ავტორი:

მარიუპოლში ბავშვთა საავადმყოფოსა და სამშობიაროზე ოკუპანტების თავდასხმის შედეგად, 3 ადამიანი გარდაიცვალა, დაშავდა 17 ადამიანი

მარიუპოლში ბავშვთა საავადმყოფოსა და სამშობიაროზე ოკუპანტების თავდასხმის შედეგად, 3 ადამიანი გარდაიცვალა, დაშავდა 17 ადამიანი

მარიუპოლში რუსი ოკუპანტების მიერ გუშინ ბავშვთა საავადმყოფოსა და სამშობიაროზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად, 3 ადამიანი გარდაიცვალა, მათ შორის არის ბავშვიც. დაბომბვისას დაშავდა 17 ადამიანი.

ამის შესახებ ინფორმაციას მარიუპოლის ქალაქის საბჭო „ტელეგრამში“ ავრცელებს.

„დღეისთვის ცნობილია, რომ ბავშვთა საავადმყოფოზე რუსული თვითმფრინავების მიერ განხორციელებული ტერორისტული დაბომბვის შედეგად 17 ადამიანი დაშავდა - ქალები, ბავშვები და ექიმები. სამი ადამიანი გარდაიცვალა, ერთი მათგანი ბავშვია,“- ნათქვამია განცხადებაში.

ქალაქის საბჭოში აცხადებენ, რომ რუსული ჯარები მიზანმიმართულად და უმოწყალოდ ანადგურებენ მარიუპოლის მშვიდობიან მოსახლეობას.

„მთელმა მსოფლიომ უნდა იცოდეს რუსეთის მიერ კაცობრიობის წინააღმდეგ, უკრაინისა და მარიუპოლელების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის შესახებ,“- ნათქვამია განცხადებაში.