სამართალი

29

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეხუთე დღე დაიწყება 09:28-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 15:49-ზე – ყველაფრის მიღწევა შეიძლება, თუ კრეატიული ხართ და მიზნის მიღწევას ცდილობთ. უნდა დაიცვათ თქვენი პრინციპები და აქტიურად გამოხატოთ თქვენი ემოციები და გრძნობები. გადაიხადეთ ვალები. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. განახორციელეთ ნებისმიერი რადიკალური ცვლილება – ავეჯის გადაწყობიდან ბიზნესის კონცეფციის შეცვლამდე. არ არის რეკომენდებული ფინანსური საქმეების წარმართვა. ახალი საქმეების დაწყება. კარგია ტაძრებისა და მონასტრების მონახულება. კარგია სამზარეულოს დასუფთავება, საყოფაცხოვრებო ტექნიკის შეკეთება, დაუთოება.
კონფლიქტები
მსოფლიო
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ გამოიგონეს კარაქის სადღვებელა გურულმა ძმებმა - და კიდევ 9 საინტერესო ფაქტი კარაქზე, რომლებიც არ იცოდი
როგორ გამოიგონეს კარაქის სადღვებელა გურულმა ძმებმა - და კიდევ 9 საინტერესო ფაქტი კარაქზე, რომლებიც არ იცოდი

რძის პრო­დუქ­ტე­ბი ჩემი ყო­ველ­დღი­უ­რი რა­ცი­ო­ნის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ნა­წი­ლია. ცოტა ხნის წინ წა­ვი­კი­თხე, რომ არ­სე­ბუ­ლი სტან­დარ­ტით, ზრდას­რულ­მა ადა­მი­ან­მა დღე­ში მი­ნი­მუმ ერთი ჭიქა რძე, ნა­ხე­ვა­რი ჭიქა ხაჭო და და­ახ­ლო­ე­ბით 40 გრ. კა­რა­ქი უნდა მი­ი­ღოს. მას შემ­დეგ ვცდი­ლობ, ეს რე­კო­მენ­და­ცია აქ­ტი­უ­რად და­ვიც­ვა. რამ­დე­ნი­მე დღის წინ, სუ­პერ­მარ­კეტ­ში „დღის პრო­დუქ­ტე­ბი“ შე­ვი­ძი­ნე და ჩემი ყუ­რა­დღე­ბა „დღის კა­რა­ქის“ შე­ფუთ­ვა­ზე და­ბეჭ­დილ­მა სა­ინ­ტე­რე­სო ამ­ბავ­მა მი­იქ­ცია. ალ­ბათ შე­გიმ­ჩნე­ვი­ათ, რომ „დღის პრო­დუქ­ტებ­ზე“ სა­ინ­ტე­რე­სო და შე­მეც­ნე­ბი­თი ფაქ­ტე­ბის წა­კი­თხვაა შე­საძ­ლე­ბე­ლი. კა­რა­ქის შე­ფუთ­ვა­ზე კა­რა­ქის სა­დღვე­ბე­ლას გა­მო­გო­ნე­ბის ამ­ბა­ვი ეწე­რა. ეს ის­ტო­რია, რო­მე­ლიც აქამ­დე არ ვი­ცო­დი, ჩემი შთა­გო­ნე­ბის წყა­რო გახ­და და გა­დავ­წყვი­ტე, კა­რაქ­ზე ისე­თი ფაქ­ტე­ბი მო­მე­ძი­ე­ბი­ნა, რომ­ლე­ბიც ბევ­რის­თვის უც­ნო­ბია.

კა­რა­ქის მავ­ნებ­ლო­ბის შე­სა­ხებ უამ­რა­ვი მითი არ­სე­ბობს, რომ­ლი­საც დღემ­დე ბევ­რს სჯე­რა. სი­ნამ­დვი­ლე­ში, კა­რა­ქი ნა­ტუ­რა­ლუ­რი რძის პრო­დუქ­ტია, რო­მე­ლიც მდი­და­რია მი­ნე­რა­ლე­ბით: კალ­ცი, ფოს­ფო­რი, B ვი­ტა­მი­ნი, კა­ლი­უ­მი და D ვი­ტა­მი­ნით. ის ცი­ლე­ბის არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი წყა­როა. რე­ა­ლუ­რად, კა­რა­ქი ძა­ლი­ან სა­სარ­გებ­ლოა ორ­გა­ნიზ­მის­თვის, მთა­ვა­რია მი­ი­ღოთ ის ზო­მი­ე­რად და, რაც მთა­ვა­რია, შე­არ­ჩი­ოთ ხა­რის­ხი­ა­ნი პრო­დუქ­ტი.

10 სა­ინ­ტე­რე­სო ფაქ­ტი კა­რაქ­ზე:

ფაქ­ტი #1

ქარ­თვე­ლე­ბი ოდით­გან­ვე გა­მო­ირ­ჩე­ოდ­ნენ მო­ხერ­ხე­ბუ­ლო­ბით. დღე­საც, ქარ­თუ­ლი სოფ­ლე­ბი რომ მო­ი­ა­როთ, უამ­რავ სა­ინ­ტე­რე­სო და უც­ნა­ურ გა­მო­გო­ნე­ბას წა­ა­წყდე­ბით. გუ­რი­ის ერთ-ერთ სო­ფელ­ში ძმე­ბი ცხოვ­რობ­დნენ, რომ­ლებ­მაც ბე­ტო­ნის ამ­რე­ვი მან­ქა­ნის პრინ­ციპ­ზე მო­მუ­შა­ვე კა­რა­ქის სა­დღვე­ბე­ლა შექ­მნეს. ძმებს ყო­ველ­დღი­უ­რად უწევ­დათ ქა­ლაქ­ში ცხე­ნე­ბით ჩას­ვლა, სა­დაც სხვა­დას­ხვა რძის პრო­დუქტს ყიდ­დნენ, მათ შო­რის, კა­რაქ­საც. დაკ­ვირ­ვე­ბის შე­დე­გად მიხ­ვდნენ, რომ კა­რა­ქის დღვე­ბა­ზე ენერ­გი­ი­სა და დრო­ის კარ­გვა უაზ­რო­ბა იყო. ასე შექ­მნეს სა­დღვე­ბე­ლა, რო­მელ­საც ცხენ­ზე მარ­ტი­ვად მი­ა­მაგ­რებ­დნენ და გზა­ში ქა­ლაქ­ში ჩას­ვლამ­დე ნა­ღე­ბი კა­რა­ქად იქ­ცე­ო­და. თა­ნა­სოფ­ლე­ლებს ეს შემ­თხვე­ვა არ გაჰ­კვირ­ვე­ბი­ათ. ძმებს სხვა გა­მო­გო­ნე­ბაც ბევ­რი აქვთ, მათ შო­რის კარ­ტო­ფი­ლის მთე­სა­ვი აპა­რა­ტი და ჭკვი­ა­ნი სარ­წყა­ვი მე­ქა­ნიზ­მი.

ფაქ­ტი #2

კა­რა­ქი პირ­ვე­ლად ძვ. წ. 1500-დან 2000 წლე­ბის შუ­ა­ლედ­ში, ძველ ინ­დო­ეთ­ში გა­მოჩ­ნდა, მაგ­რამ მისი წარ­მო­ე­ბის პირ­ველ შემ­ქმნე­ლე­ბად ძვე­ლი ებ­რა­ე­ლე­ბი ით­ვლე­ბი­ან. ისი­ნი კა­რაქს ძველ აღ­თქმა­შიც ახ­სე­ნე­ბენ. ძვე­ლად, სუფ­რა­ზე კა­რა­ქის არ­სე­ბო­ბა ოჯა­ხის კე­თილ­დღე­ო­ბა­ზე მე­ტყვე­ლებ­და.

ფაქ­ტი #3

კა­რა­ქი ცხი­მი­ა­ნო­ბის მი­ხედ­ვით იყო­ფა შემ­დეგ სა­ხე­ო­ბე­ბად: „ტრა­დი­ცი­უ­ლი“ - 82,5%, „სა­მოყ­ვა­რუ­ლო“ - 80% და ე. წ. გლე­ხუ­რი კა­რა­ქი - 72,5%. კა­რა­ქის მწარ­მო­ე­ბე­ლი ექ­სპერ­ტე­ბის აზ­რით, კრე­მი­სებ­რი სტრუქ­ტუ­რა და პას­ტე­რი­ზა­ცია ყვე­ლა­ზე ჰარ­მო­ნი­უ­ლად შერ­წყმუ­ლი გლე­ხურ კა­რაქ­შია. ის ინარ­ჩუ­ნებს ბი­ო­ლო­გი­უ­რად აქ­ტი­ურ ნივ­თი­ე­რე­ბებს და ანე­ლებს პრო­დუქ­ტში და­ჟან­გვის პრო­ცე­სებს. „გლე­ხუ­რი კა­რა­ქის“ ცხი­მი­ა­ნო­ბა შე­და­რე­ბით და­ბა­ლია. ის პას­ტე­რი­ზე­ბუ­ლი ნა­ღე­ბის­გან მზად­დე­ბა. ამ ტი­პის კა­რა­ქი ბა­ზარ­ზე ძა­ლი­ან მო­თხოვ­ნა­დია.

ფაქ­ტი #4

კა­რაქ­ში იმ­დე­ნი A ვი­ტა­მი­ნია, რამ­დე­ნიც არ არის მცე­ნა­რე­ულ ზეთ­ში. ის კარ­გია არა მხო­ლოდ მხედ­ვე­ლო­ბი­სა და კა­ნის­თვის, არა­მედ იმუ­ნუ­რი სის­ტე­მის ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბის­თვის. უფრო მე­ტიც, ზამ­თარ­ში ადა­მი­ა­ნის ორ­გა­ნიზ­მის­თვის კა­რა­ქი აუ­ცი­ლე­ბე­ლია. დი­ლით კა­რა­ქის მცი­რე რა­ო­დე­ნო­ბაც კი საკ­მა­რი­სია იმის­თვის, რომ თავი ჰი­პო­თერ­მი­ის­გან და­იც­ვათ.

ფაქ­ტი #5

1 კგ. ნა­ღე­ბის კა­რა­ქის მომ­ზა­დე­ბას და­ახ­ლო­ე­ბით 27-30 ლ. რძე სჭირ­დე­ბა.

ფაქ­ტი #6

კა­რა­ქის ფერი და­მო­კი­დე­ბუ­ლია ძრო­ხის საკ­ვებ­ზე და ბა­ლახ­ზე. ზამ­თარ­ში, ნა­ტუ­რა­ლუ­რი ნა­ღე­ბის კა­რა­ქი ღია ფე­რი­საა, ზა­ფხულ­ში კი ყვი­თე­ლი.

ფაქ­ტი #7

შიგ­თავსზე არა­ნაკ­ლებ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია კა­რა­ქის შე­ფუთ­ვა. ყვე­ლამ არ იცის, რომ კა­რა­ქი მზის შუქ­ზე კარ­გავს ვი­ტა­მი­ნებს და ღი­რე­ბულ თვი­სე­ბებს. ყვით­ლდე­ბა და უსი­ა­მოვ­ნო გე­მოს იძენს. ამი­ტომ არა­სო­დეს იყი­დოთ ის პერ­გა­მენ­ტის ქა­ღალ­დში ან პო­ლი­ე­თი­ლე­ნის პარკში გახ­ვე­უ­ლი. ასე­თი პრო­დუქ­ტი უკვე აღარ ით­ვლე­ბა ჯან­სა­ღად.

ფაქ­ტი #8

კა­რა­ქი რძის შე­დღვე­ბის შე­დე­გად მი­ი­ღე­ბა. ამ პრო­დუქ­ტის დამ­ზა­დე­ბის ორი მე­თო­დი არ­სე­ბობს - რძის სე­პა­რა­ცია და მუდ­მი­ვი დღვე­ბა. ორი­ვე მე­თო­დის გა­მო­ყე­ნე­ბით, მი­ი­ღე­ბა გან­სხვა­ვე­ბუ­ლი გე­მოს, მაგ­რამ ერთი და იმა­ვე სარ­გებ­ლის მქო­ნე კა­რა­ქი. ნა­ღე­ბის კა­რა­ქი შე­იძ­ლე­ბა ეწო­დოს მხო­ლოდ იმ პრო­დუქტს, რომ­ლის ცხი­მი­ა­ნო­ბა 80%-დან 90%-მდეა. თუ ეტი­კეტს აწე­რია, რომ დამ­ზა­დე­ბუ­ლია რძის ცხიმ­ზე, ეს კა­რა­ქი ნა­ტუ­რა­ლუ­რია. რძის ცხიმს, რძეს­თან ერ­თად, რძის ფხვნი­ლიც შე­ი­ცავს. სწო­რედ ამი­ტომ, რძის ფხვნი­ლიც ნა­ტუ­რა­ლურ ნედ­ლე­უ­ლად მი­იჩ­ნე­ვა. რო­დე­საც ეტი­კეტ­ზე არის წარ­წე­რა - "სპრე­დი” - ეს ნიშ­ნავს, რომ პრო­დუქ­ტი წარ­მო­ად­გენს ცხო­ვე­ლუ­რი და მცე­ნა­რე­უ­ლი ცხი­მე­ბის ნა­რევს. სპრე­დი ევ­რო­პე­ლე­ბის პო­პუ­ლა­რუ­ლი, დი­ე­ტუ­რი პრო­დუქ­ტია.

ფაქ­ტი #9

გა­ყინ­ვი­სას კა­რა­ქი არ კარ­გავს სა­სარ­გებ­ლო თვი­სე­ბებს. მას უნარ­ჩუნ­დე­ბა პლაზ­მის შე­მად­გე­ნე­ლი ცი­ლე­ბის, ვი­ტა­მი­ნე­ბი­სა და მი­ნე­რა­ლე­ბის ერ­თობ­ლი­ო­ბა, რაც კა­რა­ქის სა­გე­მოვ­ნო თვი­სე­ბებს გან­სა­ზღვრავს. ამ­დე­ნად, გა­ყი­ნუ­ლი კა­რა­ქი ისე­თი­ვე სა­სარ­გებ­ლო პრო­დუქ­ტია, რო­გორც გა­უ­ყი­ნა­ვი.

ფაქ­ტი #10

მსოფ­ლი­ო­ში, ერთი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, 5 მი­ლი­ონ ტო­ნა­ზე მეტი კა­რა­ქი მო­იხ­მა­რე­ბა.

თქვენ რამ­დე­ნად ხში­რად მი­ირ­თმევთ?

თეა ინა­სა­რი­ძე

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გამარჯვება პირველივე წუთებზე - ილია თოფურიამ ოლივიერა ნოკაუტში ჩააგდო და ჩემპიონი გახდა
ავტორი:

როგორ გამოიგონეს კარაქის სადღვებელა გურულმა ძმებმა - და კიდევ 9 საინტერესო ფაქტი კარაქზე, რომლებიც არ იცოდი

როგორ გამოიგონეს კარაქის სადღვებელა გურულმა ძმებმა - და კიდევ 9 საინტერესო ფაქტი კარაქზე, რომლებიც არ იცოდი

რძის პროდუქტები ჩემი ყოველდღიური რაციონის მნიშვნელოვანი ნაწილია. ცოტა ხნის წინ წავიკითხე, რომ არსებული სტანდარტით, ზრდასრულმა ადამიანმა დღეში მინიმუმ ერთი ჭიქა რძე, ნახევარი ჭიქა ხაჭო და დაახლოებით 40 გრ. კარაქი უნდა მიიღოს. მას შემდეგ ვცდილობ, ეს რეკომენდაცია აქტიურად დავიცვა. რამდენიმე დღის წინ, სუპერმარკეტში „დღის პროდუქტები“ შევიძინე და ჩემი ყურადღება „დღის კარაქის“ შეფუთვაზე დაბეჭდილმა საინტერესო ამბავმა მიიქცია. ალბათ შეგიმჩნევიათ, რომ „დღის პროდუქტებზე“ საინტერესო და შემეცნებითი ფაქტების წაკითხვაა შესაძლებელი. კარაქის შეფუთვაზე კარაქის სადღვებელას გამოგონების ამბავი ეწერა. ეს ისტორია, რომელიც აქამდე არ ვიცოდი, ჩემი შთაგონების წყარო გახდა და გადავწყვიტე, კარაქზე ისეთი ფაქტები მომეძიებინა, რომლებიც ბევრისთვის უცნობია.

კარაქის მავნებლობის შესახებ უამრავი მითი არსებობს, რომლისაც დღემდე ბევრს სჯერა. სინამდვილეში, კარაქი ნატურალური რძის პროდუქტია, რომელიც მდიდარია მინერალებით: კალცი, ფოსფორი, B ვიტამინი, კალიუმი და D ვიტამინით. ის ცილების არაჩვეულებრივი წყაროა. რეალურად, კარაქი ძალიან სასარგებლოა ორგანიზმისთვის, მთავარია მიიღოთ ის ზომიერად და, რაც მთავარია, შეარჩიოთ ხარისხიანი პროდუქტი.

10 საინტერესო ფაქტი კარაქზე:

ფაქტი #1

ქართველები ოდითგანვე გამოირჩეოდნენ მოხერხებულობით. დღესაც, ქართული სოფლები რომ მოიაროთ, უამრავ საინტერესო და უცნაურ გამოგონებას წააწყდებით. გურიის ერთ-ერთ სოფელში ძმები ცხოვრობდნენ, რომლებმაც ბეტონის ამრევი მანქანის პრინციპზე მომუშავე კარაქის სადღვებელა შექმნეს. ძმებს ყოველდღიურად უწევდათ ქალაქში ცხენებით ჩასვლა, სადაც სხვადასხვა რძის პროდუქტს ყიდდნენ, მათ შორის, კარაქსაც. დაკვირვების შედეგად მიხვდნენ, რომ კარაქის დღვებაზე ენერგიისა და დროის კარგვა უაზრობა იყო. ასე შექმნეს სადღვებელა, რომელსაც ცხენზე მარტივად მიამაგრებდნენ და გზაში ქალაქში ჩასვლამდე ნაღები კარაქად იქცეოდა. თანასოფლელებს ეს შემთხვევა არ გაჰკვირვებიათ. ძმებს სხვა გამოგონებაც ბევრი აქვთ, მათ შორის კარტოფილის მთესავი აპარატი და ჭკვიანი სარწყავი მექანიზმი.

ფაქტი #2

კარაქი პირველად ძვ. წ. 1500-დან 2000 წლების შუალედში, ძველ ინდოეთში გამოჩნდა, მაგრამ მისი წარმოების პირველ შემქმნელებად ძველი ებრაელები ითვლებიან. ისინი კარაქს ძველ აღთქმაშიც ახსენებენ. ძველად, სუფრაზე კარაქის არსებობა ოჯახის კეთილდღეობაზე მეტყველებდა.

ფაქტი #3

კარაქი ცხიმიანობის მიხედვით იყოფა შემდეგ სახეობებად: „ტრადიციული“ - 82,5%, „სამოყვარულო“ - 80% და ე. წ. გლეხური კარაქი - 72,5%. კარაქის მწარმოებელი ექსპერტების აზრით, კრემისებრი სტრუქტურა და პასტერიზაცია ყველაზე ჰარმონიულად შერწყმული გლეხურ კარაქშია. ის ინარჩუნებს ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებებს და ანელებს პროდუქტში დაჟანგვის პროცესებს. „გლეხური კარაქის“ ცხიმიანობა შედარებით დაბალია. ის პასტერიზებული ნაღებისგან მზადდება. ამ ტიპის კარაქი ბაზარზე ძალიან მოთხოვნადია.

ფაქტი #4

კარაქში იმდენი A ვიტამინია, რამდენიც არ არის მცენარეულ ზეთში. ის კარგია არა მხოლოდ მხედველობისა და კანისთვის, არამედ იმუნური სისტემის ფუნქციონირებისთვის. უფრო მეტიც, ზამთარში ადამიანის ორგანიზმისთვის კარაქი აუცილებელია. დილით კარაქის მცირე რაოდენობაც კი საკმარისია იმისთვის, რომ თავი ჰიპოთერმიისგან დაიცვათ.

ფაქტი #5

1 კგ. ნაღების კარაქის მომზადებას დაახლოებით 27-30 ლ. რძე სჭირდება.

ფაქტი #6

კარაქის ფერი დამოკიდებულია ძროხის საკვებზე და ბალახზე. ზამთარში, ნატურალური ნაღების კარაქი ღია ფერისაა, ზაფხულში კი ყვითელი.

ფაქტი #7

შიგთავსზე არანაკლებ მნიშვნელოვანია კარაქის შეფუთვა. ყველამ არ იცის, რომ კარაქი მზის შუქზე კარგავს ვიტამინებს და ღირებულ თვისებებს. ყვითლდება და უსიამოვნო გემოს იძენს. ამიტომ არასოდეს იყიდოთ ის პერგამენტის ქაღალდში ან პოლიეთილენის პარკში გახვეული. ასეთი პროდუქტი უკვე აღარ ითვლება ჯანსაღად.

ფაქტი #8

კარაქი რძის შედღვების შედეგად მიიღება. ამ პროდუქტის დამზადების ორი მეთოდი არსებობს - რძის სეპარაცია და მუდმივი დღვება. ორივე მეთოდის გამოყენებით, მიიღება განსხვავებული გემოს, მაგრამ ერთი და იმავე სარგებლის მქონე კარაქი. ნაღების კარაქი შეიძლება ეწოდოს მხოლოდ იმ პროდუქტს, რომლის ცხიმიანობა 80%-დან 90%-მდეა. თუ ეტიკეტს აწერია, რომ დამზადებულია რძის ცხიმზე, ეს კარაქი ნატურალურია. რძის ცხიმს, რძესთან ერთად, რძის ფხვნილიც შეიცავს. სწორედ ამიტომ, რძის ფხვნილიც ნატურალურ ნედლეულად მიიჩნევა. როდესაც ეტიკეტზე არის წარწერა - ,,სპრედი” - ეს ნიშნავს, რომ პროდუქტი წარმოადგენს ცხოველური და მცენარეული ცხიმების ნარევს. სპრედი ევროპელების პოპულარული, დიეტური პროდუქტია.

ფაქტი #9

გაყინვისას კარაქი არ კარგავს სასარგებლო თვისებებს. მას უნარჩუნდება პლაზმის შემადგენელი ცილების, ვიტამინებისა და მინერალების ერთობლიობა, რაც კარაქის საგემოვნო თვისებებს განსაზღვრავს. ამდენად, გაყინული კარაქი ისეთივე სასარგებლო პროდუქტია, როგორც გაუყინავი.

ფაქტი #10

მსოფლიოში, ერთი წლის განმავლობაში, 5 მილიონ ტონაზე მეტი კარაქი მოიხმარება.

თქვენ რამდენად ხშირად მიირთმევთ?

თეა ინასარიძე