პოლიტიკა
მეცნიერება

25

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეორე დღე დაიწყება 04:52-ზე, მთვარე კირჩხიბშია – რეკომენდებულია ბიზნესის დაწყება. მუშაობა ინდივიდუალურადაც და გუნდურადაც. მოძებნეთ სპონსორები თქვენი პროექტებისთვის. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საგნების სწავლა, ჩაირიცხოთ კურსებზე. კარგია მოგზაურობა, მივლინებები. პირი და კბილები აქტიურია. კარგია ვარჯიშის დაწყება. რაც უფრო მარტივი და მსუბუქი იქნება დღეს საკვები, მით უკეთესია. არ არის მიზანშეწონილი ალკოჰოლისა და ხორცის მოხმარება. ერთ-ერთი საუკეთესო დღეა ქორწინებისთვის. დღეს შექმნილი ოჯახი ძლიერი და მეგობრული იქნება. კარგია პაემნის მოწყობა და საყვარელი ადამიანისთვის საჩუქრის მირთმევა.
მსოფლიო
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მოვიკოჭლებთ სწორი ინფორმაციის მიწოდებაში, ან გარკვეული კონსპირაციაა" - გია ვოლსკი უკრაინის რადას თავმჯდომარის წერილზე
"მოვიკოჭლებთ სწორი ინფორმაციის მიწოდებაში, ან გარკვეული კონსპირაციაა" - გია ვოლსკი უკრაინის რადას თავმჯდომარის წერილზე

ან ინ­ფორ­მა­ცია არ აქვთ, ან ჩვენ მო­ვი­კოჭ­ლებთ სწო­რი ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­წო­დე­ბა­ში ან არის გარ­კვე­უ­ლი კონ­სპი­რა­ცია, რაც ამ არას­წო­რი ინ­ფორ­მა­ცი­ის კონ­ცენ­ტრა­ცი­ას გა­ნა­პი­რო­ბებს, - ამის შე­სა­ხებ პარ­ლა­მენ­ტის პირ­ველ­მა ვიცე- სპი­კერ­მა გია ვოლ­სკიმ გა­ნა­ცხა­და, რი­თაც გა­მო­ეხ­მა­უ­რა უკ­რა­ი­ნის რა­დას თავ­მჯდო­მა­რის მი­მარ­თვას, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის წევ­რებს და­ეგ­ზავ­ნათ.

კი­თხვა­ზე, როცა სა­უბ­რობს ინ­ფორ­მა­ცი­ის დე­ფი­ციტ­ზე, ხომ არ გეგ­მა­ვენ სა­პა­სუ­ხო წე­რი­ლით მი­მარ­თონ რა­დას თავ­მჯდო­მა­რეს ამ დე­ფი­ცი­ტის შევ­სე­ბის მიზ­ნით, ვოლ­სკი აცხა­დებს, რონ წე­რი­ლე­ბით პო­ლე­მი­კა, როცა უკ­რა­ი­ნა ასეთ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში, სწო­რად არ მი­აჩ­ნია.

„როცა ჩემი კო­ლე­გა, მე­გო­ბა­რი ქვეყ­ნის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი, თან ამ დო­ნის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი ამ ვი­თა­რე­ბა­ში იმ­ყო­ფე­ბა, ხის­ტი პა­სუ­ხის გა­ცე­მა არც სწო­რია და არც პო­ლი­ტი­კუ­რა­დაა გა­მარ­თლე­ბუ­ლი. ემო­ცი­ა­ზე აღარ ვლა­პა­რა­კობ, ძა­ლი­ან ცუდ მდგო­მა­რე­ო­ბა­შია სა­ზო­გა­დო­ე­ბა, ხალ­ხი, ადა­მი­ა­ნე­ბი იხო­ცე­ბი­ან. ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით მხო­ლოდ ერთი შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, ან ინ­ფორ­მა­ცია არ აქვთ, ჩვენ მო­ვი­კოჭ­ლებთ სწო­რი ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­წო­დე­ბა­ში ან არის გარ­კვე­უ­ლი კონ­სპი­რა­ცია, რაც გა­ნა­პი­რო­ბებს ამ არას­წო­რი ინ­ფორ­მა­ცი­ის კონ­ცენ­ტრა­ცი­ას.

რა რძის პრო­დუქ­ტებ­ზეა ლა­პა­რა­კი? ამ თე­მა­ზე ლა­პა­რა­კი 2020 წლი­დან მი­დი­ო­და, რომ ჩვე­ნი პრო­დუქ­ტე­ბი სან­ქცი­რე­ბუ­ლი არ ყო­ფი­ლი­ყო და რუ­სეთ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ არ არის სან­ქცი­რე­ბუ­ლი. თა­ვად კომ­პა­ნი­ე­ბი წყვე­ტენ, ვის რა მი­ა­წო­დონ. სა­ქარ­თვე­ლოს არ აქვს რძის რე­სურ­სი შიდა ბაზ­რის 10-15 პრო­ცენ­ტის დაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბის­თვი­საც კი.

რაც შე­ე­ხე­ბა ეკო­ნო­მი­კურ სან­ქცი­ებს, ჩვენ ამ სან­ქცი­ებს ვერ ვუ­ერ­თდე­ბით. არა­თა­ნა­ზო­მა­დია და და­მან­გრე­ვე­ლი რე­სურ­სი, რაც რუ­სეთს გა­აჩ­ნია სა­ქარ­თვე­ლოს მი­მართ, არა­თა­ნა­ზო­მა­დია იმ რე­სურ­სებ­თან, რაც სა­ქარ­თვე­ლოს გა­აჩ­ნია.

როცა სა­ერ­თა­შო­რი­სო სის­ხლის სა­მარ­თლის სა­სამ­რთლოს მივ­მარ­თეთ სხვა ევ­რო­პულ ქვეყ­ნებ­თან ერ­თად, ეს გარ­კვე­ულ რე­ა­გი­რე­ბას გა­ნა­პი­რო­ბებ­და რუ­სე­თის მხრი­დან, მო­სა­ლოდ­ნე­ლიც იყო და აქ­ტი­უ­რად და­ი­წყო სა­უ­ბა­რი სა­ქარ­თვე­ლოს ტე­ო­რი­ტო­რი­ა­ზე ბი­ო­ლა­ბო­რა­ტო­რი­ე­ბის თა­ო­ბა­ზე.

სა­ქარ­თვე­ლო მუდ­მი­ვად იმ­ყო­ფე­ბა სა­შიშ­რო­ე­ბის ქვეშ, სა­მიზ­ნეს ქვეშ და რა­საკ­ვირ­ვე­ლია ჩვენ­მა უკ­რა­ი­ნელ­მა კო­ლე­გებ­მაც უნდა გა­ით­ვა­ლის­წი­ნონ, რო­მე­ლიც შექ­მნი­ლია ნა­წი­ლობ­რივ ოკუ­პი­რე­ბულ სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე.

დიდი გან­სხვა­ვე­ბაა რე­სუ­რუ­სებს შო­რის, რაც რუ­სეთს გა­აჩ­ნია, და­გა­ზი­ა­ნოს და სა­ქარ­თვე­ლოს, რომ მო­ი­გე­რი­ოს და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი შეც­დო­მე­ბის გამო რუ­სე­თის უპი­რა­ტე­სო­ბა სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე. ასე რომ, ამ უსაფრ­თხო­ე­ბის გა­რან­ტი­ას ვერ შექ­მნის ვერც დე­კა­ნო­ი­ძე, ვერც მა­ჭუ­ტა­ძე და ვერც ის ადა­მი­ა­ნე­ბი, ვინც დღეს ხმა­მა­ღალ და ბრტყელ-ბრტყელ გან­ცხა­დე­ბებს აკე­თე­ბენ, მათ შო­რის, შეც­დო­მა­ში შეჰ­ყავთ ჩვე­ნი კო­ლე­გე­ბი და მე­გობ­რე­ბი უკ­რა­ი­ნა­ში.

როცა უკ­რა­ი­ნა ასეთ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში იმ­ყო­ფე­ბა და აგ­რე­სო­რის გამო, სა­დის­ტუ­რი შე­ტე­ვის გამო სის­ხლში ცუ­რავს, აქ წე­რი­ლე­ბით პო­ლე­მი­კის ატეხ­ვა, მით უმე­ტეს, როცა მე­ხუ­თე კო­ლო­ნა გყავს ქვე­ყა­ნა­ში, რო­მელ­საც ეს შე­უძ­ლია გა­მო­ი­ყე­ნოს ისევ სა­ქარ­თვე­ლოს ინ­ტე­რე­სე­ბის სა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ, არ მი­მაჩ­ნია სწო­რად. არ ვიცი, რას გა­დავ­წყვეტთ მთლი­ა­ნო­ბა­ში, მაგ­რამ მე სწო­რად არ მი­მაჩ­ნია", - გა­ნა­ცხა­და ვოლ­სკიმ.

ცნო­ბის­თვის, უკ­რა­ი­ნის რა­დას თავ­მჯდო­მა­რე რუს­ლან სტე­ფან­ჩუ­კი ქარ­თველ დე­პუ­ტა­ტებს მი­მარ­თავს.

„გა­მარ­ჯო­ბა გე­ნაც­ვა­ლე! ყო­ველ­თვის ასე ვე­სალ­მე­ბო­დი ჩემს კო­ლე­გებს სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტში.

რო­გორ მოხ­და, გე­ნაც­ვა­ლე, რომ დღეს, რო­დე­საც რუ­სე­თის ომი თქვენ მოძ­მე უკ­რა­ი­ნა­ში სრულ­მას­შტა­ბი­ა­ნად არის გა­ჩა­ღე­ბუ­ლი, თქვენ გა­და­წყვი­ტეთ ვაჭ­რო­ბის გა­ფარ­თო­ე­ბა ქვე­ყა­ნას­თან, რო­მე­ლიც თავს დაგ­ვეს­ხა ორი­ვეს, თქვენც და ჩვენც?

რუ­სე­თის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა შე­უმ­სუ­ბუ­ქოს სა­სან­ქციო ზე­წო­ლა სა­ქარ­თვე­ლოს, შე­იძ­ლე­ბა იყოს მად­ლი­ე­რე­ბის ფორ­მა ოფი­ცი­ა­ლუ­რი თბი­ლი­სის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა­ზე სრუ­ლად არ და­უ­ჭი­როს მხა­რი უკ­რა­ი­ნას? რძის პრო­დუქ­ტე­ბის 15 ქარ­თველ მწარ­მო­ე­ბელ­ზე სან­ქცი­ე­ბის მოხ­სნა შე­იძ­ლე­ბა ღირ­დეს ჩვენს ათას­წლო­ვან მე­გობ­რო­ბად, ჩვენს ერ­თობ­ლივ ხან­გრძლივ ბრძო­ლად, ჩვენს ერ­თობ­ლივ მის­წრა­ფე­ბე­ბად?“, - აცხა­დებს უკ­რა­ი­ნის რა­დას თავ­მჯდო­მა­რე და ქარ­თველ კო­ლე­გებს მი­მარ­თავს, ჩუ­მად არ იყ­ვნენ.

მკითხველის კომენტარები / 14 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
-----------
4

თქვენ რუსებს აგინებთ და სკაბევასა და სოლოვიოვივით გადაცემების პირველის და მტავრის გჯერათ აი ესააა პრობლემა!!

Gura
3

კარგი იქნება, რომ სააკაშვილი გაანთავისუფლონ და ჩვენი მოხალისსებთან ერთად გააგზავნონ უკრაინაში საომრად. ვნახავთ, თავისი ქვეყნის (უკრაინის) როგორი პატრიოტია.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რატომ გაგიჟდა მსოფლიო labubu-ს თოჯინებზე?
ავტორი:

"მოვიკოჭლებთ სწორი ინფორმაციის მიწოდებაში, ან გარკვეული კონსპირაციაა" - გია ვოლსკი უკრაინის რადას თავმჯდომარის წერილზე

"მოვიკოჭლებთ სწორი ინფორმაციის მიწოდებაში, ან გარკვეული კონსპირაციაა" - გია ვოლსკი უკრაინის რადას თავმჯდომარის წერილზე

ან ინფორმაცია არ აქვთ, ან ჩვენ მოვიკოჭლებთ სწორი ინფორმაციის მიწოდებაში ან არის გარკვეული კონსპირაცია, რაც ამ არასწორი ინფორმაციის კონცენტრაციას განაპირობებს, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე- სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა უკრაინის რადას თავმჯდომარის მიმართვას, რომელიც საქართველოს პარლამენტის წევრებს დაეგზავნათ.

კითხვაზე, როცა საუბრობს ინფორმაციის დეფიციტზე, ხომ არ გეგმავენ საპასუხო წერილით მიმართონ რადას თავმჯდომარეს ამ დეფიციტის შევსების მიზნით, ვოლსკი აცხადებს, რონ წერილებით პოლემიკა, როცა უკრაინა ასეთ მდგომარეობაში, სწორად არ მიაჩნია.

„როცა ჩემი კოლეგა, მეგობარი ქვეყნის წარმომადგენელი, თან ამ დონის წარმომადგენელი ამ ვითარებაში იმყოფება, ხისტი პასუხის გაცემა არც სწორია და არც პოლიტიკურადაა გამართლებული. ემოციაზე აღარ ვლაპარაკობ, ძალიან ცუდ მდგომარეობაშია საზოგადოება, ხალხი, ადამიანები იხოცებიან. ამასთან დაკავშირებით მხოლოდ ერთი შეიძლება ითქვას, ან ინფორმაცია არ აქვთ, ჩვენ მოვიკოჭლებთ სწორი ინფორმაციის მიწოდებაში ან არის გარკვეული კონსპირაცია, რაც განაპირობებს ამ არასწორი ინფორმაციის კონცენტრაციას.

რა რძის პროდუქტებზეა ლაპარაკი? ამ თემაზე ლაპარაკი 2020 წლიდან მიდიოდა, რომ ჩვენი პროდუქტები სანქცირებული არ ყოფილიყო და რუსეთმა განაცხადა, რომ არ არის სანქცირებული. თავად კომპანიები წყვეტენ, ვის რა მიაწოდონ. საქართველოს არ აქვს რძის რესურსი შიდა ბაზრის 10-15 პროცენტის დაკმაყოფილებისთვისაც კი.

რაც შეეხება ეკონომიკურ სანქციებს, ჩვენ ამ სანქციებს ვერ ვუერთდებით. არათანაზომადია და დამანგრეველი რესურსი, რაც რუსეთს გააჩნია საქართველოს მიმართ, არათანაზომადია იმ რესურსებთან, რაც საქართველოს გააჩნია.

როცა საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამრთლოს მივმართეთ სხვა ევროპულ ქვეყნებთან ერთად, ეს გარკვეულ რეაგირებას განაპირობებდა რუსეთის მხრიდან, მოსალოდნელიც იყო და აქტიურად დაიწყო საუბარი საქართველოს ტეორიტორიაზე ბიოლაბორატორიების თაობაზე.

საქართველო მუდმივად იმყოფება საშიშროების ქვეშ, სამიზნეს ქვეშ და რასაკვირველია ჩვენმა უკრაინელმა კოლეგებმაც უნდა გაითვალისწინონ, რომელიც შექმნილია ნაწილობრივ ოკუპირებულ საქართველოს ტერიტორიაზე.

დიდი განსხვავებაა რესურუსებს შორის, რაც რუსეთს გააჩნია, დაგაზიანოს და საქართველოს, რომ მოიგერიოს დანაშაულებრივი შეცდომების გამო რუსეთის უპირატესობა საქართველოს ტერიტორიაზე. ასე რომ, ამ უსაფრთხოების გარანტიას ვერ შექმნის ვერც დეკანოიძე, ვერც მაჭუტაძე და ვერც ის ადამიანები, ვინც დღეს ხმამაღალ და ბრტყელ-ბრტყელ განცხადებებს აკეთებენ, მათ შორის, შეცდომაში შეჰყავთ ჩვენი კოლეგები და მეგობრები უკრაინაში.

როცა უკრაინა ასეთ მდგომარეობაში იმყოფება და აგრესორის გამო, სადისტური შეტევის გამო სისხლში ცურავს, აქ წერილებით პოლემიკის ატეხვა, მით უმეტეს, როცა მეხუთე კოლონა გყავს ქვეყანაში, რომელსაც ეს შეუძლია გამოიყენოს ისევ საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგოდ, არ მიმაჩნია სწორად. არ ვიცი, რას გადავწყვეტთ მთლიანობაში, მაგრამ მე სწორად არ მიმაჩნია", - განაცხადა ვოლსკიმ.

ცნობისთვის, უკრაინის რადას თავმჯდომარე რუსლან სტეფანჩუკი ქართველ დეპუტატებს მიმართავს.

„გამარჯობა გენაცვალე! ყოველთვის ასე ვესალმებოდი ჩემს კოლეგებს საქართველოს პარლამენტში.

როგორ მოხდა, გენაცვალე, რომ დღეს, როდესაც რუსეთის ომი თქვენ მოძმე უკრაინაში სრულმასშტაბიანად არის გაჩაღებული, თქვენ გადაწყვიტეთ ვაჭრობის გაფართოება ქვეყანასთან, რომელიც თავს დაგვესხა ორივეს, თქვენც და ჩვენც?

რუსეთის გადაწყვეტილება შეუმსუბუქოს სასანქციო ზეწოლა საქართველოს, შეიძლება იყოს მადლიერების ფორმა ოფიციალური თბილისის გადაწყვეტილებაზე სრულად არ დაუჭიროს მხარი უკრაინას? რძის პროდუქტების 15 ქართველ მწარმოებელზე სანქციების მოხსნა შეიძლება ღირდეს ჩვენს ათასწლოვან მეგობრობად, ჩვენს ერთობლივ ხანგრძლივ ბრძოლად, ჩვენს ერთობლივ მისწრაფებებად?“, - აცხადებს უკრაინის რადას თავმჯდომარე და ქართველ კოლეგებს მიმართავს, ჩუმად არ იყვნენ.