საზოგადოება
მსოფლიო

16

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 01:14-ზე, მთვარე მერწყულშია – რეკომენდებულია კოლექტიური მუშაობა, ერთობლივი პრობლემების გადაჭრა. ფინანსური საკითხების მოგვარება. მშენებლობის დაწყება. ძველი კავშირების გაძლიერება. გამოავლინეთ ლიდერის თვისებები. არ არის რეკომენდებული შურისა და ბოროტების გამოვლენა. ეგოიზმის და საკუთარი შესაძლებლობების გადაჭარბებული შეფასება. გაუფრთხილდით ხერხემალს. დღე კარგია მარხვისთვის. კარგია რომანტიკული შეხვედრა წყნარ ატმოსფეროში.
მოზაიკა
სამართალი
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ავსტრალიის მოქალაქის, შანაი ბრუკის მკვლელობის საქმეზე განაჩენი გამოცხადდა - რა გადაწყვეტილება მიიღო სასამართლომ?
ავსტრალიის მოქალაქის, შანაი ბრუკის მკვლელობის საქმეზე განაჩენი გამოცხადდა - რა გადაწყვეტილება მიიღო სასამართლომ?

ავ­სტრა­ლი­ის მო­ქა­ლა­ქის, შა­ნაი ბრუ­კი ედ­ვარდსის მკვლე­ლო­ბა­ში რა­ფა­ელ მურ­სა­კუ­ლო­ვი სა­სა­მარ­თლომ დამ­ნა­შა­ვედ ცნო. თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს მო­სა­მარ­თლე ზვი­ად შა­რა­ძის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, რა­ფა­ელ მურ­სა­კუ­ლოვს 20 წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა მი­ე­სა­ჯა.

დღე­ვან­დელ სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ზე პო­ზი­ცია და­ა­ფიქ­სი­რა მოკ­ლუ­ლის ძმამ, ტა­ი­სონ ედ­ვარდსმა, რო­მე­ლიც გა­ნა­ჩე­ნის­თვის ლონ­დო­ნი­დან ჩა­მოფ­რინ­და. მან ვრცლად ისა­უბ­რა დის შე­სა­ხებ და აღ­ნიშ­ნა, რომ ოჯა­ხი სა­სა­მარ­თლოს­გან ბრალ­დე­ბუ­ლის­თვის უვა­დო თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თის მის­ჯას ითხოვ­და.

სა­ბო­ლოო სი­ტყვით ისარ­გებ­ლა ბრალ­დე­ბულ­მაც და ედ­ვარდსე­ბის ოჯახს ბო­დი­ში მო­უ­ხა­და. სა­სა­მარ­თლო პრო­ცესს ეს­წრე­ბო­და ავ­სტრა­ლი­ის კონ­სუ­ლიც.

სა­ხელ­მწი­ფო ბრალ­დე­ბის გან­მარ­ტე­ბით, შა­ნაი ბრუკს და­ნით 13 ჭრი­ლო­ბა ჰქონ­და მი­ყე­ნე­ბუ­ლი, მათ­გან 5 ყე­ლის არე­ში, რაც მკვლე­ლო­ბის გან­ზრახ­ვას ამ­ყა­რებს.

პრო­კუ­რო­რი გი­ორ­გი ქო­ბუ­ლა­ძე გან­მარ­ტავს, რომ მკვლე­ლო­ბის ჩა­დე­ნის შემ­დეგ რა­ფა­ელ მურ­სა­კუ­ლოვ­მა ცხე­და­რი გა­და­მა­ლა, ფოთ­ლე­ბი და­ა­ყა­რა და მის დაწ­ვას გეგ­მავ­და. ქო­ბუ­ლა­ძის თქმით, და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნის მო­მენ­ტში ბრალ­დე­ბუ­ლი შე­რა­ცხა­დი იყო და ის სრუ­ლად აც­ნო­ბი­ე­რებ­და იმას, თუ რას სჩა­დი­ო­და.

ცნო­ბის­თვის, ავ­სტრა­ლი­ის მო­ქა­ლა­ქე შა­ნაი ბრუ­კი ედ­ვარდსი გა­სუ­ლი წლის 30 ივ­ლისს გა­უ­ჩი­ნარ­და. ახალ­გაზ­რდა ქა­ლის ცხე­და­რი მთაწ­მინ­დის ფერ­დზე 31 ივ­ლისს იპო­ვეს. აღ­ნიშ­ნულ­თან და­კავ­ში­რე­ბით სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა რა­ფა­ელ მურ­სა­კუ­ლო­ვი და­ა­კა­ვეს. მას ბრალ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 179-ე მუხ­ლის პირ­ვე­ლი ნა­წი­ლით (ყა­ჩა­ღო­ბა, ესე იგი თავ­დას­ხმა სხვი­სი მოძ­რა­ვი ნივ­თის მარ­თლსა­წი­ნა­აღ­მდე­გო მი­სა­კუთ­რე­ბის მიზ­ნით, ჩა­დე­ნი­ლი სი­ცო­ცხლი­სათ­ვის ან ჯან­მრთე­ლო­ბი­სათ­ვის სა­ში­ში ძა­ლა­დო­ბით ანდა ასე­თი ძა­ლა­დო­ბის გა­მო­ყე­ნე­ბის მუ­ქა­რით), 109-ე მუხ­ლის პირ­ვე­ლი ნა­წი­ლის "გ“ და მე­სა­მე ნა­წი­ლის "გ“ ქვე­პუნ­ქტე­ბით (გან­ზრახ მკვლე­ლო­ბა, ჩა­დე­ნი­ლი სხვა და­ნა­შა­უ­ლის და­ფარ­ვის და მისი ჩა­დე­ნის გა­ად­ვი­ლე­ბის მიზ­ნით; ან­გა­რე­ბით) წა­რედ­გი­ნა, რაც სას­ჯე­ლის სა­ხედ და ზო­მად 16 წლი­დან 20 წლამ­დე ან უვა­დო თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

იხი­ლეთ ასე­ვე:

მკითხველის კომენტარები / 19 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
zurabi
2

ვინმემ გაიგეთ რატომ დაჩეხა ? რა საყაჩაღო იყო ასეთი ? რა ქონდა ამდენი ? ეს არაა ყაჩაღობა .

მაია
2

ნაძირალა სამუდამო ეკუთვნოდა 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისრაელმა ირანზე მასშტაბური დარტყმები განახორციელა: განადგურებულია ბირთვულ იარაღი, დაიღუპნენ სამხედრო მეთაურები
ავტორი:

ავსტრალიის მოქალაქის, შანაი ბრუკის მკვლელობის საქმეზე განაჩენი გამოცხადდა - რა გადაწყვეტილება მიიღო სასამართლომ?

ავსტრალიის მოქალაქის, შანაი ბრუკის მკვლელობის საქმეზე განაჩენი გამოცხადდა - რა გადაწყვეტილება მიიღო სასამართლომ?

ავსტრალიის მოქალაქის, შანაი ბრუკი ედვარდსის მკვლელობაში რაფაელ მურსაკულოვი სასამართლომ დამნაშავედ ცნო. თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ზვიად შარაძის გადაწყვეტილებით, რაფაელ მურსაკულოვს 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

დღევანდელ სასამართლო პროცესზე პოზიცია დააფიქსირა მოკლულის ძმამ, ტაისონ ედვარდსმა, რომელიც განაჩენისთვის ლონდონიდან ჩამოფრინდა. მან ვრცლად ისაუბრა დის შესახებ და აღნიშნა, რომ ოჯახი სასამართლოსგან ბრალდებულისთვის უვადო თავისუფლების აღკვეთის მისჯას ითხოვდა.

საბოლოო სიტყვით ისარგებლა ბრალდებულმაც და ედვარდსების ოჯახს ბოდიში მოუხადა. სასამართლო პროცესს ესწრებოდა ავსტრალიის კონსულიც.

სახელმწიფო ბრალდების განმარტებით, შანაი ბრუკს დანით 13 ჭრილობა ჰქონდა მიყენებული, მათგან 5 ყელის არეში, რაც მკვლელობის განზრახვას ამყარებს.

პროკურორი გიორგი ქობულაძე განმარტავს, რომ მკვლელობის ჩადენის შემდეგ რაფაელ მურსაკულოვმა ცხედარი გადამალა, ფოთლები დააყარა და მის დაწვას გეგმავდა. ქობულაძის თქმით, დანაშაულის ჩადენის მომენტში ბრალდებული შერაცხადი იყო და ის სრულად აცნობიერებდა იმას, თუ რას სჩადიოდა.

ცნობისთვის, ავსტრალიის მოქალაქე შანაი ბრუკი ედვარდსი გასული წლის 30 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა ქალის ცხედარი მთაწმინდის ფერდზე 31 ივლისს იპოვეს. აღნიშნულთან დაკავშირებით სამართალდამცავებმა რაფაელ მურსაკულოვი დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით (ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით ანდა ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით), 109-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,გ“ და მესამე ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობა, ჩადენილი სხვა დანაშაულის დაფარვის და მისი ჩადენის გაადვილების მიზნით; ანგარებით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16 წლიდან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

იხილეთ ასევე: