უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, დმიტრი კულებას ინფორმაციით, დაზიანებულია ელექტრო ქსელი, რომელიც ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურს ამარაგებს. ის მიმართავს საერთაშორისო თანამეგობრობას, რომ სასწრაფოდ მოუწოდონ რუსეთს ცეცხლის შეწყვეტისკენ, რათა მიეცეთ შესაძლებლობა ელექტროენერგიის მიწოდების აღდგენის.
"დაზიანებულია ერთადერთი ელექტრო ქსელი, რომელიც ამარაგებს ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურს და მის ყველა ატომურ ობიექტს, რომელიც რუსული არმიის მიერ არის ოკუპირებული.
მოვუწოდებ საერთაშორისო თანამეგობრობას, სასწრაფოდ მოსთხოვოს რუსეთს ცეცხლის შეწყვეტა და სარემონტო განყოფილებებს მიეცეს საშუალება აღადგინონ ელექტროენერგიის მიწოდება", - წერს კულება "ტვიტერში.
The only electrical grid supplying the Chornobyl NPP and all its nuclear facilities occupied by Russian army is damaged. CNPP lost all electric supply. I call on the international community to urgently demand Russia to cease fire and allow repair units to restore power supply 1/2
— Dmytro Kuleba (@DmytroKuleba) March 9, 2022
"ტელეგრამის" არხზე გამოქვეყნებულ შეტყობინებაში, Energoatom-ი (უკრაინის ატომური ენერგიის მაგენერირებელი ეროვნული კომპანია) აცხადებს, რომ მაღალი ძაბვის ხაზი, რომელიც კვებავს ქარხანას, გათიშულია, მას შემდეგ, რაც რუსები ორი კვირის წინ ამ ტერიტორიაზე შეიჭრნენ.
უკრაინის ენერგეტიკის მინისტრმა, გერმან გალუშჩენკომ განუცხადა BBC-ს, რომ უკრაინას არ აქვს წვდომა სადგურზე მონიტორინგის ინფორმაციაზე და, შესაბამისად, ვერ შეაფასებს, რადიოაქტიური ნივთიერებები გამოიყოფა, თუ არა.
მისი თქმით, კვების წყაროს აღდგენა უნდა მოხდეს, მაგრამ დასძინა, რომ არსებობს "ელექტროენერგიის შეწყვეტის შემთხვევაში უსაფრთხოების სპეციალური სისტემა", რომელიც საშუალებას მისცემს ქარხანას, რამდენიმე დღის განმავლობაში იმუშაოს დიზელის გენერატორების გამოყენებით.
გადარიეს გამოიყვანეს წყობილებიდან ეს კაცი არ გაჩერდა ეს ზელიონკა არის თუ საშა კოლა ამერიკას მოკითხოს ეხლა რაც მის თავზე ხდება
წინა კატასტროფის დროს მადაური რადიაციის 60% ბელარუსში დაილექა. ზედ ბელარუსის საზღვართანაა, მანდვეა რუსეთიც. პუტინი მაგარი გადაკიდებულია რუსებზე და სხვა აღმოსავლეთ სლავებზე. ეტყობა მათი განადგურება უნდა.