რუსეთის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ მათ ხელში ჩაუვარდათ დოკუმენტი, რომელიც ამტკიცებს, რომ კიევი დონბასზე თავდასხმას გეგმავდა. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო "როიტერი“ ავრცელებს და განმარტავს, რომ რუსეთის თავდაცვის უწყება თავისი განცხადების მტკიცებულებად 6- გვერდიან დოკუმენტს ავრცელებს.
საინფორმაცია სააგენტო "როიტერი“ წერს, რომ მათ უკრაინულ ენაზე არსებული დოკუმენტის ნამდვილობა დამოუკიდებლად არ დაუდგენიათ.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ ეს არის "საიდუმლო ბრძანება", რომელიც ამტკიცებს რომ უკრაინა დონბასზე შეტევის დაწყებას მარტში გეგმავდა.
როგორც გამოცემა "უკრაინსკაია პრავდა" წერს უკრაინულ ოფიციალურ დოკუმენტებს, როგორც წესი, პირველ გვერდზე Із Києва არ აწერია ხოლმე.
Росія вигадала ще один аргумент для нападу на Україну https://t.co/U2v9wjBLbC pic.twitter.com/f5a5AtHZC7
— Українська правда ✌️ (@ukrpravda_news) March 9, 2022
ცნობისთვის, გასულ თვეს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა "ლუგანსკისა და დონეცკის სახალხო რესპუბლიკების“ დამოუკიდებლობა აღიარა.
გელა, ძალიან მაინტერესებს, თქვენს კომენტარზე ერთმა ადამიანმა უარყოფითი შეფასება რასთან დაკავშირებით დაგიწერათ
მასეთ დოკუმენტის ამობეჭდვას რა უნდა?მასეთი დებილიი არგუმენტიიი...თან რუსების დიდი ნაწილი მიიღებს სიმართლეთ