მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო

25

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 06:31-ზე, მთვარე მერწყულში საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
მოზაიკა
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პირველად ისტორიაში, Founder Institute-ის აპლიკაცია ღიაა სამხრეთ კავკასიელი მეწარმეებისთვის
პირველად ისტორიაში, Founder Institute-ის აპლიკაცია ღიაა სამხრეთ კავკასიელი მეწარმეებისთვის

ად­რე­ულ ეტაპ­ზე მყო­ფი სტარ­ტა­პე­ბის ყვე­ლა­ზე დიდ­მა აქ­სე­ლე­რა­ტორ­მა მსოფ­ლი­ო­ში გა­და­წყვი­ტა, მე­წე­არ­მე­ებს სამ­ხრეთ კავ­კა­სი­ის რე­გი­ო­ნი­დან ფი­ნან­სე­ბის მო­ძი­ე­ბა­სა და გლო­ბა­ლუ­რი კომ­პა­ნი­ე­ბის შექ­მნა­ში და­ეხ­მა­როს.

Founder Institute-მა (FI.co) დღეს გა­მო­ა­ცხა­და, რომ 2022 წლის ვირ­ტუ­ა­ლურ პროგ­რა­მა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის­თვის გა­ნა­ცხა­დის შე­ტა­ნა შე­უძ­ლია ყვე­ლა იმ დამ­წყებ მე­წარ­მე­სა თუ გუნდს სამ­ხრეთ კავ­კა­სი­ი­დან, რო­მელ­თაც სურთ, კომ­პა­ნია შექ­მნან სომ­ხე­თი­სა და სა­ქარ­თვე­ლოს სა­უ­კე­თე­სო სტარ­ტაპ მენ­ტო­რებ­თან ერ­თად და ეს ყვე­ლა­ფე­რი - სახ­ლი­დან გა­უს­ვლე­ლად.

“კო­ვიდ-19-მა თუკი რამ გვას­წავ­ლა, ისაა, რომ სად­მე გამ­გზავ­რე­ბა და პი­რის­პირ შეხ­ვედ­რა არც ისე­თი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რო­გო­რიც გვე­გო­ნა,” - თქვა ადეო რე­სიმ, Founder Institute-ის თა­ნა­დამ­ფუძ­ნე­ბელ­მა და თავ­მჯდო­მა­რემ. “ჩვე­ნი პროგ­რა­მე­ბის გა­და­ტა­ნა ონ­ლა­ინ არა მხო­ლოდ უსაფრ­თხოდ ყოფ­ნა­ში გვეხ­მა­რე­ბა, არა­მედ სა­შუ­ა­ლე­ბას გვაძ­ლევს, და­ვეხ­მა­როთ მე­წარ­მე­ებს ახალ რე­გი­ო­ნებ­ში, სა­დაც მა­ნამ­დე ფი­ზი­კუ­რად წარ­მოდ­გე­ნი­ლე­ბი არ ვყო­ფილ­ვართ. მნიშ­ვნე­ლო­ბამ არ აქვს, სად ხართ ფი­ზი­კუ­რად - ყვე­ლას შე­გიძ­ლი­ათ იმუ­შა­ოთ ჩვენს არაჩ­ვე­უ­ლებ­რივ გუნდთან და მენ­ტო­რებ­თან ერ­თად თბი­ლის­ში, ერე­ვან­სა და მსოფ­ლი­ოს სხვა წერ­ტი­ლებ­ში და ერ­თად შექ­მნათ მო­მავ­ლის ბიზ­ნე­სი.”

სულ ერ­თია, სტარ­ტა­პი ჯერ კი­დევ ტეს­ტი­რე­ბი­სა და ად­რე­უ­ლი ჰი­პო­თე­ზე­ბის ვა­ლი­და­ცი­ის პრო­ცეს­შია თუ უკვე შემ­დეგ ფა­ზა­ზე გა­და­სას­ვლე­ლად არის მზად - Founder Institute ნე­ბის­მი­ერ შემ­თხვე­ვა­ში მსოფ­ლი­ო­ში სა­უ­კე­თე­სო ად­გი­ლია იდე­ე­ბის - მიმ­ზიდ­ველ სტარ­ტა­პე­ბად და სტარ­ტა­პე­ბის გლო­ბა­ლურ ბიზ­ნე­სე­ბად გარ­დაქ­მნის­თვის. ის მო­ნა­წი­ლე­ებს ყო­ველკ­ვი­რე­უ­ლი პრაქ­ტი­კუ­ლი მომ­ზა­დე­ბის სტრუქ­ტუ­რი­რე­ბულ პრო­ცესს სთა­ვა­ზობს, იმის­თვის, რომ მო­ახ­დი­ნონ იდე­ე­ბის ვა­ლი­და­ცია მა­ნამ, სა­ნამ დიდ ფი­ნან­სურ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბებს აი­ღე­ბენ, დახ­ვე­წონ სტარ­ტა­პის ხედ­ვა, გა­ა­უმ­ჯო­ბე­სონ ძი­რი­თა­დი მეტ­რი­კე­ბი და მზად შეხ­ვდნენ ინ­ვეს­ტო­რებს.

“ქარ­თუ­ლი სტარ­ტაპ ეკო­სის­ტე­მა სწრა­ფად მზარ­დია და გვი­ხა­რია, რომ Founder Institute კარს ქარ­თველ მე­წარ­მე­ებ­საც უღებს. გვჯე­რა, რომ FI-ის მე­თო­დო­ლო­გია და მისი ყოფ­ნა რე­გი­ონ­ში ამ ზრდის ტენ­დენ­ცი­ას კი­დევ უფრო ააჩ­ქა­რებს,” - თქვა ავ­თან­დილ კას­რა­ძემ, სა­ქარ­თვე­ლოს ინო­ვა­ცი­ე­ბი­სა და ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის სა­ა­გენ­ტოს (GITA-ს) თავ­მჯდო­მა­რემ.

“Founder Institute დრო­ში გა­მოც­დი­ლი პროგ­რა­მაა, რო­მელ­საც მსოფ­ლი­ოს მას­შტა­ბით ათა­სო­ბით გუნ­დის­თვის გა­უ­წე­ვია დახ­მა­რე­ბა. ეს შე­იძ­ლე­ბა მო­მავ­ლის გან­მსა­ზღვრე­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბა აღ­მოჩ­ნდეს დამ­წყე­ბი მე­წარ­მე­ე­ბის­თვის, ამი­ტომ ის რაც შე­იძ­ლე­ბა მეტი მათ­გა­ნის­თვის უნდა იყოს ხელ­მი­საწ­ვდო­მი. შე­სა­ბა­მი­სად, გვი­ხა­რია, რომ ჩვენს ქარ­თველ პარტნი­ო­რებ­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბით, ვა­ერ­თი­ა­ნებთ ამ ორ ბა­ზარს და ვხდე­ბით Founder Institute-ის რე­გი­ო­ნუ­ლი წარ­მო­მად­გენ­ლო­ბა,” - თქვა ნა­რი­ნე კო­ტი­კი­ან­მა, Founder Institute-ის სომ­ხუ­რი ოფი­სის დი­რექ­ტორ­მა.

16-კვი­რი­ა­ნი პროგ­რა­მა 2022 წლის მა­ის­ში და­ი­წყე­ბა და გა­ა­ერ­თი­ა­ნებს წამ­ყვან სტარ­ტა­პე­რებ­სა და ექ­სპერ­ტებს სომ­ხე­თი­დან და სა­ქარ­თვე­ლო­დან, რომ­ლე­ბიც მენ­ტო­რო­ბას გა­უ­წე­ვენ დამ­წყებ მე­წარ­მე­ებს წარ­მა­ტე­ბუ­ლი კომ­პა­ნი­ე­ბის შე­ნე­ბის გზა­ზე. გარ­და ამი­სა, მო­მა­ვა­ლი კვი­რე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში, ჩა­ტარ­დე­ბა უფა­სო ონ­ლა­ინ ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბიც, რომ­ლებ­ზეც მო­ნა­წი­ლე­ებს შე­ეძ­ლე­ბათ, აქ­სე­ლე­რა­ცი­ის პროგ­რა­მის დე­ტა­ლებს, რე­გი­ო­ნუ­ლი სტარ­ტაპ ეკო­სის­ტე­მის თა­ვი­სე­ბუ­რე­ბებს, და­ფი­ნან­სე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბებ­სა და წარ­მა­ტე­ბულ მა­გა­ლი­თებს გა­ეც­ნონ.

შემ­დე­გი ღო­ნის­ძი­ე­ბა და­გეგ­მი­ლია 16 მარტს.

2022 წლის პროგ­რა­მა­ში სომ­ხე­თი­დან და სა­ქარ­თვე­ლო­დან ჩა­სარ­თა­ვად, მე­წარ­მე­ებს გა­ნა­ცხა­დის გა­კე­თე­ბა შე­უძ­ლი­ათ შემ­დეგ ბმულ­ზე: https://fi.co/apply/9962/map

2009 წლის შემ­დეგ, Founder Institute-ის აქ­სე­ლე­რა­ცი­ის პროგ­რა­მა 5 000-ზე მეტ მე­წარ­მეს და­ეხ­მა­რა სწრაფ ზრდა­ში, შემ­დე­გი ნა­ბი­ჯე­ბის გან­სა­ზღვრა­სა და მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი კავ­ში­რე­ბის დამ­ყა­რე­ბა­ში მსოფ­ლი­ო­ში სტარ­ტაპ მრჩე­ვე­ლე­ბის ყვე­ლა­ზე დიდი ქსე­ლის დახ­მა­რე­ბით.

მოგ­ზა­უ­რო­ბა იწყე­ბა ცნო­ბი­ლი FI Core აქ­სე­ლე­რა­ტო­რით, რო­მე­ლიც დამ­ფუძ­ნებ­ლებს იდე­ი­სა და ად­რე­ულ ეტა­პებ­ზე ეხ­მა­რე­ბა ინ­ვეს­ტი­რე­ბი­სა და მდგრა­დი ზრდის ფა­ზე­ბამ­დე მიღ­წე­ვა­ში. ამის შემ­დეგ კი FI Core-ის მო­ნა­წი­ლე­ე­ბი იღე­ბენ თა­ვი­სუ­ფალ წვდო­მას advanced ‘Founder Lab’ accelerators-ზე და შე­უძ­ლი­ათ, შეხ­ვდნენ პო­ტენ­ცი­ურ ინ­ვეს­ტო­რებს FI Venture Network-ში - გლო­ბა­ლურ სა­ინ­ვეს­ტი­ციო ქსელ­ში, რო­მელ­შიც აქ­ტი­უ­რად მიმ­დი­ნა­რე­ობს ად­რე­ულ ეტაპ­ზე მყო­ფი სტარ­ტა­პე­ბის და­ფი­ნან­სე­ბა.

შე­დე­გე­ბი თა­ვად მე­ტყვე­ლებს ყვე­ლა­ფერ­ზე: FI-ის მო­ნა­წი­ლე­ებ­მა ჯა­მუ­რად მო­ი­ზი­დეს 1.5 მი­ლი­არდ დო­ლარ­ზე მეტი და­ფი­ნან­სე­ბა და აწარ­მო­ე­ბენ შე­დე­გი­ან ბიზ­ნე­სებს 90-ზე მეტი ქვე­ყა­ნის 200-ზე მეტ ქა­ლაქ­ში.

R

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"ერთა ლიგის" "პლეი ოფის" საპასუხო მატჩში საქართველოს ნაკრებმა სომხეთი ანგარიშით 6:1 დაამარცხა
ავტორი:

პირველად ისტორიაში, Founder Institute-ის აპლიკაცია ღიაა სამხრეთ კავკასიელი მეწარმეებისთვის

პირველად ისტორიაში, Founder Institute-ის აპლიკაცია ღიაა სამხრეთ კავკასიელი მეწარმეებისთვის

ადრეულ ეტაპზე მყოფი სტარტაპების ყველაზე დიდმა აქსელერატორმა მსოფლიოში გადაწყვიტა, მეწეარმეებს სამხრეთ კავკასიის რეგიონიდან ფინანსების მოძიებასა და გლობალური კომპანიების შექმნაში დაეხმაროს.

Founder Institute-მა (FI.co) დღეს გამოაცხადა, რომ 2022 წლის ვირტუალურ პროგრამაში მონაწილეობისთვის განაცხადის შეტანა შეუძლია ყველა იმ დამწყებ მეწარმესა თუ გუნდს სამხრეთ კავკასიიდან, რომელთაც სურთ, კომპანია შექმნან სომხეთისა და საქართველოს საუკეთესო სტარტაპ მენტორებთან ერთად და ეს ყველაფერი - სახლიდან გაუსვლელად.

“კოვიდ-19-მა თუკი რამ გვასწავლა, ისაა, რომ სადმე გამგზავრება და პირისპირ შეხვედრა არც ისეთი მნიშვნელოვანია, როგორიც გვეგონა,” - თქვა ადეო რესიმ, Founder Institute-ის თანადამფუძნებელმა და თავმჯდომარემ. “ჩვენი პროგრამების გადატანა ონლაინ არა მხოლოდ უსაფრთხოდ ყოფნაში გვეხმარება, არამედ საშუალებას გვაძლევს, დავეხმაროთ მეწარმეებს ახალ რეგიონებში, სადაც მანამდე ფიზიკურად წარმოდგენილები არ ვყოფილვართ. მნიშვნელობამ არ აქვს, სად ხართ ფიზიკურად - ყველას შეგიძლიათ იმუშაოთ ჩვენს არაჩვეულებრივ გუნდთან და მენტორებთან ერთად თბილისში, ერევანსა და მსოფლიოს სხვა წერტილებში და ერთად შექმნათ მომავლის ბიზნესი.”

სულ ერთია, სტარტაპი ჯერ კიდევ ტესტირებისა და ადრეული ჰიპოთეზების ვალიდაციის პროცესშია თუ უკვე შემდეგ ფაზაზე გადასასვლელად არის მზად - Founder Institute ნებისმიერ შემთხვევაში მსოფლიოში საუკეთესო ადგილია იდეების - მიმზიდველ სტარტაპებად და სტარტაპების გლობალურ ბიზნესებად გარდაქმნისთვის. ის მონაწილეებს ყოველკვირეული პრაქტიკული მომზადების სტრუქტურირებულ პროცესს სთავაზობს, იმისთვის, რომ მოახდინონ იდეების ვალიდაცია მანამ, სანამ დიდ ფინანსურ პასუხისმგებლობებს აიღებენ, დახვეწონ სტარტაპის ხედვა, გააუმჯობესონ ძირითადი მეტრიკები და მზად შეხვდნენ ინვესტორებს.

“ქართული სტარტაპ ეკოსისტემა სწრაფად მზარდია და გვიხარია, რომ Founder Institute კარს ქართველ მეწარმეებსაც უღებს. გვჯერა, რომ FI-ის მეთოდოლოგია და მისი ყოფნა რეგიონში ამ ზრდის ტენდენციას კიდევ უფრო ააჩქარებს,” - თქვა ავთანდილ კასრაძემ, საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA-ს) თავმჯდომარემ.

“Founder Institute დროში გამოცდილი პროგრამაა, რომელსაც მსოფლიოს მასშტაბით ათასობით გუნდისთვის გაუწევია დახმარება. ეს შეიძლება მომავლის განმსაზღვრელი შესაძლებლობა აღმოჩნდეს დამწყები მეწარმეებისთვის, ამიტომ ის რაც შეიძლება მეტი მათგანისთვის უნდა იყოს ხელმისაწვდომი. შესაბამისად, გვიხარია, რომ ჩვენს ქართველ პარტნიორებთან თანამშრომლობით, ვაერთიანებთ ამ ორ ბაზარს და ვხდებით Founder Institute-ის რეგიონული წარმომადგენლობა,” - თქვა ნარინე კოტიკიანმა, Founder Institute-ის სომხური ოფისის დირექტორმა.

16-კვირიანი პროგრამა 2022 წლის მაისში დაიწყება და გააერთიანებს წამყვან სტარტაპერებსა და ექსპერტებს სომხეთიდან და საქართველოდან, რომლებიც მენტორობას გაუწევენ დამწყებ მეწარმეებს წარმატებული კომპანიების შენების გზაზე. გარდა ამისა, მომავალი კვირების განმავლობაში, ჩატარდება უფასო ონლაინ ღონისძიებებიც, რომლებზეც მონაწილეებს შეეძლებათ, აქსელერაციის პროგრამის დეტალებს, რეგიონული სტარტაპ ეკოსისტემის თავისებურებებს, დაფინანსების შესაძლებლობებსა და წარმატებულ მაგალითებს გაეცნონ.

შემდეგი ღონისძიება დაგეგმილია 16 მარტს.

2022 წლის პროგრამაში სომხეთიდან და საქართველოდან ჩასართავად, მეწარმეებს განაცხადის გაკეთება შეუძლიათ შემდეგ ბმულზე: https://fi.co/apply/9962/map

2009 წლის შემდეგ, Founder Institute-ის აქსელერაციის პროგრამა 5 000-ზე მეტ მეწარმეს დაეხმარა სწრაფ ზრდაში, შემდეგი ნაბიჯების განსაზღვრასა და მნიშვნელოვანი კავშირების დამყარებაში მსოფლიოში სტარტაპ მრჩეველების ყველაზე დიდი ქსელის დახმარებით.

მოგზაურობა იწყება ცნობილი FI Core აქსელერატორით, რომელიც დამფუძნებლებს იდეისა და ადრეულ ეტაპებზე ეხმარება ინვესტირებისა და მდგრადი ზრდის ფაზებამდე მიღწევაში. ამის შემდეგ კი FI Core-ის მონაწილეები იღებენ თავისუფალ წვდომას advanced ‘Founder Lab’ accelerators-ზე და შეუძლიათ, შეხვდნენ პოტენციურ ინვესტორებს FI Venture Network-ში - გლობალურ საინვესტიციო ქსელში, რომელშიც აქტიურად მიმდინარეობს ადრეულ ეტაპზე მყოფი სტარტაპების დაფინანსება.

შედეგები თავად მეტყველებს ყველაფერზე: FI-ის მონაწილეებმა ჯამურად მოიზიდეს 1.5 მილიარდ დოლარზე მეტი დაფინანსება და აწარმოებენ შედეგიან ბიზნესებს 90-ზე მეტი ქვეყანის 200-ზე მეტ ქალაქში.

R