მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კონფლიქტები
პოლიტიკა
მსოფლიო

21

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 03:14, მთვარე თევზებშია - კარგია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ფინანსური საკითხების მოგვარება. ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. კარგია ტერფების მასაჟი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
სამართალი
მეცნიერება
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
წიგნები
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ინტენსიური თოვა ქვეყნის არაერთ რეგიონში, მათ შორის თბილისში - ზვავსაშიშროების გამო გზის რა მონაკვეთებზეა აკრძალული საავტომობილო მოძრაობა?
ინტენსიური თოვა ქვეყნის არაერთ რეგიონში, მათ შორის თბილისში - ზვავსაშიშროების გამო გზის რა მონაკვეთებზეა აკრძალული საავტომობილო მოძრაობა?

სა­ქარ­თვე­ლო­ში 10 მარ­ტი­დან ჰა­ე­რის ტემ­პე­რა­ტუ­რის კლე­ბა, მთა­ში კი თოვა და­ი­წყო. გა­რე­მოს ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტოს მო­ნი­ტო­რინ­გი­სა და პროგ­ნო­ზი­რე­ბის ცენ­ტრის ინ­ფორ­მა­ცი­ით, თოვს სა­ქარ­თვე­ლოს არა­ერთ რე­გი­ონ­ში, მათ შო­რის თბი­ლის­შიც. მა­თი­ვე პროგ­ნო­ზის თა­ნახ­მად, 11-12 მარტს ტემ­პე­რა­ტუ­რა გან­სა­კუთ­რე­ბით იკ­ლებს. ცალ­კე­ულ რა­ი­ო­ნებ­ში მო­სა­ლოდ­ნე­ლია თოვ­ლჭყა­პი. მთი­ან რე­გი­ო­ნებ­ში იქ­ნე­ბა ძლი­ე­რი თოვა, ნის­ლი და ქარ­ბუ­ქი, ზღვა­ზე 3-4 ბა­ლი­ა­ნი ღელ­ვა. მო­სა­ლოდ­ნელ­მა ძლი­ერ­მა ნა­ლე­ქებ­მა შე­საძ­ლე­ბე­ლია და­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლოს მდი­ნა­რე­ებ­ზე წყლის დო­ნის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მა­ტე­ბა, ხოლო მთი­ან ზო­ნებ­ში ზვა­ვე­ბის ფორ­მი­რე­ბა და მე­წყრუ­ლი პრო­ცე­სე­ბის ჩა­სახ­ვა - გა­აქ­ტი­უ­რე­ბა გა­მო­იწ­ვი­ოს.

გა­რე­მოს ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტოს ცნო­ბით, სა­ერ­თა­შო­რი­სო მნიშ­ვნე­ლო­ბის მცხე­თა-სტე­ფან­წმინ­და-ლარ­სის სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გზის მლე­თა-გუ­და­უ­რის, გუ­და­უ­რი-კო­ბის და სტე­ფან­წმინ­და-ლარ­სის მო­ნაკ­ვე­თებ­ზე ინ­ტენ­სი­უ­რი თო­ვის და და­ბა­ლი ტემ­პე­რა­ტუ­რის გამო, ზვავ­სა­შიშ­რო­ე­ბის საფრ­თხის დონე მა­ღა­ლია, რის გა­მოც, აღ­ნიშ­ნულ მო­ნაკ­ვე­თებ­ზე აკ­რძა­ლუ­ლია ყვე­ლა სა­ხის ავ­ტოტ­რან­სპორ­ტის მოძ­რა­ო­ბა.

გზის და­ნარ­ჩენ მო­ნაკ­ვე­თებ­ზე ავ­ტოტ­რან­სპორ­ტის მოძ­რა­ო­ბა თა­ვი­სუ­ფა­ლია.

ინ­ფორ­მა­ცი­ას სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გზე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტი ავ­რცე­ლებს.

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ხოშტარ
13

რაც ბიძინა მოვიდა, მერე ნორმალური ამინდიც არ გამოსულა. მიშას დროს სულ დარი და სითბო იყო, ციხეშიც კი.

ლია
19

ოპოზიციის ბრალია,,,,,,,აბა მთავრობა სადაა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
პირველებმა ბექა ონიანზე სასტიკი ანგარიშსწორების პირველი კადრები მოიპოვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

ინტენსიური თოვა ქვეყნის არაერთ რეგიონში, მათ შორის თბილისში - ზვავსაშიშროების გამო გზის რა მონაკვეთებზეა აკრძალული საავტომობილო მოძრაობა?

ინტენსიური თოვა ქვეყნის არაერთ რეგიონში, მათ შორის თბილისში - ზვავსაშიშროების გამო გზის რა მონაკვეთებზეა აკრძალული საავტომობილო მოძრაობა?

საქართველოში 10 მარტიდან ჰაერის ტემპერატურის კლება, მთაში კი თოვა დაიწყო. გარემოს ეროვნული სააგენტოს მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრის ინფორმაციით, თოვს საქართველოს არაერთ რეგიონში, მათ შორის თბილისშიც. მათივე პროგნოზის თანახმად, 11-12 მარტს ტემპერატურა განსაკუთრებით იკლებს. ცალკეულ რაიონებში მოსალოდნელია თოვლჭყაპი. მთიან რეგიონებში იქნება ძლიერი თოვა, ნისლი და ქარბუქი, ზღვაზე 3-4 ბალიანი ღელვა. მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება, ხოლო მთიან ზონებში ზვავების ფორმირება და მეწყრული პროცესების ჩასახვა - გააქტიურება გამოიწვიოს.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის მლეთა-გუდაურის, გუდაური-კობის და სტეფანწმინდა-ლარსის მონაკვეთებზე ინტენსიური თოვის და დაბალი ტემპერატურის გამო, ზვავსაშიშროების საფრთხის დონე მაღალია, რის გამოც, აღნიშნულ მონაკვეთებზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.