საზოგადოება
მსოფლიო

16

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 01:23-ზე, მთვარე თევზებშია – რეკომენდებულია ფინანსური საკითხების მოგვარება. კონტაქტი უფროსებთან და საზოგადო მოღვაწეებთან. იმუშავეთ როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად, ერთობლივად გადაჭერით საინტერესო საკითხები. იყავით ყურადღებიანი კრეატიული იდეების მიმართ. კარგია ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება, მივლინებაში წასვლა. ჩაერთეთ შემოქმედებით საქმიანობაში მოაწყვეთ შემოქმედებითი საღამო, კონცერტი, გამოფენა. ყველაფერი შეიძლება მიირთვათ, მთავარია ღვიძლი არ გადაიტვირთოთ, აი, ტკბილეულს კი მოერიდეთ.
სამართალი
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თურქული წარმოების, იაფი მედიკამენტები ქართულ სააფთიაქო ქსელებში - სად რომელი წამლის შეძენას შეძლებთ
თურქული წარმოების, იაფი მედიკამენტები ქართულ სააფთიაქო ქსელებში - სად რომელი წამლის შეძენას შეძლებთ

თურ­ქუ­ლი წარ­მო­ე­ბის, იაფი მე­დი­კა­მენ­ტე­ბი ამ დრო­ის­თვის, ქვეყ­ნის მას­შტა­ბით, თით­ქმის ყვე­ლა დიდ სა­აფ­თი­ა­ქო ქსელ­შია წარ­მოდ­გე­ნი­ლი. აქე­დან, ყვე­ლა­ზე მეტი, 32 და­სა­ხე­ლე­ბის მე­დი­კა­მენ­ტი "ფარ­მა­დე­პოს“ ქსელ­ში იყი­დე­ბა. 8 და­სა­ხე­ლე­ბის მე­დი­კა­მენ­ტი აქვს "ავერსს“, ხოლო ჯერ­ჯე­რო­ბით ერთი და­სა­ხე­ლე­ბის მე­დი­კა­მენ­ტი - "პსპ“-ს და "ფარმ­სახ­ლს“. მე­დი­კა­მენ­ტე­ბის გა­ყიდ­ვა­ში გაშ­ვე­ბას უახ­ლო­ეს დღე­ებ­ში გეგ­მავს "იმ­პექ­სიც“.

რო­გორც აღ­ნიშ­ნულ სა­აფ­თი­ა­ქო ქსე­ლებ­ში "ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ გა­ნუ­ცხა­დეს, მე­დი­კა­მენ­ტე­ბის რა­ო­დე­ნო­ბის ზრდა, ასე­ვე სა­აფ­თი­ა­ქო ქსე­ლე­ბის და­მა­ტე­ბა უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში იგეგ­მე­ბა.

"ფარ­მა­დე­პოს“ ქსე­ლის ხელ­მძღვა­ნე­ლი ქეთი კოზ­მა­ნაშ­ვი­ლი "ინ­ტერპრეს­ნი­უს­თან“ აცხა­დებს, რომ ამ­ჟა­მად თურ­ქუ­ლი წარ­მო­ე­ბის მე­დი­კა­მენ­ტე­ბის შე­ძე­ნა მხო­ლოდ 10 მი­სა­მარ­თზეა შე­საძ­ლე­ბე­ლი, აქე­დან 5 დე­და­ქა­ლაქ­ში, ხოლო 5 - დიდ ქა­ლა­ქებ­ში.

"უკვე ერთი კვი­რაა "ფარ­მა­დე­პოს“ ქსელ­ში 32 და­სა­ხე­ლე­ბის თურ­ქუ­ლი წარ­მო­ე­ბის მე­დი­კა­მენ­ტი იყი­დე­ბა. ესე­ნია ყვე­ლა­ზე მო­თხოვ­ნა­დი და ქრო­ნი­კუ­ლად მი­სა­ღე­ბი მე­დი­კა­მენ­ტე­ბი. ამ 32 და­სა­ხე­ლე­ბა­ში შე­დის გულ-სის­ხლძარ­ღვთა და­ა­ვა­დე­ბე­ბის სამ­კურ­ნა­ლო მე­დი­კა­მენ­ტე­ბი, დი­ა­ბე­ტუ­რი მე­დი­კა­მენ­ტე­ბის ჯგუ­ფე­ბი, ასე­ვე არის ნევ­რო­ლო­გია და ძვალ­სახ­სრო­ვა­ნი მე­დი­კა­მენ­ტე­ბის ჯგუ­ფი. ეს მე­დი­კა­მენ­ტე­ბი, ოღონდ ევ­რო­პუ­ლი ბაზ­რის­თვის წარ­მო­ე­ბუ­ლი ჩვენს სა­აფ­თი­ა­ქო ქსელ­ში მა­ნამ­დეც იყო, ახლა მომ­ხმა­რებ­ლებს თა­ვად შე­უძ­ლი­ათ არ­ჩე­ვა­ნი გა­ა­კე­თონ ევ­რო­პულ­ზე ან თურ­ქუ­ლი წარ­მო­ე­ბის მე­დი­კა­მენტზე. ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას ფარ­მა­ცევ­ტე­ბი აწ­ვდი­ან მომ­ხმა­რებ­ლებს. ეს მე­დი­კა­მენ­ტე­ბი ჯერ­ჯე­რო­ბით ხელ­მი­საწ­ვდო­მია "ფარ­მა­დე­პოს“ 10 აფ­თი­აქ­ში, აქე­დან 5 აფ­თი­ა­ქი არის თბი­ლის­ში (ვაჟა-ფშა­ვე­ლას 6, ვაჟა-ფშა­ვე­ლას 65, სა­ნა­პი­როს 10 ა, მე­ლი­ქიშ­ვი­ლის 6, სამ­გო­რის მეტ­როს­თან -კა­ხე­თის გზატ­კე­ცი­ლი 32) და 5 დიდ ქა­ლა­ქებ­ში - (დეპო 13 -ზუგ­დი­დი, გამ­სა­ხურ­დი­ას ქ)(12) დეპო 8 -ქუ­თა­ი­სი, აღ­მა­შე­ნე­ბე­ლი)(11) დეპო 17 -ბა­თუ­მი, მე­ლი­ქიშ­ვი­ლის 18)(36) დეპო 21 - თე­ლა­ვი, ალაზ­ნის 43)(37) დეპო 27 - გორი, იუ­რუ­შა­ლა­ი­მის 9) (43)“, - აცხა­დებს კოზ­მა­ნაშ­ვი­ლი.

მი­სი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, ფას­თა შო­რის სხვა­ო­ბა ევ­რო­პუ­ლი და თურ­ქუ­ლი წარ­მო­ე­ბის ერთი და იგი­ვე მე­დი­კა­მენტს შო­რის საკ­მა­ოდ დი­დია და 50%-დან 85%-მდე მერ­ყე­ობს; მომ­ხმა­რებ­ლის მხრი­დან მო­თხოვ­ნა კი, თურ­ქუ­ლი წარ­მო­ე­ბის მე­დი­კა­მენ­ტებ­ზე საგ­რძნობ­ლად გაზ­რდი­ლია.

"ამას­თან, უნდა აღი­ნიშ­ნოს, რომ იგეგ­მე­ბა და­მა­ტე­ბით სხვა მე­დი­კა­მენ­ტე­ბის შე­მო­ტა­ნაც. ასე­ვე, ჩვე­ნი აფ­თი­ა­ქე­ბის სხვა მი­სა­მარ­თებ­ზე და­მა­ტე­ბაც. პირ­ვე­ლად მცი­რე რა­ო­დე­ნო­ბა შე­მოგ­ვი­ვი­და, რად­გან თურ­ქმა მომ­წო­დებ­ლებ­მა ჩვე­ნი გაზ­რდი­ლი მო­თხოვ­ნა ვერ და­აკ­მა­ყო­ფი­ლეს, ამი­ტო­მაც შევ­ზღუ­დეთ და 260 აფ­თი­ა­ქი­დან მხო­ლოდ 10 აფ­თი­აქ­ში გვაქვს გა­ყიდ­ვა­ში. მე­დი­კა­მენ­ტე­ბის მე­ო­რე პარ­ტი­აც შე­მო­სუ­ლია და გა­ყიდ­ვე­ბის მო­თხოვ­ნებს მიყ­ვე­ბა. ვგეგ­მავთ რაც შე­იძ­ლე­ბა მალე სრუ­ლი ქსე­ლი მო­ვიც­ვათ. ასე­ვე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია სა­ზო­გა­დო­ე­ბამ იცო­დეს, რომ თუ რო­მე­ლი­მე ქა­ლაქ­ში, სა­დაც თურ­ქუ­ლი წარ­მო­ე­ბის მე­დი­კა­მენ­ტი ამ ეტაპ­ზე გა­ყიდ­ვა­ში არ არის, და­ფიქ­სირ­დე­ბა მო­თხოვ­ნა, აფ­თი­აქს ერთჯე­რა­დად შე­უძ­ლია სა­წყო­ბის­გან გა­მო­ი­თხო­ვოს პრო­დუქ­ცია და ად­გილ­ზე მი­ვუ­ტანთ“, - გა­ნა­ცხა­და კოზ­მა­ნაშ­ვილ­მა "ინ­ტერპრეს­ნი­უს­თან“ სა­უბ­რი­სას.

რაც შე­ე­ხე­ბა "ავერ­სის“ სა­აფ­თი­ა­ქო ქსელს, რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ გა­ნუ­ცხა­დეს, ამ ეტაპ­ზე თურ­ქუ­ლი წარ­მო­ე­ბის 8 და­სა­ხე­ლე­ბის მე­დი­კა­მენ­ტია მათ ქსელ­ში ხელ­მი­საწ­ვდო­მი.

“დღე­ი­სათ­ვის რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლია 8 პო­ზი­ცია. ისე წლე­ბია ფორ­მა 100-ის სა­ფუძ­ველ­ზე ვახ­დენთ მომ­ხმა­რებ­ლე­ბი­სათ­ვის 50-მდე და­სა­ხე­ლე­ბის იმ­პორ­ტს. ეს მე­დი­კა­მენ­ტე­ბი არის გულ­სის­ხლძარ­ღვთა და­ა­ვა­დე­ბე­ბის, დი­ა­ბე­ტის, ას­თმის, ნევ­რო­ლო­გი­ის და სხვა ქრო­ნი­კუ­ლი პა­თო­ლო­გი­ის სამ­კურ­ნა­ლო სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი. ჯერ­ჯე­რო­ბით მე­დი­კა­მენ­ტე­ბის შე­ძე­ნა მომ­ხმა­რე­ბელს რამ­დე­ნი­მე ფი­ლი­ალ­ში შე­უძ­ლია. მთელ ქსელ­ში გა­ნა­წი­ლე­ბუ­ლია, რაც უკვე და­რე­გის­ტრირ­და და ეტა­პობ­რი­ვად მალე ყველ­გან იქ­ნე­ბა ხელ­მი­საწ­ვდო­მი.რაც შე­ე­ხე­ბა ფას­თა შო­რის სხვა­ო­ბას, თურ­ქეთ­ში ნა­წარ­მო­ე­ბი მე­დი­კა­მენ­ტე­ბის ფასი 50-60%-ით ნაკ­ლე­ბია, ვიდ­რე ევ­რო­პა­ში წარ­მო­ე­ბუ­ლი და იქი­დან იმ­პორ­ტი­რე­ბუ­ლი. "ავერ­სი“ აგ­რძე­ლებს სხვა და­სა­ხე­ლე­ბის მე­დი­კა­მენ­ტე­ბის შე­მო­სა­ტა­ნად რე­გის­ტრა­ცი­ის პრო­ცესს და თვის ბო­ლოს რამ­დე­ნი­მე ათე­ულ პო­ზი­ცია იქ­ნე­ბა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ფას­დაკ­ლე­ბით”, - გა­ნუ­ცხა­დეს "ინ­ტერპრეს­ნი­უსს "ავერსში“.

რაც შე­ე­ხე­ბა "პსპ“-ს და "ფარმ­სახ­ლის“ სა­აფ­თი­ა­ქო ქსე­ლებს, ამ ეტაპ­ზე მხო­ლოდ ერთი მე­დი­კა­მენ­ტი ("ქსა­რელ­ტო“) აქვთ თურ­ქე­თი­დან შე­მო­ტა­ნი­ლი, თუმ­ცა, ფარ­მა­ცევ­ტუ­ლი კომ­პა­ნი­ე­ბი აცხა­დე­ბენ, რომ უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში და­მა­ტე­ბით რამ­დე­ნი­მე და­სა­ხე­ლე­ბის მე­დი­კა­მენ­ტის შე­მო­ტა­ნას გეგ­მა­ვენ. კერ­ძოდ, "პსპ“ 10-ზე მეტი მე­დი­კა­მენ­ტის და­მა­ტე­ბას მომ­დევ­ნო კვი­რი­დან აპი­რებს, ხოლო 20-ზე მეტი მე­დი­კა­მენ­ტის­თვის რე­გის­ტრა­ცი­ა­ზე აქვს მი­მარ­თუ­ლი.

"ფას­დაკ­ლე­ბის დღე­ებ­ში ჩვენ სა­აფ­თი­ა­ქო ქსელ­ში გერ­მა­ნუ­ლი "ქსა­რელ­ტო“ იყი­დე­ბა 139 ლა­რად, ხოლო თურ­ქუ­ლი წარ­მო­ე­ბის იგი­ვე გერ­მა­ნუ­ლი მე­დი­კა­მენ­ტი 55 ლა­რად. მე­დი­კა­მენ­ტი ყვე­ლა აფ­თი­აქ­ში გვაქვს. ახლა ვე­ლო­დე­ბით კი­დევ 10-მდე მე­დი­კა­მენტს, რო­მე­ლიც გზა­შია. ვფიქ­რობთ, ამ კვი­რა­ში უკვე შე­მო­ვა და გვექ­ნე­ბა. ამას­თან, და­მა­ტე­ბით რე­გის­ტრა­ცი­ა­ზე გვაქვს 20-ზე მეტი მე­დი­კა­მენ­ტი გაშ­ვე­ბუ­ლი და ად­გი­ლობ­რივ მომ­წო­დებ­ლებ­თან მო­ლა­პა­რა­კე­ბის შე­დე­გად ასე­ვე იმე­დი გვაქვს, რომ რამ­დე­ნი­მე მე­დი­კა­მენ­ტის გა­ყიდ­ვა­ში გაშ­ვე­ბა, თურ­ქე­თის აფ­თი­ა­ქე­ბის ფა­სად, ამ კვი­რი­დან იქ­ნე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლი“, - გა­ნუ­ცხა­დეს "ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ პსპ-ში.

თურ­ქუ­ლი წარ­მო­ე­ბის "ქსა­რელ­ტოს“ ყიდ­ვა მომ­ხმა­რე­ბელს "ფარმ­სახ­ლშიც“ შე­უძ­ლია“. რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ კომ­პა­ნი­ა­ში გა­ნუ­ცხა­დეს, მე­დი­კა­მენ­ტი ყვე­ლა აფ­თი­აქ­ში იყი­დე­ბა. ამას­თან, მა­თი­ვე გან­მარ­ტე­ბით, მო­მა­ვალ­ში სხვა მე­დი­კა­მენ­ტე­ბის და­მა­ტე­ბა­საც გეგ­მა­ვენ, თუმ­ცა, რო­დის და რა და­ა­ვა­დე­ბე­ბის სამ­კურ­ნა­ლო მე­დი­კა­მენ­ტებს შე­მო­ი­ტა­ნენ, ჯერ­ჯე­რო­ბით ვერ აზუს­ტე­ბენ.

ამას­თან, უნდა აღი­ნიშ­ნოს, რომ თურ­ქე­თის წარ­მო­ე­ბუ­ლი მე­დი­კა­მენ­ტე­ბის ქსელ­ში გან­თავ­სე­ბას გეგ­მავს სა­აფ­თი­ა­ქო ქსე­ლი "იმ­პექ­სიც“.

რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ "იმ­პექსფარ­მის“ გე­ნე­რა­ლურ­მა დი­რექ­ტორ­მა და­ვით კოხ­რე­ი­ძემ გა­ნუ­ცხა­და, უკვე შეს­ყი­დუ­ლია 10 და­სა­ხე­ლე­ბის მე­დი­კა­მენ­ტი, რაც სა­ქარ­თვე­ლოს მას­შტა­ბით 100 აფ­თი­აქ­ში გან­თავ­სდე­ბა.

"თურ­ქე­თი­დან წამ­ლის პა­რა­ლე­ლუ­რი იმ­პორ­ტის დაშ­ვე­ბის ფარ­გლებ­ში, დღე­ვან­დე­ლი მდგო­მა­რე­ო­ბით, “იმ­პექსფარმს“ შეს­ყი­დუ­ლი აქვს რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი - 10 და­სა­ხე­ლე­ბის მე­დი­კა­მენ­ტი. აღ­ნიშ­ნუ­ლი წამ­ლე­ბი გან­კუთ­ვნი­ლია სხვა­დას­ხვა და­ა­ვა­დე­ბის სა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ/სამ­კურ­ნა­ლოდ და ძა­ლი­ან მალე, სულ რამ­დე­ნი­მე დღე­ში უკვე გავ­რცელ­დე­ბა "იმ­პექ­სის“ სა­აფ­თი­ა­ქო ქსე­ლის 100 აფ­თი­აქ­ში, მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლოს მას­შტა­ბით, ყვე­ლა რე­გი­ონ­ში. აღ­ნიშ­ნუ­ლი პრე­პა­რა­ტე­ბი იგი­ვეა, რაც ევ­რო­პუ­ლი, რო­მე­ლიც შე­მო­დის თურ­ქე­თის ქვეყ­ნი­დან. შე­სა­ბა­მი­სად, სხვა­ო­ბა ევ­რო­პი­დან და თურ­ქე­თი­დან შე­მო­სულ კონ­კრე­ტუ­ლად ამ პო­ზი­ცი­ე­ბის წამ­ლებ­ზე არ არის და მათი გა­ყიდ­ვე­ბის პრო­ცე­სიც წავა სტან­დარ­ტუ­ლად, ყო­ველ­გვა­რი შე­ფერ­ხე­ბის გა­რე­შე. სა­მო­მავ­ლოდ, სა­ხელ­მწი­ფოს­გან ხელ­შე­წყო­ბის პი­რო­ბებ­ში, ვგეგ­მავთ და­მა­ტე­ბით 200 და­სა­ხე­ლე­ბის წამ­ლის შე­მო­ტა­ნას, - გა­ნუ­ცხა­და კოხ­რე­ი­ძემ “ინ­ტერპრეს­ნი­უსს.

ცნო­ბის­თვის, თურ­ქე­თის ბა­ზა­რი, სა­ი­და­ნაც სა­ქარ­თვე­ლო­ში მა­ღა­ლი ხა­რის­ხის და და­ბა­ლი ფა­სის მქო­ნე მე­დი­კა­მენ­ტე­ბი უნდა შე­მო­ვი­დეს, სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით მიმ­დი­ნა­რე წლის 17 იან­ვარს გა­იხ­სნა. რო­გორც მთავ­რო­ბა­ში აცხა­დე­ბენ, თურ­ქე­თის ბაზ­რის გახ­სნის შე­დე­გად, მო­სახ­ლე­ო­ბას 200-მდე და­სა­ხე­ლე­ბის მე­დი­კა­მენტზე ხარ­ჯე­ბი გა­უ­იაფ­დე­ბა. თურ­ქუ­ლი წარ­მო­ე­ბის მე­დი­კა­მენ­ტე­ბის პირ­ვე­ლი პარ­ტია სა­აფ­თი­ა­ქო ქსე­ლებ­ში და­ახ­ლო­ე­ბით ერთი კვი­რის წინ შე­მო­ვი­და.

მკითხველის კომენტარები / 8 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ირა
2

ნინოს ვეთანხმები, ისე რაც ვიკითხე არცერთი არ ჰქონდათ გაყიდვაში

ciuri
1

ფარმადეპოში ქსარელტო შევიძინე ძველი ფასით და რომ ვიკითხე აბა 55 ლარი ღირს შემოიტანესო სხვა სახელწოდება დამისახელეს და არც აუხსნიათ ქსარელტოა თუ შემცვლელი და რათქმაუნდა ექსპერიმენტს ვერ ჩავატარებდი გამიჩდა ეჭვი რომ ვითომ ფასდაკლება და რაც ძველი ფასები აქვს ისე ყიდიან სხვა წამლებს მე არ მოვიხმარ.და თუ სახელშეცვლილია ხომ უნდა ვიცოდეთ

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ მიმდინარეობს საქალაქო სასამართლოში „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის პროცესი
ავტორი:

თურქული წარმოების, იაფი მედიკამენტები ქართულ სააფთიაქო ქსელებში - სად რომელი წამლის შეძენას შეძლებთ

თურქული წარმოების, იაფი მედიკამენტები ქართულ სააფთიაქო ქსელებში - სად რომელი წამლის შეძენას შეძლებთ

თურქული წარმოების, იაფი მედიკამენტები ამ დროისთვის, ქვეყნის მასშტაბით, თითქმის ყველა დიდ სააფთიაქო ქსელშია წარმოდგენილი. აქედან, ყველაზე მეტი, 32 დასახელების მედიკამენტი "ფარმადეპოს“ ქსელში იყიდება. 8 დასახელების მედიკამენტი აქვს "ავერსს“, ხოლო ჯერჯერობით ერთი დასახელების მედიკამენტი - "პსპ“-ს და "ფარმსახლს“. მედიკამენტების გაყიდვაში გაშვებას უახლოეს დღეებში გეგმავს "იმპექსიც“.

როგორც აღნიშნულ სააფთიაქო ქსელებში "ინტერპრესნიუსს“ განუცხადეს, მედიკამენტების რაოდენობის ზრდა, ასევე სააფთიაქო ქსელების დამატება უახლოეს მომავალში იგეგმება.

"ფარმადეპოს“ ქსელის ხელმძღვანელი ქეთი კოზმანაშვილი "ინტერპრესნიუსთან“ აცხადებს, რომ ამჟამად თურქული წარმოების მედიკამენტების შეძენა მხოლოდ 10 მისამართზეა შესაძლებელი, აქედან 5 დედაქალაქში, ხოლო 5 - დიდ ქალაქებში.

"უკვე ერთი კვირაა "ფარმადეპოს“ ქსელში 32 დასახელების თურქული წარმოების მედიკამენტი იყიდება. ესენია ყველაზე მოთხოვნადი და ქრონიკულად მისაღები მედიკამენტები. ამ 32 დასახელებაში შედის გულ-სისხლძარღვთა დაავადებების სამკურნალო მედიკამენტები, დიაბეტური მედიკამენტების ჯგუფები, ასევე არის ნევროლოგია და ძვალსახსროვანი მედიკამენტების ჯგუფი. ეს მედიკამენტები, ოღონდ ევროპული ბაზრისთვის წარმოებული ჩვენს სააფთიაქო ქსელში მანამდეც იყო, ახლა მომხმარებლებს თავად შეუძლიათ არჩევანი გააკეთონ ევროპულზე ან თურქული წარმოების მედიკამენტზე. ამის შესახებ ინფორმაციას ფარმაცევტები აწვდიან მომხმარებლებს. ეს მედიკამენტები ჯერჯერობით ხელმისაწვდომია "ფარმადეპოს“ 10 აფთიაქში, აქედან 5 აფთიაქი არის თბილისში (ვაჟა-ფშაველას 6, ვაჟა-ფშაველას 65, სანაპიროს 10 ა, მელიქიშვილის 6, სამგორის მეტროსთან -კახეთის გზატკეცილი 32) და 5 დიდ ქალაქებში - (დეპო 13 -ზუგდიდი, გამსახურდიას ქ)(12) დეპო 8 -ქუთაისი, აღმაშენებელი)(11) დეპო 17 -ბათუმი, მელიქიშვილის 18)(36) დეპო 21 - თელავი, ალაზნის 43)(37) დეპო 27 - გორი, იურუშალაიმის 9) (43)“, - აცხადებს კოზმანაშვილი.

მისივე ინფორმაციით, ფასთა შორის სხვაობა ევროპული და თურქული წარმოების ერთი და იგივე მედიკამენტს შორის საკმაოდ დიდია და 50%-დან 85%-მდე მერყეობს; მომხმარებლის მხრიდან მოთხოვნა კი, თურქული წარმოების მედიკამენტებზე საგრძნობლად გაზრდილია.

"ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ იგეგმება დამატებით სხვა მედიკამენტების შემოტანაც. ასევე, ჩვენი აფთიაქების სხვა მისამართებზე დამატებაც. პირველად მცირე რაოდენობა შემოგვივიდა, რადგან თურქმა მომწოდებლებმა ჩვენი გაზრდილი მოთხოვნა ვერ დააკმაყოფილეს, ამიტომაც შევზღუდეთ და 260 აფთიაქიდან მხოლოდ 10 აფთიაქში გვაქვს გაყიდვაში. მედიკამენტების მეორე პარტიაც შემოსულია და გაყიდვების მოთხოვნებს მიყვება. ვგეგმავთ რაც შეიძლება მალე სრული ქსელი მოვიცვათ. ასევე მნიშვნელოვანია საზოგადოებამ იცოდეს, რომ თუ რომელიმე ქალაქში, სადაც თურქული წარმოების მედიკამენტი ამ ეტაპზე გაყიდვაში არ არის, დაფიქსირდება მოთხოვნა, აფთიაქს ერთჯერადად შეუძლია საწყობისგან გამოითხოვოს პროდუქცია და ადგილზე მივუტანთ“, - განაცხადა კოზმანაშვილმა "ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას.

რაც შეეხება "ავერსის“ სააფთიაქო ქსელს, როგორც "ინტერპრესნიუსს“ განუცხადეს, ამ ეტაპზე თურქული წარმოების 8 დასახელების მედიკამენტია მათ ქსელში ხელმისაწვდომი.

“დღეისათვის რეგისტრირებულია 8 პოზიცია. ისე წლებია ფორმა 100-ის საფუძველზე ვახდენთ მომხმარებლებისათვის 50-მდე დასახელების იმპორტს. ეს მედიკამენტები არის გულსისხლძარღვთა დაავადებების, დიაბეტის, ასთმის, ნევროლოგიის და სხვა ქრონიკული პათოლოგიის სამკურნალო საშუალებები. ჯერჯერობით მედიკამენტების შეძენა მომხმარებელს რამდენიმე ფილიალში შეუძლია. მთელ ქსელში განაწილებულია, რაც უკვე დარეგისტრირდა და ეტაპობრივად მალე ყველგან იქნება ხელმისაწვდომი.რაც შეეხება ფასთა შორის სხვაობას, თურქეთში ნაწარმოები მედიკამენტების ფასი 50-60%-ით ნაკლებია, ვიდრე ევროპაში წარმოებული და იქიდან იმპორტირებული. "ავერსი“ აგრძელებს სხვა დასახელების მედიკამენტების შემოსატანად რეგისტრაციის პროცესს და თვის ბოლოს რამდენიმე ათეულ პოზიცია იქნება მნიშვნელოვანი ფასდაკლებით”, - განუცხადეს "ინტერპრესნიუსს "ავერსში“.

რაც შეეხება "პსპ“-ს და "ფარმსახლის“ სააფთიაქო ქსელებს, ამ ეტაპზე მხოლოდ ერთი მედიკამენტი ("ქსარელტო“) აქვთ თურქეთიდან შემოტანილი, თუმცა, ფარმაცევტული კომპანიები აცხადებენ, რომ უახლოეს მომავალში დამატებით რამდენიმე დასახელების მედიკამენტის შემოტანას გეგმავენ. კერძოდ, "პსპ“ 10-ზე მეტი მედიკამენტის დამატებას მომდევნო კვირიდან აპირებს, ხოლო 20-ზე მეტი მედიკამენტისთვის რეგისტრაციაზე აქვს მიმართული.

"ფასდაკლების დღეებში ჩვენ სააფთიაქო ქსელში გერმანული "ქსარელტო“ იყიდება 139 ლარად, ხოლო თურქული წარმოების იგივე გერმანული მედიკამენტი 55 ლარად. მედიკამენტი ყველა აფთიაქში გვაქვს. ახლა ველოდებით კიდევ 10-მდე მედიკამენტს, რომელიც გზაშია. ვფიქრობთ, ამ კვირაში უკვე შემოვა და გვექნება. ამასთან, დამატებით რეგისტრაციაზე გვაქვს 20-ზე მეტი მედიკამენტი გაშვებული და ადგილობრივ მომწოდებლებთან მოლაპარაკების შედეგად ასევე იმედი გვაქვს, რომ რამდენიმე მედიკამენტის გაყიდვაში გაშვება, თურქეთის აფთიაქების ფასად, ამ კვირიდან იქნება შესაძლებელი“, - განუცხადეს "ინტერპრესნიუსს“ პსპ-ში.

თურქული წარმოების "ქსარელტოს“ ყიდვა მომხმარებელს "ფარმსახლშიც“ შეუძლია“. როგორც "ინტერპრესნიუსს“ კომპანიაში განუცხადეს, მედიკამენტი ყველა აფთიაქში იყიდება. ამასთან, მათივე განმარტებით, მომავალში სხვა მედიკამენტების დამატებასაც გეგმავენ, თუმცა, როდის და რა დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებს შემოიტანენ, ჯერჯერობით ვერ აზუსტებენ.

ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ თურქეთის წარმოებული მედიკამენტების ქსელში განთავსებას გეგმავს სააფთიაქო ქსელი "იმპექსიც“.

როგორც "ინტერპრესნიუსს“ "იმპექსფარმის“ გენერალურმა დირექტორმა დავით კოხრეიძემ განუცხადა, უკვე შესყიდულია 10 დასახელების მედიკამენტი, რაც საქართველოს მასშტაბით 100 აფთიაქში განთავსდება.

"თურქეთიდან წამლის პარალელური იმპორტის დაშვების ფარგლებში, დღევანდელი მდგომარეობით, “იმპექსფარმს“ შესყიდული აქვს რეგისტრირებული - 10 დასახელების მედიკამენტი. აღნიშნული წამლები განკუთვნილია სხვადასხვა დაავადების საწინააღმდეგოდ/სამკურნალოდ და ძალიან მალე, სულ რამდენიმე დღეში უკვე გავრცელდება "იმპექსის“ სააფთიაქო ქსელის 100 აფთიაქში, მთელი საქართველოს მასშტაბით, ყველა რეგიონში. აღნიშნული პრეპარატები იგივეა, რაც ევროპული, რომელიც შემოდის თურქეთის ქვეყნიდან. შესაბამისად, სხვაობა ევროპიდან და თურქეთიდან შემოსულ კონკრეტულად ამ პოზიციების წამლებზე არ არის და მათი გაყიდვების პროცესიც წავა სტანდარტულად, ყოველგვარი შეფერხების გარეშე. სამომავლოდ, სახელმწიფოსგან ხელშეწყობის პირობებში, ვგეგმავთ დამატებით 200 დასახელების წამლის შემოტანას, - განუცხადა კოხრეიძემ “ინტერპრესნიუსს.

ცნობისთვის, თურქეთის ბაზარი, საიდანაც საქართველოში მაღალი ხარისხის და დაბალი ფასის მქონე მედიკამენტები უნდა შემოვიდეს, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით მიმდინარე წლის 17 იანვარს გაიხსნა. როგორც მთავრობაში აცხადებენ, თურქეთის ბაზრის გახსნის შედეგად, მოსახლეობას 200-მდე დასახელების მედიკამენტზე ხარჯები გაუიაფდება. თურქული წარმოების მედიკამენტების პირველი პარტია სააფთიაქო ქსელებში დაახლოებით ერთი კვირის წინ შემოვიდა.