტიურონ მთელი მსოფლიოს მასშტაბით. მხოლოდ ევროკავშირის და აშშ-ის სანქციები არ კმარა, ამაში მთელი ცივილიზებული სამყარო უნდა ჩაერთოს. რუსეთს არ უნდა ჰქონდეს იმის განცდა, რომ მსოფლიოში ვინმე დაეხმარება...

- უკრაინელი ხალხი მხნეობას და საკუთარი მიწის, ქვეყნის დაცვის საოცარ უნარს ავლენს...

- ეს სიახლე არ არის - უკრაინამ ჯერ კიდევ მეორე მსოფლიო ომის დარტყმა მიიღო თავის თავზე. საოცარი ტრაგედია დატრიალდა, მილიონობით ადამიანი დაიღუპა... ამჯერად ნათლად ის გამოჩნდა, რომ მეტი სიმტკიცე და ერთიანობა აჩვენეს, რამაც ხელი შეუწყო ეროვნულ-სახელმწიფოებრივი ცნობიერების ჩამოყალიბებას. კარგად ვიცნობ უკრაინას, იქ ვარ მონათლული...

ზელენსკი კარგი ლიდერი აღმოჩნდა. ხანდახან მეჩვენება, რომ აქვს ცოტათი ისტერიკის მომენტები, მაგრამ ეს უფრო ომის დასაწყისში იყო, ახლა ემოციები უფრო მოთოკა, ომთან დაკავშირებით სწორად პოზიციონირებს საერთაშორისო მედიასა თუ ორგანიზაციებთან. მიუხედავად იმისა, რომ არანაირი პოლიტიკური გამოცდილება არ ჰქონდა, აღმოჩნდა, რომ ძალიან კარგი პრეზიდენტია. მის მაგალითზე ისიც გაირკვა, რომ კარგი ლიდერობისთვის მთავარია იყო საკუთარი ქვეყნის პატრიოტი. მასში რაც ყველზე მეტად მომწონს, გულწრფელი სიყვარულია იმ იდეების და ღირებულებების, რისთვისაც იბრძვის ახლა უკრაინელი ერი.

- როგორია შენი პროგნოზი?

- უკრაინა გათავისუფლდება, ის დაიბრუნებს ყირიმს, დონეცკს, ლუგანსკს. რუსეთმა მწარედ შეტოპა და ის დამარცხდება. დამარცხებული ადამიანები წართმეულ ტერიტორიებს ვერ დაიტოვებენ. რუსეთის დამარცხება კი იქნება ფაქტორი, საქართველოს ტერიტორიების დაბრუნებაზეც ვიფიქროთ, ისევე როგორც მოლდოვამ. უბრალოდ, მზად უნდა ვიყოთ, რომ დაკარგული ტერიტორიების დასაბრუნებლად ომი არ დაგვჭირდეს.

სამართალი აღდგება და ჩვენი ტერიტორიული მთლიანობაც. სავარაუდოდ პუტინს თავისი გარემოცვა მოიშორებს, ბირთვული იარაღის გამოყენების საშუალებას არავინ მისცემს. რაც არ უნდა ცხელი გონების გენერლები ჰყავდეს, ისინი ამას არ დაუშვებენ. რადგანაც ამის შედეგს ისევ უკან მიიღებენ. ის არის ჩვეულებრივი ფსიქოპათი, რომელსაც აღარ აქვს ნერვები და მისი იდეაფიქსი მხოლოდ ლიდერობაა. რეალობასაა მოწყვეტილი. ომის გაჩერებას მხოლოდ მისი მოშორება შეძლებს. მერე კი მხარეებს მოლაპარაკების საშუალება ექნებათ.

ხატია შამუგია, წამყვანი, პიარის სპეციალისტი:

- ძალიან მძიმე მდგომარეობაა, დაზაფრული და მოწყენილი ვარ. ამას განსაკუთრებით მაშინ ვგრძნობ, როდესაც რადიოში გადაცემა მიმყავს. ჩემი გადაცემა მართალია, საქმიანია და არაგასართობი, მაგრამ მაინც მოწყენილი ეთერი გამოდის. ასეთი ჩემი 15-წლანი გამოცდილების მანძილზე არ მახსოვს... დილას რომ ვიღვიძებ, პირველ რიგში, ტელევიზორს ვრთავ და არხებზე ახალ ამბებს ვეცნობი. მაგ დროს ისეთი დაძაბული ვარ, რადგან არ მინდა, გავიგო, რომ სადმე ბავშვები კიდევ დაიბომბეს... ამ ხალხს ძალიან თანავუგრძნობ...

უკრაინაში არ ვარ ნამყოფი, გადმოცემით ვიცი მათზე, ბევრი კარგი მსმენია, ისტორიული ქვეყანაა... სამსახურებრივად უკრაინელებთან პარტნიორული ურთიერთობაც მაქვს, ძალიან თბილი ხალხია და ახლა ხომ გაოგნებული ვარ მათი გამბედაობით, პატრიოტიზმით, გამძლეობით, მხნეობით. მგონია, ყველაფერს თავისი დასასრული აქვს და ველოდები, რომ დანაკარგი მეტი აღარ ექნებათ, სიკეთე გაიმარჯვებს. სიმშვიდემ უნდა დაისადგუროს.

ეს მოხდება კიდევაც, მაგრამ მინდა, მალე გამოაცხადონ, - დამთავრდა ყველაფერი, უკრაინამ გაიმარჯვა, ის ევროკავშირშია - ჩვენ ეს დაგვამშვიდებს. ვუსმენ კვალიფიციურ ექსპერტებს და ამბობენ, რომ ყველაფერი პროტოკოლის მიხედვით მიდის. ამიტომ, მჯერა, რომ მსოფლიო აუცილებლად მიიღებს იმ გადაწყვეტილებას, რაც უკრაინელი ხალხისთვის აუცილებელი და საჭირო იქნება. და არა მარტო უკრაინელი ხალხისთვის, მსოფლიო სიმშვიდისთვის. ახლა მსოფლიო ებრძვის ბოროტ ძალას, არ შეიძლება ბოროტებამ გაიმარჯვოს.

დედამიწა, კოსმოსიც ვერ იტანს ამდენ ნეგატივს... ძალიან მენანება ის ადამიანები, უდანაშაულო და მებრძოლი ხალხი, ვინც ამას შეეწირა... პრეზიდენტი ზელენსკი გამოჩენის დღიდან ძალიან მომწონს, პატივს ვცემ, იმ სფეროდან, შოუბიზნესიდანაა, რომელიც ჩემთან ახლოს არის. ნიჭიერი კაცი ყველაფერში ნიჭიერია. მერე რა, რეიგანიც მსახიობი იყო და ამერიკის ერთ-ერთი საუკეთესო პრეზიდენტი აღმოჩნდა... ზელენსკი არა მარტო უკრაინის პრეზიდენტია, მსოფლიოში მშვიდობისთვის იბრძვის. ის არის ნათელი მაგალითი როგორი აუცილებელია საზოგადოებასთან სწორი კომუნიკაცია. მინდა, უკრაინა ძალიან მალე გახდეს ევროკავშირის წევრი და შემდეგ მთელი მსოფლიო გათავისუფლდეს ამ ბოროტი ძალისგან და ბოროტებისგან, რასაც პუტინი და მისი დიქტატურა ჰქვია.

ნანიკო ხაზარაძე, ტელეწამყვანი:

- ეს ომი ძალიან განსხვავდება ყველა იმ ომისგან, რომელიც ჩემი თვალით მინახავს და საკუთარ ტყავზე მიგრძვნია. ომს პირდაპირ ეთერში ვუყურებ, თითქოს კინოთეატრში ვიჯდე. ეს ერთი შეხედვით უტრირებაა, მაგრამ ყველანი ვსხედვართ და ომს ტელევიზორის საშუალებით ვუყურებთ. ეს არის კატასტროფა. მიუხედავად იმისა, რომ მასალა გაფილტრული მოდის, ძალიან მძიმე კადრებია. ისედაც რუტინული ცხოვრება გვაქვს და ამას პარალელურად ესეც დაემატა. ეს არის პლანეტის მძიმე ომი. ფიზიკურად თუ არა, ფიქრებით, აზრებით, მენტალურად, თვალით, ყურით, ყველა სენსორით იქ ვართ. ის ადამიანები კი ვინც იქ არიან, ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ განსაცდელში არიან.

ხალხის შიშველი ხელებით იბრძვის, გასაოცარია მათი ასეთი ერთსულოვნება, სიმამაცე, თავდადება. ტანკებს, შიშველი ხელებით აჩერებენ, ებრძვიან იმ აგრესიას, რომელიც იქ ვითომ სიკეთის სახელით შევიდა. არის მსხვერპლი, რადგანაც უკვე ორი კვირაა ომია. სადღაც თუ წინ წაიწევს მტერი, უკრაინელები იმ წუთას იმ პოზიციებს უკან იბრუნებენ. უკრაინელების ეს შემართება, ალბათ, მტერს ფსიქოლოგიურად ტეხს.

ზელენსკი კარგი ლიდერია. ჩვეულებრივი ადამიანია, ანუ ის, რაც საეროდ პოლიტიკას მთელ მსოფლიოში აკლია. ის თვისებები, რაც აქამდე პოლიტიკაში არ არსებობდა, ზელენსკიმ შემოიტანა. თან პრეზიდენტია, თან ქმარია, მამაა, ლიდერია, ყველა ასპექტში წელში გამართული ადამიანია. რაც შეეხება პროგნოზს, ვეყრდნობი მხოლოდ იმას, რაც მესმის, რაც მიხარია და ეს არის ის, რომ რუსეთი დასუსტებულია და მას მალე კუთხეში მიაყენებენ.