კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
პოლიტიკა

30

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეორე დღე დაიწყება 07:11-ზე, მთვარე ვერძშია კარგი დღეა ნებისმიერი საქმის დასაწყებად; ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; ვაჭრობისთვის. არ იკამათოთ, გადადეთ სასამართლო საქმეები. კარგ დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის. სწავლისთვის და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან შეხვედრა სიკეთეს არ მოგიტანთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. თამამად გაემგზავრეთ სამოგზაუროდ, მივლინებაში. სხვა დღისთვის გადადეთ ნიშნობა და ქორწინება. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სასმლის დოზა. მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე; აგრეთვე დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
საზოგადოება
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"დათო ჰალსტუხში არასოდეს მინახავს, ძალიან თავისუფალია... თავადაც და მისი უკრაინელი მეუღლეც გიჟდებიან საქართველოზე" - რას ჰყვება ნაყოფია მეგობარ არახამიაზე?
"დათო ჰალსტუხში არასოდეს მინახავს, ძალიან თავისუფალია... თავადაც და მისი უკრაინელი მეუღლეც გიჟდებიან საქართველოზე" - რას ჰყვება ნაყოფია მეგობარ არახამიაზე?

"ამ წუ­თას და­ვით არა­ხა­მი­ას ოჯა­ხი უკ­რა­ი­ნა­შია და ზუს­ტად მა­გის­თვის და­ვუ­რე­კე, ვურ­ჩიე, ოჯა­ხი უსაფრ­თხო ად­გი­ლას გა­და­ეყ­ვა­ნა, რად­გან ყვე­ლა ბავ­შვი მცი­რე­წლო­ვა­ნია და პა­ტა­რა ტყუ­პი ჯერ მხო­ლოდ ორი წლი­საა. ვუ­თხა­რი, პრო­ცე­სე­ბი ისე მი­დის, ერ­თდრო­უ­ლად ქვეყ­ნის გა­დარ­ჩე­ნა­ზეც უნდა იფიქ­რო და ოჯახ­ზეც, იქ­ნებ, ბავ­შვე­ბი გა­ა­რი­დო-მეთ­ქი, მაგ­რამ არაო, პრინ­ცი­პუ­ლად იქ ჰყავს ოჯა­ხი..." - ამ­ბობს კობა ნა­ყო­ფია და მის ახლო მე­გო­ბარ­ზე - და­ვით არა­ხა­მი­ა­ზე გვე­სა­უბ­რა...

- ბა­ტო­ნო კობა, ეთან­ხმე­ბით ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძეს, და­ვით არა­ხა­მია მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის "დაფრ­თი­ა­ნე­ბუ­ლი­აო"?

- მხო­ლოდ იმას გე­ტყვით, რომ "ქო­ცუ­რი" პრო­პა­გან­და ეგრე მუ­შა­ობს!

- და­ვით არა­ხა­მია აფხა­ზე­თის ომის დროს 12 წლის იყო და ამ­ბობს, მა­შინ რუ­სებს ვერ შე­ვებ­რძო­ლე­ბო­დიო, მაგ­რამ მოზ­რდილ ასაკ­ში, 2008 წელს სად იმ­ყო­ფე­ბო­და რუ­სეთ-სა­ქარ­თვე­ლოს ომის დროს?

- მა­ში­ნაც ახალ­გაზ­რდა იყო - 27-28 წლის და 2008 წელს ვი­ნა­ი­დან ცნო­ბი­ლი ადა­მი­ა­ნი არ იყო, ჩვენ ვერ გა­ვი­გებ­დით, სად იმ­ყო­ფე­ბო­და... სუ­ლით და გუ­ლით ქარ­თვე­ლია და ყო­ველ­თვის სა­ქარ­თვე­ლოს გვერ­დით იდგა! 2008 წელს უკ­რა­ი­ნე­ლე­ბი აქ სა­ომ­რად არ ჩა­მო­სუ­ლან, ომი სულ 5 დღე იყო... ძა­ლი­ან დიდი ხა­ნია უკ­რა­ი­ნა­ში ცხოვ­რობს და 2014 წელს ნამ­დვი­ლად უკ­რა­ი­ნის შე­ი­ა­რა­ღე­ბულ ძა­ლებ­ში იყო.

- თქვე­ნი მე­გობ­რო­ბა რო­მე­ლი წლი­დან და­ი­წყო?

- 2014 წელს უკ­რა­ი­ნა­ში გა­ვი­ცა­ნი... ყო­ველ­თვის სწო­რი პო­ზი­ცია ჰქონ­და. პო­რო­შენ­კოს და შემ­დეგ ია­ნუ­კო­ვი­ჩის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ოპო­ზი­ცი­ა­ში იყო, ძა­ლი­ან აქ­ტი­უ­რი იყო მა­ი­და­ნის დროს... გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ნი­ჭის და შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის ადა­მი­ა­ნია.

- აფხა­ზეთ­ზე გი­სა­უბ­რი­ათ ?

- რა თქმა უნდა, ძა­ლი­ან ხში­რად გვი­სა­უბ­რია! 12 წლამ­დე აფხა­ზეთ­ში იყო და აფხა­ზე­თი ძა­ლი­ან კარ­გად ახ­სოვს, შემ­დეგ, ერთი წელი თბი­ლის­ში ცხოვ­რობ­დნენ და მერე უკვე, უკ­რა­ი­ნა­ში წა­ვიდ­ნენ...წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად

მკითხველის კომენტარები / 38 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გელა
0

ნაყოფია იმისთანა პატივს ცემდი, ხალხის ფულებით, თავისუფალი კი არა გაგიჟებული რომ არ დარბის მიკვირს

მოქალაქე
0

ჰალსტუკის გიკეთია არ გიკეთია იმდენად მნიშვნელოვანი არ არის რამდენადაც საქციელი შენ ტუტუმიცინო. სამთავრობო დელეგაციაში შეხვედრაზე მიდიხარ კეპკაში და ვითომ დერზკი ბიჭი, აი ეგეთები უნდა ჩააგდო 90-ანებში თხუთმეტი წუთით საინტერესო იქნებოდა მაგათი დერზკობა ორ წამში რო გაფუჭდებოდნენ მერე ისწავლიდნენ მოქცევასაც და ყველაფერს

ავტორი:

"დათო ჰალსტუხში არასოდეს მინახავს, ძალიან თავისუფალია... თავადაც და მისი უკრაინელი მეუღლეც გიჟდებიან საქართველოზე" - რას ჰყვება ნაყოფია მეგობარ არახამიაზე?

"დათო ჰალსტუხში არასოდეს მინახავს, ძალიან თავისუფალია... თავადაც და მისი უკრაინელი მეუღლეც გიჟდებიან საქართველოზე" - რას ჰყვება ნაყოფია მეგობარ არახამიაზე?

"ამ წუთას დავით არახამიას ოჯახი უკრაინაშია და ზუსტად მაგისთვის დავურეკე, ვურჩიე, ოჯახი უსაფრთხო ადგილას გადაეყვანა, რადგან ყველა ბავშვი მცირეწლოვანია და პატარა ტყუპი ჯერ მხოლოდ ორი წლისაა. ვუთხარი, პროცესები ისე მიდის, ერთდროულად ქვეყნის გადარჩენაზეც უნდა იფიქრო და ოჯახზეც, იქნებ, ბავშვები გაარიდო-მეთქი, მაგრამ არაო, პრინციპულად იქ ჰყავს ოჯახი..." - ამბობს კობა ნაყოფია და მის ახლო მეგობარზე - დავით არახამიაზე გვესაუბრა...

- ბატონო კობა, ეთანხმებით ირაკლი კობახიძეს, დავით არახამია მიხეილ სააკაშვილის "დაფრთიანებულიაო"?

- მხოლოდ იმას გეტყვით, რომ "ქოცური" პროპაგანდა ეგრე მუშაობს!

- დავით არახამია აფხაზეთის ომის დროს 12 წლის იყო და ამბობს, მაშინ რუსებს ვერ შევებრძოლებოდიო, მაგრამ მოზრდილ ასაკში, 2008 წელს სად იმყოფებოდა რუსეთ-საქართველოს ომის დროს?

- მაშინაც ახალგაზრდა იყო - 27-28 წლის და 2008 წელს ვინაიდან ცნობილი ადამიანი არ იყო, ჩვენ ვერ გავიგებდით, სად იმყოფებოდა... სულით და გულით ქართველია და ყოველთვის საქართველოს გვერდით იდგა! 2008 წელს უკრაინელები აქ საომრად არ ჩამოსულან, ომი სულ 5 დღე იყო... ძალიან დიდი ხანია უკრაინაში ცხოვრობს და 2014 წელს ნამდვილად უკრაინის შეიარაღებულ ძალებში იყო.

- თქვენი მეგობრობა რომელი წლიდან დაიწყო?

- 2014 წელს უკრაინაში გავიცანი... ყოველთვის სწორი პოზიცია ჰქონდა. პოროშენკოს და შემდეგ იანუკოვიჩის ხელისუფლების ოპოზიციაში იყო, ძალიან აქტიური იყო მაიდანის დროს... განსაკუთრებული ნიჭის და შესაძლებლობების ადამიანია.

- აფხაზეთზე გისაუბრიათ ?

- რა თქმა უნდა, ძალიან ხშირად გვისაუბრია! 12 წლამდე აფხაზეთში იყო და აფხაზეთი ძალიან კარგად ახსოვს, შემდეგ, ერთი წელი თბილისში ცხოვრობდნენ და მერე უკვე, უკრაინაში წავიდნენ...წაიკითხეთ სრულად