Faceამბები
პოლიტიკა
მსოფლიო

22

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 02:27-ზე, მთვარე კირჩხიბშია – საკუთარ თავში ჩაიხედეთ. შეგიძლიათ დაიწყოთ ნებისმიერი საქმე. განსაკუთრებით მიწისა და უძრავი ქონების შესაძენად. აკეთეთ ბიზნესი და იმუშავეთ. დაიწყეთ ახალი საქმეები. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. გააფორმეთ მნიშვნელოვანი დოკუმენტები, ხელშეკრულებები და კონტრაქტები. შეინარჩუნეთ სიმშვიდე და კეთილგანწყობა ყველა საკითხში. საიდუმლოდ შეინახეთ თქვენი წარმატებები და მიღწევები. უხვად მიირთვით მწვანილი. კარგია თხილი, არ დაგავიწყდეთ წვენების დალევა, ხილისა და ბოსტნეულის ჭამა. უმჯობესია რაციონიდან გამორიცხოთ მარცვლეული და ცხოველური საკვები. თვალები და ტვინი აქტიურია.
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ცუდი ამბები გვაქვს... მთლიანად რუსეთზე ვართ მიბმული, რის გამოც ეკონომიკური ზარალი გველოდება" - ვითარება სომხეთში და ადგილობრივების კრიტიკა "ფაშინიანის დუმილზე"
"ცუდი ამბები გვაქვს... მთლიანად რუსეთზე ვართ მიბმული, რის გამოც ეკონომიკური ზარალი გველოდება" - ვითარება სომხეთში და ადგილობრივების კრიტიკა "ფაშინიანის დუმილზე"

რუ­სე­თის­თვის და­წე­სე­ბუ­ლი უპ­რე­ცე­დენ­ტო სან­ქცი­ე­ბის შემ­დეგ, სომ­ხეთ­ში მი­იჩ­ნე­ვენ, რომ სულ მალე ეკო­ნო­მი­კუ­რი კრი­ზი­სი მათ ქვე­ყა­ნა­შიც და­ი­წყე­ბა. ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი უკვე სა­უბ­რო­ბენ გარ­კვე­უ­ლი სა­ხის სურ­სა­თის შემ­ცი­რე­ბა­ზე. მა­თი­ვე თქმით, თვის ბო­ლოს რუ­სე­თი­დან გზავ­ნი­ლე­ბის შე­მო­ტა­ნა კა­ტას­ტრო­ფუ­ლად შემ­ცირ­დე­ბა, რად­გან უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც სა­მუ­შა­ოდ რუ­სე­თის სხვა­დას­ხვა ქა­ლა­ქებ­შია წა­სუ­ლი, მას­შტა­ბუ­რი სან­ქცი­ე­ბის გამო, უმუ­შე­ვა­რი დარ­ჩა.

"გა­უ­ფა­სურ­და სომ­ხუ­რი დრა­მიც... შე­ში­ნე­ბუ­ლი მო­სახ­ლე­ო­ბა დო­ლა­რის გა­და­საც­ვლელ ჯი­ხუ­რებს მი­ა­წყდა, რათა და­ნა­ზო­გი უცხო­ურ ვა­ლუ­ტა­ში შე­ი­ნა­ხოს... "

"ე.წ.კომ­პენ­სა­ცია, რო­მელ­საც მათ ად­გი­ლობ­რი­ვი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ჰპირ­დე­ბა, თა­ვად არ ეყო­ფათ თავი სარ­ჩე­ნად. აქ კი, მათ ოჯა­ხე­ბი აქვთ, სა­ბან­კო ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბი და უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნი ამი­ტო­მაც გა­და­იხ­ვე­წა სა­მუ­შა­ოდ..." - წე­რენ ისი­ნი სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში.

მო­სახ­ლე­ო­ბის ნა­წი­ლის თქმით, სომ­ხე­თის მხრი­დან, რომ­ლის ეკო­ნო­მი­კაც (და არა მხო­ლოდ) სამ­წუ­ხა­როდ, მთლი­ა­ნად რუ­სეთ­ზეა მიბ­მუ­ლი, ნე­იტ­რა­ლი­ტე­ტის გა­მო­ცხა­დე­ბა ძა­ლი­ან სწო­რი პო­ზი­ცი­აა. თუმ­ცა, ნე­ბის­მი­ე­რი შემ­თხვე­ვა­ში, სომ­ხე­თი, ეკო­ნო­მი­კუ­რად ძა­ლი­ან და­ზა­რალ­დე­ბა და ეს უახ­ლო­ეს დღე­ებ­ში უკვე შე­სამ­ჩნე­ვი იქ­ნე­ბა, რად­გან რუ­სეთ­მა გარ­კვე­უ­ლი პრო­დუქ­ტის ექ­სპორ­ტის შე­ჩე­რე­ბა გა­და­წყვი­ტა...

"ამ­დე­ნი წე­ლია ვი­თხოვთ, რომ რა­ღაც შევ­ქმნათ, სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბა გან­ვა­ვი­თა­როთ, ძი­რი­თა­დი პრო­დუქ­ტე­ბი მა­ინც ჩვე­ნი იყოს, ან საკ­ვე­ბი, ან სამ­შე­ნებ­ლო მა­სა­ლე­ბი, მაგ­რამ არა! არა­ვის ეს­მის. იაფი და მარ­ტი­ვი გა­მო­სა­ვა­ლია, რუ­სე­თი­დან შე­მოვ­ზი­დოთ. ამი­ტო­მაც, ამ­დე­ნი წე­ლია, ჩვე­ნი ძი­რი­თა­დი სა­ვაჭ­რო პარტნი­ო­რი, რო­გორც იმ­პორ­ტის, ასე­ვე ექ­სპორ­ტის კუ­თხით, რუ­სე­თია. ჩვე­ნი ბიზ­ნეს­მე­ნე­ბის­თვი­საც რუ­სე­თი შე­უც­ვლე­ლი ბა­ზა­რია. ალ­ტერ­ნა­ტი­ვა­ზე არას­დროს გვი­ფიქ­რია, ძველ გზას მივ­ყვე­ბით, რო­მე­ლიც ახლა გა­მოჩ­ნდა საით წაგ­ვიყ­ვანს - დე­ფი­ცი­ტი და კრი­ზი­სი გარ­და­უ­ვა­ლია. უკვე და­ი­წყო ხალ­ხმა მა­რა­გის კე­თე­ბა, რაც თა­ვის­თა­ვად შექ­მნის დე­ფი­ციტს" - წერს სო­ცი­ა­ლუ­რი ქსელ­ში ფლო­რა მხო­ი­ა­ნი.

მა­თი­ვე თქმით, რუ­სუ­ლი რუბ­ლის მკვეთრმა გა­უ­ფა­სუ­რე­ბამ, ისევ და ისევ მო­სახ­ლე­ო­ბის სა­შუ­ა­ლო და და­ბალ ფე­ნას და­არ­ტყა. სომ­ხე­თის მო­სახ­ლე­ო­ბის დიდი ნა­წი­ლი გზავ­ნი­ლებ­ზე იყო და­მო­კი­დე­ბუ­ლი. კი­დევ ერთი სტა­ბი­ლუ­რი შე­მო­სა­ვა­ლი, ტუ­რიზ­მი იყო, თუმ­ცა თუ ომი გა­ი­წე­ლე­ბა, რუ­სებს არც სხვა ქვეყ­ნებ­ში მოგ­ზა­უ­რო­ბის თავი ექ­ნე­ბათ, რად­გან მოს­კო­ვი-ერევ­ნის მი­მარ­თუ­ლე­ბით თვითმფრი­ნა­ვის ბი­ლე­თის ფასი უკვე 800 ევრო გახ­და.

"მოკ­ლედ ცუდი ამ­ბე­ბი გვაქვს. იქ ოჯა­ხის წევ­რე­ბი, ნა­თე­სა­ვე­ბი, ახ­ლობ­ლე­ბი გვყავს. არა­ვინ იცის რა იქ­ნე­ბა. რა სამ­წუ­ხა­როა, რომ ჩვენ­მა ვი­თომ პრო­ევ­რო­პუ­ლი კურ­სით მო­სულ­მა ფა­ში­ნი­ან­მა თა­ვი­სი სახე დაგ­ვა­ნა­ხა და თან ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვან დროს..." - ამ­ბობს ად­გი­ლობ­რი­ვი არა და­ნი­ე­ლი­ა­ნი.

არა­სა­ხარ­ბი­ე­ლო ეკო­ნო­მი­კუ­რი პრო­ცე­სე­ბის კვალ­დაკ­ვალ, ად­გი­ლობ­რი­ვი მო­სახ­ლე­ო­ბის ნა­წი­ლი ითხოვს, ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ უკ­რა­ი­ნას მხა­რი ღიად და­უ­ჭი­როს და რუ­სეთ­თან ურ­თი­ერ­თო­ბას ერთხელ და სა­მუ­და­მოდ თა­ვი­სი სა­ხე­ლი და­არ­ქვას. დღეს ამ მო­თხოვ­ნით ერევ­ნის ცენ­ტრში უკ­რა­ი­ნის მხარ­დამ­ჭე­რი აქ­ცი­აც გა­ი­მარ­თა.

ად­გი­ლობ­რი­ვი სა­მო­ქა­ლა­ქო აქ­ტი­ვის­ტი, გორ არ­მა­თუ­ნი AMBEBI.GE-სთან სა­უ­ბარ­ში ამ­ბობს, რომ წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია სომ­ხეთ­მა გა­დარ­ჩე­ნა შეძ­ლოს იმ პი­რო­ბებ­ში, რა­საც რუ­სე­თი მას სთა­ვა­ზობს.

"ჩვე­ნი ხალ­ხი კარ­გად ხე­დავს რაც რუ­სეთ­ში ხდე­ბა. გა­სა­გე­ბია, რომ ჩვენს ხე­ლი­სუფ­ლე­ბას, სხვა არ­ჩე­ვა­ნი არ აქვს. სა­სი­ცო­ცხლოდ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი პრო­დუქ­ტე­ბის შე­მო­ტა­ნა რომ შევ­წყვი­ტოთ, სო­მე­ხი მე­წარ­მე­ე­ბის­თვის რუ­სე­თის ბა­ზა­რი რომ და­ი­კე­ტოს, უა­რეს დღე­ში ჩავ­ვარ­დე­ბით, მაგ­რამ თუ ახლა გავ­ჩუმ­დე­ბით და თავს სი­ლა­ში ჩავ­ყოფთ, არც არას­დროს შე­იც­ვლე­ბა არა­ფე­რი, რად­გან ჩვენს ხმას მსოფ­ლიო ვე­რას­დროს გა­ი­გებს, ამი­ტომ გა­მო­ვე­დით ქუ­ჩა­ში.

თუ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ჩუ­მად არის, ხალ­ხის ხმა მა­ინც უნდა ის­მო­დეს. ში­ზოფ­რე­ნი­კი პუ­ტი­ნი ახ­შობს ინ­ტერ­ნეტს, ბლო­კავს სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებს, ჩრდი­ლო­ეთ კო­რე­ამ­დე ერთი ნა­ბი­ჯი აკ­ლია და ამას, ამ­გვარ რე­ჟიმს მხარს ვერ და­ვუ­ჭერთ. რუ­სე­თი არის მონ­სტრი, რო­მე­ლიც ცდი­ლობს პირ­და­პირ და ირი­ბად მო­გუ­დოს პოსტსაბ­ჭო­თა ქვეყ­ნე­ბი. 2008 წელს რაც სა­ქარ­თვე­ლო­ში გა­ა­კე­თა, იმა­ზე ბევ­რად უა­რესს ახლა უკ­რა­ი­ნა­ში აკე­თებს და თუ გა­უ­ვი­და, სხვე­ბის­კე­ნაც გა­ი­წევს, სომ­ხე­თი ისე­დაც ვა­სა­ლი ჰგო­ნია. რო­გორ­მე უნდა შე­ა­ჩე­რონ" - ამ­ბობს ის.

კი­დევ ერთი ად­გი­ლობ­რი­ვის, ევ­რო­პუ­ლი პარ­ტი­ის წარ­მო­მად­გენ­ლის ტიგ­რან ხზმა­ლი­ა­ნის თქმით, ახლა უკ­რა­ი­ნა­ში მხო­ლოდ იმ ქვეყ­ნის კი არა, სომ­ხე­თის ბე­დიც წყდე­ბა.

"ახლა სომ­ხე­თი მშვი­დო­ბის მხა­რეს არის. არ და­უ­ჯე­როთ პრო­რუ­სულ არ­ხებს, რუ­სე­თი აგებს, მხო­ლოდ უკ­რა­ი­ნას­თან კი არა, სა­ქარ­თვე­ლოს­თან, ჩვენ­თან, მსოფ­ლი­ოს­თან, ყვე­ლა იმ ქვე­ყა­ნას­თან, რო­მელ­საც ომი არ სურს, ომი კი არა­ვის სურს, პუ­ტი­ნის რუ­სე­თის გარ­და და ამის­თვის უნდა ზღოს" - ამ­ბობს ის.

თუმ­ცა, არი­ან ისე­თე­ბიც ვი­საც მი­აჩ­ნი­ათ, რომ თურ­ქე­თის ფაქ­ტო­რის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, სომ­ხე­თი რუ­სე­თის გა­რე­შე და­ი­კარ­გე­ბა და ამი­ტომ რო­გორც შე­იძ­ლე­ბა, ისე უნდა და­უ­ჭი­რონ მხა­რი. ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის თქმით, ეს ის კა­ტე­გო­რი­აა, ვინც ფი­ნან­სუ­რად რუ­სეთ­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი და კი­დევ, ვი­საც საბ­ჭო­თა ნოს­ტალ­გია აქვს...

მკითხველის კომენტარები / 18 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
სოფლის კაცი
5

დღეს საქართველოშიც რთული სიტუაციაა, სურსათი გაძვირდა, ფულს ძალა აღარ აქვს , კონტროლი არ არსებობს ფასების, ყველა მაღაზიებმა გადამალეს პროდუქტები რათა მოგვიანებით ძვირად გაყიდონ, ეს არადამიანობაა ნამდვილი, ნამდვილი "შიმშილის თამაშებია" ომია არ არის საქართველოში მაგრამ შიმშილის ომია ჩამოშლის მთავრობასა და ხალხს შორის... ჩვენ დამოკიდებულები ვართ სხვა ქვეყნის ეკონომიკაზე რაც არასწორია, ჩვენ გვაქვს უამრავი რესურსი რომ ჩვენვე ვაწარმოოთ და მოვიყვანოთ პროდუქცია და მხოლოდ მიზერულად შემოვიტანოთ ის პროდუქცია რა ჩვენს ქვეყანაში არ მოდის, მაგრამ სად გვაქვს სოფლის მეურნეოდა და არც არის მისი ხელშეწყობა, დახმარება, ხალხიც გაზარმაცებულია, საწვავიც და სასუქიც გაძვირებული, სოფლის მეურნეობის სამინისტრო დღეს უფენქციოა ყოველთვის ასე იყო გასაუქმებელია სულ ტყულიად იღებენ ხელფასებს მოკლედ ღმერთის იმედად ვართ გვიშველეო, ამის შემყურეს ერთი ანეგდოტი გამახსენდა კაცი რომ იხრჩობოდა და ღმერთო მიშველეო, ღემერთმა უთხრა გაანძრიე ხელი და გეშველებაო, სასაცილოა სატირალი რომ არ იყოს, ამ ვითარებაში კი ხელის განძრევა არავის უნდა ამიტომაც ყველას დახრჩობა გველის საკუთარი ხელით.....

სკონფედერეიშნ
12

სომხეთს და საქართველოს პუტინი ჩეჩნეთს მიუერთებს. რამზანი გახდება ამ კონფედერაციის პრეზიდენტი, ვიცე პრეზიდენტი საქართველოდან იქნება თია წულუკიანი, სომხეთიდან - მომღერალი ალიკა. 

ავტორი:

"ცუდი ამბები გვაქვს... მთლიანად რუსეთზე ვართ მიბმული, რის გამოც ეკონომიკური ზარალი გველოდება" - ვითარება სომხეთში და ადგილობრივების კრიტიკა "ფაშინიანის დუმილზე"

"ცუდი ამბები გვაქვს... მთლიანად რუსეთზე ვართ მიბმული, რის გამოც ეკონომიკური ზარალი გველოდება" - ვითარება სომხეთში და ადგილობრივების კრიტიკა "ფაშინიანის დუმილზე"

რუსეთისთვის დაწესებული უპრეცედენტო სანქციების შემდეგ, სომხეთში მიიჩნევენ, რომ სულ მალე ეკონომიკური კრიზისი მათ ქვეყანაშიც დაიწყება. ადგილობრივები უკვე საუბრობენ გარკვეული სახის სურსათის შემცირებაზე. მათივე თქმით, თვის ბოლოს რუსეთიდან გზავნილების შემოტანა კატასტროფულად შემცირდება, რადგან უამრავი ადამიანი, რომელიც სამუშაოდ რუსეთის სხვადასხვა ქალაქებშია წასული, მასშტაბური სანქციების გამო, უმუშევარი დარჩა.

"გაუფასურდა სომხური დრამიც... შეშინებული მოსახლეობა დოლარის გადასაცვლელ ჯიხურებს მიაწყდა, რათა დანაზოგი უცხოურ ვალუტაში შეინახოს... "

"ე.წ.კომპენსაცია, რომელსაც მათ ადგილობრივი ხელისუფლება ჰპირდება, თავად არ ეყოფათ თავი სარჩენად. აქ კი, მათ ოჯახები აქვთ, საბანკო ვალდებულებები და უამრავი ადამიანი ამიტომაც გადაიხვეწა სამუშაოდ..." - წერენ ისინი სოციალურ ქსელებში.

მოსახლეობის ნაწილის თქმით, სომხეთის მხრიდან, რომლის ეკონომიკაც (და არა მხოლოდ) სამწუხაროდ, მთლიანად რუსეთზეა მიბმული, ნეიტრალიტეტის გამოცხადება ძალიან სწორი პოზიციაა. თუმცა, ნებისმიერი შემთხვევაში, სომხეთი, ეკონომიკურად ძალიან დაზარალდება და ეს უახლოეს დღეებში უკვე შესამჩნევი იქნება, რადგან რუსეთმა გარკვეული პროდუქტის ექსპორტის შეჩერება გადაწყვიტა...

"ამდენი წელია ვითხოვთ, რომ რაღაც შევქმნათ, სოფლის მეურნეობა განვავითაროთ, ძირითადი პროდუქტები მაინც ჩვენი იყოს, ან საკვები, ან სამშენებლო მასალები, მაგრამ არა! არავის ესმის. იაფი და მარტივი გამოსავალია, რუსეთიდან შემოვზიდოთ. ამიტომაც, ამდენი წელია, ჩვენი ძირითადი სავაჭრო პარტნიორი, როგორც იმპორტის, ასევე ექსპორტის კუთხით, რუსეთია. ჩვენი ბიზნესმენებისთვისაც რუსეთი შეუცვლელი ბაზარია. ალტერნატივაზე არასდროს გვიფიქრია, ძველ გზას მივყვებით, რომელიც ახლა გამოჩნდა საით წაგვიყვანს - დეფიციტი და კრიზისი გარდაუვალია. უკვე დაიწყო ხალხმა მარაგის კეთება, რაც თავისთავად შექმნის დეფიციტს" - წერს სოციალური ქსელში ფლორა მხოიანი.

მათივე თქმით, რუსული რუბლის მკვეთრმა გაუფასურებამ, ისევ და ისევ მოსახლეობის საშუალო და დაბალ ფენას დაარტყა. სომხეთის მოსახლეობის დიდი ნაწილი გზავნილებზე იყო დამოკიდებული. კიდევ ერთი სტაბილური შემოსავალი, ტურიზმი იყო, თუმცა თუ ომი გაიწელება, რუსებს არც სხვა ქვეყნებში მოგზაურობის თავი ექნებათ, რადგან მოსკოვი-ერევნის მიმართულებით თვითმფრინავის ბილეთის ფასი უკვე 800 ევრო გახდა.

"მოკლედ ცუდი ამბები გვაქვს. იქ ოჯახის წევრები, ნათესავები, ახლობლები გვყავს. არავინ იცის რა იქნება. რა სამწუხაროა, რომ ჩვენმა ვითომ პროევროპული კურსით მოსულმა ფაშინიანმა თავისი სახე დაგვანახა და თან ყველაზე მნიშვნელოვან დროს..." - ამბობს ადგილობრივი არა დანიელიანი.

არასახარბიელო ეკონომიკური პროცესების კვალდაკვალ, ადგილობრივი მოსახლეობის ნაწილი ითხოვს, ხელისუფლებამ უკრაინას მხარი ღიად დაუჭიროს და რუსეთთან ურთიერთობას ერთხელ და სამუდამოდ თავისი სახელი დაარქვას. დღეს ამ მოთხოვნით ერევნის ცენტრში უკრაინის მხარდამჭერი აქციაც გაიმართა.

ადგილობრივი სამოქალაქო აქტივისტი, გორ არმათუნი AMBEBI.GE-სთან საუბარში ამბობს, რომ წარმოუდგენელია სომხეთმა გადარჩენა შეძლოს იმ პირობებში, რასაც რუსეთი მას სთავაზობს.

"ჩვენი ხალხი კარგად ხედავს რაც რუსეთში ხდება. გასაგებია, რომ ჩვენს ხელისუფლებას, სხვა არჩევანი არ აქვს. სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პროდუქტების შემოტანა რომ შევწყვიტოთ, სომეხი მეწარმეებისთვის რუსეთის ბაზარი რომ დაიკეტოს, უარეს დღეში ჩავვარდებით, მაგრამ თუ ახლა გავჩუმდებით და თავს სილაში ჩავყოფთ, არც არასდროს შეიცვლება არაფერი, რადგან ჩვენს ხმას მსოფლიო ვერასდროს გაიგებს, ამიტომ გამოვედით ქუჩაში.

თუ ხელისუფლება ჩუმად არის, ხალხის ხმა მაინც უნდა ისმოდეს. შიზოფრენიკი პუტინი ახშობს ინტერნეტს, ბლოკავს სოციალურ ქსელებს, ჩრდილოეთ კორეამდე ერთი ნაბიჯი აკლია და ამას, ამგვარ რეჟიმს მხარს ვერ დავუჭერთ. რუსეთი არის მონსტრი, რომელიც ცდილობს პირდაპირ და ირიბად მოგუდოს პოსტსაბჭოთა ქვეყნები. 2008 წელს რაც საქართველოში გააკეთა, იმაზე ბევრად უარესს ახლა უკრაინაში აკეთებს და თუ გაუვიდა, სხვებისკენაც გაიწევს, სომხეთი ისედაც ვასალი ჰგონია. როგორმე უნდა შეაჩერონ" - ამბობს ის.

კიდევ ერთი ადგილობრივის, ევროპული პარტიის წარმომადგენლის ტიგრან ხზმალიანის თქმით, ახლა უკრაინაში მხოლოდ იმ ქვეყნის კი არა, სომხეთის ბედიც წყდება.

"ახლა სომხეთი მშვიდობის მხარეს არის. არ დაუჯეროთ პრორუსულ არხებს, რუსეთი აგებს, მხოლოდ უკრაინასთან კი არა, საქართველოსთან, ჩვენთან, მსოფლიოსთან, ყველა იმ ქვეყანასთან, რომელსაც ომი არ სურს, ომი კი არავის სურს, პუტინის რუსეთის გარდა და ამისთვის უნდა ზღოს" - ამბობს ის.

თუმცა, არიან ისეთებიც ვისაც მიაჩნიათ, რომ თურქეთის ფაქტორის გათვალისწინებით, სომხეთი რუსეთის გარეშე დაიკარგება და ამიტომ როგორც შეიძლება, ისე უნდა დაუჭირონ მხარი. ადგილობრივების თქმით, ეს ის კატეგორიაა, ვინც ფინანსურად რუსეთზეა დამოკიდებული და კიდევ, ვისაც საბჭოთა ნოსტალგია აქვს...