მნიშვნელოვანი ინფორმაცია
პოლიტიკა
საზოგადოება

22

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 03:21-ზე, მთვარე ვერძს ესტუმრება 20:21-ზე – ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
მსოფლიო
მეცნიერება
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ევროკავშირი მაისის შუა რიცხვებში რუსეთის ენერგომატარებლებზე ეტაპობრივად თავის დაღწევაზე გეგმას წარადგენს" - ურსულა დონ დერ ლაიენი
"ევროკავშირი მაისის შუა რიცხვებში რუსეთის ენერგომატარებლებზე ეტაპობრივად თავის დაღწევაზე გეგმას წარადგენს" - ურსულა დონ დერ ლაიენი

ევ­რო­კო­მი­სი­ის პრე­ზი­დენ­ტის ურ­სუ­ლა ფონ დერ ლა­ი­ე­ნის გან­ცხა­დე­ბით, ევ­რო­კავ­ში­რი გეგ­მავს, მა­ი­სის შუა რი­ცხვე­ბის­თვის წარ­მო­ად­გი­ნოს წი­ნა­და­დე­ბე­ბი, რო­მე­ლიც 2027 წლის­თვის რუ­სე­თის ენერ­გო­მა­ტა­რებ­ლებ­ზე და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბის­გან თა­ვის არი­დე­ბას ით­ვა­ლის­წი­ნებს. ამის შე­სა­ხებ „CNN“ იუ­წყე­ბა.

„მა­ი­სის შუა რი­ცხვე­ბის­თვის ჩვენ გა­მო­ვალთ წი­ნა­და­დე­ბით 2027 წლის­თვის რუ­სულ გაზ­ზე, ნავ­თობ­სა და ნახ­შირ­ზე ეტა­პობ­რი­ვად უა­რის თქმის შე­სა­ხებ, რაც გამ­ყა­რე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა აუ­ცი­ლე­ბე­ლი ეროვ­ნუ­ლი და ევ­რო­პუ­ლი რე­სურ­სე­ბით“ , - გა­ნა­ცხა­და ლა­ი­ენ­მა ევ­რო­საბ­ჭოს სა­მი­ტის შემ­დეგ, ევ­რო­პუ­ლი საბ­ჭოს პრე­ზი­დენტ შარლ მი­შელ­თან და საფ­რან­გე­თის პრე­ზი­დენტ ემა­ნუ­ელ მაკ­რონ­თან ერ­თად გა­მარ­თულ პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე.

მან­ვე გა­ნა­ცხა­და, რომ მარ­ტის ბო­ლოს­თვის კო­მი­სია წარ­მო­ად­გენს გაზ­ზე და ელექტრო­ე­ნერ­გი­ა­ზე ფა­სე­ბის ზრდის შე­ზღუდ­ვის ვა­რი­ან­ტებს.

მი­სი­ვე თქმით, ევ­რო­კავ­ში­რი გეგ­მავს შექ­მნას სა­მუ­შაო ჯგუ­ფი, რო­მე­ლიც შე­ი­მუ­შა­ვებს მა­რა­გის შევ­სე­ბის გეგ­მას მო­მა­ვა­ლი ზამ­თრის­თვის.

„ევ­რო­კავ­შირ­მა უნდა გან­სა­ზღვროს ბუ­ნებ­რი­ვი აი­რის მა­რაგ­თან და­კავ­ში­რე­ბით თა­ვი­სი გრძელ­ვა­დი­ა­ნი პო­ლი­ტი­კა. შე­სა­ბა­მი­სად, კო­მი­სია წა­რად­გენს წი­ნა­და­დე­ბას მი­წის­ქვე­შა გა­ზის სა­ცა­ვის ყო­ვე­ლი წლის პირ­ველ ოქ­ტომ­ბრამ­დე მი­ნი­მუმ 90%-მდე შევ­სე­ბის შე­სა­ხებ“ - თქვა ლა­ი­ენ­მა.

მისი თქმით, ეს იქ­ნე­ბა "მათი სა­და­ზღვე­ვო პო­ლი­სი" მი­წო­დე­ბის შე­ფერ­ხე­ბის შემ­თხვე­ვა­ში.

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გოგა
0

მანამდე რუსეთის გაზით გათბებიან ,უკრაინაში კი ხლხი იყინება და იხოცება ,ამით იმეიდი უნდა ქონდეთ პირად კომფორტს ვერ ღალატობენ ,

zaza
1

2027 წლამდე ან რუსეთი არ იქნება ან უკრაინა. ვის აბოლებთ .......

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

"ევროკავშირი მაისის შუა რიცხვებში რუსეთის ენერგომატარებლებზე ეტაპობრივად თავის დაღწევაზე გეგმას წარადგენს" - ურსულა დონ დერ ლაიენი

"ევროკავშირი მაისის შუა რიცხვებში რუსეთის ენერგომატარებლებზე ეტაპობრივად თავის დაღწევაზე გეგმას წარადგენს" - ურსულა დონ დერ ლაიენი

ევროკომისიის პრეზიდენტის ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, ევროკავშირი გეგმავს, მაისის შუა რიცხვებისთვის წარმოადგინოს წინადადებები, რომელიც 2027 წლისთვის რუსეთის ენერგომატარებლებზე დამოკიდებულებისგან თავის არიდებას ითვალისწინებს. ამის შესახებ „CNN“ იუწყება.

„მაისის შუა რიცხვებისთვის ჩვენ გამოვალთ წინადადებით 2027 წლისთვის რუსულ გაზზე, ნავთობსა და ნახშირზე ეტაპობრივად უარის თქმის შესახებ, რაც გამყარებული იქნება აუცილებელი ეროვნული და ევროპული რესურსებით“ , - განაცხადა ლაიენმა ევროსაბჭოს სამიტის შემდეგ, ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელთან და საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე.

მანვე განაცხადა, რომ მარტის ბოლოსთვის კომისია წარმოადგენს გაზზე და ელექტროენერგიაზე ფასების ზრდის შეზღუდვის ვარიანტებს.

მისივე თქმით, ევროკავშირი გეგმავს შექმნას სამუშაო ჯგუფი, რომელიც შეიმუშავებს მარაგის შევსების გეგმას მომავალი ზამთრისთვის.

„ევროკავშირმა უნდა განსაზღვროს ბუნებრივი აირის მარაგთან დაკავშირებით თავისი გრძელვადიანი პოლიტიკა. შესაბამისად, კომისია წარადგენს წინადადებას მიწისქვეშა გაზის საცავის ყოველი წლის პირველ ოქტომბრამდე მინიმუმ 90%-მდე შევსების შესახებ“ - თქვა ლაიენმა.

მისი თქმით, ეს იქნება "მათი სადაზღვევო პოლისი" მიწოდების შეფერხების შემთხვევაში.