მნიშვნელოვანი ინფორმაცია
პოლიტიკა
მსოფლიო

20

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 03:06-ზე, მთვარე თევზებში იქნება 16:24-დან - კარგი დღეა ძველი საქმეების დასასრულებლად. ახლებს ნუ წამოიწყებთ. ნუ განახორციელებთ სერიოზულ ფინანსურ ოპერაციებს. სწავლისთვის ნეიტრალური დღეა, მაგრამ გამოცდა სხვა დროისთვის გადადეთ. უმჯობესია ეს დღე განმარტოებით, ბუნებაში გაატაროთ. მაქსიმალურად შეამცირეთ კონტაქტები, გულითადი საუბრები. მოერიდეთ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტს. სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან. არასასურველი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისთვის. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი.
მოზაიკა
წიგნები
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
KIU-მ დამამთავრებელი კლასების მოსწავლეებისთვის ინგლისური ენისპროგრამის განხორციელება დაიწყო
KIU-მ დამამთავრებელი კლასების მოსწავლეებისთვის ინგლისური ენისპროგრამის განხორციელება დაიწყო

ქუ­თა­ი­სის სა­ერ­თა­შო­რი­სო უნი­ვერ­სი­ტეტ­მა (KIU) ბრი­ტა­ნე­თის საბ­ჭოს­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბით და­ი­წყო ახა­ლი პრო­ექ­ტი „ინ­გლი­სუ­რი ენის კურ­სე­ბი და­მამ­თავ­რე­ბე­ლი კლა­სე­ბის მოს­წავ­ლე­ე­ბის­თვის“. პრო­ექ­ტის მი­ზა­ნია ინ­გლი­სუ­რი ენის მო­სამ­ზა­დე­ბე­ლი კურ­სე­ბის შე­თა­ვა­ზე­ბა იმ მოს­წავ­ლე­ე­ბის­თვის, რომ­ლე­ბიც უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბის მი­ღე­ბის მიზ­ნით 2022 და 2023 წლებ­ში KIU-ში ჩა­ბა­რე­ბას გეგ­მა­ვენ. ინ­გლი­სუ­რი ენის სას­წავ­ლო კურ­სში მო­ნა­წი­ლე­ო­ბენ ის ახალ­გაზ­რდე­ბი, რომ­ლე­ბიც სპე­ცი­ა­ლუ­რი სტა­ტუ­სით სარ­გებ­ლო­ბენ, აკ­მა­ყო­ფი­ლე­ბენ რიგ მო­თხოვ­ნებს და წარ­მა­ტე­ბით გა­ი­ა­რეს კურ­სის შე­სარ­ჩე­ვი ეტა­პი.

კურ­სის მო­ნა­წი­ლე­ებს ქუ­თა­ი­სის სა­ერ­თა­შო­რი­სო უნი­ვერ­სი­ტე­ტის კან­ცლე­რი მაგ­და მაღ­რა­ძე ონ­ლა­ინ ფორ­მატ­ში შეხ­ვდა. კან­ცლერ­მა ახალ­გაზ­რდებს უნი­ვერ­სი­ტე­ტის შე­სა­ხებ ესა­უბ­რა და მი­ა­წო­და ინ­ფორ­მა­ცია იმ პროგ­რა­მე­ბი­სა და შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის შე­სა­ხებ, რა­საც KIU სთა­ვა­ზობს სტუ­დენ­ტებს. კან­ცლერ­მა ასე­ვე აღ­ნიშ­ნა, რომ უნი­ვერ­სი­ტე­ტი 2022-2023 სას­წავ­ლო წლის­თვის სტუ­დენ­ტე­ბის მი­ღე­ბას აცხა­დებს მა­თე­მა­ტი­კის, მე­ნე­ჯმენ­ტის, კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი მეც­ნი­ე­რე­ბის ინ­გლი­სუ­რე­ნო­ვან ბა­კა­ლავ­რი­ა­ტის პროგ­რა­მებ­ზე.

ინ­გლი­სუ­რი ენის მო­სამ­ზა­დე­ბე­ლი კურ­სი ერთი სე­მესტრის გან­მავ­ლო­ბა­ში გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა, მას­ში 30-მდე ახალ­გაზ­რდაა ჩარ­თუ­ლი და მათი მო­ნა­წი­ლე­ო­ბა კურ­სში სრუ­ლად და­ფი­ნან­სე­ბუ­ლია ქუ­თა­ი­სის სა­ერ­თა­შო­რი­სო უნი­ვერ­სი­ტე­ტის მიერ. ინ­გლი­სუ­რი ენის მა­ღა­ლი ხა­რის­ხის ონ­ლა­ინ გაკ­ვე­თი­ლე­ბის ჩა­ტა­რე­ბას ბრი­ტა­ნე­თის საბ­ჭო უზ­რუნ­ველ­ყოფს. კურ­სის ფარ­გლებ­ში ახალ­გაზ­რდე­ბი შეძ­ლე­ბენ ინ­გლი­სუ­რი ენის ცოდ­ნის გაღ­რმა­ვე­ბას. მო­ნა­წი­ლე­ე­ბი გა­ი­უმ­ჯო­ბე­სე­ბენ სა­უბ­რი­სა და წე­რის უნა­რებს, გა­იმ­დიდ­რე­ბენ ლექ­სი­კუ­რი და გრა­მა­ტი­კუ­ლი სტრუქ­ტუ­რე­ბის ცოდ­ნას. წარ­მა­ტე­ბუ­ლი კურსდამ­თავ­რე­ბუ­ლე­ბი მი­ი­ღე­ბენ ბრი­ტა­ნე­თის საბ­ჭოს სერ­ტი­ფი­კატს.

პრო­ექ­ტის მი­ზანს წარ­მო­ად­გენს უმაღ­ლეს გა­ნათ­ლე­ბა­ზე ხელ­მი­საწ­ვდო­მო­ბის გაზ­რდა და ახალ­გაზ­რდე­ბის ხელ­შე­წყო­ბა.

NS

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვოლოდიმირ ზელენსკი, რომში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს ჯეი დი ვენსს და სახელმწიფო მდივანს მარკო რუბიოს შეხვდა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

KIU-მ დამამთავრებელი კლასების მოსწავლეებისთვის ინგლისური ენისპროგრამის განხორციელება დაიწყო

KIU-მ დამამთავრებელი კლასების მოსწავლეებისთვის ინგლისური ენისპროგრამის განხორციელება დაიწყო

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტმა (KIU) ბრიტანეთის საბჭოსთან თანამშრომლობით დაიწყო ახალი პროექტი „ინგლისური ენის კურსები დამამთავრებელი კლასების მოსწავლეებისთვის“. პროექტის მიზანია ინგლისური ენის მოსამზადებელი კურსების შეთავაზება იმ მოსწავლეებისთვის, რომლებიც უმაღლესი განათლების მიღების მიზნით 2022 და 2023 წლებში KIU-ში ჩაბარებას გეგმავენ. ინგლისური ენის სასწავლო კურსში მონაწილეობენ ის ახალგაზრდები, რომლებიც სპეციალური სტატუსით სარგებლობენ, აკმაყოფილებენ რიგ მოთხოვნებს და წარმატებით გაიარეს კურსის შესარჩევი ეტაპი.

კურსის მონაწილეებს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის კანცლერი მაგდა მაღრაძე ონლაინ ფორმატში შეხვდა. კანცლერმა ახალგაზრდებს უნივერსიტეტის შესახებ ესაუბრა და მიაწოდა ინფორმაცია იმ პროგრამებისა და შესაძლებლობების შესახებ, რასაც KIU სთავაზობს სტუდენტებს. კანცლერმა ასევე აღნიშნა, რომ უნივერსიტეტი 2022-2023 სასწავლო წლისთვის სტუდენტების მიღებას აცხადებს მათემატიკის, მენეჯმენტის, კომპიუტერული მეცნიერების ინგლისურენოვან ბაკალავრიატის პროგრამებზე.

ინგლისური ენის მოსამზადებელი კურსი ერთი სემესტრის განმავლობაში განხორციელდება, მასში 30-მდე ახალგაზრდაა ჩართული და მათი მონაწილეობა კურსში სრულად დაფინანსებულია ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის მიერ. ინგლისური ენის მაღალი ხარისხის ონლაინ გაკვეთილების ჩატარებას ბრიტანეთის საბჭო უზრუნველყოფს. კურსის ფარგლებში ახალგაზრდები შეძლებენ ინგლისური ენის ცოდნის გაღრმავებას. მონაწილეები გაიუმჯობესებენ საუბრისა და წერის უნარებს, გაიმდიდრებენ ლექსიკური და გრამატიკული სტრუქტურების ცოდნას. წარმატებული კურსდამთავრებულები მიიღებენ ბრიტანეთის საბჭოს სერტიფიკატს.

პროექტის მიზანს წარმოადგენს უმაღლეს განათლებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდა და ახალგაზრდების ხელშეწყობა.

NS