საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

14

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 23:39-ზე, მთვარე თევზებში იქნება 03-44-დან –რეკომენდებულია კოლექტიური მუშაობა, ერთობლივი პრობლემების გადაჭრა. ფინანსური საკითხების მოგვარება. მშენებლობის დაწყება. ძველი კავშირების გაძლიერება. მოერიდეთ ეგოიზმს და საკუთარი შესაძლებლობების გადაჭარბებულ შეფასებას. გამოავლინეთ ლიდერის თვისებები. არ არის რეკომენდებული შურისა და ბოროტების გამოვლენა. აქტიურია ზურგის ზედა ნაწილი. გაუფრთხილდით ხერხემალს. მთვარის ამ დღეს შექმნილი ოჯახები იშვიათად იშლება ეჭვიანობის, ღალატის ან ფინანსური პრობლემების გამო.
სამართალი
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"აცრის ყოველდღიური რაოდენობა კლებულობს... შესაძლოა, "ფაიზერის“ 400 ათასამდე დოზა დარჩეს გამოუყენებელი" - ამირან გამყრელიძე
"აცრის ყოველდღიური რაოდენობა კლებულობს... შესაძლოა, "ფაიზერის“ 400 ათასამდე დოზა დარჩეს გამოუყენებელი" - ამირან გამყრელიძე

"აც­რა­ზე შემ­ცი­რე­ბუ­ლი მი­მარ­თვი­ა­ნო­ბა რის­კის ქვეშ აყე­ნებს 2022 წლის ეროვ­ნუ­ლი გეგ­მის სა­მიზ­ნე მაჩ­ვე­ნე­ბელს, რაც ივ­ლი­სის­თვის მოზ­რდი­ლი მო­სახ­ლე­ო­ბის 70%-ის აც­რას ით­ვა­ლის­წი­ნებს" - ამის შე­სა­ხებ და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის ხელ­მძღვა­ნელ­მა ამი­რან გამ­ყრე­ლი­ძემ "ინ­ტერპრეს­ნი­უს­თან“ იმუ­ნი­ზა­ცი­ის პრო­ცეს­ზე სა­უბ­რი­სას გა­ნა­ცხა­და.

რო­გორც გამ­ყრე­ლი­ძე გან­მარ­ტავს, ამ დრო­ის­თვის მოზ­რდი­ლი მო­სახ­ლე­ო­ბის 43.5% არის სრუ­ლად ვაქ­ცი­ნი­რე­ბუ­ლი.

"სამ­წუ­ხა­როდ, აც­რის ყო­ველ­დღი­უ­რი რა­ო­დე­ნო­ბა კლე­ბუ­ლობს. იან­ვარ­ში ეს მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი 7311 გვქონ­და, დე­კემ­ბერ­ში 10 519, თე­ბერ­ვალ­ში შემ­ცირ­და 3365-მდე. მარ­ტში, სამ­წუ­ხა­როდ ყო­ველ­დღი­უ­რი აც­რის სა­შუ­ა­ლო რა­ო­დე­ნო­ბა ათასს ჩა­მოს­ცდა. აც­რე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა სა­მუ­შაო დღე­ებ­შიც 1000-ზე ოდ­ნავ მე­ტია.ზო­გა­დად, აც­რა­ზე მი­მარ­თვი­ა­ნო­ბა შემ­ცი­რე­ბუ­ლია. ეს რის­კის ქვეშ აყე­ნებს სა­მიზ­ნე მაჩ­ვე­ნე­ბელს, რაც გვაქვს, კერ­ძოდ, ივ­ლი­სის­თვის მოზ­რდი­ლი მო­სახ­ლე­ო­ბის 70%-ის აცრა. დღეს ჩვენ მოზ­რდი­ლი მო­სახ­ლე­ო­ბის 43.5% გვყავს აც­რი­ლი, ერთი დო­ზით კი 47.1%. "ბუს­ტე­რი“ 8% -ს მი­უ­ახ­ლოვ­და, რაც არ არის კარ­გი“,- აღ­ნიშ­ნავს გამ­ყრე­ლი­ძე.

და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის ხელ­მძღვა­ნე­ლის, ამი­რან გამ­ყრე­ლი­ძის ინ­ფორ­მა­ცი­ით, შე­საძ­ლოა, "ფა­ი­ზე­რის“ 400 ათა­სამ­დე დოზა დარ­ჩეს გა­მო­უ­ყე­ნე­ბე­ლი, რო­მელ­საც ვადა მარ­ტის ბო­ლომ­დე აქვს.

რო­გორც მან "ინ­ტერპრეს­ნი­უს­თან“ სა­უბ­რი­სას გა­ნა­ცხა­და, აღ­ნიშ­ნუ­ლი ვაქ­ცი­ნის დო­ზე­ბი ქვე­ყა­ნამ დო­ნა­ცი­ის გზით მი­ი­ღო.

"ფა­ი­ზე­რის" 350-400 ათა­სამ­დე დო­ზას მარ­ტის ბო­ლომ­დე აქვს ვადა. სა­ხელ­მწი­ფოს, ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს შეკ­ვე­თი­ლი აქვს "ფა­ი­ზე­რის“ ახა­ლი დო­ზე­ბი, რო­მელ­საც ქვე­ყა­ნა მარ­ტის ბო­ლომ­დე მი­ი­ღებს. ვფიქ­რობთ, უწყვე­ტად გაგ­რძელ­დე­ბა ვაქ­ცი­ნა­ცი­ის პრო­ცე­სი აპ­რილ-მა­ის­შიც.

სამ­წუ­ხა­როა, რომ ერთ-ერთი სა­უ­კე­თე­სო ვაქ­ცი­ნა გვაქვს და მო­თხოვ­ნა ასეა და­ცე­მუ­ლი. თუ ამ ტემ­პით წა­ვი­და აც­რე­ბი, არის რის­კი რომ აუთ­ვი­სე­ბე­ლი დარ­ჩეს. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, ჩვენ "ფა­ი­ზე­რის“ 2 მლნ დოზა გვქონ­და ქვე­ყა­ნა­ში, აქე­დან მი­ლი­ო­ნი სა­ხელ­მწი­ფომ იყი­და, და­ნარ­ჩე­ნი კი დო­ნა­ცი­ის გზით არის შე­მო­სუ­ლი. ამო­წუ­რუ­ლია ის, რაც სა­ხელ­მწი­ფო ბი­უ­ჯე­ტით ვი­ყი­დეთ. ახლა დო­ნა­ცი­ის გზით მი­ღე­ბუ­ლი გვაქვს. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ნა­ჩუ­ქა­რია მა­ინც ძა­ლი­ან გულ­და­სა­წყვე­ტია, რომ ასე­თი ვაქ­ცი­ნა გვაქვს მა­ღა­ლი დაც­ვით და მო­სახ­ლე­ო­ბის აქ­ტი­ვო­ბა და­ბა­ლია.

ასე­ვე, გვაქვს "სი­ნო­ფარ­მი“ და "სი­ნო­ვა­კიც“. იან­ვარ­ში სე­რი­ო­ზუ­ლი კვლე­ვა გა­მოქ­ვეყ­ნდა "სი­ნო­ფარმ­ზე“, საკ­მა­ოდ კარ­გი მო­ნა­ცე­მე­ბია "ომიკ­რო­ნის“ მი­მართ დამ­ცვე­ლო­ბა­ზე, გან­სა­კუთ­რე­ბით "ბუს­ტე­რის“ შემ­დეგ. "ბუს­ტე­რი“ დღეს უმ­თავ­რე­სია. მი­ლი­ონ 200 ათას­ზე მეტი ადა­მი­ა­ნია ქვე­ყა­ნა­ში ორ­ჯერ აც­რი­ლი, ყვე­ლა ორ­ჯერ აც­რილ­მა რომ გა­ი­კე­თოს "ბუს­ტე­რი“, და­მერ­წმუ­ნეთ, სე­რი­ო­ზუ­ლად შემ­ცირ­დე­ბა ფა­ტა­ლუ­რი შემ­თხვე­ვე­ბი“,- აღ­ნიშ­ნავს გამ­ყრე­ლი­ძე.

მკითხველის კომენტარები / 18 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ტარიელი
3

შეინახეთ! ნიჭიერები ხართ შენ და შენი საძმო (აღარ ჩამოვთვლი მათ, ყველამ ვიცით) რამეს აუცილებლად მოიფიქრებენ თქვენი შეფები და მერე გამოიყენებთ აქ მუშკეტერები!

 

დავით 67
2

ამას ის ადარდებს არიქა გაუსაღებელი არ დაგვრჩესო.

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საბავშვო ბაღში გარდაცვლილი 2 წლის დაჩის დედის პირველი კომენტარი - "ჩემზეც ბევრი ბრალდებები წამოვიდა"
ავტორი:

"აცრის ყოველდღიური რაოდენობა კლებულობს... შესაძლოა, "ფაიზერის“ 400 ათასამდე დოზა დარჩეს გამოუყენებელი" - ამირან გამყრელიძე

"აცრის ყოველდღიური რაოდენობა კლებულობს... შესაძლოა, "ფაიზერის“ 400 ათასამდე დოზა დარჩეს გამოუყენებელი" - ამირან გამყრელიძე

"აცრაზე შემცირებული მიმართვიანობა რისკის ქვეშ აყენებს 2022 წლის ეროვნული გეგმის სამიზნე მაჩვენებელს, რაც ივლისისთვის მოზრდილი მოსახლეობის 70%-ის აცრას ითვალისწინებს" - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ "ინტერპრესნიუსთან“ იმუნიზაციის პროცესზე საუბრისას განაცხადა.

როგორც გამყრელიძე განმარტავს, ამ დროისთვის მოზრდილი მოსახლეობის 43.5% არის სრულად ვაქცინირებული.

"სამწუხაროდ, აცრის ყოველდღიური რაოდენობა კლებულობს. იანვარში ეს მაჩვენებელი 7311 გვქონდა, დეკემბერში 10 519, თებერვალში შემცირდა 3365-მდე. მარტში, სამწუხაროდ ყოველდღიური აცრის საშუალო რაოდენობა ათასს ჩამოსცდა. აცრების რაოდენობა სამუშაო დღეებშიც 1000-ზე ოდნავ მეტია.ზოგადად, აცრაზე მიმართვიანობა შემცირებულია. ეს რისკის ქვეშ აყენებს სამიზნე მაჩვენებელს, რაც გვაქვს, კერძოდ, ივლისისთვის მოზრდილი მოსახლეობის 70%-ის აცრა. დღეს ჩვენ მოზრდილი მოსახლეობის 43.5% გვყავს აცრილი, ერთი დოზით კი 47.1%. "ბუსტერი“ 8% -ს მიუახლოვდა, რაც არ არის კარგი“,- აღნიშნავს გამყრელიძე.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, შესაძლოა, "ფაიზერის“ 400 ათასამდე დოზა დარჩეს გამოუყენებელი, რომელსაც ვადა მარტის ბოლომდე აქვს.

როგორც მან "ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა, აღნიშნული ვაქცინის დოზები ქვეყანამ დონაციის გზით მიიღო.

"ფაიზერის" 350-400 ათასამდე დოზას მარტის ბოლომდე აქვს ვადა. სახელმწიფოს, ჯანდაცვის სამინისტროს შეკვეთილი აქვს "ფაიზერის“ ახალი დოზები, რომელსაც ქვეყანა მარტის ბოლომდე მიიღებს. ვფიქრობთ, უწყვეტად გაგრძელდება ვაქცინაციის პროცესი აპრილ-მაისშიც.

სამწუხაროა, რომ ერთ-ერთი საუკეთესო ვაქცინა გვაქვს და მოთხოვნა ასეა დაცემული. თუ ამ ტემპით წავიდა აცრები, არის რისკი რომ აუთვისებელი დარჩეს. მოგეხსენებათ, ჩვენ "ფაიზერის“ 2 მლნ დოზა გვქონდა ქვეყანაში, აქედან მილიონი სახელმწიფომ იყიდა, დანარჩენი კი დონაციის გზით არის შემოსული. ამოწურულია ის, რაც სახელმწიფო ბიუჯეტით ვიყიდეთ. ახლა დონაციის გზით მიღებული გვაქვს. მიუხედავად იმისა, რომ ნაჩუქარია მაინც ძალიან გულდასაწყვეტია, რომ ასეთი ვაქცინა გვაქვს მაღალი დაცვით და მოსახლეობის აქტივობა დაბალია.

ასევე, გვაქვს "სინოფარმი“ და "სინოვაკიც“. იანვარში სერიოზული კვლევა გამოქვეყნდა "სინოფარმზე“, საკმაოდ კარგი მონაცემებია "ომიკრონის“ მიმართ დამცველობაზე, განსაკუთრებით "ბუსტერის“ შემდეგ. "ბუსტერი“ დღეს უმთავრესია. მილიონ 200 ათასზე მეტი ადამიანია ქვეყანაში ორჯერ აცრილი, ყველა ორჯერ აცრილმა რომ გაიკეთოს "ბუსტერი“, დამერწმუნეთ, სერიოზულად შემცირდება ფატალური შემთხვევები“,- აღნიშნავს გამყრელიძე.