მოძრაობა "სირცხვილიას" ინფორმაციით, მათი ერთ-ერთი აქტივისტის, მარიამ გეგუჩაძის წინააღმდეგ, წვრილმანი ხულიგნობის მუხლით, ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო.
"კანცელარიასთან “სირცხვილიას” აქტივისტების დაკავებიდან 2 დღის შემდეგ, წვრილმანი ხულიგნობის მუხლით ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო ჩვენს კიდევ ერთ აქტივისტზე, მარიამ გეგუჩაძეზე.
შეიძლება ითქვას, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკაზე დაყრდნობით, მოძრაობის 80% ხულიგანია და რეგულარულად არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს", - ნათქვამია გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.
ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ მთავრობის კანცელარიასთან უკრაინის სოლიდარობის აქცია გაიმართა. აქციაზე აქტივისტებსა და სამართალდამცველებს შორის სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. აქციის მონაწილეებმა პოლიციელებს ფქვილი შეაყარეს. დააკვეს რამდენიმე პირი, მათ შორის, გიგა მაქარაშვილი.