ავტორი:

McDonalds-ი რუსეთში ყველა საკვებ ობიექტს ხურავს

McDonalds-ი რუსეთში ყველა საკვებ ობიექტს ხურავს

McDonalds-მა გამოაცხადა, რომ რუსეთში ყველა საკვებ ობიექტს დახურავს.

ამასთან, კომპანიამ აღნიშნა, რომ რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე ყველა ოპერაციას აჩერებს.

ცნობისთვის, აღნიშნულ სწრაფი კვების ქსელს რუსეთში 850-მდე რესტორანი აქვს და 62 000 თანამშრომელი ჰყავს.

McDonalds-ის აღმასრულებელი დირექტორის, კრის კემპჩინკსი აცხადებს, რომ რუსეთ-უკრაინის ომმა „უდანაშაულო ხალხის აღუწერელი ტანჯვა“ გამოიწვია. მან ასევე განაცხადა, რომ აგრესიისა და ძალადობის დაგმობაში დანარჩენ მსოფლიოს უერთდება და ლოცულობს მშვიდობისთვის.