სპორტი
Faceამბები
მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"გახსოვთ, პანდემიის დასაწყისშიც ხდებოდა პანიკური შესყიდვები... მინდა, მოვუწოდო მოსახლეობას, რომ მარაგების შექმნის საჭიროება არ არსებობს" - ოთარ შამუგია
"გახსოვთ, პანდემიის დასაწყისშიც ხდებოდა პანიკური შესყიდვები... მინდა, მოვუწოდო მოსახლეობას, რომ მარაგების შექმნის საჭიროება არ არსებობს" - ოთარ შამუგია

გა­რე­მოს დაც­ვი­სა და სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის მი­ნის­ტრის, ოთარ შა­მუ­გი­ას გან­ცხა­დე­ბით, სურ­სა­თის არც მა­რა­გე­ბის კუ­თხით და არც მო­მა­რა­გე­ბის პრო­ცეს­ში შე­ფერ­ხე­ბა არ არის.

რო­გორც შა­მუ­გია აღ­ნიშ­ნავს, სა­მი­ნის­ტრო სრულ კო­ორ­დი­ნა­ცი­ა­შია მიმ­წო­დებ­ლებ­თან და იმ­პორ­ტი­ო­რებ­თან პრო­ცე­სე­ბის ეფექ­ტი­ა­ნი მარ­თვის­თვის.

"არ­სე­ბუ­ლი მდგო­მა­რე­ო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რა თქმა უნდა, ბუ­ნებ­რი­ვია, სა­ზო­გა­დო­ე­ბის ინ­ტე­რე­სი სურ­სა­თით მო­მა­რა­გე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით. ჩვენ სწო­რედ ამ პრო­ცე­სე­ბის კო­ორ­დი­ნი­რე­ბუ­ლად მარ­თვის­თვის შევ­ხვდით იმ­პორ­ტი­ო­რებს და სურ­სა­თის ძი­რი­თად მიმ­წო­დებ­ლებს“, - გა­ნა­ცხა­და ოთარ შა­მუ­გი­ამ, რომ­ლის კო­მენ­ტარ­საც გა­რე­მოს დაც­ვი­სა და სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის სა­მი­ნის­ტრო ავ­რცე­ლებს.

გა­რე­მოს დაც­ვი­სა და სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის მი­ნის­ტრი ოთარ შა­მუ­გია მო­სახ­ლე­ო­ბას მი­მარ­თავს, რომ სურ­სა­თის მა­რა­გე­ბის შექ­მნის და ამ მიზ­ნით ზედ­მე­ტი შეს­ყიდ­ვე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის სა­ჭი­რო­ე­ბა არ არ­სე­ბობს.

რო­გორც შა­მუ­გია აღ­ნიშ­ნავს, არა მარ­ტო პირ­ვე­ლა­დი მოხ­მა­რე­ბის, არა­მედ სხვა პრო­დუქ­ტე­ბის მხრივ შე­სა­ბა­მი­სი მა­რა­გე­ბი არ­სე­ბობს.

"გახ­სოვთ, პან­დე­მი­ის და­სა­წყის­შიც ად­გი­ლი ჰქონ­და პა­ნი­კურ შეს­ყიდ­ვებს, რის გა­მოც იყო გარ­კვე­უ­ლი პრო­დუქ­ტე­ბის დე­ფი­ცი­ტი დახ­ლებ­ზე. თუმ­ცა, არც მა­შინ იყო ეს მა­რა­გე­ბის უქონ­ლო­ბით გა­მოწ­ვე­უ­ლი, არა­მედ გა­მოწ­ვე­უ­ლი იყო იმ პრო­ცე­სე­ბით, რაც მო­სახ­ლე­ო­ბის მხრი­დან მა­რა­გე­ბის შექ­მნას უკავ­შირ­დე­ბო­და. მინ­და, მო­ვუ­წო­დო ჩვენს მო­სახ­ლე­ო­ბას, რომ მა­რა­გე­ბის შექ­მნის და ამ მიზ­ნით ზედ­მე­ტი შეს­ყიდ­ვე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის სა­ჭი­რო­ე­ბა არ არ­სე­ბობს, რად­გან ჩვენ ყვე­ლა მი­მარ­თუ­ლე­ბით, არა მარ­ტო პირ­ვე­ლა­დი მოხ­მა­რე­ბის, არა­მედ სხვა პრო­დუქ­ტე­ბის მხრივ შე­სა­ბა­მი­სი მა­რა­გე­ბი გვაქვს და ამას და­ი­ნა­ხავს სა­ზო­გა­დო­ე­ბა მო­მა­ვალ დღე­ებ­ში“, - გა­ნა­ცხა­და გა­რე­მოს დაც­ვი­სა და სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის მი­ნის­ტრმა ოთარ შა­მუ­გი­ამ.

მი­ნის­ტრმა მო­მა­რა­გე­ბის პრო­ცე­სის სა­კი­თხზეც ისა­უბ­რა და აღ­ნიშ­ნა, რომ მა­რა­გე­ბის შევ­სე­ბა ჩვე­უ­ლებ­რივ რე­ჟიმ­ში მიმ­დი­ნა­რე­ობს. მისი თქმით, არ­ცერ­თი პრო­დუქ­ტის იმ­პორ­ტის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით არ არის შე­ფერ­ხე­ბა და ქვე­ყა­ნა­ში არის იმ რა­ო­დე­ნო­ბის მა­რა­გი, რაც სა­ჭი­როა მო­სახ­ლე­ო­ბის მო­თხოვ­ნის და­საკ­მა­ყო­ფი­ლებ­ლად.

მკითხველის კომენტარები / 10 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ოხ ეს პანიკა :)
0

ერთხელ 90 იანებში პური უნდა გაძვირებულიყო 20 თეთრით მეორე დღის და მეზობელი წავიდა და წინა დღეს 10 პური იყიდა ხვალიდან პური ძვირდებაო და ერთი კვირა ჭამდა მერე გამხმარ "იაფად" ნაყიდ პურს :)

ლაბუტენი
0

ვინც უამრავ სარჩო-სანოვაგეს ყიდულობს, ჭირდება თუ არა, (ამით ხელოვნურად ქმნის დეფიციტს) სირცხვილის გრძნობა არ გეუფლებათ?! მართლა, რომ რემე ხდებოდეს საკუთარ შვილსაც გაწირავთ, მუცელში რამე, რომ ჩაიყაროთ. P.S. ,,მეცოცხეები,, უტიფრად აცხადებენ რუსეთს ,,ემბარგოს,, რატომ არ უწესებთო?

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს ფარულ ჩანაწერებს აქვეყნებს - დაკავებულია 3 პირი: კადრებში ჩანს, როგორ ყიდიან ნარკოტიკს
ავტორი:

"გახსოვთ, პანდემიის დასაწყისშიც ხდებოდა პანიკური შესყიდვები... მინდა, მოვუწოდო მოსახლეობას, რომ მარაგების შექმნის საჭიროება არ არსებობს" - ოთარ შამუგია

"გახსოვთ, პანდემიის დასაწყისშიც ხდებოდა პანიკური შესყიდვები... მინდა, მოვუწოდო მოსახლეობას, რომ მარაგების შექმნის საჭიროება არ არსებობს" - ოთარ შამუგია

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის, ოთარ შამუგიას განცხადებით, სურსათის არც მარაგების კუთხით და არც მომარაგების პროცესში შეფერხება არ არის.

როგორც შამუგია აღნიშნავს, სამინისტრო სრულ კოორდინაციაშია მიმწოდებლებთან და იმპორტიორებთან პროცესების ეფექტიანი მართვისთვის.

"არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ბუნებრივია, საზოგადოების ინტერესი სურსათით მომარაგების მიმართულებით. ჩვენ სწორედ ამ პროცესების კოორდინირებულად მართვისთვის შევხვდით იმპორტიორებს და სურსათის ძირითად მიმწოდებლებს“, - განაცხადა ოთარ შამუგიამ, რომლის კომენტარსაც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია მოსახლეობას მიმართავს, რომ სურსათის მარაგების შექმნის და ამ მიზნით ზედმეტი შესყიდვების განხორციელების საჭიროება არ არსებობს.

როგორც შამუგია აღნიშნავს, არა მარტო პირველადი მოხმარების, არამედ სხვა პროდუქტების მხრივ შესაბამისი მარაგები არსებობს.

"გახსოვთ, პანდემიის დასაწყისშიც ადგილი ჰქონდა პანიკურ შესყიდვებს, რის გამოც იყო გარკვეული პროდუქტების დეფიციტი დახლებზე. თუმცა, არც მაშინ იყო ეს მარაგების უქონლობით გამოწვეული, არამედ გამოწვეული იყო იმ პროცესებით, რაც მოსახლეობის მხრიდან მარაგების შექმნას უკავშირდებოდა. მინდა, მოვუწოდო ჩვენს მოსახლეობას, რომ მარაგების შექმნის და ამ მიზნით ზედმეტი შესყიდვების განხორციელების საჭიროება არ არსებობს, რადგან ჩვენ ყველა მიმართულებით, არა მარტო პირველადი მოხმარების, არამედ სხვა პროდუქტების მხრივ შესაბამისი მარაგები გვაქვს და ამას დაინახავს საზოგადოება მომავალ დღეებში“, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ.

მინისტრმა მომარაგების პროცესის საკითხზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მარაგების შევსება ჩვეულებრივ რეჟიმში მიმდინარეობს. მისი თქმით, არცერთი პროდუქტის იმპორტის განხორციელების მიმართულებით არ არის შეფერხება და ქვეყანაში არის იმ რაოდენობის მარაგი, რაც საჭიროა მოსახლეობის მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად.