უკრაინამ ვლადიმერ პუტინისა და ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრის ორგანიზების თხოვნით გერმანიის კანცლერს, ოლაფ შოლცს მიმართა. ამის შესახებ „უნიანი“ წერს.
აღნიშნულ ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილემ, იგორ ჟოვკვამ გერმანული ტელეარხ ARD-ის გადაცემა Tagesschau-ს ეთერში განაცხადა.
ჟოვკვას თქმით, აღნიშნული შეხვედრის ორგანიზებაში საერთაშორისო პარტნიორები უნდა იყვნენ ჩართული.
როგორც მან აღნიშნა, შეხვედრაზე „ბევრი ასპექტის განხილვა იქნებოდა შესაძლებელი“.