საზოგადოება
მსოფლიო

16

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 01:23-ზე, მთვარე თევზებშია – რეკომენდებულია ფინანსური საკითხების მოგვარება. კონტაქტი უფროსებთან და საზოგადო მოღვაწეებთან. იმუშავეთ როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად, ერთობლივად გადაჭერით საინტერესო საკითხები. იყავით ყურადღებიანი კრეატიული იდეების მიმართ. კარგია ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება, მივლინებაში წასვლა. ჩაერთეთ შემოქმედებით საქმიანობაში მოაწყვეთ შემოქმედებითი საღამო, კონცერტი, გამოფენა. ყველაფერი შეიძლება მიირთვათ, მთავარია ღვიძლი არ გადაიტვირთოთ, აი, ტკბილეულს კი მოერიდეთ.
სამართალი
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"დღეს ჩემში მსახიობი საერთოდ აღარ არის... რომ ვიცოდე, საღამოს სპექტაკლი უნდა ვითამაშო, ალბათ მოვკვდები" - მაია დობორჯგინიძე ოჯახსა და შეცვლილ პროფესიაზე
"დღეს ჩემში მსახიობი საერთოდ აღარ არის... რომ ვიცოდე, საღამოს სპექტაკლი უნდა ვითამაშო, ალბათ მოვკვდები" - მაია დობორჯგინიძე ოჯახსა და შეცვლილ პროფესიაზე

მაია დო­ბორჯგი­ნი­ძეს­თან შეხ­ვედ­რა რუს­თა­ვე­ლის თე­ატრთან დავთქვით. სა­სა­უბ­როდ მისი მე­უღ­ლის, გოგა ბარ­ბა­ქა­ძის საგ­რი­მი­ო­რო და­ვი­კა­ვეთ, რო­მელ­თა­ნაც უკვე 16-წლი­ა­ნი ოჯა­ხი აქვს და წყვილს ორი შვი­ლი ჰყავს. აქ მა­ი­კოს "შთა­ბეჭ­დი­ლე­ბე­ბის ყუ­თის­თვის" თავი უნდა მოგ­ვე­ხა­და. ასეთ დროს აწ­მყო და წარ­სუ­ლი ერ­თმა­ნეთ­ში ირე­ვა და იმ ადა­მი­ა­ნებ­საც იხ­სე­ნებ, ვინც შენს პი­როვ­ნულ თუ პრო­ფე­სი­ულ გან­ვი­თა­რე­ბა­ში მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი კვა­ლი და­ტო­ვა. სწო­რედ ამი­ტომ, სა­უ­ბა­რი ბავ­შვო­ბის შთა­ბეჭ­დი­ლე­ბე­ბით და­ვი­წყეთ და ეტა­პობ­რი­ვად დღემ­დე მო­ვე­დით.

მა­ნამ­დე გე­ტყვით, რომ მაია დო­ბორჯგი­ნი­ძეს სა­ზო­გა­დო­ე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბა რო­გორც მსა­ხი­ობს, ისე იც­ნობს და ცო­ტამ თუ იცის, რომ არა­ერ­თი წე­ლია მუ­შა­ობს, რო­გორც რე­ჟი­სო­რი. ამ პრო­ფე­სი­ა­ში მისი დე­ბი­უ­ტი 2010 წელს შედ­გა, როცა "თა­ვი­სუ­ფალ თე­ატ­რში" სპექ­ტაკ­ლი "თაფ­ლო­ბის თვე" წარ­მო­ად­გი­ნა. მის­თვის შთამ­ბეჭ­და­ვი ავ­ტო­რე­ბის, ფილ­მე­ბი­სა და სპექ­ტაკ­ლე­ბის სია კი ასე გა­მო­ი­ყუ­რე­ბა: ყვე­ლა­ზე ხში­რად პი­ე­სებს კი­თხუ­ლობს, საყ­ვა­რე­ლი ავ­ტო­რი შექ­სპი­რია; ძვე­ლი ქარ­თუ­ლი ფილ­მე­ბი­დან გა­მორ­ჩე­უ­ლად უყ­ვარს: "ცის­ფე­რი მთე­ბი" და "შე­რე­კი­ლე­ბი". ფე­ლი­ნის, პა­ზო­ლი­ნის ფილ­მე­ბის მა­ყუ­რე­ბე­ლია და დღეს ფა­ვო­რიტ რე­ჟი­სო­რებს კი­დევ ორი და­ე­მა­ტა - იორ­გოს ლან­თი­მო­სი და გი­ლერ­მო დელ ტორო. რაც შე­ე­ხე­ბა შთამ­ბეჭ­დავ სპექ­ტაკ­ლებს, მის­თვის ასე­თია რო­ბერტ სტუ­რუ­ას დად­გმე­ბი: წარ­სუ­ლი­დან - "ქალი-გვე­ლი", ხოლო დღე­ვან­დე­ლე­ბი­დან - "თა­მა­შის და­სას­რუ­ლი".

- ბავ­შვო­ბი­დან ნათ­ლად მახ­სოვს ბა­ღის პე­რი­ო­დი. იყო ერთი უმ­შვე­ნი­ე­რე­სი, მო­წეს­რი­გე­ბუ­ლი, მა­ღა­ლი ქერა ქალ­ბა­ტო­ნი ირი­ნა ალექ­სე­ევ­ნა, რო­მელ­საც ვა­კე­ში შინ კერ­ძო ბაღი ჰქონ­და. არ ვიცი, დე­და­ჩემ­მა სად იპო­ვა ეს ბაღი, რად­გან მა­შინ ეს იშ­ვი­ა­თო­ბა იყო. პე­და­გოგს ზამ­თარ-ზა­ფხულ ვა­კის პარკში დავ­ყავ­დით. ჯი­ბე­ე­ბი სავ­სე მქონ­და რკო­ე­ბით, ჯო­ხე­ბით, წიწ­ვე­ბით. ჯგუფ­ში ცო­ტა­ნი ვი­ყა­ვით, სა­სა­ცი­ლო კომ­ბი­ნე­ზო­ნე­ბი გვეც­ვა, გან­ძრე­ვა რომ გვი­ჭირ­და, ისე­თი და ერ­თმა­ნეთ­ზე რე­ზი­ნით გა­დაბ­მუ­ლი ხელ­თათ­მა­ნე­ბი კი­სერ­ზე გვქონ­და გა­და­კი­დე­ბუ­ლი. დღემ­დე მახ­სოვს, ირი­ნა ალექ­სე­ევ­ნა სხვას­თან თუ სა­უბ­რობ­და და იმ დროს ლა­პა­რაკს ვა­წყვე­ტი­ნებ­დით, გვე­უბ­ნე­ბო­და, - რა­მის თქმა ან კი­თხვა თუ გინ­დათ, ჯერ ბო­დი­ში მო­ი­ხა­დეთ და ისე მკი­თხე­თო.

დღეს ჩემს შვი­ლებს - გაბ­რი­ე­ლი 13 წლი­საა, ბარ­ბა­რა 7-ის - სულ ამას ვე­უბ­ნე­ბი, მე ასე მას­წავ­ლეს-მეთ­ქი. რაც შე­ე­ხე­ბა სკო­ლას, მე-6 გერ­მა­ნულ სკო­ლა­ში ვსწავ­ლობ­დი, რო­მე­ლიც იმ დროს ახა­ლი და­არ­სე­ბუ­ლი იყო. პე­და­გო­გებ­სა და მოს­წავ­ლე­ებს შო­რის მცი­რე ასა­კობ­რი­ვი სხვა­ო­ბა გვქონ­და - მა­გა­ლი­თად, ჩემი კლა­სის დამ­რი­გე­ბე­ლი მერი ტო­რა­ძე 22 წლის იყო და ასე­თი­ვე ახალ­გაზ­რდა პე­და­გო­გე­ბი გვყავ­და სხვე­ბიც, რომ­ლებ­საც ბავ­შვებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბი­სა და სწავ­ლი­სად­მი გა­მორ­ჩე­უ­ლი მე­თო­დე­ბი ჰქონ­დათ. ახლა რომ დავ­ფიქ­რდი, ვხვდე­ბი, ბაღ­შიც და სკო­ლა­შიც ძა­ლი­ან გა­მი­მარ­თლა. საყ­ვა­რე­ლი და კარ­გი კლა­სი მყავ­და და დღემ­დე კლა­სე­ლე­ბი რა­მის აღ­სა­ნიშ­ნა­ვად რომ ვიკ­რი­ბე­ბით, მე­რიც აუ­ცი­ლებ­ლად ჩვენ­თან ერ­თად არის ხოლ­მე.

- იმა­ვე წლე­ბი­დან პირ­ვე­ლი ელდა და ცხოვ­რე­ბი­სე­ულ ტრა­გე­დი­ებ­თან შე­ხე­ბა რას უკავ­შირ­დე­ბა?

- ყვე­ლა­ზე ტრა­გი­კუ­ლი ფაქ­ტი ალ­ბათ მა­ინც ადა­მი­ა­ნის გარ­დაც­ვა­ლე­ბაა. სკო­ლა რომ და­ვამ­თავ­რეთ, ჩვე­ნი კლა­სე­ლი თორ­ნი­კე ბა­რა­მი­ძე გარ­და­იც­ვა­ლა. ეს იყო პირ­ვე­ლი ახალ­გაზ­რდუ­ლი შოკი. გარ­და ამი­სა, ბე­ბი­ე­ბის და­კარ­გვა: ერთი სკო­ლა­ში სწავ­ლი­სას გარ­და­მეც­ვა­ლა, მე­ო­რე კი - სტუ­დენ­ტო­ბი­სას. მათ ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში დიდი კვა­ლი და­ტო­ვეს. რო­გორც ამ­ბო­ბენ, მათი გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ მარ­თლა მთავ­რდე­ბა ცხოვ­რე­ბის გარ­კვე­უ­ლი ეტა­პი - ბავ­შვო­ბა.

- რო­მე­ლი­მე ეტაპ­ზე დღი­უ­რებს წერ­დით?

- კი, დღი­უ­რებს ვა­წარ­მო­ებ­დი და დღემ­დე მაქვს შე­ნა­ხუ­ლი, ვერ ვაგ­დებ. თუმ­ცა ხშირ შემ­თხვე­ვა­ში მქო­ნია წყვე­ტე­ბიც და მერე ისევ მივ­ბრუ­ნე­ბი­ვარ.

- საქ­მის მი­მარ­თაც ხომ არ გა­ხა­სი­ა­თებს ასე­თი­ვე და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა? აქვე ისიც ვთქვათ, ამ­ჯე­რად რით ხართ და­კა­ვე­ბუ­ლი...

- არა, საქ­მე ბო­ლომ­დე მიმ­ყავს. თან, ისე­თი პრო­ფე­სია მაქვს, თუ რამე იძუ­ლე­ბით არ მოხ­და, შე­ნით ვერ შე­წყვეტ. არ მახ­სოვს, რამე პი­ე­სა და­სად­გმე­ლად ავირ­ჩიო, და­ვი­წყო და ბო­ლომ­დე არ მი­ვიყ­ვა­ნო. ერ­თა­დერ­თი გა­მო­ნაკ­ლი­სი ამ პან­დე­მი­ა­ში, თე­ატ­რა­ლურ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში "ბერ­ნარ­და ალ­ბას სახლზე" მუ­შა­ო­ბის პე­რი­ო­დი იყო, რო­მე­ლიც თე­მურ ჩხე­ი­ძი­სა და ჩემს სტუ­დენ­ტებ­თან დავ­დგი. კო­რო­ნა­ვირუ­სის გამო არა­ერ­თხელ მოგ­ვიხ­და გა­ჩე­რე­ბა და შემ­დეგ რე­პე­ტი­ცი­ე­ბის გა­ნახ­ლე­ბა. პე­რი­ო­დუ­ლად ყვე­ლამ მო­ვი­ხა­დეთ, ეს იყო ჩვე­უ­ლებ­რი­ვი კოშ­მა­რი. ძა­ლი­ან გაგ­ვი­ჭირ­და...

ახლა ბა­ტონ თე­მურ­თან ერ­თად ვდგამთ "სე­ი­ლე­მის პრო­ცესს". რამ­დე­ნი­მე მსა­ხი­ობ­თან ერ­თად, სა­ბავ­შვო სტუ­დი­აც გვაქვს - "თეა-ტრი", სა­დაც სხვა­დას­ხვა ასა­კობ­რი­ვი ჯგუ­ფი გვყავს და მათ­თან ვმუ­შა­ობთ. მსა­ხი­ო­ბო­ბას თავი და­ვა­ნე­ბე, "თა­ვი­სუ­ფალ თე­ატ­რში" ვარ რო­გორც რე­ჟი­სო­რი და იქ რე­პერ­ტუ­არ­ში ჩემი ერთი სპექ­ტაკ­ლია. გოგა ახალ როლ­ზე მუ­შა­ობს და მთლი­ა­ნად ამა­ზეა გა­დარ­თუ­ლი. ბა­ტო­ნი ავთო ვარ­სი­მაშ­ვი­ლი "ოტე­ლოს" დგამს, სა­დაც გოგა ოტე­ლოს როლს შე­ას­რუ­ლებს...წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად

მკითხველის კომენტარები / 18 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
#
17

ერღადერთი სერიალი რომელიც მიყვარს და დღესაც ნოსტალგიით ვუყურებ შუა ქალაქია. ყველა მსახიობი საოცრად ნიჭიერია. კარგი იქნება თუ ეს სერიალი კიდევ გაგრძელდება

ისრაელიდან
20

საუკეთესო მსახიობები, შუა ქალაქში საუᲙეთესო სერიალი. ახალ სერიებს ველოდებით😍😍

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ მიმდინარეობს საქალაქო სასამართლოში „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის პროცესი
ავტორი:

"დღეს ჩემში მსახიობი საერთოდ აღარ არის... რომ ვიცოდე, საღამოს სპექტაკლი უნდა ვითამაშო, ალბათ მოვკვდები" - მაია დობორჯგინიძე ოჯახსა და შეცვლილ პროფესიაზე

"დღეს ჩემში მსახიობი საერთოდ აღარ არის... რომ ვიცოდე, საღამოს სპექტაკლი უნდა ვითამაშო, ალბათ მოვკვდები" - მაია დობორჯგინიძე ოჯახსა და შეცვლილ პროფესიაზე

მაია დობორჯგინიძესთან შეხვედრა რუსთაველის თეატრთან დავთქვით. სასაუბროდ მისი მეუღლის, გოგა ბარბაქაძის საგრიმიორო დავიკავეთ, რომელთანაც უკვე 16-წლიანი ოჯახი აქვს და წყვილს ორი შვილი ჰყავს. აქ მაიკოს "შთაბეჭდილებების ყუთისთვის" თავი უნდა მოგვეხადა. ასეთ დროს აწმყო და წარსული ერთმანეთში ირევა და იმ ადამიანებსაც იხსენებ, ვინც შენს პიროვნულ თუ პროფესიულ განვითარებაში მნიშვნელოვანი კვალი დატოვა. სწორედ ამიტომ, საუბარი ბავშვობის შთაბეჭდილებებით დავიწყეთ და ეტაპობრივად დღემდე მოვედით.

მანამდე გეტყვით, რომ მაია დობორჯგინიძეს საზოგადოების უმრავლესობა როგორც მსახიობს, ისე იცნობს და ცოტამ თუ იცის, რომ არაერთი წელია მუშაობს, როგორც რეჟისორი. ამ პროფესიაში მისი დებიუტი 2010 წელს შედგა, როცა "თავისუფალ თეატრში" სპექტაკლი "თაფლობის თვე" წარმოადგინა. მისთვის შთამბეჭდავი ავტორების, ფილმებისა და სპექტაკლების სია კი ასე გამოიყურება: ყველაზე ხშირად პიესებს კითხულობს, საყვარელი ავტორი შექსპირია; ძველი ქართული ფილმებიდან გამორჩეულად უყვარს: "ცისფერი მთები" და "შერეკილები". ფელინის, პაზოლინის ფილმების მაყურებელია და დღეს ფავორიტ რეჟისორებს კიდევ ორი დაემატა - იორგოს ლანთიმოსი და გილერმო დელ ტორო. რაც შეეხება შთამბეჭდავ სპექტაკლებს, მისთვის ასეთია რობერტ სტურუას დადგმები: წარსულიდან - "ქალი-გველი", ხოლო დღევანდელებიდან - "თამაშის დასასრული".

- ბავშვობიდან ნათლად მახსოვს ბაღის პერიოდი. იყო ერთი უმშვენიერესი, მოწესრიგებული, მაღალი ქერა ქალბატონი ირინა ალექსეევნა, რომელსაც ვაკეში შინ კერძო ბაღი ჰქონდა. არ ვიცი, დედაჩემმა სად იპოვა ეს ბაღი, რადგან მაშინ ეს იშვიათობა იყო. პედაგოგს ზამთარ-ზაფხულ ვაკის პარკში დავყავდით. ჯიბეები სავსე მქონდა რკოებით, ჯოხებით, წიწვებით. ჯგუფში ცოტანი ვიყავით, სასაცილო კომბინეზონები გვეცვა, განძრევა რომ გვიჭირდა, ისეთი და ერთმანეთზე რეზინით გადაბმული ხელთათმანები კისერზე გვქონდა გადაკიდებული. დღემდე მახსოვს, ირინა ალექსეევნა სხვასთან თუ საუბრობდა და იმ დროს ლაპარაკს ვაწყვეტინებდით, გვეუბნებოდა, - რამის თქმა ან კითხვა თუ გინდათ, ჯერ ბოდიში მოიხადეთ და ისე მკითხეთო.

დღეს ჩემს შვილებს - გაბრიელი 13 წლისაა, ბარბარა 7-ის - სულ ამას ვეუბნები, მე ასე მასწავლეს-მეთქი. რაც შეეხება სკოლას, მე-6 გერმანულ სკოლაში ვსწავლობდი, რომელიც იმ დროს ახალი დაარსებული იყო. პედაგოგებსა და მოსწავლეებს შორის მცირე ასაკობრივი სხვაობა გვქონდა - მაგალითად, ჩემი კლასის დამრიგებელი მერი ტორაძე 22 წლის იყო და ასეთივე ახალგაზრდა პედაგოგები გვყავდა სხვებიც, რომლებსაც ბავშვებთან ურთიერთობისა და სწავლისადმი გამორჩეული მეთოდები ჰქონდათ. ახლა რომ დავფიქრდი, ვხვდები, ბაღშიც და სკოლაშიც ძალიან გამიმართლა. საყვარელი და კარგი კლასი მყავდა და დღემდე კლასელები რამის აღსანიშნავად რომ ვიკრიბებით, მერიც აუცილებლად ჩვენთან ერთად არის ხოლმე.

- იმავე წლებიდან პირველი ელდა და ცხოვრებისეულ ტრაგედიებთან შეხება რას უკავშირდება?

- ყველაზე ტრაგიკული ფაქტი ალბათ მაინც ადამიანის გარდაცვალებაა. სკოლა რომ დავამთავრეთ, ჩვენი კლასელი თორნიკე ბარამიძე გარდაიცვალა. ეს იყო პირველი ახალგაზრდული შოკი. გარდა ამისა, ბებიების დაკარგვა: ერთი სკოლაში სწავლისას გარდამეცვალა, მეორე კი - სტუდენტობისას. მათ ჩემს ცხოვრებაში დიდი კვალი დატოვეს. როგორც ამბობენ, მათი გარდაცვალების შემდეგ მართლა მთავრდება ცხოვრების გარკვეული ეტაპი - ბავშვობა.

- რომელიმე ეტაპზე დღიურებს წერდით?

- კი, დღიურებს ვაწარმოებდი და დღემდე მაქვს შენახული, ვერ ვაგდებ. თუმცა ხშირ შემთხვევაში მქონია წყვეტებიც და მერე ისევ მივბრუნებივარ.

- საქმის მიმართაც ხომ არ გახასიათებს ასეთივე დამოკიდებულება? აქვე ისიც ვთქვათ, ამჯერად რით ხართ დაკავებული...

- არა, საქმე ბოლომდე მიმყავს. თან, ისეთი პროფესია მაქვს, თუ რამე იძულებით არ მოხდა, შენით ვერ შეწყვეტ. არ მახსოვს, რამე პიესა დასადგმელად ავირჩიო, დავიწყო და ბოლომდე არ მივიყვანო. ერთადერთი გამონაკლისი ამ პანდემიაში, თეატრალურ უნივერსიტეტში "ბერნარდა ალბას სახლზე" მუშაობის პერიოდი იყო, რომელიც თემურ ჩხეიძისა და ჩემს სტუდენტებთან დავდგი. კორონავირუსის გამო არაერთხელ მოგვიხდა გაჩერება და შემდეგ რეპეტიციების განახლება. პერიოდულად ყველამ მოვიხადეთ, ეს იყო ჩვეულებრივი კოშმარი. ძალიან გაგვიჭირდა...

ახლა ბატონ თემურთან ერთად ვდგამთ "სეილემის პროცესს". რამდენიმე მსახიობთან ერთად, საბავშვო სტუდიაც გვაქვს - "თეა-ტრი", სადაც სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფი გვყავს და მათთან ვმუშაობთ. მსახიობობას თავი დავანებე, "თავისუფალ თეატრში" ვარ როგორც რეჟისორი და იქ რეპერტუარში ჩემი ერთი სპექტაკლია. გოგა ახალ როლზე მუშაობს და მთლიანად ამაზეა გადართული. ბატონი ავთო ვარსიმაშვილი "ოტელოს" დგამს, სადაც გოგა ოტელოს როლს შეასრულებს...წაიკითხეთ სრულად