თუ რუსი საზღვაო ქვეითები სამხედრო სწავლებებზე ასე "გაბედულად და შეფარვით" უტევენ, ნამდვილ ომში მათი განადგურება სანაპიროზე სანგარში მჯდომი ერთი-ორი უკრაინელი მებრძოლისთვისაც კი ადვილი იქნება24 თებერვალს, რუსეთის უკრაინაზე ვერაგული თავდასხმის პირველივე საათებში, საინფორმაციო საშუალებებმა გაავრცელეს ცნობა, თითქოს რუსეთის შავი ზღვის ფლოტმა ოდესასა და მარიუპოლთან საზღვაო დესანტი გადასხა, მაგრამ იწურება რუსეთ-უკრაინის ომის მე-14 დღე და არც მარიუპოლთან, აზოვისა და არც ოდესასთან, შავი ზღვის სანაპიროებზე რუსეთს საზღვაო დესანტი არ ჩანს, არადა, ყველასთვის ცხადი იყო, რომ რუსეთის შავი ზღვის ფლოტი ამისთვის წლების განმავლობაში ემზადებოდა - ანექსირებული ყირიმის სანაპიროზე რუსმა მეზღვაურებმა არაერთხელ წაივარჯიშეს სადესანტო ხომალდებიდან მრავალრიცხოვანი საზღვაო დესანტისა და საბრძოლო ტექნიკის ნაპირზე დესანტირების ოპერაციებში.
პუტინის მიერ უკრაინაში სამხედრო აგრესიის დაწყების წინ რუსეთის ჩრდილოეთისა და ბალტიის ფლოტებიდან ოკუპირებულ სევასტოპოლში ექვსი დიდი სადესანტო ხომალდი "გადმაისროლეს, რის შემდეგაც რუსმა ადმირალებმა მომავალი ფართომასშტაბიანი საზღვაო დესანტირებისთვის რუსეთის შავი ზღვის ფლოტის კუთვნილ შვიდ დიდ სადესანტო ხომალდთან ერთად, უკრაინის სანაპიროებზე 13 მცურავ სადესანტო საშუალებას მოუყარეს თავი, რომლებსაც სანაპიროზე შეეძლოთ ერთი მოტომსროლელი ბრიგადის დესანტირება საშტატო საბრძოლო ტექნიკის დიდი ნაწილით.
უკრაინაში რუსეთის სამი ძირითადი მიმართულებიდან შეჭრის შემდეგ მარიუპოლსა და ოდესასთან საზღვაო დესანტის გადასხმა უფრო დაამძიმებდა უკრაინის დამცველთა მდგომარეობას, მაგრამ ეს, რატომღაც, არ მოხდა. რა თქმა უნდა, უკრაინელებმა მარიუპოლთან და განსაკუთრებით - ოდესასთან სანაპირო ზოლის თითქმის ყველა დესანტსაშიში მონაკვეთი (ანუ პლაჟის ის ადგილები, სადაც დიდ სადესანტო ხომალდს ნაპირზე "ასვლა“ და მძიმე ტექნიკის გადმოსატვირთავად აპარელის გაღება შეუძლია) გაამაგრეს, დანაღმეს და ტანკსაწინააღმდეგო "ზღარბები“ განათავსეს, მაგრამ რუს მეზღვაურებს ომის განმავლობაში მაინცდამაინც მონდომებით არ უცდიათ დესანტირება. გააგრძელეთ კითხვა
იხილეთ ასევე: