საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ირაკლი ოქრუაშვილი, რომელიც უკრაინაში იმყოფება და რუსების წინააღმდეგ იბრძვის, სოციალურ ქსელში ხშირად აქვეყნებს ისტორიებს ფრონტის ხაზიდან.
ოქრუაშვილის ერთ-ერთი ბოლო პოსტი ასეთია:
"ცოცხალი ანეგდოტი ფრონტის ხაზიდან.სანგარში ვზივართ და Wall Street Journal-ის ჟურნალისტი მირეკავს ერთი საათის წინ, ინტერვიუს ჩაწერა მინდა, საერთაშორისო ლეგიონზე მასალას ვაკეთებო.
იწყებს კითხვების დასმას და მაგარი დაბომბვა დაიწყეს რუსებმა.
"შენი ხმა ცუდად მესმის, რაღაც ხმაურია და იქნებ გააჩუმო, ან თუ ტელევიზორია ხმას ჩაუწიოო" - მითხრა. არტილერიის ჩვენ ლეგენდას - მიშა ქამხაძეს ინსტიქტურად გავძახე - მიშა ინტერვიუს ვაძლევ და რუსები იქნებ გააჩუმო მეთქი.
ამ დედა@@@ების გაჩუმებას მთელი მსოფლიო ცდილობს და მაინც ხმაურობენ და მე მარტომ როგორ გავაჩუმოო - მიშას პასუხი დავუბრუნე ჟურნალისტს და იმის სიცილი უფრო ხმამაღალი იყო ვიდრე 120-იანი ნაღმების ხმა", - წერს ირაკლი ოქრუაშვილი.
ირაკლი კობა ხო არ გინახავს ხაბაზი. მაგ ლომივით მეომარია და ალბათ სადღაც მანდ იქნება სანგარში ჩამძვრალი და ერთი ადგილი უკანკალებს მაგ ლომგულს.
კაცო შენ მან საომრად მიდიოდი თუ ანეგდოტების შესაგროვებლად