საზოგადოება
პოლიტიკა

26

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეორე დღე დაიწყება 04:52-ზე, მთვარე კირჩხიბშია – რეკომენდებულია ბიზნესის დაწყება. მუშაობა ინდივიდუალურადაც და გუნდურადაც. მოძებნეთ სპონსორები თქვენი პროექტებისთვის. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საგნების სწავლა, ჩაირიცხოთ კურსებზე. კარგია მოგზაურობა, მივლინებები. პირი და კბილები აქტიურია. კარგია ვარჯიშის დაწყება. რაც უფრო მარტივი და მსუბუქი იქნება დღეს საკვები, მით უკეთესია. არ არის მიზანშეწონილი ალკოჰოლისა და ხორცის მოხმარება. ერთ-ერთი საუკეთესო დღეა ქორწინებისთვის. დღეს შექმნილი ოჯახი ძლიერი და მეგობრული იქნება. კარგია პაემნის მოწყობა და საყვარელი ადამიანისთვის საჩუქრის მირთმევა.
მეცნიერება
მსოფლიო
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ვლადიმირ პუტინი პრეზიდენტ ზელენსკისთან შეხვედრაზე უარს არ ამბობს" - რას ამბობს ლავროვი რუსეთისა და უკრაინის პრეზიდენტების შესაძლო შეხვედრაზე
"ვლადიმირ პუტინი პრეზიდენტ ზელენსკისთან შეხვედრაზე უარს არ ამბობს" - რას ამბობს ლავროვი რუსეთისა და უკრაინის პრეზიდენტების შესაძლო შეხვედრაზე

"ყვე­ლას­თვის ცნო­ბი­ლია, რომ პრე­ზი­დენ­ტი პუ­ტი­ნი კონ­ტაქ­ტზე უარს არას­დროს ამ­ბობს, უბ­რა­ლოდ გვსურს, რომ ეს არ იყოს კონ­ტაქ­ტი კონ­ტაქ­ტის­თვის, არა­მედ იყოს იმის­თვის, რომ კონ­კრე­ტუ­ლი შე­თან­ხმე­ბე­ბი და­ფიქ­სირ­დეს", - ამის შე­სა­ხებ რუ­სე­თის სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრმა, სერ­გეი ლავ­როვ­მა უკ­რა­ი­ნელ კო­ლე­გას­თან, დმიტ­რო კუ­ლე­ბას­თან თურ­ქე­თის ქა­ლაქ ან­ტა­ლი­ა­ში გა­მარ­თუ­ლი შეხ­ვედ­რის შემ­დეგ ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან სა­უბ­რი­სას გა­ნა­ცხა­და.

რო­გორც მან აღ­ნიშ­ნა, ვო­ლო­დი­მირ ზე­ლენ­სკი­სა და ვლა­დი­მირ პუ­ტი­ნის შე­საძ­ლო შეხ­ვედ­რის სა­კი­თხი კუ­ლე­ბას­თან გა­მარ­თულ შეხ­ვედ­რა­ზე გა­ნი­ხი­ლეს.

"კუ­ლე­ბას­თან დღე­ვან­დელ შეხ­ვედ­რა­ზე ამ თე­მას შე­ვე­ხეთ. მას შე­ვახ­სე­ნე, რომ ჩვენ ყო­ველ­თვის ვართ შეხ­ვედ­რის მომ­ხრე, თუკი ამით პრობ­ლე­მის მოგ­ვა­რე­ბას შევ­ძლებთ. 2014 წლის ან­ტი­კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი სა­ხელ­მწი­ფო გა­დატ­რი­ა­ლე­ბის შემ­დეგ უკ­რა­ი­ნის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბა უპი­რა­ტე­სო­ბას ანი­ჭებს შეხ­ვედ­რას შეხ­ვედ­რის­თვის. მათ ტე­ლე­კა­მე­რე­ბის წინ ურ­ჩევ­ნი­ათ კონ­კრე­ტუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბის სი­მუ­ლა­ცია.

ჩვენ დღეს და­ვა­დას­ტუ­რეთ, რომ ვლა­დი­მირ პუ­ტი­ნი პრე­ზი­დენტ ზე­ლენ­სკის­თან შეხ­ვედ­რა­ზე უარს არ ამ­ბობს. იმე­დი მაქვს, რომ ამის სა­ჭი­რო­ე­ბა დად­გე­ბა, თუმ­ცა ამის­თვის სა­ჭი­როა მო­სამ­ზა­დე­ბე­ლი სა­მუ­შა­ო­ე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა. აღ­ნიშ­ნუ­ლი სა­მუ­შა­ო­ე­ბი ბე­ლა­რუს­ში უნდა ჩა­ტარ­დეს, სა­დაც 3 რა­უნ­დი უკვე შედ­გა და ჩვენს კონ­კრე­ტულ შე­თა­ვა­ზე­ბებს უკ­რა­ი­ნუ­ლი მხა­რე გა­ეც­ნო. ისი­ნი დაგვპირ­დნენ, რომ კონ­კრე­ტულ პა­სუხს მი­ვი­ღებთ, ვე­ლო­დე­ბით“, - გა­ნა­ცხა­და ლავ­როვ­მა.

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ალექს
0

ახლა რომ თქვას პუტინმა, ვაბრუნებ ჯარს უკან, მიზანს მივაღწიეო, უკრაინას არც ნატოში არც ევროკავშირში არც ჩემი სიცცოცხლეში , არც მას მერე არ მიიღებენ , ინფრასტრქუტურა გავუნადგურე , დამთავრდა ოპერაციაო , თავზ ხელს გადაუსვამენ და ყველა სანქციას მოუხსნიან !

კ ო მ ბ ლ ე
3

ზელენსკი!;

რუსული დამწვარი ბტრების და ტანკების გამო, სანამ ჯართის ფასი კაპიკები არ გამხდარა შეხვდი და დაამთავრე ეს ომი, თორემ მალე ნაფხვენი აგურის მეტი არაფერი დარჩება შენ ქვეყნისაგან, გეიგე?

ავტორი:

"ვლადიმირ პუტინი პრეზიდენტ ზელენსკისთან შეხვედრაზე უარს არ ამბობს" - რას ამბობს ლავროვი რუსეთისა და უკრაინის პრეზიდენტების შესაძლო შეხვედრაზე

"ვლადიმირ პუტინი პრეზიდენტ ზელენსკისთან შეხვედრაზე უარს არ ამბობს" - რას ამბობს ლავროვი რუსეთისა და უკრაინის პრეზიდენტების შესაძლო შეხვედრაზე

"ყველასთვის ცნობილია, რომ პრეზიდენტი პუტინი კონტაქტზე უარს არასდროს ამბობს, უბრალოდ გვსურს, რომ ეს არ იყოს კონტაქტი კონტაქტისთვის, არამედ იყოს იმისთვის, რომ კონკრეტული შეთანხმებები დაფიქსირდეს", - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა უკრაინელ კოლეგასთან, დმიტრო კულებასთან თურქეთის ქალაქ ანტალიაში გამართული შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ვოლოდიმირ ზელენსკისა და ვლადიმირ პუტინის შესაძლო შეხვედრის საკითხი კულებასთან გამართულ შეხვედრაზე განიხილეს.

"კულებასთან დღევანდელ შეხვედრაზე ამ თემას შევეხეთ. მას შევახსენე, რომ ჩვენ ყოველთვის ვართ შეხვედრის მომხრე, თუკი ამით პრობლემის მოგვარებას შევძლებთ. 2014 წლის ანტიკონსტიტუციური სახელმწიფო გადატრიალების შემდეგ უკრაინის ხელმძღვანელობა უპირატესობას ანიჭებს შეხვედრას შეხვედრისთვის. მათ ტელეკამერების წინ ურჩევნიათ კონკრეტული გადაწყვეტილებების სიმულაცია.

ჩვენ დღეს დავადასტურეთ, რომ ვლადიმირ პუტინი პრეზიდენტ ზელენსკისთან შეხვედრაზე უარს არ ამბობს. იმედი მაქვს, რომ ამის საჭიროება დადგება, თუმცა ამისთვის საჭიროა მოსამზადებელი სამუშაოების განხორციელება. აღნიშნული სამუშაოები ბელარუსში უნდა ჩატარდეს, სადაც 3 რაუნდი უკვე შედგა და ჩვენს კონკრეტულ შეთავაზებებს უკრაინული მხარე გაეცნო. ისინი დაგვპირდნენ, რომ კონკრეტულ პასუხს მივიღებთ, ველოდებით“, - განაცხადა ლავროვმა.