პოლიტიკა
სამართალი

19

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 00:21-ზე – დღე პასიურია, მოუსმინეთ თქვენს შინაგან ხმას. არ იჩქაროთ. დღის პირველ ნახევარში დაისვენეთ. მოაგვარეთ მარტივი საკითხები. გადადეთ რთული მოლაპარაკებები. დაიცავით ნეიტრალიტეტი კოლეგებთან ურთიერთობაში. არ არის რეკომენდებული აჩქარება, აქტიურობა. ხელშეკრულებების და კონტრაქტების გაფორმება. გადაწყვეტილებების მიღება. დღე ხელსაყრელია მოგზაურობისა და მივლინებისთვის. დღე შესაფერისია ორგანიზმის გასაწმენდად. არ არის რეკომენდებული სოკოსა და ნესვის ჭამა.
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვინ არიან ცხინვალელი ექსმაღალჩინოსნები, რომელთა დაპატიმრებაც, აგვისტოს ომის საქმეზე, ჰააგის პროკურორმა ოფიციალურად მოითხოვა?
ვინ არიან ცხინვალელი ექსმაღალჩინოსნები, რომელთა დაპატიმრებაც,  აგვისტოს ომის საქმეზე, ჰააგის პროკურორმა ოფიციალურად მოითხოვა?
  • ფო­ტო­კო­ლაჟ­ზე: მი­ხა­ილ მინ­ძა­ე­ვი და და­ვით სა­ნა­კო­ე­ვი

სის­ხლის სა­მარ­თლის სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­სა­მარ­თლოს (ICC) პრო­კუ­რორ­მა, კა­რიმ ხან­მა აგ­ვის­ტოს ომის საქ­მე­ზე სამი პი­რის და­კა­ვე­ბის ორ­დე­რის­თვის გა­ნა­ცხა­დი შე­ი­ტა­ნა.

კა­რიმ ხა­ნის გან­ცხა­დე­ბით, აღ­ნიშ­ნუ­ლი პი­რე­ბი არი­ან:

გე­ნე­რალ-ლე­ი­ტე­ნან­ტი მი­ხა­ილ მინ­ძა­ე­ვი, რო­მე­ლიც 2005-2008 წლებ­ში "სამ­ხრეთ ოსე­თის“ დე ფაქ­ტო ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის ე.წ. ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრი იყო;

გამ­ლეტ გუჩ­მა­ზო­ვი, რო­მე­ლიც აგ­ვის­ტოს ომის დროს "სამ­ხრეთ ოსე­თის“ დე ფაქ­ტო "ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს“ წი­ნას­წა­რი და­კა­ვე­ბის და­წე­სე­ბუ­ლე­ბის უფ­რო­სი იყო;

და­ვით სა­ნა­კო­ე­ვი, “სამ­ხრეთ ოსე­თის“ ე.წ. პრე­ზი­დენ­ტის დე ფაქ­ტო წარ­მო­მად­გე­ნე­ლი ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა სა­კი­თხებ­ში, ასე­ვე ცნო­ბი­ლი რო­გორც "ომ­ბუდსმე­ნი“ აგ­ვის­ტოს ომის მოვ­ლე­ნე­ბის დროს.

"ჩემი ოფი­სის მიერ შეგ­რო­ვე­ბუ­ლი და გა­მოკ­ვლე­უ­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, მაქვს და­სა­ბუ­თე­ბუ­ლი სა­ფუძ­ვე­ლი ვი­ვა­რა­უ­დო, რომ აღ­ნიშ­ნულ სამ პირს ეკის­რე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას 2008 წლის 8-27 აგ­ვის­ტოს პე­რი­ოდ­ში სა­ქარ­თვე­ლო­ში, სამ­ხრეთ ოსე­თის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე და მის გარ­შე­მო ჩა­დე­ნი­ლი სამ­ხედ­რო და­ნა­შა­უ­ლე­ბის­თვის: თა­ვი­სუფ­ლე­ბის უკა­ნო­ნო აღ­კვე­თა, წა­მე­ბა, არა­ა­და­მი­ა­ნუ­რი მო­პყრო­ბა, პი­როვ­ნუ­ლი ღირ­სე­ბის შე­უ­რა­ცხყო­ფა, მძევ­ლე­ბის აყ­ვა­ნა და უკა­ნო­ნო გა­და­ცე­მა“, - ნათ­ქვა­მია კა­რიმ ხა­ნის გან­ცხა­დე­ბა­ში.

კა­რიმ ხანი

მი­სი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, გა­მო­ძი­ე­ბამ ასე­ვე გა­მო­ავ­ლი­ნა რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის გე­ნე­რალ-მა­ი­ო­რის, ამ­ჟა­მად გარ­დაც­ვლი­ლი ვი­ა­ჩეს­ლავ ბო­რი­სო­ვის სა­ვა­რა­უ­დო რო­ლიც.

“მი­იჩ­ნე­ვენ, რომ მან გან­ზრახ შე­ი­ტა­ნა წვლი­ლი ზო­გი­ერ­თი ამ და­ნა­შა­უ­ლის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა­ში”, - აცხა­დებს კა­რიმ ხანი.

"მოვ­ლე­ნე­ბის დროს სამ­ხრეთ ოსეთ­ში მცხოვ­რე­ბი ქარ­თვე­ლი მშვი­დო­ბი­ა­ნი მო­სახ­ლე­ო­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბა სა­ქარ­თვე­ლოს იმ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე გა­და­ვი­და, რო­მელ­ზე­დაც დავა არ მიმ­დი­ნა­რე­ობ­და. სა­ქარ­თვე­ლოს შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის სამ­ხრეთ ოსე­თი­დან გა­ძე­ვე­ბის­თა­ნა­ვე, რუ­სულ­მა ჯა­რებ­მა და, პირ­ველ რიგ­ში, სამ­ხრეთ ოსე­თის ჯა­რებ­მა და­ი­წყეს ქარ­თვე­ლი მშვი­დო­ბი­ა­ნი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის, ძი­რი­თა­დად მო­ხუ­ცე­ბი­სა და ავად­მყო­ფე­ბის და­ტყვე­ვე­ბა, რომ­ლებ­საც არ შე­ეძ­ლოთ, ან არ სურ­დათ და­ე­ტო­ვე­ბი­ნათ სახ­ლე­ბი. მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი აჩ­ვე­ნებს, რომ ამ ადა­მი­ა­ნე­ბის უმე­ტე­სო­ბა უკა­ნო­ნოდ იყო და­ტუ­სა­ღე­ბუ­ლი ან­ტი­სა­ნი­ტა­რი­ულ და სა­ხი­ფა­თო პი­რო­ბებ­ში, შე­უ­რა­ცხყო­ფას აყე­ნებ­დნენ, სცემ­დნენ, აწა­მებ­დნენ და ამ­ცი­რებ­დნენ", - ნათ­ქვა­მია კა­რიმ ხა­ნის გან­ცხა­დე­ბა­ში.

იუს­ტი­ცი­ის სა­მი­ნის­ტროს შე­ფა­სე­ბით, ჰა­ა­გის სა­სა­მარ­თლოს პრო­კუ­რო­რის მიერ აგ­ვის­ტოს ომის საქ­მე­ზე სამი პი­რის და­კა­ვე­ბის ბრძა­ნე­ბის გა­მო­ცე­მა სა­ქარ­თვე­ლოს მო­რი­გი გა­მარ­ჯვე­ბაა.

რო­გორც უწყე­ბა­ში აღ­ნიშ­ნა­ვენ, ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით კი­დევ ერთხელ დას­ტურ­დე­ბა, რომ სა­ქარ­თვე­ლოს მო­სახ­ლე­ო­ბის მი­მართ აგ­ვის­ტოს ომის დროს ჩა­დე­ნი­ლი მძი­მე დარ­ღვე­ვე­ბი შე­ე­რა­ცხე­ბა რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ი­სა და სე­პა­რა­ტის­ტუ­ლი რე­ჟი­მე­ბის კონ­კრე­ტულ წარ­მო­მად­გენ­ლებს.

ამას­თა­ნა­ვე, გან­მარ­ტა­ვენ, რომ აგ­ვის­ტოს ომის საქ­მე­ზე სტრას­ბურ­გის სა­სა­მარ­თლოს 2021 წლის 21 იან­ვრის ის­ტო­რი­ულ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას­თან ერ­თად, ჰა­ა­გის სა­სა­მარ­თლოს ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა წარ­მო­ად­გენს სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­სა­მარ­თლო­ებ­ში ქარ­თუ­ლი მხა­რის კი­დევ ერთ მნიშ­ვნე­ლო­ვან გა­მარ­ჯვე­ბას რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის წი­ნა­აღ­მდეგ.

"ჰა­ა­გის სა­სა­მარ­თლოს მიერ გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის თა­ნახ­მად, აგ­ვის­ტოს ომის დროს ქარ­თვე­ლი სა­მო­ქა­ლა­ქო ტყვე­ე­ბის წა­მე­ბი­სა და არა­სა­თა­ნა­დო მო­პყრო­ბის ეპი­ზოდ­ზე სა­სა­მარ­თლოს პრო­კუ­რორ­მა და­კა­ვე­ბის ბრძა­ნე­ბე­ბი გა­მოს­ცა 3 ბრალ­დე­ბუ­ლის მი­მართ. მი­ხა­ილ მინ­ძა­ე­ვი (მი­თი­თე­ბულ პე­რი­ოდ­ში ცხინ­ვა­ლის რე­გი­ო­ნის ე.წ. ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრი); ჰამ­ლეტ გუჩ­მა­ზო­ვი (მი­თი­თე­ბულ პე­რი­ოდ­ში ცხინ­ვა­ლის რე­გი­ო­ნის ე.წ. შს სა­მი­ნის­ტროს წი­ნას­წა­რი და­კა­ვე­ბის იზო­ლა­ტო­რის უფ­რო­სი); და­ვით სა­ნა­კო­ე­ვი (მი­თი­თე­ბულ პე­რი­ოდ­ში ე.წ. ომ­ბუდსმე­ნი). მა­თი­ვე ცნო­ბით, გა­მო­ძი­ე­ბის ფარ­გლებ­ში, აგ­რეთ­ვე, გა­მოკ­ვე­თი­ლია აწ გარ­დაც­ვლი­ლი ვი­ა­ჩეს­ლავ ბო­რი­სო­ვის (მი­თი­თე­ბულ პე­რი­ოდ­ში რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის გე­ნე­რალ-მა­ი­ო­რი და სა­ჰა­ე­რო ძა­ლე­ბის მე­თა­უ­რის მო­ად­გი­ლე) როლი, რო­მელ­მაც, გა­მო­ძი­ე­ბის ვა­რა­უ­დით, გან­ზრახ ხელი შე­უ­წყო ზე­მოხ­სე­ნე­ბუ­ლი და­ნა­შა­უ­ლე­ბის ჩა­დე­ნას.

პრო­კუ­რო­რის ოფი­სის მი­მარ­თვა და­პა­ტიმ­რე­ბის ორ­დე­რე­ბის გა­მო­ცე­მის თა­ო­ბა­ზე კონ­კრე­ტუ­ლად უკავ­შირ­დე­ბა რუ­სე­თის მიერ ოკუ­პა­ცი­ის პი­რო­ბებ­ში, ქარ­თვე­ლი სა­მო­ქა­ლა­ქო მო­სახ­ლე­ო­ბის უკა­ნო­ნო და­კა­ვე­ბის, არა­ა­და­მი­ა­ნუ­რი მო­პყრო­ბის, მძევ­ლად აყ­ვა­ნი­სა და შემ­დგო­მი უკა­ნო­ნო გა­და­ად­გი­ლე­ბის ფაქ­ტებს. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ სტრას­ბურ­გის სა­სა­მარ­თლოს მსგავ­სად, ჰა­ა­გის სა­სა­მარ­თლოს პრო­კუ­რო­რიც პირ­და­პირ აღ­ნიშ­ნავს, რომ სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ე­ბი ოკუ­პი­რე­ბუ­ლია რუ­სე­თის მიერ.

2016 წლი­დან სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბა, სა­ქარ­თვე­ლოს იუს­ტი­ცი­ის სა­მი­ნის­ტროს კო­ორ­დი­ნა­ცი­ით, გე­ნე­რა­ლუ­რი პრო­კუ­რა­ტუ­რი­სა და ყვე­ლა შე­სა­ბა­მი­სი უწყე­ბის ჩარ­თუ­ლო­ბით, აქ­ტი­უ­რად თა­ნამ­შრომ­ლობ­და ჰა­ა­გის სა­სა­მარ­თლოს პრო­კუ­რო­რის ოფის­თან და აწ­ვდი­და გა­მო­ძი­ე­ბის ჯე­რო­ვა­ნი წარ­მარ­თვი­სათ­ვის სა­ჭი­რო სრულ­ყო­ფილ ინ­ფორ­მა­ცი­ა­სა და მტკი­ცე­ბუ­ლე­ბებს. პრო­კუ­რო­რის ოფისს მი­ე­წო­და, სხვებს შო­რის, სტრას­ბურ­გის სა­სა­მარ­თლო­ში აგ­ვის­ტოს ომის საქ­მის მო­სა­გე­ბად შეგ­რო­ვე­ბუ­ლი და წარ­დგე­ნი­ლი ასე­უ­ლო­ბით მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა.

ჰა­ა­გის სა­სა­მარ­თლოს პრო­კუ­რო­რის ოფი­სის ახ­ლან­დე­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის მიერ ზე­მო­აღ­ნიშ­ნუ­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის წარ­დგე­ნის შე­დე­გი და სტრას­ბურ­გის ის­ტო­რი­უ­ლი გა­მარ­ჯვე­ბის ლო­გი­კუ­რი გაგ­რძე­ლე­ბაა.

სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბა გა­აგ­რძე­ლებს აქ­ტი­ურ თა­ნამ­შრომ­ლო­ბას ჰა­ა­გის სა­სა­მარ­თლოს­თან, რათა სა­ქარ­თვე­ლოს მო­სახ­ლე­ო­ბის მი­მართ ჩა­დე­ნილ ყვე­ლა სხვა და­ნა­შა­ულ­ზე აღ­სრულ­დეს სა­ერ­თა­შო­რი­სო მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბა.

რაც შე­ე­ხე­ბა და­პა­ტიმ­რე­ბის ორ­დე­რე­ბის აღ­სრუ­ლე­ბას, რო­მის სტა­ტუ­ტის (სის­ხლის სა­მარ­თლის სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­სა­მარ­თლოს დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი დო­კუ­მენ­ტის) ყვე­ლა წევრ-სა­ხელ­მწი­ფოს აქვს ვალ­დე­ბუ­ლე­ბა, რომ ითა­ნამ­შრომ­ლოს ჰა­ა­გის სა­სა­მარ­თლოს­თან პი­რის და­კა­ვე­ბის და სა­სა­მარ­თლოს­თვის გა­და­ცე­მის კუ­თხით. ამ მიზ­ნით სა­ქარ­თვე­ლო სრუ­ლად ითა­ნამ­შრომ­ლებს სა­სა­მარ­თლოს­თან, რათა დამ­ნა­შა­ვე პი­რე­ბი წარ­სდგნენ სა­ერ­თა­შო­რი­სო მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბის წი­ნა­შე.

აგ­ვის­ტოს ომის საქ­მე­ზე სტრას­ბურ­გის სა­სა­მარ­თლოს 2021 წლის 21 იან­ვრის ის­ტო­რი­ულ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას­თან ერ­თად, ჰა­ა­გის სა­სა­მარ­თლოს ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა წარ­მო­ად­გენს სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­სა­მარ­თლო­ებ­ში ქარ­თუ­ლი მხა­რის კი­დევ ერთ მნიშ­ვნე­ლო­ვან გა­მარ­ჯვე­ბას რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის წი­ნა­აღ­მდეგ და ადას­ტუ­რებს, რომ 2008 წლის ომის დროს ქარ­თვე­ლი სამ­ხედ­რო­ე­ბი მოქ­მე­დებ­დნენ სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­მარ­თლის ნორ­მე­ბის დაც­ვით“, - აღ­ნიშ­ნა­ვენ უწყე­ბა­ში.

მკითხველის კომენტარები / 13 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ჩეკისტი
9

არ იცით ალბათ, ჰააგის სასამართლოს საცაა დააპატიმრებს აშშ! 

ნ.
2

ძლივს თვალი გაახილა მსოფლიომ და შეშფოთების გარდა ყურადღების ღირსი გაგვხადა, კიდევ ერთი ომი იყო საჭირო რომ დაენახათ რუსეთის როლი საქართველოს უბედურებაში და სანამ გონს არის მსოფლიო მოსული დროა ეგრეთწოდებული სამხრეთ ოსეთის გაჩენის ისტორია შევახსენოთ. არარსებული ქვეყანა რომ შეჰქმნა წითელმა იმპერიამ ჩვენს მიწაზე.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ლევან ხაბეიშვილს პირდაპირ ეთერში თავს დაესხნენ - დაპირისპირების ამსახველი კადრები
ავტორი:

ვინ არიან ცხინვალელი ექსმაღალჩინოსნები, რომელთა დაპატიმრებაც, აგვისტოს ომის საქმეზე, ჰააგის პროკურორმა ოფიციალურად მოითხოვა?

ვინ არიან ცხინვალელი ექსმაღალჩინოსნები, რომელთა დაპატიმრებაც,  აგვისტოს ომის საქმეზე, ჰააგის პროკურორმა ოფიციალურად მოითხოვა?
  • ფოტოკოლაჟზე: მიხაილ მინძაევი და დავით სანაკოევი

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) პროკურორმა, კარიმ ხანმა აგვისტოს ომის საქმეზე სამი პირის დაკავების ორდერისთვის განაცხადი შეიტანა.

კარიმ ხანის განცხადებით, აღნიშნული პირები არიან:

გენერალ-ლეიტენანტი მიხაილ მინძაევი, რომელიც 2005-2008 წლებში "სამხრეთ ოსეთის“ დე ფაქტო ადმინისტრაციის ე.წ. შინაგან საქმეთა მინისტრი იყო;

გამლეტ გუჩმაზოვი, რომელიც აგვისტოს ომის დროს "სამხრეთ ოსეთის“ დე ფაქტო "შინაგან საქმეთა სამინისტროს“ წინასწარი დაკავების დაწესებულების უფროსი იყო;

დავით სანაკოევი, “სამხრეთ ოსეთის“ ე.წ. პრეზიდენტის დე ფაქტო წარმომადგენელი ადამიანის უფლებათა საკითხებში, ასევე ცნობილი როგორც "ომბუდსმენი“ აგვისტოს ომის მოვლენების დროს.

"ჩემი ოფისის მიერ შეგროვებული და გამოკვლეული მტკიცებულებების საფუძველზე, მაქვს დასაბუთებული საფუძველი ვივარაუდო, რომ აღნიშნულ სამ პირს ეკისრება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას 2008 წლის 8-27 აგვისტოს პერიოდში საქართველოში, სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე და მის გარშემო ჩადენილი სამხედრო დანაშაულებისთვის: თავისუფლების უკანონო აღკვეთა, წამება, არაადამიანური მოპყრობა, პიროვნული ღირსების შეურაცხყოფა, მძევლების აყვანა და უკანონო გადაცემა“, - ნათქვამია კარიმ ხანის განცხადებაში.

კარიმ ხანი

მისივე ინფორმაციით, გამოძიებამ ასევე გამოავლინა რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების გენერალ-მაიორის, ამჟამად გარდაცვლილი ვიაჩესლავ ბორისოვის სავარაუდო როლიც.

“მიიჩნევენ, რომ მან განზრახ შეიტანა წვლილი ზოგიერთი ამ დანაშაულის განხორციელებაში”, - აცხადებს კარიმ ხანი.

"მოვლენების დროს სამხრეთ ოსეთში მცხოვრები ქართველი მშვიდობიანი მოსახლეობის უმრავლესობა საქართველოს იმ ტერიტორიაზე გადავიდა, რომელზედაც დავა არ მიმდინარეობდა. საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხრეთ ოსეთიდან გაძევებისთანავე, რუსულმა ჯარებმა და, პირველ რიგში, სამხრეთ ოსეთის ჯარებმა დაიწყეს ქართველი მშვიდობიანი მოქალაქეების, ძირითადად მოხუცებისა და ავადმყოფების დატყვევება, რომლებსაც არ შეეძლოთ, ან არ სურდათ დაეტოვებინათ სახლები. მტკიცებულებები აჩვენებს, რომ ამ ადამიანების უმეტესობა უკანონოდ იყო დატუსაღებული ანტისანიტარიულ და სახიფათო პირობებში, შეურაცხყოფას აყენებდნენ, სცემდნენ, აწამებდნენ და ამცირებდნენ", - ნათქვამია კარიმ ხანის განცხადებაში.

იუსტიციის სამინისტროს შეფასებით, ჰააგის სასამართლოს პროკურორის მიერ აგვისტოს ომის საქმეზე სამი პირის დაკავების ბრძანების გამოცემა საქართველოს მორიგი გამარჯვებაა.

როგორც უწყებაში აღნიშნავენ, ამ გადაწყვეტილებით კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ საქართველოს მოსახლეობის მიმართ აგვისტოს ომის დროს ჩადენილი მძიმე დარღვევები შეერაცხება რუსეთის ფედერაციისა და სეპარატისტული რეჟიმების კონკრეტულ წარმომადგენლებს.

ამასთანავე, განმარტავენ, რომ აგვისტოს ომის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს 2021 წლის 21 იანვრის ისტორიულ გადაწყვეტილებასთან ერთად, ჰააგის სასამართლოს ეს გადაწყვეტილება წარმოადგენს საერთაშორისო სასამართლოებში ქართული მხარის კიდევ ერთ მნიშვნელოვან გამარჯვებას რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ.

"ჰააგის სასამართლოს მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, აგვისტოს ომის დროს ქართველი სამოქალაქო ტყვეების წამებისა და არასათანადო მოპყრობის ეპიზოდზე სასამართლოს პროკურორმა დაკავების ბრძანებები გამოსცა 3 ბრალდებულის მიმართ. მიხაილ მინძაევი (მითითებულ პერიოდში ცხინვალის რეგიონის ე.წ. შინაგან საქმეთა მინისტრი); ჰამლეტ გუჩმაზოვი (მითითებულ პერიოდში ცხინვალის რეგიონის ე.წ. შს სამინისტროს წინასწარი დაკავების იზოლატორის უფროსი); დავით სანაკოევი (მითითებულ პერიოდში ე.წ. ომბუდსმენი). მათივე ცნობით, გამოძიების ფარგლებში, აგრეთვე, გამოკვეთილია აწ გარდაცვლილი ვიაჩესლავ ბორისოვის (მითითებულ პერიოდში რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების გენერალ-მაიორი და საჰაერო ძალების მეთაურის მოადგილე) როლი, რომელმაც, გამოძიების ვარაუდით, განზრახ ხელი შეუწყო ზემოხსენებული დანაშაულების ჩადენას.

პროკურორის ოფისის მიმართვა დაპატიმრების ორდერების გამოცემის თაობაზე კონკრეტულად უკავშირდება რუსეთის მიერ ოკუპაციის პირობებში, ქართველი სამოქალაქო მოსახლეობის უკანონო დაკავების, არაადამიანური მოპყრობის, მძევლად აყვანისა და შემდგომი უკანონო გადაადგილების ფაქტებს. აღსანიშნავია, რომ სტრასბურგის სასამართლოს მსგავსად, ჰააგის სასამართლოს პროკურორიც პირდაპირ აღნიშნავს, რომ საქართველოს ტერიტორიები ოკუპირებულია რუსეთის მიერ.

2016 წლიდან საქართველოს მთავრობა, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს კოორდინაციით, გენერალური პროკურატურისა და ყველა შესაბამისი უწყების ჩართულობით, აქტიურად თანამშრომლობდა ჰააგის სასამართლოს პროკურორის ოფისთან და აწვდიდა გამოძიების ჯეროვანი წარმართვისათვის საჭირო სრულყოფილ ინფორმაციასა და მტკიცებულებებს. პროკურორის ოფისს მიეწოდა, სხვებს შორის, სტრასბურგის სასამართლოში აგვისტოს ომის საქმის მოსაგებად შეგროვებული და წარდგენილი ასეულობით მტკიცებულება.

ჰააგის სასამართლოს პროკურორის ოფისის ახლანდელი გადაწყვეტილება საქართველოს მთავრობის მიერ ზემოაღნიშნული მტკიცებულებების წარდგენის შედეგი და სტრასბურგის ისტორიული გამარჯვების ლოგიკური გაგრძელებაა.

საქართველოს მთავრობა გააგრძელებს აქტიურ თანამშრომლობას ჰააგის სასამართლოსთან, რათა საქართველოს მოსახლეობის მიმართ ჩადენილ ყველა სხვა დანაშაულზე აღსრულდეს საერთაშორისო მართლმსაჯულება.

რაც შეეხება დაპატიმრების ორდერების აღსრულებას, რომის სტატუტის (სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს დამფუძნებელი დოკუმენტის) ყველა წევრ-სახელმწიფოს აქვს ვალდებულება, რომ ითანამშრომლოს ჰააგის სასამართლოსთან პირის დაკავების და სასამართლოსთვის გადაცემის კუთხით. ამ მიზნით საქართველო სრულად ითანამშრომლებს სასამართლოსთან, რათა დამნაშავე პირები წარსდგნენ საერთაშორისო მართლმსაჯულების წინაშე.

აგვისტოს ომის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს 2021 წლის 21 იანვრის ისტორიულ გადაწყვეტილებასთან ერთად, ჰააგის სასამართლოს ეს გადაწყვეტილება წარმოადგენს საერთაშორისო სასამართლოებში ქართული მხარის კიდევ ერთ მნიშვნელოვან გამარჯვებას რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ და ადასტურებს, რომ 2008 წლის ომის დროს ქართველი სამხედროები მოქმედებდნენ საერთაშორისო სამართლის ნორმების დაცვით“, - აღნიშნავენ უწყებაში.