მსოფლიო
სამხედრო
საზოგადოება
სამართალი
სპორტი
მეცნიერება
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ჩემს დეიდაშვილს კლასის წინაშე აყენებდა მასწავლებელი და ამბობდა, აი, ეს რუსის ოჯახშია გაზრდილიო" - რას ჰყვება ანი გიუნტერი, რომელსაც შვილები რუსულად საუბარს უკრძალავენ
"ჩემს დეიდაშვილს კლასის წინაშე აყენებდა მასწავლებელი და ამბობდა, აი, ეს რუსის ოჯახშია გაზრდილიო" - რას ჰყვება ანი გიუნტერი, რომელსაც შვილები რუსულად საუბარს უკრძალავენ

ბლო­გერ­მა და ჟურ­ნა­ლის­ტმა ალექ­სან­დრე ბაგ­რა­ტი­ონ-და­ვი­თაშ­ვილ­მა 8 მარტს სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში და­წე­რა, რომ მის რუს მე­გო­ბარ გო­გოს, რო­მე­ლიც დიდი ხა­ნია გა­მოქ­ცე­უ­ლია თა­ვი­სი ქვეყ­ნი­დან, ჭავ­ჭა­ვა­ძის გამ­ზირ­ზე ქვა ეს­რო­ლეს. პოსტს ძა­ლი­ან ბევ­რი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა მოჰ­ყვა. მათ შო­რის გახ­ლდათ ჟურ­ნა­ლის­ტი ანი გი­უნ­ტე­რი, რო­მელ­მაც ფე­ის­ბუქ­ზე და­წე­რა:

"გა­მარ­ჯო­ბა! გთხოვთ და­მეხ­მა­როთ მე და ჩემს ქერა და ცის­ფერ­თვა­ლე­ბა შვილს ცნო­ბა­დო­ბის ამაღ­ლე­ბა­ში, რათა ქუ­ჩა­ში ქვე­ბი არ გვეს­რო­ლონ! გმად­ლობთ. #ყვე­ლა­ქერ­ა­რუ­სი­ა­რაა..." - და­წე­რა ანიმ.

ჟურ­ნა­ლისტს ინ­ტერ­ვი­უ­ზე და­ვუ­კავ­შირ­დით:

ანი გი­უნ­ტე­რი:

- ჩემი პოს­ტი იმის გა­მოხ­მა­უ­რე­ბა იყო, რაც ჩემ­მა მე­გო­ბარ­მა და­წე­რა, რომ ჭავ­ჭა­ვა­ძე­ზე ქერა გო­გოს ქვა ეს­რო­ლეს. ეს ყო­ველ­თვის პრობ­ლე­მუ­რი იყო. მე ახლა ჩემს დე­ი­დაშ­ვილ­თან ვარ სტუმ­რად და გუ­ში­ნაც ვსა­უბ­რობ­დით ამ თე­მა­ზე, რომ ღიად დას­ცი­ნოდ­ნენ მას­წავ­ლებ­ლებ­ლე­ბი სკო­ლა­ში, თუ სახ­ლში რამე დარ­ჩე­ბო­და ან თმა გა­ე­წე­წე­ბო­და, აძა­ხებ­დნენ, რუ­სის გაზ­რდი­ლი რა იქ­ნე­ბაო. ამ დროს, სუფ­თა სის­ხლის უკ­რა­ი­ნე­ლია დე­დით და მა­მით ქარ­თვე­ლია. ან მა­შინ ვინ არ­ჩევ­და რუს­სა და უკ­რა­ი­ნელს. სულ რომ რუსი იყოს, რო­გორ შე­იძ­ლე­ბა ბავ­შვზე ასე­თი რამე თქვა.

ჩვენ ყვე­ლა რუ­სე­ბად მო­ვი­აზ­რე­ბო­დით, ვინც რუ­სუ­ლე­ნო­ვა­ნე­ბი ან არა­ქარ­თუ­ლი გა­რეგ­ნო­ბის ვი­ყა­ვით. ხში­რად მეც გა­მი­გია, რომ ჩემ­ზე უთ­ქვამთ ეს რუ­სია და თავი გან­ცალ­კე­ვე­ბუ­ლად მიგ­რძნია, ძა­ლი­ან სას­ტი­კე­ბი არი­ან ბავ­შვე­ბი.

ანი გი­უნ­ტე­რი დე­დას­თან ერ­თად

ჩემი მშობ­ლი­უ­რი ენა რუ­სუ­ლია და სულ არ მრცხვე­ნია ამის, რუ­სუ­ლი სკო­ლა მაქვს დამ­თავ­რე­ბუ­ლი, ეს ენა ჩემ­თვის ია­რა­ღია. ნუ ჰგო­ნი­ათ, რომ უკ­რა­ი­ნე­ლე­ბი ჩემ­თან პი­რად სა­უ­ბარ­ში ერი­დე­ბი­ან რუ­სუ­ლად მო­წე­რას.

მე ჩემი რუ­სუ­ლი ამ ომის დროს ბევ­რჯერ გა­მო­ვი­ყე­ნე. ბევრ კომ­პა­ნი­ას და­ვეხ­მა­რე თარ­გმნა­ში. საპ­რო­ტეს­ტო წე­რი­ლე­ბის მი­წე­რა რომ უნ­დო­დათ იქ გი­უნ­ტე­რის რუ­სუ­ლი გა­მო­ად­გათ. ეს ხომ ია­რა­ღია, მტრის ენაც უნდა იცო­დე.

სულ რომ მა­წა­მონ რუ­სუ­ლად ხმას არ ამო­ვი­ღებ, როცა ამის სა­ჭი­რო­ე­ბა იქ­ნე­ბა, მაგ­რამ ისე შე­იძ­ლე­ბა სულ ეს რუ­სუ­ლი გა­მო­გად­გეს ზო­გი­ერთ მო­მენ­ტში. დე­და­ჩე­მი უკ­რა­ი­ნე­ლია და უკ­რა­ი­ნე­ლე­ბი რუ­სუ­ლად მე­ლა­პა­რა­კე­ბი­ან, არა­ნა­ი­რი პრობ­ლე­მა არ აქვთ.

- ხში­რად გაგ­ვი­გია, რომ ბავ­შვებ­ზეც ამ­ბო­ბენ, ჩემ­მა შვილ­მა არ იცის რუ­სუ­ლი, ასე გა­და­წყვი­ტა...

- ჩემი მშობ­ლი­უ­რი ენა არის რუ­სუ­ლი, რუ­სუ­ლად და­ვი­წყე ლა­პა­რა­კი. უკ­რა­ი­ნელ დე­და­ჩემს ნა­თარ­გმნი აქვს ქარ­თუ­ლი­დან რუ­სუ­ლად „დაბ­რუ­ნე­ბა აფხა­ზეთ­ში“, იმ­დე­ნად კარ­გად ფლობს ამ ენას. ჩემი შვი­ლე­ბი მე მიკ­რძა­ლა­ვენ რუ­სუ­ლად სა­უ­ბარს, მათ არ იცი­ან ენა, რო­მე­ლიც ჩემ­თვის მშობ­ლი­უ­რია. კი­ვილს იწყე­ბენ არ და­მე­ლა­პა­რა­კო რუ­სუ­ლად, მე მათ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას პა­ტივს ვცემ, ტრა­გე­დი­ას ვერ ვხე­დავ და რომ გა­იზ­რდე­ბი­ან თა­ვად გა­და­წყვე­ტენ რაც უნ­დათ.

მე ქარ­თვე­ლი კომ­პა­ნი­ე­ბის­თვის ომის დროს საპ­რო­ტეს­ტო წე­რი­ლე­ბი ვწე­რე. რუ­სუ­ლად ვწერ­დი და უკ­რა­ი­ნე­ლებს ვუგ­ზავ­ნი­დი და ისი­ნი უკ­რა­ი­ნუ­ლად თარ­გმნიდ­ნენ და ისე გვიბ­რუ­ნებ­დნენ. მათ არ უთ­ქვამთ, რომ რუ­სუ­ლად არა, გერ­მა­ნუ­ლად გა­მოგ­ზავ­ნე ან ინ­გლი­სუ­რად. დიახ, მთე­ლი კლა­სის წი­ნა­შე ჩემს დე­ი­დაშ­ვილს აყე­ნებ­და მას­წავ­ლე­ბე­ლი და ამ­ბობ­და, აი, ეს რუ­სის ოჯახ­შია გაზ­რდი­ლი, უკ­რა­ი­ნე­ლი დე­დის გაზ­რდილ ბავ­შვზე. რომც ყო­ფი­ლი­ყო რუ­სის გაზ­რდი­ლი, შე­იძ­ლე­ბა ბავ­შვს ასე მო­ექ­ცე. ასე­თი აგ­რე­სია მე­გო­ი­მე­ბა და არ მგო­ნია, სწო­რი იყოს ეს მიდ­გო­მა.

მკითხველის კომენტარები / 65 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ბილი
17

გამოხტა ეხლა ესეც წადი რა ჯერ ჯიში დაადგინე,რა გიკვირს რუსები თუ გვეზიზღევბა რა არ უნდა გვძულდეს! შენ ის გაარკვიე ჯერ ვისი გორისა ხარ!

ანა
0

მარტო სლავები არ არიან ქერები და ცისფერთვალებები,დასავლეთ საქართველოში უამრავი ქერა და ცისფერთვალებაა.დედაჩემი მეგრელუა და რუსს ძალიან ჰგავს.დასავკეთში ბავშვებიც უმეტესობა ქერაა.

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კონექტიკურის ქუჩებში პატარა სელაპი იპვეს
ავტორი:

"ჩემს დეიდაშვილს კლასის წინაშე აყენებდა მასწავლებელი და ამბობდა, აი, ეს რუსის ოჯახშია გაზრდილიო" - რას ჰყვება ანი გიუნტერი, რომელსაც შვილები რუსულად საუბარს უკრძალავენ

"ჩემს დეიდაშვილს კლასის წინაშე აყენებდა მასწავლებელი და ამბობდა, აი, ეს რუსის ოჯახშია გაზრდილიო" - რას ჰყვება ანი გიუნტერი, რომელსაც შვილები რუსულად საუბარს უკრძალავენ

ბლოგერმა და ჟურნალისტმა ალექსანდრე ბაგრატიონ-დავითაშვილმა 8 მარტს სოციალურ ქსელში დაწერა, რომ მის რუს მეგობარ გოგოს, რომელიც დიდი ხანია გამოქცეულია თავისი ქვეყნიდან, ჭავჭავაძის გამზირზე ქვა ესროლეს. პოსტს ძალიან ბევრი გამოხმაურება მოჰყვა. მათ შორის გახლდათ ჟურნალისტი ანი გიუნტერი, რომელმაც ფეისბუქზე დაწერა:

"გამარჯობა! გთხოვთ დამეხმაროთ მე და ჩემს ქერა და ცისფერთვალება შვილს ცნობადობის ამაღლებაში, რათა ქუჩაში ქვები არ გვესროლონ! გმადლობთ. #ყველაქერარუსიარაა..." - დაწერა ანიმ.

ჟურნალისტს ინტერვიუზე დავუკავშირდით:

ანი გიუნტერი:

- ჩემი პოსტი იმის გამოხმაურება იყო, რაც ჩემმა მეგობარმა დაწერა, რომ ჭავჭავაძეზე ქერა გოგოს ქვა ესროლეს. ეს ყოველთვის პრობლემური იყო. მე ახლა ჩემს დეიდაშვილთან ვარ სტუმრად და გუშინაც ვსაუბრობდით ამ თემაზე, რომ ღიად დასცინოდნენ მასწავლებლებლები სკოლაში, თუ სახლში რამე დარჩებოდა ან თმა გაეწეწებოდა, აძახებდნენ, რუსის გაზრდილი რა იქნებაო. ამ დროს, სუფთა სისხლის უკრაინელია დედით და მამით ქართველია. ან მაშინ ვინ არჩევდა რუსსა და უკრაინელს. სულ რომ რუსი იყოს, როგორ შეიძლება ბავშვზე ასეთი რამე თქვა.

ჩვენ ყველა რუსებად მოვიაზრებოდით, ვინც რუსულენოვანები ან არაქართული გარეგნობის ვიყავით. ხშირად მეც გამიგია, რომ ჩემზე უთქვამთ ეს რუსია და თავი განცალკევებულად მიგრძნია, ძალიან სასტიკები არიან ბავშვები.

ანი გიუნტერი დედასთან ერთად

ჩემი მშობლიური ენა რუსულია და სულ არ მრცხვენია ამის, რუსული სკოლა მაქვს დამთავრებული, ეს ენა ჩემთვის იარაღია. ნუ ჰგონიათ, რომ უკრაინელები ჩემთან პირად საუბარში ერიდებიან რუსულად მოწერას.

მე ჩემი რუსული ამ ომის დროს ბევრჯერ გამოვიყენე. ბევრ კომპანიას დავეხმარე თარგმნაში. საპროტესტო წერილების მიწერა რომ უნდოდათ იქ გიუნტერის რუსული გამოადგათ. ეს ხომ იარაღია, მტრის ენაც უნდა იცოდე.

სულ რომ მაწამონ რუსულად ხმას არ ამოვიღებ, როცა ამის საჭიროება იქნება, მაგრამ ისე შეიძლება სულ ეს რუსული გამოგადგეს ზოგიერთ მომენტში. დედაჩემი უკრაინელია და უკრაინელები რუსულად მელაპარაკებიან, არანაირი პრობლემა არ აქვთ.

- ხშირად გაგვიგია, რომ ბავშვებზეც ამბობენ, ჩემმა შვილმა არ იცის რუსული, ასე გადაწყვიტა...

- ჩემი მშობლიური ენა არის რუსული, რუსულად დავიწყე ლაპარაკი. უკრაინელ დედაჩემს ნათარგმნი აქვს ქართულიდან რუსულად „დაბრუნება აფხაზეთში“, იმდენად კარგად ფლობს ამ ენას. ჩემი შვილები მე მიკრძალავენ რუსულად საუბარს, მათ არ იციან ენა, რომელიც ჩემთვის მშობლიურია. კივილს იწყებენ არ დამელაპარაკო რუსულად, მე მათ გადაწყვეტილებას პატივს ვცემ, ტრაგედიას ვერ ვხედავ და რომ გაიზრდებიან თავად გადაწყვეტენ რაც უნდათ.

მე ქართველი კომპანიებისთვის ომის დროს საპროტესტო წერილები ვწერე. რუსულად ვწერდი და უკრაინელებს ვუგზავნიდი და ისინი უკრაინულად თარგმნიდნენ და ისე გვიბრუნებდნენ. მათ არ უთქვამთ, რომ რუსულად არა, გერმანულად გამოგზავნე ან ინგლისურად. დიახ, მთელი კლასის წინაშე ჩემს დეიდაშვილს აყენებდა მასწავლებელი და ამბობდა, აი, ეს რუსის ოჯახშია გაზრდილი, უკრაინელი დედის გაზრდილ ბავშვზე. რომც ყოფილიყო რუსის გაზრდილი, შეიძლება ბავშვს ასე მოექცე. ასეთი აგრესია მეგოიმება და არ მგონია, სწორი იყოს ეს მიდგომა.