სამართალი
სამხედრო

21

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 01:51-ზე, მთვარე კუროში გადაბრძანდება 05:52-ზე – დღე პასიურია, მოუსმინეთ თქვენს შინაგან ხმას. არ იჩქაროთ. დღის პირველ ნახევარში დაისვენეთ. მოაგვარეთ მარტივი საკითხები. გადადეთ რთული მოლაპარაკებები. დაიცავით ნეიტრალიტეტი კოლეგებთან ურთიერთობაში. არ არის რეკომენდებული: აჩქარება, ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება. გადაწყვეტილებების მიღება. გააძლიერეთ თქვენი ფინანსური მდგომარეობა. ხელსაყრელია ავეჯის და უძრავი ქონების შეძენა. შეიძინეთ სურსათი და საყოფაცხოვრებო ნივთები. უმჯობესია თავი შეიკავოთ ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების ჭამისგან.
პოლიტიკა
საზოგადოება
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"საქართველომ და მოლდოვამაც ევროკავშირისგან ისეთივე მწვანე შუქი მიიღეს, როგორც უკრაინამ" - შალვა პაპუაშვილი
"საქართველომ და მოლდოვამაც ევროკავშირისგან ისეთივე მწვანე შუქი მიიღეს, როგორც უკრაინამ" - შალვა პაპუაშვილი

"იმე­დი გაჩ­ნდა, რომ ევ­რო­კავ­ში­რის მხრი­დან აჩ­ქა­რე­ბა მოხ­დეს - სა­მუ­შა­ოს რა­ღაც მო­ცუ­ლო­ბაა, რაც დრო­ში ვერ შემ­ცირ­დე­ბა, მაგ­რამ მთა­ვა­რი ის არის, რომ პრო­ცე­სი და­იძ­რა და ასო­ცი­რე­ბის ტრი­ოს სა­მი­ვე ქვეყ­ნის­თვის მწვა­ნე შუ­ქია ან­თე­ბუ­ლი",- ამის შე­სა­ხებ პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რე შალ­ვა პა­პუ­აშ­ვილ­მა ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და.

რო­გორც პა­პუ­აშ­ვი­ლი აღ­ნიშ­ნავს, ამ ეტაპ­ზე ევ­რო­კავ­ში­რი შე­ის­წავ­ლის გა­ნა­ცხა­დის ავ­ტო­რი ქვეყ­ნე­ბის მზა­ო­ბას, კან­დი­და­ტის სტა­ტუ­სის მი­ნი­ჭე­ბის­თვის.

"ევ­რო­კავ­შირ­ში ბოლო დღე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში მიმ­დი­ნა­რე­ობ­და ინ­ტენ­სი­უ­რი გან­ხილ­ვა გა­ნა­ცხა­დე­ბის, რომ­ლე­ბიც უკ­რა­ი­ნას­თან ერ­თად სა­ქარ­თვე­ლომ და მოლ­დო­ვამ წა­რად­გი­ნეს. მი­სა­სალ­მე­ბე­ლია ის, რომ პრო­ცე­სი და­ი­წყო. თა­ვად პრო­ცე­სის და­წყე­ბა­საც, რო­გორც წესი, დრო უნდა ხოლ­მე. პრო­ცე­სი და­ი­წყო შეს­წავ­ლით - კერ­ძოდ ევ­რო­კავ­ში­რი შე­სა­ბა­მი­სი პრო­ცე­დუ­რის სა­ფუძ­ველ­ზე შე­ის­წავ­ლის ამ სამი ქვეყ­ნის მზა­ო­ბას, მი­ე­ნი­ჭოს თუ არა კან­დი­და­ტის სტა­ტუ­სი. რაც შე­ე­ხე­ბა იმას, რო­გორ მიმ­დი­ნა­რე­ობს ეს პრო­ცე­სი - არ­სე­ბობს მო­ცე­მუ­ლი ეტა­პე­ბი, რა­საც გა­წევ­რი­ა­ნე­ბის, ან კან­დი­და­ტის მი­ნი­ჭე­ბის­თვის, ბუ­ნებ­რი­ვია, ვერ­ცერ­თი ქვე­ყა­ნა ვერ გა­და­ახ­ტე­ბა, მაგ­რამ დაჩ­ქა­რე­ბი­სას სა­უ­ბა­რია იმა­ზე, რომ ამ სა­კითხს უფრო კონ­ცენ­ტრი­რე­ბუ­ლად მი­უდ­გე­ბა რო­გორც ევ­რო­კავ­ში­რი, ასე­ვე გა­ნა­ცხა­დის წარმდგე­ნი ქვეყ­ნე­ბი. ჩარ­ჩოდ რჩე­ბა ასო­ცი­რე­ბის შე­თან­ხმე­ბა. შე­თან­ხმე­ბა­შია გა­წე­რი­ლი ყვე­ლა სა­ჭი­რო მი­ზა­ნი, რა­საც სა­ქარ­თვე­ლომ უნდა მი­აღ­წი­ოს, მათ შო­რის სა­კა­ნონ­მდებ­ლო და­ახ­ლო­ე­ბის კუ­თხით, რაც პარ­ლა­მენტს შე­ე­ხე­ბა. დღეს გა­ი­მარ­თა ევ­რო­პას­თან ინ­ტეგ­რა­ცი­ის კო­მი­ტე­ტის სხდო­მა, სა­დაც მე­ო­რე მოს­მე­ნით გა­ნი­ხი­ლეს მომ­ხმა­რე­ბელ­თა უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვის კა­ნო­ნი, ესეც არის ნა­წი­ლი იმი­სა, რა­საც სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტი აკე­თებს, რათა და­აჩ­ქა­როს პრო­ცე­სი. რაც უფრო მალე და­ვუ­ახ­ლოვ­დე­ბით ევ­რო­კავ­შირს სა­კა­ნონ­მდებ­ლო კუ­თხით, მით უფრო მალე იქ­ნე­ბა გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა ჩვენს სტა­ტუს­თან და­კავ­ში­რე­ბით“,- გა­ნა­ცხა­და შალ­ვა პა­პუ­აშ­ვილ­მა.

მი­სი­ვე თქმით, სა­ქარ­თვე­ლომ და მოლ­დო­ვა­მაც ევ­რო­კავ­ში­რის­გან ისე­თი­ვე მწვა­ნე შუქი მი­ი­ღეს, რო­გორც უკ­რა­ი­ნამ.

"ასო­ცი­რე­ბის ტრი­ოს წევ­რე­ბი ვართ, შე­სა­ბა­მი­სად, ამ ტრი­ოს მი­მართ თა­ნა­ბა­რი მიდ­გო­მაა იმ კრი­ტე­რი­უ­მებ­ზე დაყ­რდნო­ბით, რაც ევ­რო­კავ­შირს აქვს.

"იმე­დი გაჩ­ნდა, რომ ევ­რო­კავ­ში­რის მხრი­დან აჩ­ქა­რე­ბა მოხ­დეს. არის სა­მუ­შა­ოს რა­ღაც მო­ცუ­ლო­ბა, რაც დრო­ში ვერ შემ­ცირ­დე­ბა, მაგ­რამ მთა­ვა­რი არის ის, რომ პრო­ცე­სი და­იძ­რა და მწვა­ნე შუ­ქია ან­თე­ბუ­ლი ასო­ცი­რე­ბის ტრი­ოს სა­მი­ვე ქვეყ­ნის­თვის. რამ­დე­ნი­მე წლით აქეთ გად­მო­ი­წია მდგო­მა­რე­ო­ბამ და გა­და­ვე­დით იმ პრო­ცეს­ზე, რო­დე­საც რე­ა­ლუ­რი სა­უ­ბა­რი ხდე­ბა, რო­გო­რი უნდა იყოს კან­დი­და­ტის სტა­ტუ­სის მი­ღე­ბის, თუ გა­წევ­რი­ა­ნე­ბის პრო­ცე­სი“,- გა­ნა­ცხა­და შალ­ვა პა­პუ­აშ­ვილ­მა.

კი­თხვა­ზე, რა რე­ფორ­მე­ბი უნდა გა­ა­ტა­როს სა­ქარ­თვე­ლომ ევ­რო­კავ­შირ­ში ინ­ტეგ­რა­ცი­ის პრო­ცეს­ში, პა­პუ­აშ­ვი­ლი ამ­ბობს, რომ მთა­ვა­რი ევ­რო­კავ­ში­რის სა­მარ­თლებ­რივ სივ­რცეს­თან და­ახ­ლო­ე­ბაა.

"მთა­ვა­რი გა­მოწ­ვე­ვაა ევ­რო­კავ­ში­რის სა­მარ­თლებ­რივ სივ­რცეს­თან და­ახ­ლო­ე­ბა, რაც სწრა­ფი და ად­ვი­ლი გზა არ არის. აქ სხვა­დას­ხვა ეტა­პია. საქ­მე შე­ე­ხე­ბა ბევრ რე­გუ­ლა­ცი­ას, აქ ხდე­ბა აწონ-და­წონ­ვა, რო­მელ ეტაპ­ზეა სა­ხელ­მწი­ფო მზად, რომ ესა თუ ის რე­გუ­ლა­ცია შე­მო­ი­ღოს ბიზ­ნე­სი­სა თუ სხვა სფე­რო­ე­ბის­თვის. მთა­ვა­რია, რომ ეს პრო­ცე­სი და­ი­წყო. ეს უკვე არის გა­მარ­ჯვე­ბა იმ კუ­თხით, რომ საქ­მემ, რაც 2024 წლის­თვის უნდა გა­კე­თე­ბუ­ლი­ყო, გად­მო­ი­წია რამ­დე­ნი­მე წლით“, - გა­ნა­ცხა­და შალ­ვა პა­პუ­აშ­ვილ­მა.

რაც შე­ე­ხე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს ევ­რო­კავ­შირ­ში ინ­ტეგ­რა­ცი­ის შე­სა­ხებ პარ­ლა­მენ­ტში ინი­ცი­რე­ბულ რე­ზო­ლუ­ცი­ის პრო­ექტს, პა­პუ­აშ­ვი­ლი დარ­წმუ­ნე­ბუ­ლია, რომ პლე­ნა­რულ სხდო­მა­ზე ამ პრო­ექ­ტის მხარ­და­ჭე­რა­ში პარ­ლა­მენ­ტი ერ­თსუ­ლო­ვა­ნი იქ­ნე­ბა.

"პო­ლი­ტი­კუ­რი გა­ნა­ცხა­დია სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის, სა­დაც კი­დევ ერთხელ ეს­მე­ბა ხაზი იმას, რას ამ­ბობს ჩვე­ნი კონ­სტი­ტუ­ცია, მათ შო­რის აქამ­დე მი­ღე­ბუ­ლი რე­ზო­ლუ­ცი­ე­ბი. იმ კონ­ტექ­სტის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, რაც ახლა გვაქვს, ეს არის მო­წო­დე­ბა მთავ­რო­ბის მი­მართ, რომ გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი კონ­ცენ­ტრი­რე­ბა გა­ა­კე­თოს სა­კი­თხებ­ზე, რომ ასო­ცი­რე­ბის შე­თან­ხმე­ბა იმ ვა­დებ­ში შეს­რულ­დეს, რო­მე­ლიც დათ­ქმუ­ლია და იმ ეტა­პე­ბით, რო­მე­ლიც იქ არის გა­წე­რი­ლი“, - გა­ნა­ცხა­და შალ­ვა პა­პუ­აშ­ვილ­მა.

მკითხველის კომენტარები / 18 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
)
0

წინასწარ ნუ გაიხეთქავ გულს იქნება არ იყოს მართალი)

ჩემი აზრი??
0

არ დაისვენოტ უკრაინას რომ მორჩება რუსეთი მერე თქვენ მოგხედავთ. . ისე ნუ იზზამთ გული არ გაუხეთქოთ ევროპელ მეგობრებს ამდენი ნერვიულობიტ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!
ავტორი:

"საქართველომ და მოლდოვამაც ევროკავშირისგან ისეთივე მწვანე შუქი მიიღეს, როგორც უკრაინამ" - შალვა პაპუაშვილი

"საქართველომ და მოლდოვამაც ევროკავშირისგან ისეთივე მწვანე შუქი მიიღეს, როგორც უკრაინამ" - შალვა პაპუაშვილი

"იმედი გაჩნდა, რომ ევროკავშირის მხრიდან აჩქარება მოხდეს - სამუშაოს რაღაც მოცულობაა, რაც დროში ვერ შემცირდება, მაგრამ მთავარი ის არის, რომ პროცესი დაიძრა და ასოცირების ტრიოს სამივე ქვეყნისთვის მწვანე შუქია ანთებული",- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც პაპუაშვილი აღნიშნავს, ამ ეტაპზე ევროკავშირი შეისწავლის განაცხადის ავტორი ქვეყნების მზაობას, კანდიდატის სტატუსის მინიჭებისთვის.

"ევროკავშირში ბოლო დღეების განმავლობაში მიმდინარეობდა ინტენსიური განხილვა განაცხადების, რომლებიც უკრაინასთან ერთად საქართველომ და მოლდოვამ წარადგინეს. მისასალმებელია ის, რომ პროცესი დაიწყო. თავად პროცესის დაწყებასაც, როგორც წესი, დრო უნდა ხოლმე. პროცესი დაიწყო შესწავლით - კერძოდ ევროკავშირი შესაბამისი პროცედურის საფუძველზე შეისწავლის ამ სამი ქვეყნის მზაობას, მიენიჭოს თუ არა კანდიდატის სტატუსი. რაც შეეხება იმას, როგორ მიმდინარეობს ეს პროცესი - არსებობს მოცემული ეტაპები, რასაც გაწევრიანების, ან კანდიდატის მინიჭებისთვის, ბუნებრივია, ვერცერთი ქვეყანა ვერ გადაახტება, მაგრამ დაჩქარებისას საუბარია იმაზე, რომ ამ საკითხს უფრო კონცენტრირებულად მიუდგება როგორც ევროკავშირი, ასევე განაცხადის წარმდგენი ქვეყნები. ჩარჩოდ რჩება ასოცირების შეთანხმება. შეთანხმებაშია გაწერილი ყველა საჭირო მიზანი, რასაც საქართველომ უნდა მიაღწიოს, მათ შორის საკანონმდებლო დაახლოების კუთხით, რაც პარლამენტს შეეხება. დღეს გაიმართა ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის სხდომა, სადაც მეორე მოსმენით განიხილეს მომხმარებელთა უფლებების დაცვის კანონი, ესეც არის ნაწილი იმისა, რასაც საქართველოს პარლამენტი აკეთებს, რათა დააჩქაროს პროცესი. რაც უფრო მალე დავუახლოვდებით ევროკავშირს საკანონმდებლო კუთხით, მით უფრო მალე იქნება გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობა ჩვენს სტატუსთან დაკავშირებით“,- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

მისივე თქმით, საქართველომ და მოლდოვამაც ევროკავშირისგან ისეთივე მწვანე შუქი მიიღეს, როგორც უკრაინამ.

"ასოცირების ტრიოს წევრები ვართ, შესაბამისად, ამ ტრიოს მიმართ თანაბარი მიდგომაა იმ კრიტერიუმებზე დაყრდნობით, რაც ევროკავშირს აქვს.

"იმედი გაჩნდა, რომ ევროკავშირის მხრიდან აჩქარება მოხდეს. არის სამუშაოს რაღაც მოცულობა, რაც დროში ვერ შემცირდება, მაგრამ მთავარი არის ის, რომ პროცესი დაიძრა და მწვანე შუქია ანთებული ასოცირების ტრიოს სამივე ქვეყნისთვის. რამდენიმე წლით აქეთ გადმოიწია მდგომარეობამ და გადავედით იმ პროცესზე, როდესაც რეალური საუბარი ხდება, როგორი უნდა იყოს კანდიდატის სტატუსის მიღების, თუ გაწევრიანების პროცესი“,- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

კითხვაზე, რა რეფორმები უნდა გაატაროს საქართველომ ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესში, პაპუაშვილი ამბობს, რომ მთავარი ევროკავშირის სამართლებრივ სივრცესთან დაახლოებაა.

"მთავარი გამოწვევაა ევროკავშირის სამართლებრივ სივრცესთან დაახლოება, რაც სწრაფი და ადვილი გზა არ არის. აქ სხვადასხვა ეტაპია. საქმე შეეხება ბევრ რეგულაციას, აქ ხდება აწონ-დაწონვა, რომელ ეტაპზეა სახელმწიფო მზად, რომ ესა თუ ის რეგულაცია შემოიღოს ბიზნესისა თუ სხვა სფეროებისთვის. მთავარია, რომ ეს პროცესი დაიწყო. ეს უკვე არის გამარჯვება იმ კუთხით, რომ საქმემ, რაც 2024 წლისთვის უნდა გაკეთებულიყო, გადმოიწია რამდენიმე წლით“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

რაც შეეხება საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის შესახებ პარლამენტში ინიცირებულ რეზოლუციის პროექტს, პაპუაშვილი დარწმუნებულია, რომ პლენარულ სხდომაზე ამ პროექტის მხარდაჭერაში პარლამენტი ერთსულოვანი იქნება.

"პოლიტიკური განაცხადია საქართველოს პარლამენტის, სადაც კიდევ ერთხელ ესმება ხაზი იმას, რას ამბობს ჩვენი კონსტიტუცია, მათ შორის აქამდე მიღებული რეზოლუციები. იმ კონტექსტის გათვალისწინებით, რაც ახლა გვაქვს, ეს არის მოწოდება მთავრობის მიმართ, რომ განსაკუთრებული კონცენტრირება გააკეთოს საკითხებზე, რომ ასოცირების შეთანხმება იმ ვადებში შესრულდეს, რომელიც დათქმულია და იმ ეტაპებით, რომელიც იქ არის გაწერილი“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.