უკრაინაში ტყვეობაში 250-300 რუსი წვევამდელი ჩავარდა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველი ალექსეი არესტოვიჩი ავრცელებს.
"მე შემიძლია გითხრათ რამდენი მათგანია ტყვეობაში - იქ არანაკლებ 250-300 ადამიანია მხოლოდ წვევამდელი“, - განაცხადა არესტოვიჩმა.
მისივე თქმით, ტყვედჩავარდნილი წვევამდელები ბევრ საინტერესო ინფორმაციას ყვებიან საომარი მოქმედებების გეგმებთან დაკავშირებით.
"წვევამდელებმა ბევრი საინტერესო რამ მოყვნენ, მათ შორის სირიის მეთოდზე უკრაინაში, როდესაც ისინი ალყაში აქცევენ ქალაქებს და იქიდან გამომდინარე, რომ ვერ უგებენ უკრაინულ ჯარს, ცდილობენ მოუგონ მოსახლეობას, როგორც ახლა მარიუპოლში ხდება,“- განაცხადა არესტოვიჩმა.
ამასთანავე, მან აღნიშნა, რომ რთულია იმის თქმა, კონკრეტულად რამდენი წვევამდელი იბრძის რუსეთის ჯარში, მაგრამ არ არის საბრძოლოს მოქმედებების არც ერთი მიმართულება, რომ ასეთი მეომრები არ იყვნენ.
არესტოვჩი მიიჩნევს, რომ უკრაინის ტერიტორიაზე მებრძოლი რუსული ჯარის პირადი შემადგენლობის სულ მცირე ნახევარი, სწორედ წვევამდელები არიან, რომელთა დაახლოებითი რაოდენობა 80-100 ათასს შეადგენს.
იხილეთ ასევე: