მსოფლიო
პოლიტიკა
კულტურა/შოუბიზნესი

24

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 02:47-ზე, მთვარე ტყუპშია – შეგიძლიათ დაიწყოთ ნებისმიერი საქმე. განსაკუთრებით მიწისა და უძრავი ქონების შესაძენად. აკეთეთ ბიზნესი და იმუშავეთ. დაიწყეთ ახალი საქმეები. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. გააფორმეთ მნიშვნელოვანი დოკუმენტები, ხელშეკრულებები და კონტრაქტები. შეინარჩუნეთ სიმშვიდე და კეთილგანწყობა ყველა საკითხში. საიდუმლოდ შეინახეთ თქვენი წარმატებები და მიღწევები. უხვად მიირთვით მწვანილი, ხილი და ბოსტნეული. უმჯობესია რაციონიდან გამორიცხოთ მარცვლეული და ცხოველური საკვები.
სპორტი
სამართალი
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
საზოგადოება
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"უკრაინის ლაბორატორიებში მუშავდებოდა ბიოაგენტები, რომელსაც ეთნიკური ჯგუფების განადგურება შეუძლია" - რას აცხადებს იგორ კირილოვი?
"უკრაინის ლაბორატორიებში მუშავდებოდა ბიოაგენტები, რომელსაც ეთნიკური ჯგუფების განადგურება შეუძლია" - რას აცხადებს იგორ კირილოვი?

უკ­რა­ი­ნა­ში ამე­რი­კულ ლა­ბო­რა­ტო­რი­ებ­ში მუ­შავ­დე­ბო­და ბი­ო­ა­გენ­ტე­ბი, რო­მელ­თაც შე­უძ­ლი­ათ ეთ­ნი­კუ­რი ჯგუ­ფე­ბი გა­ა­ნად­გუ­რონ. ამის შე­სა­ხებ რუ­სე­თის შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის რა­დი­ა­ცი­უ­ლი, ქი­მი­უ­რი და ბი­ო­ლო­გი­უ­რი დაც­ვის ჯა­რე­ბის მე­თა­ურ­მა იგორ კი­რი­ლოვ­მა გა­ნა­ცხა­და.

ამას­თან, რო­გორც კი­რი­ლო­ვი აცხა­დებს, პენ­ტა­გო­ნის ინ­ტე­რე­სია, გა­დამ­ტა­ნი მწე­რე­ბი, რომ­ლებ­საც სა­ში­ში ინ­ფექ­ცი­უ­რი და­ა­ვა­დე­ბე­ბის გავ­რცე­ლე­ბა შე­უძ­ლი­ათ.

იგორ კი­რი­ლო­ვი ამ­ბობს, რომ მსგავ­სი პრო­ექ­ტე­ბი ხორ­ცი­ელ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს ბი­ო­ლო­გი­უ­რი ლა­ბო­რა­ტო­რი­ის მო­ნა­წი­ლე­ო­ბით.

"არ­სე­ბუ­ლი დო­კუ­მენ­ტე­ბი ადას­ტუ­რებს მრა­ვალ­რი­ცხო­ვან შემ­თხვე­ვებს ბი­ო­ლო­გი­უ­რი ნი­მუ­შე­ბის სა­ზღვარ­გა­რეთ უკ­რა­ი­ნის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის­თვის გა­და­ცე­მის შე­სა­ხებ. დიდი ალ­ბა­თო­ბით, შე­საძ­ლე­ბე­ლია, სა­უ­ბა­რი იმა­ზე, რომ აშშ-ს და მისი მო­კავ­ში­რე­ე­ბის ერთ-ერთი ამო­ცა­ნაა ბი­ო­ა­გენ­ტე­ბის შექ­მნა, რო­მელ­საც შე­უძ­ლია არ­ჩე­ვი­თად გა­ა­ნად­გუ­როს მო­სახ­ლე­ო­ბის სხვა­დას­ხვა ეთ­ნი­კუ­რი ჯგუ­ფი“, - გა­ნა­ცხა­და კი­რი­ლოვ­მა.

მისი თქმით, უკ­რა­ი­ნის ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ჯან­მრთე­ლო­ბის ცენ­ტრი­დან დო­გერ­ტის ინ­ფექ­ცი­უ­რი და­ა­ვა­დე­ბე­ბის რე­ფე­რენს-ლა­ბო­რა­ტო­რი­ა­ში 350 კრი­ო­კონ­ტე­ი­ნე­რი სის­ხლის შრა­ტის ნი­მუ­შე­ბია გა­და­ცე­მუ­ლია, რაც ან­ტის­ხე­უ­ლე­ბის ძი­ე­ბის მი­ზე­ზით გა­ა­კე­თეს.

მან­ვე გა­ნა­ცხა­და, რომ სხვა პრო­ექ­ტის ფარ­გლებ­ში, კო­დუ­რი ნომ­რით 68727 ЕN, რო­მელ­საც გერ­მა­ნია აფი­ნან­სებ­და, ჰამ­ბურ­გის ბერ­ნარდ ჰორ­ტის ტრო­პი­კუ­ლი მე­დი­ცი­ნის ინ­სტი­ტუტს უკ­რა­ი­ნის სხვა­დას­ხვა ოლ­ქი­დან მო­ქა­ლა­ქე­თა სის­ხლის შრა­ტის ათა­სი ნი­მუ­ში გა­და­ე­ცა

ყვე­ლა მათ­გა­ნი გა­ნე­კუთ­ვნე­ბო­და სლა­ვურ ეთ­ნოსს.

გარ­და ამი­სა, ამე­რი­კე­ლი სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი უკ­რა­ი­ნა­ში სწავ­ლობ­დნენ მწე­რებს, რომ­ლებ­საც შე­უძ­ლი­ათ ინ­ფექ­ცი­ე­ბის გა­და­ტა­ნა.

„პენ­ტა­გონს აინ­ტე­რე­სებს, ასე­ვე, გა­დამ­ტა­ნი მწე­რე­ბი, რომ­ლებ­საც შე­უძ­ლი­ათ სა­ში­ში ინ­ფექ­ცი­უ­რი და­ა­ვა­დე­ბე­ბის გავ­რცე­ლე­ბა. მი­ღე­ბუ­ლი მა­სა­ლე­ბის ანა­ლიზ­მა და­ა­დას­ტუ­რა ხარ­კო­ვის ლა­ბო­რა­ტო­რი­ი­დან სა­ზღვარ­გა­რეთ 140 კონ­ტე­ი­ნე­რის გა­ტა­ნა ღა­მუ­რე­ბის ეკტო­პა­რა­ზი­ტე­ბით - რწყი­ლე­ბი­თა და ტკი­პე­ბით“, - გა­ნა­ცხა­და კი­რი­ლოვ­მა.

მისი აზ­რით, პრო­ქტ „P-781“-ს ფარ­გლებ­ში მოხ­და ღა­მუ­რე­ბის შეს­წავ­ლა რო­გორც ბი­ო­ლო­გი­უ­რი ია­რა­ღის გა­დამ­ტა­ნი პო­ტენ­ცი­უ­რი აგენ­ტე­ბი­სა.

"პრი­ო­რი­ტე­ტებს შო­რის აღ­ნიშ­ნუ­ლია ბაქ­ტე­რი­უ­ლი და ვირუ­სუ­ლი პა­თო­გე­ნე­ბი, რო­მელ­თა გა­და­ტა­ნა შე­საძ­ლე­ბე­ლია ღა­მუ­რე­ბი­დან ადა­მი­ა­ნებ­ზე: ჭი­რის, ლეპ­ტოს­პი­რო­ზის, ბრუ­ცე­ლო­ზის გა­მომ­წვე­ვი აგენ­ტე­ბი, ასე­ვე კო­რო­ვირუ­სე­ბი და ფი­ლო­ვირუ­სე­ბი“, - გა­ნა­ცხა­და კი­რი­ლოვ­მა.

მისი თქმით, ეს პრო­ექ­ტი გან­ხორ­ცი­ელ­და პენ­ტა­გო­ნის კონ­ტროლ­ქვეშ არ­სე­ბუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს ბი­ო­ლო­გი­უ­რი ლა­ბო­რა­ტო­რი­ის მო­ნა­წი­ლე­ო­ბით, ვირ­ჯი­ნი­ის პო­ლი­ტექ­ნი­კუ­რი ინ­სტი­ტუ­ტის და ამე­რი­კის გე­ო­ლო­გი­უ­რი სამ­სა­ხუ­რის თა­ნამ­შრომ­ლო­ბით.

მკითხველის კომენტარები / 32 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
დარო
4

წლების წინ ამავე მიზეზით შევიდა ამერიკა ერაყში 

ნაან
10

მე კი საიდუმლოდ გავიგე რუსეთს თურმე კლონების გასაკეთებელი ლაბორატორია აქვს და პუტინის კლონებს ამრავლებს ახალი ,,სვერხ,,ჯარისკაცის გამოსაყვანად. თან ისვრიან, თან იმუქრებიან და თანაც კარატეს გიკეთებენ თურმე.

ავტორი:

"უკრაინის ლაბორატორიებში მუშავდებოდა ბიოაგენტები, რომელსაც ეთნიკური ჯგუფების განადგურება შეუძლია" - რას აცხადებს იგორ კირილოვი?

"უკრაინის ლაბორატორიებში მუშავდებოდა ბიოაგენტები, რომელსაც ეთნიკური ჯგუფების განადგურება შეუძლია" - რას აცხადებს იგორ კირილოვი?

უკრაინაში ამერიკულ ლაბორატორიებში მუშავდებოდა ბიოაგენტები, რომელთაც შეუძლიათ ეთნიკური ჯგუფები გაანადგურონ. ამის შესახებ რუსეთის შეიარაღებული ძალების რადიაციული, ქიმიური და ბიოლოგიური დაცვის ჯარების მეთაურმა იგორ კირილოვმა განაცხადა.

ამასთან, როგორც კირილოვი აცხადებს, პენტაგონის ინტერესია, გადამტანი მწერები, რომლებსაც საშიში ინფექციური დაავადებების გავრცელება შეუძლიათ.

იგორ კირილოვი ამბობს, რომ მსგავსი პროექტები ხორციელდება საქართველოს ბიოლოგიური ლაბორატორიის მონაწილეობით.

"არსებული დოკუმენტები ადასტურებს მრავალრიცხოვან შემთხვევებს ბიოლოგიური ნიმუშების საზღვარგარეთ უკრაინის მოქალაქეებისთვის გადაცემის შესახებ. დიდი ალბათობით, შესაძლებელია, საუბარი იმაზე, რომ აშშ-ს და მისი მოკავშირეების ერთ-ერთი ამოცანაა ბიოაგენტების შექმნა, რომელსაც შეუძლია არჩევითად გაანადგუროს მოსახლეობის სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფი“, - განაცხადა კირილოვმა.

მისი თქმით, უკრაინის ჯანდაცვის სამინისტროს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრიდან დოგერტის ინფექციური დაავადებების რეფერენს-ლაბორატორიაში 350 კრიოკონტეინერი სისხლის შრატის ნიმუშებია გადაცემულია, რაც ანტისხეულების ძიების მიზეზით გააკეთეს.

მანვე განაცხადა, რომ სხვა პროექტის ფარგლებში, კოდური ნომრით 68727 ЕN, რომელსაც გერმანია აფინანსებდა, ჰამბურგის ბერნარდ ჰორტის ტროპიკული მედიცინის ინსტიტუტს უკრაინის სხვადასხვა ოლქიდან მოქალაქეთა სისხლის შრატის ათასი ნიმუში გადაეცა

ყველა მათგანი განეკუთვნებოდა სლავურ ეთნოსს.

გარდა ამისა, ამერიკელი სპეციალისტები უკრაინაში სწავლობდნენ მწერებს, რომლებსაც შეუძლიათ ინფექციების გადატანა.

„პენტაგონს აინტერესებს, ასევე, გადამტანი მწერები, რომლებსაც შეუძლიათ საშიში ინფექციური დაავადებების გავრცელება. მიღებული მასალების ანალიზმა დაადასტურა ხარკოვის ლაბორატორიიდან საზღვარგარეთ 140 კონტეინერის გატანა ღამურების ეკტოპარაზიტებით - რწყილებითა და ტკიპებით“, - განაცხადა კირილოვმა.

მისი აზრით, პროქტ „P-781“-ს ფარგლებში მოხდა ღამურების შესწავლა როგორც ბიოლოგიური იარაღის გადამტანი პოტენციური აგენტებისა.

"პრიორიტეტებს შორის აღნიშნულია ბაქტერიული და ვირუსული პათოგენები, რომელთა გადატანა შესაძლებელია ღამურებიდან ადამიანებზე: ჭირის, ლეპტოსპიროზის, ბრუცელოზის გამომწვევი აგენტები, ასევე კოროვირუსები და ფილოვირუსები“, - განაცხადა კირილოვმა.

მისი თქმით, ეს პროექტი განხორციელდა პენტაგონის კონტროლქვეშ არსებული საქართველოს ბიოლოგიური ლაბორატორიის მონაწილეობით, ვირჯინიის პოლიტექნიკური ინსტიტუტის და ამერიკის გეოლოგიური სამსახურის თანამშრომლობით.